As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, July 18, 2015
Friday, July 17, 2015
ებრაული ტანკი–ტრანსფორმერი, ანუ ველური ვირი
მიუხედავად იმისა რომ მანქანას ტანკის შასი, მბრუნავი კოშკურა და ქვემეხის მსგავსი რაღაცა უყენია, ის არ წარმოადგენს არც ტანკს და არც სარაკეტო ტანკს.
გარეგანი იერი მანქანის შესანიღბად გამოიყენება, ხოლო ქვემეხი ეს უბრალოდ ბუტაფორიაა და მეტი არაფერი, ის მართვადი რაკეტა "ტამუზის" გამშვებია და მასზე 12 ცალი ასეთი რაკეტა აყენია. მანქანას "ონგარი" ეწოდება, რაც ებრაულად ველურ ვირს ნიშნავს.
Wednesday, July 15, 2015
დანიის არმიამ ავღანეთში ექვსი ცალი Leopard–2A5DK დაკარგა
როგორც დანიური გაზეთი "Berlingske" იუწყება, დანიურმა არმიამ ISAF–ის მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის დროს ექვსი ცალი ტანკი Leopard–2A5DK დაკარგა, რომლებიც დანიური კონტინგენტის ავღანეთიდან საბოლოო გამოსვლის შემდეგ უნდა გამოიყვანონ და მწარმოებელს, ანუ Krauss-Maffei Wegmann (KMW) დაუბრუნდეს. თუმცა თვითონ დანიელებს მწყობრიდან გამოყვანილი ტანკების ავღანეთში დატოვება ურჩევნიათ, მაგრამ 1997 წელს გერმანიიდან ამ ტანკების ყიდვის დროს ხელმოწერილი სერთიფიკატის თანახმად, დანიური მხარე ვალდებულია მწარმოებელს მწყობრიდან გამოსული ყველა ტანკი უკან დაუბრუნოს. ამ ყველაფრის შედეგად დანიას საჰაერო ტრანსპორტით ამ მანქანების და ასევე ერთი განადგურებული ჯტრ Piranha III–ის ავღანეთიდან გამოყვანა 25 მილიონი დანიური კრონი დაუჯდება (დაახლოებით 3,7 მილიონი დოლლარი).
დანიურმა მხარემ 1997 წლის დეკემბერში ბუნდესვერის საკუთრებაში არსებული 51 ცალი Leopard–2А4 შეიძნა, ხოლო 2004 წელს დამატებით 18 ცალი Leopard–2А4 იყიდა (საიდანაც 12 ცალი სათადარიგო ნაწილებად იქნა გამოყენებული). 2002–2005 წლებში დანიური არმიის მწყობრში მყოფი ყველა 57 ტანკს KMW–ემ Leopard–2A5DK დონემდე ჩაუტარა მოდერნიზაცია.
დანიას 2007 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მაისამდე, სანამ მთელი კონტინგენტი არ გამოიყვანა, ავღანეთში მუდმივად ჰყავდა ხუთი ცალი (სატანკო ოცეული) ტანკი Leopard–2A5DK, რომლებიც ბაზა კემპ–ბასტიონზე, ჰელმანდის პროვინციაში დისლოციორდებოდნენ. აქედან სამი მუდმივად მწყობრში იყო, ერთი რეზერვად ითვლებოდა და ერთი კიდევ ტექნიკურ მომსახურებაზე იდგა.
ცნობილია რომ, ვღანეთში ყოფნის დროს დანიელებმა მოკლულის სახით ერთი ტანკისტი დაკარგეს. ინცინდენტი 2008 წლის 25 ივლისს მოხდა, როდესაც Leopard–2A5DK მძლავრი თვითნაკეთი ნაღმით იქნა განადგურებული, რის შედეგადაც მძღოლ–მექანიკოსი დაიღუპა.
P.S. 2010 წელს დანიურ Leopard–2A5DK და Piranha III–სЕან მეც მქონდა ზერელე შეხება.
Monday, July 13, 2015
Thursday, July 9, 2015
"წადი შენი დედაც მოვ....ან, გაუმარჯოს საქართველოს!!!"
სერიალი "ტიფლისის" გადამღებისგან ახალი ქართული პატრიოტუსლი ფილმი "დაკარგული გმირები", რომელიც ქერჩის პლაცდარმზე დაღუპილ ათეულობით ათას ქართველს ეძღვნება.
დამბურძგლა – "წადი შენი დედაც მოვტყან, გაუმარჯოს საქართველოს!!!"
P.S. ფილმი სავარაუდოდ სხვა ფილმებზე დაყრდნობითაა გადაღებული, პირველივე შეხედვით იგივე რიგითი რაიანის გადასარჩენად გაგახსენდება ადამიანს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა რომ ასეთ საინტერესო და საჭირო საქმეს მოჰკიდეს საქართველოში ხელი.
Monday, July 6, 2015
Tuesday, June 23, 2015
ქართველები ავღანეთში – პატრულირება ბალხის პროვინციაში
დიდი ხანია ავღანეთის თემას არ შევხებივართ და თან პლიუს ეს საინტერესო ტენდენცია შევნიშე ჩვენი МОD–ის საიტზე.
ბალხის პროვინციაში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს.
ქვეითად გადაადგილების დროს ქართულმა ქვედანაყოფმა მიწაში ჩაფლული ძველი საბრძოლო ნივთიერებები შეამჩნიეს, რის შემდეგაც სტანდარტული პროცედურის თანახმად საინჟინრო ჯგუფის გამოძახება მოხდა. გამნაღველებმა საეჭვო ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს და გაწმინდეს. პატრულირება 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქართული ასეულის პატრულიების მიზანი ბაზა "მარმალის" დაცვა, საპატრულო რაიონის კონტროლი, მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ქართველმა სამხედროებმა ბაზა "მარმალზე" გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლეს.
პატრულირება ბალხის პროვინციაში
P.S. რომელ ტენდენციაზეა საუბარი – თავდაცვის სამინისტრო უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას და ეს ყველაფერი კაია. მაგრამ ასე დეტალურად – პატრულირება განხორციელდაო :) ? ყოველ დღე ორი პატრულირება ხდებოდა და მესამე ღამით, პლიუს ამას Q.R.F.–ის გასვლები და სხვადასხვა ოპერაციები. ნაღმების თაობაზე კიდევ – 4 თუ 5 ტვეში მარტო ჩემს ასეულზე იყო 40–მდე I.E.D. აღმოჩენილი.
ყველა ეს რუტინული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს გვერდზე რო გამოჩენილიყო ალბათ ინტერნეტმწერლების დამატებით რამდენიმე შტატი უნდა შემოეღოთ.
ბიჭებს კიდევ დიდი პატივისცემა, მშვიდობიტ დაბრუნებას გისურვებთ.
P.P.S. იმედია ავრანეთის მისიის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო მოგვცემს საშუალებას სტატისტიკას გავეცნოთ – განხორციელებული ოპერაციები, პატრულირებები, ნაღმების აღმოჩენა და მთელი ის საინტერესო ციფრები რომლებიც ყველა სამხედრო საქმის მოყვარულს დააინტერესებს.
Thursday, June 18, 2015
გამოფენა "Армия-2015"
16-დან 19 ივნისის ჩათვლით რუსეთში, მოსკოვის ოლქში კულტურის სამხედრო პატრიოტულ ბანაკ "Патриот"–ში მიმდინარეობს სამხედრო–ტექნიკური გამოფენა ფორუმი "Армия-2015". გამოფენაზე ბევრი სიახლე პირველად იქნა წარმოდგენილი:
მოდერნიზირებული 2С25М (Объект 952М) "Спрут-СДМ1"
მოდერნიზირებული БМД-4М
მოდერნიზირებული РХМ-5М
მოდერნიზირებული БМП-2М
БМП-3-ის მოდერნიზაციის სხვადასხვა ვერსიები
№1 - БМП-3М
№2 - БМП-3 დამატებითი ჯავშნით და ცხაურებით
ასევე მოხდა Ка-52-ის საზღვაო ვერსიის, Ка-52К-ს პირველი ოფიციალური ჩვენება
ასევე წარმოდგენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღის ფართო ასორტიმენტი
კონცერნ Калашников-ის მერ წარმოდგენილი ახალი, 9x19მმ პისტოლეტი ПЛ-14 (Пистолет Лебедева)
АК-15
Саига-ს სხვადასხვა ვარიანტები (მაგალითად უკანა პლანზე 9მმ–ნი Саига–9)
АК-12
А-545
ფოტოების წყარო ბლოგი u_96 და ფორუმ otvaga2004–ის იუზერი VLAS.
Subscribe to:
Posts (Atom)

















































































