Tuesday, September 8, 2015

სირიისთვის რუსული სამხედრო ტექნიკის მიწოდება (ფოტოფაქტები)

"სირიის ექსპრესი" ამ ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდა. საჰაერო შემადგენელი რომც არ გავითვალისწინოთ, ამა წლის 8 აგვისტოდან რუსეთის დიდმა სადესანტო ხომალდებმა სირიაში უკვე ათჯერ იმგზავრეს და ყველაფერთან ერთად "სირიის ექსპრესის" არსებობის განმავლობაში პირველად საბრძოლო ტექნიკის გადაზიდვა არა მარტო ტრიუმებით, არამედ ზედა გემბანების მეშვეობითაც ხდებოდა. პლიუს ამას სადესანტო ხომალდების გარდა ტექნიკის სატრანსპორტოდ სატვირთო ბარჟაც იქნა მიზიდული.

გუშინ, 7 სექტემბერს, ბოსფორის გავლით ხმელთაშუაზღვის მიმართულებით პროექტ 1171–ის დსხ "სარატოვმა" გაიარა, რომელიც პირამდე სავსე იყო სამხედრო ტექნიკით, ხომალდზე აღმართული იყო სასიგნალო ალამი "ტანგო" – "არ მომიახლოვდეთ".


გუშინ იმავე მიმართულებით გაიარა სატვირთო ბარჟამ "ალექსანდრე ტკაჩენკომ", რომელიც 1 სექტემბერს შევიდა ნოვოროსიისკში, რის შემდეგაც დატვირთული ხმელთაშუაზღვაში გაემგზავრა. როგორც ფოტოებიდან ჩანს ბარჟას გემბანზე განთავსებულია "Урал"–ის ტიპის სამხედრო სატვირთოები და სავარაუდოდ საწვავ–საპოხი მასალების ცისტერნები. ალბათ რუსებმა გადაწყვიტეს რომ ასეთი ტვირთის გადაზიდვა სამხედრო ხომალდების გარეშეც შეიძლება.

3 სექტემბერს ბოფორსის გავლით ხმელთაშუაზღვაში გავიდა პროექტ 775–ის ორი დსხ "ნოვოჩერკასსკი" და კოროლევი". ამ ორი ხომალდიდან ერთ–ერთზე ტვირთი ზედა გემბანზე იყო განთავსებული.

26 აგვისტოს იმავე მარშუტით გაიარეს პროექტ 775–ის რომა დსხ–მ "აზოვმა" და "ცეზარ კუნიკოვმა"

20 აგვისტოს იმავე მარშუტით გაიარა პროექტ 1171–ის დსხ "ნიკოლაი ფილიჩენკომ", ეს რეისი განსაკუთრებით ცნობილი გახდა, რადგანაც "სირიის ექსპრესის" ორნახევარწლიანი არსებობის განმავლობაში ზედა გემბანზე ტვირთი პირველად გადაჰქონდათ და შესანიღბი ბადეების ქვეშ БТР–ების სილუეტები შეიმჩნეოდა. და ამ შემთხვევიდან 3 დღის შემდეგ სირიაში პირველად გამოჩნდა БТР–82А (საუბარია ამ ვიდეოზე – БТР-82А სირიაში). ეს ორი მოვლენა ზოგიერთმა ერთმანეთს დაუკავშირა, თუმცაღა სავარაუდოდ ეს БТР–82–ები მანამდე დსხ "ნოვოჩერკასსკის", "კოროლევის", "აზოვისა" და "ცეზარ კუნიკოვის" დახმარებით იქნა ჩაყვანილი, რომლებმაც 1–2 კვირით ადრე განახორციელეს რეისები სირიის მიმართულებით.

ფოტოსურათები თურქი ფოტოგრაფების მიერაა გადაღებული, რომლებიც უკვე მერამდენე წელია სრუტეში გამავალ სამხედრო ხომალდებს ადევნებენ თვალყურს:

ტანკი "Армата" შიგნიდან



ტელეარხი "ვარსკვლავი" (Звезда) გადაცემა "სამხედრო მიღებაში" (Военная приемка ) პერსპექტიული ტანკის, "Армата"–ს შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადაცემის სარეკლამო როლიკში რამდენიმე საინტერესო კადრი გამოჩნდა:

ეკიპაჟის სამუშაო ადგილები – ოთხი ეკრანია + მძღოლ მექანიკოსის ეკრანი

ასევე კადრში გამოჩნდა პლატფორმა "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სამი სხვადასხვა მანქანა – შსსმ, ტანკი და ქსმ

Sunday, September 6, 2015

"Курганец-25" - ვიდეო მიმოხილვა


ტელეარხს "ვარსკვლავის" (Звезда) გადაცემა "სამხედრო მიღებაში" (Военная приемка ) გავიდა სიუჟეტი პერსპექტიული რუსული ქსმ–ის, "კურგანეც–25"–ის (Курганец-25) შესახებ. ვიდეოში ბევრი საინტერესო დეტალია ნაჩვენები:

ამერიკის ჯავშანტექნიკას ევროპაში მწვანე ფერი დაუბრუნდა

ამერიკულ გაზეთ "Stars and Stripes"–ში გამოქვეყნდა სტატია მანერგეიმში (გერმანიაში) განთავსებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზა Coleman Barracks–ში, აშშ–ს არმიის ევროპაში ხელახლა გაშლილი ახალი სახეობის სტანდარტული ჯავშანსატანკო ბრიგადის (Аrmored Вrigade Сombat Тeam - ABCT), რომელსაც European Activity Set (EAS) ეწოდება, ტექნიკის "ევროპული" კამუფლიაჯის ფერებში გადაღებვის შესახებ.

მანერჰეიმის პოლიგონი, გერმანია – ევროპაში განთავსებული EAS–ის კომპლექტის ქსმ M2A3 Bradley, რომელიც ევროპულ, მწვანე კომულფიაჟშია გადაღებილი

EAS–ის აღნიშნული კომპლექტი 2014 წელს იქნა ჩამოყალიბებული და გერმანულ პოლიგონ გრაფენვერში, ბავარიაში, ჩეხეთის საზღვართან იქნა განთავსებული. ამჯერად კი რუსული სამხედრო საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით ტექნიკა აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იქნება გადასროლილი.

ამერიკიდან კომპლექტი თავდაპირველად აშშ–ს არმიისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ უდაბნოს ფერებში შეღებილი ჩამოვიდა.

მანერჰეიმის პოლიგონი, გერმანია – უდაბნოს ფერში შერებილი ქსმ M2A3 Bradley ელოდება მწვანე ფერში გადაღებვას
EAS კომპლექტი მოიცავს 90 ცალ ტანკ M1A2 SEP v.2 Abrams, 140 ცალ ქსმ M2A3 Bradley, 20 ცალ 155მმ–იან თვითმავალ ჰაუბიცა M109А6 და ასევე დამხმარე შეჯავშნული მანქანებისა და ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვან რაოდენობას.
EAS–ის გასაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არაა დასაწყობებული, ის მუდმივად გაშლილ მდგომარეობაშია და მისი დაკომპლექტება მუდმივად მოხდება ექვსი თვით სწავლებაზე ჩამოსული აშშ–ს არმიის სხვადასხვა ჯავშანსატანკო ბრიგადების საშტატო პირადი შემადგენლობის მეშვეობით.

ამჯერად იგეგმება EAS–ის კომპლექტის აღმოსავლეთ ევროპაში გადასროლა, სადც მისი ნაწილები პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში განთავსდება.


წყარო:

რუსული არმია სირიაში (ფოტოები)

ინფორმაციას სიფრთხილით მოვეკიდოთ – რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები სოციალურ ქსელებში სირიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.
ფოტოსურათები Twitter–ში მიკრობლოგ "Все плохо"–ს გვერდზე გამოქვეყნდა. მათზე გამოსახულია რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები, რომლებიც ტექნიკისა და ბლოკ–პოსტების ფონზე პოზირებენ, ტექნიკაში რუსული წარმოების КамАЗ–ების ამოცნობაა შეიძლება.
პუბლიკაციები ამა წლის ივნის–სექტემბრით თარიღდება. ფოტოსურატების ქვეშ რუსი ჯარისკაცები სტატუსებსაც წერენ, რომლებშიც სირიის თავისუფალი არმიის, რომელიც ქვეყანაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ებრძვის,  წინააღმდეგ შეტევებზე საუბრობენ.
შეგახსენებთ რომ რუსეთი ასადის რეჟიმს გამუდმებით აწვდის დახმარებას შეიარარებისა და სამხედრო ტექნიკის სახით, რუსული ხომალდები ხშირად დაცურავენ სირიის ნაპირებისკენ, ხოლო სირიულმა ტელეარხებმა შემთხვევით უკვე მოახდინეს რუსების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დაფიქსირება (საუბარია ამ ვიდეოზე, რომელშიც რუსული ლაპარაკი ისმის – БТР-82А სირიაში).





Tuesday, September 1, 2015

ბუნდესვერმა G36-ების ჩანაცვლება დაიწყო

გერმანული გაზეთის, Sueddeutsche Zeitung–ის 28 აგვისტოს სტატიის თანახმად გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეფექტური G36–ბის ნაწილს HK417–ებით ჩაანაცვლებს. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მდივანმა, კეტრინ სუდერმა (Katrin Suder) განაცხადა – 600 ერთეული ავტომატური შაშხანა HK417–სა და 600 ერთეული ტყვიამფრქვევ MG4–ის შესასყიდად უკვე გამოყოფილია 18 მილიონი ევრო (20 მილიონი აშშ დოლარი). შეიარაღების აღნიშნული პარტია ფრონტზე, კერძოდ კი ავღანეთში მყოფ გერმანულ ქვედანაყოფებს 2016 წლის შუა პერიოდისთვი გადაეცემათ.

ავტომატური შაშხანა HK417, რომელიც სახელწოდებით G27P გერმანიის სპეციალური დანიშნულების ზოგიერთ ქვედანაყოფში უკვე გამოიყენება, 2016 წლის ზაფხულისთვის იქნება მიღებული ქვედანაყოფებში. შაშხანის ბოლო გამოცდებმა აჩვენეს რომ მას არ გააჩნია გადახურების შედეგად გამოწვეული ცეცხლის სიზუსტის პრობლემები, რომლითაც G36 იტაჯებოდა.
ბუნდესვერის არსენალში არსებული 160 000 შაშხანიდან მხოლოდ 1200–ის ჩანაცვლება დროებით ზომას წარმოადგენს და ეს ნაბიჯი საბრძოლო ზონაში მყოფი სამხედროებისთვის იქნა გადადგმული. თუმცაღა ორივე შაშხანა ერთი და იგივე მწარმოებლის, Heckler & Koch–ის ნაწარმია. 
ბუნდესვერის ტაბელური იარაღის გარშემო სკანდალი გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ცხელ კლიმატში მისი სიზუსტის პრობლემების შესახებ ინფორმაციამ მასმედიაში გაჟონა. G36–ს საბოლოო შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ამ წელს, ოღონდ უფრო მოგვიანებით იქნება მიღებული.
HK417–ის ავტომატიკა დგუშის მოკლე სვლის პრინციპზე მუშაობს. შაშხანა 7,62x51 NATO–ს ვაზნებს მოიხმარს. აღნიშნული კალიბრი G36–ის კალიბრისგან განსხვავდება, თუმცაღა ვაზნის ეს ცვლილება ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის არმიების მიერ ავღანეთში და ერაყში მიღებული გამოცდილების გამოძახილია – როდესაც ქვედანაყოფს მოწინააღმდეგესტან სამუშაოდ უფრო გრძელი და მძლავრი ხელი დასჭირდათ მათ გამოსავალი ამ ვაზნაში ნახეს.

წყარო:
Germany buys batch of HK417s to replace part of defective G36 assault rifles

F-22A პოლონეთშია

2015 წლის 31 აგვისტოს პლონეთში, ავიაბაზა ლასკში (Łask) აშშ–ს საჰაერო ძალების მე–5 თაობის ტაქტიკური გამანადგურებელი Lockheed Martin F-22A Raptor ჩაფრინდა. გამანადგურებლები გერმანიაში მდებარე აშშ–ს ავიაბაზა შპანგდალემიდან გადმოფრინდენ, სადაც თავის მხრივ 28 აგვისტოს ჩაფრინდნენ  სხვა ორ, ანალოგიურ გამანადგურებელთან ერთად.


როგორც ამასთან დაკავშირებით პლონეთის არმიის პერს–ოფიცერმა, არტურ გოლავსკიმ განაცხადა "ამერიკელები მოკავშირეთა აეროდრომებიდან ამ ტიპის გამანადგურებლების გამოყენების შესაძლებლობებს სწავლობენ". ლასკის ავიაბაზაზე პოლონეთის საჰაერო ძალების 32–ე ტაქტიკური საჰაერო ბაზა მდებარეობს, რომლის შემადგენლობაშიც გამანადგურებელ Lockheed Martin F-16C/D Block 52+ აღჭურვილი გამანადგურებელთა მე–10 ტაქტიკური ესკადრილია მდებარეობს.

МиГ–29, F-16 და F–22 გვერდიგვერდ ლასკის ავიაბაზაზე

ჯერ გერმანიაში და შემდეგ პოლონეთში ჩაფრენილი გამანადგურებლები 2007 წელს აწყობილი მანქანებია და ისინი Block 30 სერიას განეკუთვნებიან. აღნიშნული გამანადგურებლები აშშ–ს საჰაერო ძალების გამანადგურებელთა 325–ე ფრთის გამანადგურებელთა 95–ე ესკადრილიის შემადგენლობაში შედიან, რომელიც ფლორიდის შტატში, ავიაბაზა ტინდალზეა დისლოცირებული. მათი გაშლა ევროპაში სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.



წყარო: