Friday, May 1, 2015

ფრანგულმა Leclerc–ებმა პოლონეთში ჩააღწიეს

ფრანგულმა სამხედრო ტექნიკამ და მათ შორის Leclerc–ბმა პოლონეთში ჩააღწიეს


P.S. როგორც უკვე ვწერდი, 20 აპრილს პოლონეთში ფრანგული არმიის ტაქტიკური ჯგუფი გაემგზავრა (Sous groupement tactique Interarmées - SGTIA), რომლის საფუძველსაც 15 ცალი ტანკი Leclerc შეადგენს.
SGTIA შესდგება ფრანგული არმიის მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის (2ème Вrigade Вlindée) შემდეგი ქვედანაყოფებისაგან - კირასირთა მე-12 პოლკის (12ème Régiment de Cuirassiers) სატანკო ესკადრონი (15 ცალი ტანკი Leclerc), მსროლელთა მე-16 ბატალიონის (16ème Bataillon de Chasseurs) მოტოქვეითთა ოცეული (4 ცალი ჯტრ VBCI) და ინჟინერთა მე-13 პოლკის (13ème Régiment du Génie) მესანგრეთა ოცეული (სამი ცალი ჯტრ VAB და ერთი ცალი შეჯავშნული საინჯინრო მანქანა EBG). დაჯგუფების მთლიანი რაოდენობა 300 კაცს აღწევს.
წყარო – საფრანგეთი პოლონეთში 15 ტანკ Leclerc-ს აგზავნის

სერიიდან M1A1M და ერეაყელები

"M1A1M  და ერეაყელები"–ს ეპოპეის გაგრძელება – იდგა თავისთვის და უცბად მოფრინდა (სავარაუდოდ ტსმრ)

ერაყული არმიის M1A1M Abrams-ის ნარჩენები. 2015 წელი, ქალაქ რამადის მისადგომები.


Sunday, April 26, 2015

ამერიკულ-ბულგარული ერთობლივი საჰაერო წვრთნები

პლოვდივო, ბულგარეთი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის გამანადგურებელთა 159-ე ფრთა (159th Fighter Wing), რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ახალ ორლეანში, ერთობლივ საჰაერო და საზღვაო ბაზაზე მდებარეობს, მონაწილეობას ღებულობს ერთობლივ, ამერიკულ-ბულგარულ სწავლებაში, რომელიც 16 აპრილიდან 5 მაისამდე ბულგარეთის საჰაერო ბაზა "გრაფ იგნატიევოზე" განხორციელდება.
სულ ბულგარეთში 150 ამერიკელის სამხედრო მოსამსახურეა გადასროლილი (პილოტები და სხვა მომსახურე პერსონალი). რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ერთობლივ სწავლება "თრაკიული არწივი-2015"-ში (Thracian Eagle 2015), რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთშეთანხმების დახვეწის და მზადყოფნის ამაღლებაა.

159-ე ავიაფრთის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ მატ რიპპენის (Matt Rippen), განცხადების თანახმად მათი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

"ჩვენ აქ ვართ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და  ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინოთ. ორმხრივი სწავლებების განხორციელება გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდაში და ურთიერთობების გამყარებაში" - განაცხადა ვიცე პოლკოვნიკმა.

სწავლებაში აშშ-ს გამანადგურებელ F-15-ებთან ერთად ბულგარული საჰაერო ძალების МиГ-29-ები და Су-25-ები ღებულობენ მონაწილეობას.


წყარო:




 P.S. მაშ ასე, უბრალოდ ინტერესისთვის:

  1. პოლონეთში 4 ცალი A-10C - ამერიკული მოიერიშეები პოლონეთში
  2. მარტის თვის განმავლობაში რუმინეთში 10 ცალი F-16 იქნა გადასროლილი და 14 ცალი F-16 ესტონეთში - აშშ–ს გამანადგურებლები აღმოსავლეთ ევროპაში
  3. და ახლა F-15-ები ბულგარეთში.



Saturday, April 25, 2015

ტრაგიკულად დაღუპილი სოსო მაკარაძისა და ბესარიონ გორჯოლაძის საპატივცემულოდ ამერიკელი კურსანტები ქართულ დროშებს ატარებენ

„ვესტ პოინტის" ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრზე სოსო მაკარაძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ სანაპირო დაცვის აკადემიის ამერიკელი კადეტები სიამაყით ატარებენ საქართველოს დროშას. აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველი მსმენელები 8 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპნენ.

During the annual Sandhurst Military Skills Competition at West Point, the U.S. Coast Guard Academy’s team proudly displayed Georgian flags on their uniforms in memory of former academy cadets Soso Makaridze and Besarion Gorjoladze, who died in a car accident in New Jersey on March 8.




წყარო:

Thursday, April 23, 2015

საფრანგეთი პოლონეთში 15 ტანკ Leclerc-ს აგზავნის

Mistral-ის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე საფრანგეთმა ღრუსლანდიის საზღვართან ტანკები გააგზავნა.

როგორც ჟურნალი "Jane's Defence Weekly" სტატიაში, სახელწოდებით "Frédéric Lert "France deploys Leclerc MBTs to Poland" იუწყება, 2015 წლის 20 აპრილის საფრანგეთიდან პოლონეთში ფრანგული არმიის ტაქტიკური ჯგუფი გაემგზავრა (Sous groupement tactique Interarmées - SGTIA), რომლის საფუძველსაც 15 ცალი ტანკი Leclerc შეადგენს.
SGTIA შესდგება ფრანგული არმიის მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის (2ème Вrigade Вlindée) შემდეგი ქვედანაყოფებისაგან - კირასირთა მე-12 პოლკის (12ème Régiment de Cuirassiers) სატანკო ესკადრონი (15 ცალი ტანკი Leclerc), მსროლელთა მე-16 ბატალიონის (16ème Bataillon de Chasseurs) მოტოქვეითთა ოცეული (4 ცალი ჯტრ VBCI) და ინჟინერთა მე-13 პოლკის (13ème Régiment du Génie) მესანგრეთა ოცეული (სამი ცალი ჯტრ VAB და ერთი ცალი შეჯავშნული საინჯინრო მანქანა EBG). დაჯგუფების მთლიანი რაოდენობა 300 კაცს აღწევს.
ჯგუფი ბალტიის სანაპიროსთან ახლოს მდებარე პოლონურ პოლიგონ დრავსკო-პომორსკოეზე ორი თვით იქნება განთავსებული და მონაწილეობას მიიღებს პოლონურ, ამერიკულ და კანადურ ერთობლივ წვრთნებში, მათ შორის 11-29 მაისს დაგეგმილ მსხვილმაშტაბიან სწავლება "Puma 15"-ში. საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, მივლინებული ჯგუფი წარმოადგენს NATO-ს "დამარწმუნებელი პოლიტიკის" ('assurance policy') ნაწილს, რომელის მიზანიცაა უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე მოკავშირე აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნება თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ჟურნალის აზრით, ტანკ Leclerc-ების პოლონეთში მივლინებას "მოსკოვისთვის ძლიერი გზავნილის" მიწოდებას ემსახურება.

წყარო:

საფრანგეთიდან პოლონეთში Leclerc-ერბის გაგზავნის პროცესი

Армата (Т-14, Т-15), Курганец-25, Бумеранг და Коалиция HD ხარისხში

სააღლუმო რეპეტიციიდან ფოტოები მაღალ ხარისხში, დააკვირდით ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ და აღმოაჩენთ




მამა "Gun-Track" უკრაინიდან, ამჯერად ტერორისტები იყენებენ ჰალუცინოგენებს


 სატვირთო ურალის ბაზაზე შემოდგმული ნახევარი ქსმ БМП-2

Wednesday, April 22, 2015

Т-14 და Т-15 ფოტოები მაღალი ხარისხით


 ტანკ Т-14 და მძიმე ქსმ Т-15 ფოტოები, რომელზეც ბევრი საინტერესო რამის დანახვა შეიძლება, მაგალითად ადს ან სახურავის სისქე


ასევე Курганец-25-ის ხარისხიანი ფოტოსურათი

IFV Ratel vs Т-54Б

ეს უნიკალური ფოტო 1988 წლის 14 ტებერვლით თარირდება. ფოტოსურათი აპარდეიდის პერიოდის სამხრეთაფრიკული არმიის მებრძოლების მიერ, ანგოლის საზღვართან ბრძოლების დროსაა გადაღებული.

ქსმ "Ratel" ოპერაცია "ჰუპერის" დროს მოულოდნელად წააწყდა ანგოლის განმანთავისუფლებელი ძალების კუთვნილ Т-54Б-ს. "Ratel"-ის ეკიპაჟმა სამი გასროლის შემდეგ ტანკი მწყობრიდან გამოიყვანა.