воскресенье, 17 июня 2012 г.

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი


ნაწილი მერვე


ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი ТШУ-1-2A  «Штора-1»

მრავალი განვითარებული ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ინფრაწითელი დიაპაზონის გამომსხივებელი, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ლაზერით მართვადი კომპლექსები და საარტილერიო, ლაზერით მართვადი და ლაზერული მანძილმზომის გამომყენებელი სისტემები.
ასეთი მართვის სისტემის მქონე კომპლექსების წინააღმდეგ კვამლის ფარდის დამდგმელი სისტემა «Туча» ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან დაცვას. ამ სისტემის მთავარ სუსტ მხარეებად ითვლება: საკვამლე ყუმბარა ЗД6, რომელიც მხოლოდ ოპტიკურ დიაპაზონში ახდენს დაფარვას, დაზვერვის სისტემების უქონლობა. რომელიც მოწინააღმდეგის შეტევის დროსა და მიმართულებას დაადგენს, კვამლის საფარის წარმოქმნის დიდი დრო და მისი მცირე კუთხური ზომა (კვამლის ფარდის სიგანე). ტანკის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისგან დაცვის მიზნით საბჭოთა კავშირში შეიქმნა ლაზერით მართვადი და თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და საარტილერიო ჭურვების წინააღმდეგ სამოქმედო ხარვეზების დამდგმელი კომპლექსი «Штора-1». ეს კომპლექსი გამოყენებულია მთელ რიგ ჯავშანტექნიკაზე (Т-80УК,БМП-3) და მათ შორის Т-90-ზეც.
ხარვეზების დამდგმელი სისტემა ТШУ-1-2А «Штора»-ს დანიშნულებაა დაიცვას ჯავშანსატანკო ტექნიკა მაღალის სიზუსტის, ლაზერით მართვადი იარაღისგან აეროზოლური ბოლის ფარდის დაგმის მეშვეობით. სისტემა ТШУ-1-2А «Штора» ავტომატურად: განსაზღვრავს ლაზერული დასხივების წყაროს მიმართულებას, საზღვრავს ლაზერული დასხივების წყაროს სახეობას, აფრთხილებს ეკიპაჟის წევრებს ლაზერული დასხივების შესახებ, ახდენს საკვამლე ფარდის დაყენებას ყველა საკვამლე მორტირიდან ექსტრემალურ სიტუაციაში, აკონტროლებს მორტირებში საკვამლე ყუმბარების რაოდენობას, ახორციელებს სისტემის გამართულობის კონტროლს, უზრუნველყოფს ობიექტის ელექტრომოწყობილობებთან შეთანხმებით მემიზნის სამიზნე მოწყობილობის ხედვის ხაზის დამიზნებას ლაზერის წყაროზე (მიზანჩვენების რეჟიმი). სისტემა ჩართვისას უზრუნველყოფს: ძაბვის გარდამქმნელის ПТ-200Ц-ს (ПТ-800Ц) ჩასართავი სიგნალის გადაწოდებას, გარდამქმნელის სამუშაო რეჯიმზე გასვლისას სისტემის სამუშაო უნარიანობის ავტომატურ კონტროლს, ელექტროკვების ძაბვის მიწოდებას ТШУ-1-1 და ТШУ-1-11 მოწყობილობებზე, ТШУ-1-1 და ТШУ-1-11 შორის კავშირის ხაზის გამართულობის ავტომატურ კონტროლს. სისტემა განლაგებულია კოშკურაზე და შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ლაზერული დასხივების ინდიკატორებისგან (უხეში და ზუსტი).
გამშვები მოწყობილობის და მისი ყუმბარებისგან.
კონტრმოქმედების მართვის სისტემის და პროჟექტორებისგან.

ოპტიკური ხარვეზების დამდგმელი ТШУ-1-2A  «Штора-1»-ს შემადგენელი კომპონენტები: 1 - შემასრულებელი ბლოკი БТШУ1-2М. 2 - დასხივების ზუსტი ინდიკატორი ТШУ-1-1. 3 - მართვის პულტი ПТШУ-1-2.10. 4 - დასხივების უხეში ინდიკატორი ТШУ-1-11. 5 - საკვამლე ყუმბარები 3Д17. 6 - პროჟექტორი ОТШУ-1-7

ლაზერული დასხივების ზუსტი ინდიკატორი ТШУ-1-1 განლაგებულია ტანკის კოშკურის ზედა წინა ნაწილში, ქვემეხის დამიზნების ღერძის გაგრძელებაზე, იმგვარად რომ მათი ხედვის არე მოიცავს წინა სივრცის +/-45º, რაც ფარავს ტანკზე შეტევის ყველაზე სავარაუდო მიმართულებას, მათი ხედვის არე შეზღუდულია ტექნიკური მიზეზების გამო და ასევე ტანკის პერიმეტრზე ზუსტი ინდიკაციის აუცილებლობაც არ არსებობს. თუმცა ამავე დროს არაა გამორიცხული, რომ ტანკზე შეტევა მოხდეს როგორც გვერდებიდან, ასევე უკნიდან, ამიტომ კომპლექსის შემადგენლობაში შედის უხეში ინდიკატორების ТШУ-1-11-ის წყვილი (კოშკურის მარჯვენა და მარცხენა მხარეს), რომლებიც განლაგებულია იმგვარად, რომ შეავსონ ზუსტ ინდიკატორებთან ერთად წრიული სექტორი და უზრუნველყონ ტანკის პერიმეტრული დაცვა მართვადი იარაღისგან, ამ ინდიკატორებთან მიერთებულია მართვის, შიდა კავშირის და ინფორმაციის გამოსახვის აპარატურა, რომელიც ატყობინებს ეკიპაჟს, თუ რომელი მხრიდან ხდება ტანკის ლაზერით დასხივება. სახელი უხეში ამ ინდიკატორებს ეწოდათ იმიტომ, რომ ისინი ზუსტი ინდიკატორისგან განსხვავებით, რომელიც ზუსტად ადგენს ლაზერის წყაროს მიმართულებას, ლაზერის წყაროს მიმართულებას კი არ გამოითვლიან, არამედ უბრალოდ ახდენენ მხოლოდ ლაზერით დასხივების ფაქტის დადგენას და ატყობინებენ ამის შესახებ ეკიპაჟს, რის შემდეგაც ეკიპაჟი წყვეტს, გააკეთოს რაკეტის ასაცილებლად მანევრი თუ თავი შეაფაროს მიდამოს ნაოჭებს. ასევე ეკიპაჟმა შეიძლება მართვის პულტზე ღილაკის დაჭერით მოაბრუნოს კოშკურა ლაზერის წყაროსკენ, მობრუნება ხდება დასხივების აღმომჩენ უხეშ და ზუსტ ინდიკატორებს შორის უმოკლესი მანძილით, მობრუნების შემდეგ როდესაც ზუსტი ინდიკატორი ჩაიჭერს ლაზერის სხივს და დაადგენს მის მიმართულებას ავტომატურად ხდება საკვამლე ფარდის დადგმა. ТШУ-1-11-ს  გააჩნია 138º ხედვის არე.

ТШУ-1-1-ს და ТШУ-1-11-ს ტექნიკური მონაცემები

ხარვეზების კომპლექსის ეფექტური მუშაობისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას კვამლის ფარდის კონკრეტული ზომები და მინიმალური დრო. კვამლის ფარდის დაყენების დრო არ უნდა აღემატებოდეს 4 წამს, რაც მოწინააღმდეგის მიერ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მომზადებისთვის და დამიზნებისთვის მინიმალურ საჭირო დროზე ნაკლებია. ფარდის დაყენების ასეთი მცირე დრო მიიღწევა სწრაფმოქმედი ყუმბარების და მათი გასროლის ავტომატური სისტემის დახმარებით.
ყუმბარა ЗД17 გასროლიდან 2-4 წამის განმავლობაში ტანკიდან 50-80 მეტრის მოშორებით წარმოქმნის 20მ სიგანის და 10მ სიმაღლის აეროზოლურ ფარდას, რაც ანალოგიურად მანქანასთან მიმართებაში წარმოქმნის 18º და 9º კუთხეს. ფარდა ყენდება ტანკსა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალების შუა, რითაც ფარავს ტანკს მოწინააღმდეგისგან და ამასთან ერთად იგი ასუსტებს და ირეკლავს ოპტიკურ (მათ შორის ლაზერულ) გამოსხივებას, რითაც არღვევს თვითდამიზნებადი და ტანკის ზედაპირიდან არეკლილი ლაზერით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დამიზნებას და ასევე ფარავს მანქანას ვიზუალური დაკვირვებისგან, რითაც ხელს უშლის არტილერიის მაკორექტირებელს ლაზერით დამიზნებადი საარტილერიო ჭურვების დამიზნებაში.
ყუმბარის გასროლის კუთხე უდრის 12º, რაც უზრუნველყოფს ტანკიდან 50-80 მეტრ მანძილზე კვამლის ფარდის ისე დაყენებას, რომ მისი ძირი მიწაზე დაეშვას და ზედა საზღვარი იყოს 10 მეტრის სიმაღლეზე.
კომპლექსი ასევე საშუალებას აძლევს მემიზნე-ოპერატორს, ლაზერის წყაროს აღმოჩენის შემდეგ განახორციელოს მისი განადგურება, მუშაობის ამ რეჟიმში კომპლექსი ავტომატურად ახორციელებს შეიარაღების შემობრუნებას ლაზერის წყაროსკენ და მემიზნე-ოპერატორის სამიზნე მოწყობილობების მიქცევას ლაზერული წყაროსკენ, რის შემდეგაც მემიზნე-ოპერატორს შეუძლია აღმოაჩინოს და გაანადგუროს საფრთხე.

ყუმბარა ЗД17

ყუმბარა ЗД17-ს ტექნიკური მონაცემები

ლაზერით მართვადი რაკეტების გარდა, არსებობს რაკეტები, რომლებიც იმართება რაკეტის მგეზავის და მართვის სისტემის კოორდინატორის საშუალებით. ასეთი რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება ინფრაწითელი პროჟექტორი ОТШУ-1-7, რომელიც გამოასხივებს რაკეტის მგეზავის ანალოგიურ სინათლის სპექტრში, რომლის ფონზეც შეუძლებელი ხდება მგეზავის გარჩევა და რაკეტის დამიზნება. ამას გარდა, პროჟექტორი გამოიყენება როგორც ინფრაწითელი სინათლის წყარო მეთაურის და მემიზნე-ოპერატორის ღამის სამიზნე აპარატურის დასახმარებლად.
ელექტრო-ოპტიკური ჩამხშობი კომპლექსი ТШУ-1-2А «Штора» ყოველმხრივ გამოიცადა პოლიგონზე, სადაც დადასტურდა მისი მაღალი ეფექტურობა, ასევე დადასტურდა მისი ეფექტურობა საუდის არაბეთში გამოცდისას, სადაც БМП-3-ზე იყო დამონტაჟებული და მოახდინა ყველა რაკეტის აცილება.

Т-90C, საჩვენებელი გამოსვლის დროს ჩართული ОТШУ-1-7 პროჟექტორებით

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ეფექტურობა სატანკო ლაზერულ-მანძილმზომების წინააღმდეგ იყო ძალიან დაბალი, რაც დადასტურდა საბერძნეთის სატანკო ტენდერის დროს, სადაც მან ვერ შეძლო Leopard-2A5-ის და M1A2 Abrams-ის ლაზერული მანძილმზომის დასხივების აღმოჩენა.
Т-90-ის მომდევნო მოდიფიკაციებზე აყენია გაუმჯობესებული კომპლექსი ТШУ-1-2А «Штора-1M» ან «Штора-2», რომლებშიც სამუშაო დიაპაზონი გაზრდილია.

ТШУ-1-2А «Штора» ეფექტურობა

ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა 

ტანკის ეკიპაჟის დაზიანების ალბათობის შემცირებას ნაღმზე აფეთქებისას უზრუნველყოფს სპეციალური ნაღმსაწინააღმდეგო კონსტრუქციული ზომები. ამ ზომებს მიეკუთვნება: ტანკის ფსკერის სიხისტის გაზრდა, მართვის განყოფილებაში პილერსების დაყენება, მძღოლ-მექანიკოსის სავარძლის დაკიდება სახურავზე. დანაღმული ველების გადასალახავად ტანკზე შესაძლებელია დაყენდეს ტრალი KMT-6M2 ან KMT-7 ან დანისებრი მტრალავი ელექტრო-მაგნიტური მოწყობილობით KMT-8.

KMT-8 აღჭურვილი 2 ინდური Т-90ჩ სწავლებაზე

ტრალები KMT-7 და KMT-8 ორგანულად სატანკო ან მოტომსროლელთა პოლკის, საინჟინრო-გამნაღმველთა ასეულის საავტომობილო ოცეულის შეიარაღებაშია. საინჟინრო გამნაღმველთა ასეულში არის 3 ცალი KMT-7 და 9 ცალი KMT-8, რომელთა გადაზიდვა თვითდამტვირთი ამწეებით აღჭურვილი 12 მანქანით ხორციელდება. KMT-7 და KMT-8 შესაძლებელია ელექტრომაგნიტური ტრაილს დაყენება. ელექტრომაგნიტური ტრაილი წარმოადგენს ელექტრომაგნიტებს, რომლებიც ახდენენ მაგნიტური ნაღმების ნაადრევ ინიცირებას, მას არ გააჩნია ტანკზე თავისი სამაგრი და ამიტომ ყენდება დამატებით სხვა ტრალებზე. ელექტრომაგნიტური ტრალის კვება ხორციელდება ტანკის შიდა ელექტროქსელიდან. მისი ჩართვისას ელექტრომაგნიტები ტანკის წინ წარმოქმნიან ცვალებად ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ტანკის მაგნიტური ველის ეკვივალენტურია. მაგნიტური ნაღმების ამფეთქები რეაგირებენ ამ ველზე და ხდება მათი ნაადრევი ინიცირება ტანკიდან 1-4 მეტრით წინ. კომპლექსი მოიხმარს 500 ვატ ელექტროენერგიას, მისი წონა 250კგ-ია.                      

შემნიღბავი შალითით დაფარული T-90CA, რომელზეც ელექტრომაგნიტური ტრალით აღჭურვილი KMT-8 აყენია

მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსი

მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსის შემადგენლობაში შედის კოლექტიური დაცვის სისტემა 3ЭЦ13-1 და ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი.  სისტემა 3ЭЦ13-1 უზრუნველყოფს ტანკის ეკიპაჟის და შიდა მოწყობილობების დაცვას მოწინააღმდეგის მასობრივი დაზიანების იარაღის შედეგებისგან შიდა მოცულობის ჰერმეტიზაციით და ფილტროსავენტილაციო დანადგარის მიერ მოწოდებული გაწმენდილი ჰაერით შექმნილი ჭარბი წნევით. სისტემის შემადგენლობაში შედის:
სისტემის გადამწოდი, რადიაციული და ქიმიური დაზვერვის ხელსაწყო ГО-27.
მოქმედ მოწყობილობებიანი მართვის აპარატურა.
მოქმედი მოწყობილობა.
ფილტროსავენტილაციო დანადგარი (ფსდ).
მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ასევე ხელით.

ხელსაწყო ГО-27

ხელსაწყო ГО-27-ის ტექნიკური მონაცემები

ხელსაწყო ГО-27 ჯავშანობიექტებზე გამოიყენება,მისი დანიშნულებაა ჰაერში სპეციალური ქიმიური ნივთიერებების არსებობის დადგენა და როგორც რადიაციულად დასნებოვნებული მიდამოს, ასევე მძლავრი გამმა-გამოსხივების აღმოჩენა და ამ ყველაფრის უწყვეტი კონტროლი, სიგნალიზაცია, დაცვითი მექანიზმების მართვა (ჯავშანობიექტის ჰერმეტიზაციის სისტემის) და გამოსხივების დოზის გაზომვა.
 ხელსაწყოს შემადგენლობაში შედის:
კვების ბლოკი Б-3.
გადამწოდი Б-2.
გამზომი პულტი Б-1.
ციკლონი (ცენტრიდანული მტვერდამჭერი).
ხელსაწყო უზრუნველყოფს შუქოვან და ხმოვან სიგნალიზაციას და დაცვის სისტემის მოქმედი მექანიზმების ჩართვას და მათ მართვას.
საბჭოთა და შემდეგ რუსული ტანკები გამოირჩევიან განსაკუთრებით მაღალი ანტირადიაციული დაცვით. თავდაპირველად, როდესაც შეიარაღებაში მიღებული იქნა ტანკი T-64, მისი ზომების შემცირების ერთერთ უმთავრეს მიზეზად დასახელდა ის, რომ მცირე ზომის ტანკი გაცილებით უკეთაა დაცული ბირთვული აფეთქების ტალღისგან და შემდგომ მისი დასხივების და რადიაციისაგან. ასეთი მცირე ზომები ამის შემდეგ ტრადიციული გახდა ჯერ საბჭოთა და შემდეგ უკვე  რუსეთის ტანკმშენებლობისთვის. მცირე ზომების გარდა რუსულ ტანკებზე ანტირადიაციული ისეთი ღონისძიებაცაა გატარებული, როგორიცა ეკიპაჟის სამუშაო ადგილებზე, შიგნიდან,მათი რადიაციისაგან დასაცავად გამოკრული  წყალბადის შემცველი ანტირადიაციული სარჩული, რომლის შემადგენლობაშიც დამატებულია ლითიუმი, ბორი და ტყვია. ანალოგიური მასალითაა დაფარული კოშკურის უმეტესი ზედაპირი და მძღოლმექანიკოსის ადგილი გარედან. ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი 16-ჯერ ამცირებს აფეთქების, ხოლო 18-ჯერ დასნებოვნებული ადგილის რადიაციის შეღწევადობას.

ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი კოშკურაზე: 1-მემიზნე ოპერატორის სარქველის შიგნიდან გამოკრული სარჩული. 2-მეთაურის ადგილი კოშკურაში, მარჯვნივ ანტირადიაციული სარჩულით დაფარული კოშკურის შიდა კედელი. 3 და 4-გარედან ანტირადიაციული გარსააკრით დაფარული მეთაურის და მემიზნე ოპერატორის სარქველები

ტანკის დემასკირების და შენიღბვის სისტემები

ტანკ T-90-ის კონსტრუქციაში ასევე გატარებულია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი აღმოჩენის ალბათობის შემცირებას. პირველ რიგში ამ ღონისძიებებს მიეკუთვნება სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მადეფორმირებელი შეფერილობა, რომელიც სხვადასხვაა ყველა კლიმატური ზონისთვის. მაგალითად, ინდური T-90 შეღებილია უდაბნოს ქვიშის ფერში, ხოლო რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი T-90 შეფერილობა მწვანის, შავის და ნაცრისფრის კომბინაციაა. როგორც წესი, ასეთი შეფერილობა საგრძნობლად ართულებს ტანკის აღმოჩენას 0,5-2კმ. მანძილზე. ასევე გატარებულია ღონისძიებები ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების ინფრაწითელი გამოსხივების შესანიღბავად.
ამას გარდა, ტანკზე შესაძლებელია მასკირების კომპლექსის გამოყენება, ამ კომპლექსს მიეკუთვნება: «Накидка», «Терновник» და რადიოგამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90.  ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება როგორც ერთად, ასევე ცალცალკე. ისინი საგრძნობლად ამცირებს ტანკის შემჩნევადობას როგორც ინფრაწითელ, ასევე რადიოდიაპაზონში და რამდენჯერმე ამაღლებს ბრძოლის ველზე მის სიცოცხლისუნარიანობას.
მასკირების კომპლექსის გარეშე ტანკის რადიოტალღების გაფანტვის ეფექტური ზედაპირი 29მ², კომპლექსი «Накидка»-ს გამოყენების შემთხვევაში გაფანტვის ზედაპირი 6,5მ²-მდე მცირდება, ხოლო მთელი კომპლექსის («Накидка»,«Терновник» და რადიო გამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90) გამოყენების დროს მისი მაჩვენებელი 2,1მ² უტოლდება.
ტანკის დაცვის ღონისძიებებს მიეკუთვნება ასევე ნაპალმისაგან და სხვა მაალებადი ნივთიერებებისგან დაცვის სისტემა «Сода», რომელიც მოიცავს ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში მთელ რიგ შემჭიდროვებებს, რომლებიც წვადი ნარევისგან იცავენ ძრავის ზეთის და საწვავის სისტემებს და ასევე ელექტროგაყვანილობის არაწვადი და ცეცხლგამძლე გარსსაცმები-ყველაფერი ეს ხელს უშლის აალებას და ტანკის მწყობრიდან გამოსვლას.

«Накидка»-თი აღჭურვილი Т-90CA და ამ გარსსაცმით აღჭურვილი Т-90-ს გამოსახულება სითბოვიზორში, კარგად ჩანს, რომ მისი ინფრაწითელი გამოსხივება იდენტურია გარემოს ინფრაწითელი სიგნატურისა

«Накидка», «Терновник» და რადიოგამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90 აღჭურვილი Т-90, ამ საშუალებების კომპლექსური გამოყენებით ტანკის რადიოტალღების გაფანტვის ეფექტური ზედაპირი 2,1მ² უტოლდება

Комментариев нет:

Отправить комментарий