პირველი ქართული სერიული, სადაზვერვო შეჯავშნული საბრძოლო მანქანა "დიდგორი" შეიქმნა 2011 წელს. თბილისის საავიაციო ქარხანაში .
დიდგორი აგებულია "Ford Super Duty"-ს შასზე და აქვს საქართველოში დაპროექტებული ძარა, რომელიც კვლევით ცენტრ დელტას მიერაა შემუშავებული და შექმნილი. პირველად ოფიციალურად მანქანა საზოგადოებას 2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე წარუდგინეს, როდესაც დიდგორის 14 ერთეულმა რუსთაველის გამზირზე ჩაიარა.
ამჟამად შექმნილია დიდგორის სამი ვარიანტი, ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი-1, სადაზვერვო დიდგორი-2 და დამხმარე-გამცილებელი მანქანა დიდგორი-3 (ეს ბოლო 2012 წლის 26 მაისის აღლუმზე გამოჩნდა პირველად). ამ სტატიაში მეორე მანქანაზე, დიდგორი-1 ვისაუბრებთ.
დიდგორი-1 ის ეკიპაჟი სამი კაცისგან შედგება (მეტყვიამფრქვევე, მძღოლ-მექანიკოსი და მეთაური), აქედან მძღოლი და მეთაური წინ არიან მოთავსებულები, ხოლო მეტყვიამფრქვევე მანქანის შუაში, შეიარაღების კოშკურაში. სადესანტო ნაკვეთურში 4 მედესანტე თავსდება. დესანტის ჩასხდომა-გადმოსხდომა როგორც წესი ხორციელდება მანქანის უკან მოთავსებული ერთი კარებიდან, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში ორი საბორტე (მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე) კარების გამოყენებაც შეიძლება.
როგორც ზემოთ ითქვა დიდგორი-1 აგებულია "Ford Super Duty"-ს შასზე და აქვს ქართული ძარა. მანქანაზე დაყენებულია 6.4 ლიტრი მოცულობის 450 ცხენის ძალის მქონე ორმაგი ტურბოდიზელის ძრავი, რომელის 120კმ/ს სიჩქარეს ავითარებს. მანქანის მოქმედების მანძლია 500 კმ. მანქანა საკმაოდ მანევრირებადი და მობილურია.
ჯავშანმანქანა აღჭურვილია GPS სისტემით, ულტრა-თანამედროვე 11კმ-ზე მოქმედი "Harris"-ის რაციებით. ღამის ხედვის აპარატურით. წინა და უკანა ხედვისათვის გარედან, დამონტაჯებულია ორი "FLIR Systems"-ის თბოვიზორი, ინფორმაცია სამ ეკრანზე მიიღება, ორი მძღოლ-მექანიკოსისა და მეთაურისთვის ხოლო მესამე ქვეითებისთვის. თბოვიზორი ჯავშანმანქანას შესაძლებლობას აძლევს იმოძრაოს ღამის პირობებში, გამორთული ფარებით. დიდგორზე ასევე გათვალისწინებულია 5კმ რადიუსზე მოქმედი შიდა რაციები.
დიდგორი-1 ის ჯავშანი STANAG 4569-KE threats (A kit) დონე-II-ს კლასისაა. რაც უზრუნველყოფს, საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებისგან და 30 მეტრის დისტანციიდან ჯავშანგამტანი 7.62X39 მმ ტყვიებისგან დაცვას. ნაღმებისგან დაცვა დიდგორზე
STANAG 4569 blast mine threats დონე-I-ი კლასისაა, რომელიც იცავს ეკიპაჟს მანქანის ფსკერის ქვეშ აფეთქებული ხელყუმბარების, საარტილერიო კასეტების და ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებისგან. მანქანის კორპუსი შედუღებული, ნაჭედი ჯავშანფილებისგან შემდგარი კონსტრუქციაა, რომელიც ასევე ჯავშან მინებითაა აღჭურვილი. მინების რაოდენობა - წინ 2, ბორტებზე 8 (თითო ბორტზე 4).
საბურავი შეჯავშნულია, დაზიანების შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა 80კმ/ს სიჩქარით გაიაროს 50-60კმ-მდე მანძილი. ხოლო მაქსიმალური დაზიანების შემთხვევაში, უძლებს ცხრა მცირეკალიბრიანი 5.45 მმ ტყვიის მოხვედრას. მანქანა ასევე აღჭურვილია ავტომატური ტრანსმისიით.
მანქანის შეიარაღებას წარმოადგენს 7.62X51მმ კალიბრის ხელით მართვადია ტყვიამფრქვევი M-134D "Minigun" ან დისტანციურად მართვადი НСВ 12.7 „Утес“ შეწყვილებული 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევი ПКТ-თი. დისტანციური მართვის შეიარაღების მოდული აღჭურვილია TV და სითბური დამიზნების არასტაბილიზირებული სამიზნე მოწყობილობით. დისტანციური მოდულის მართვა დუბლირებულია და გააჩნია სარეზერვო ხელით მართვის რეჟიმი. ამას გარდა მანქანაზე შესაძლებელია შესაძლებელია სხვადასხვა კალიბრისა და დანიშნულების შეიარაღების დაყენება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები როგორიცაა «TOW/Spike/SKIF» და სხვა, მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები, ასევე 40 მმ-იან ყუმბარმტყორცნი.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
- აჩქარება 0-100კმ/სთ - 22 წმ.
- მაქსიმალური სიცქარე - 120კმ/სთ.
- სვლის მარაგი 60კმ/სთ-თი - 500კმ.
- გრადიენტი - 60%
- დაგვერდების კუთხე - 35%
- გადალახვადი თხრილის სიგანე - 0,6მ.
- ფონის სიღრმე - 0,8მ.
- გადალახვადი ვერტიკალური კედელი - 0,45მ.
- ასვლის კუთხე - 29o
- ამოსვლის კუთხე - 25o
- მობრუნების რადიუსი - 7მ.
- ძრავა - 6,7L 8V
- ტიპი - ოთხ ტაქტიანი, წყლით გაგრილებადი ტურბო დიზელი
- მაქსიმალური სიმძლავრე (ც/ძ) - 300 PS 3000ბრ/წთ (450)
- მაქსიმალური მომენტი - 680 Nm 2000ბრ/წთ.
- ტრანსმისიის ტიპი - ავტომატიკა.
- საჭე - ჰიდრავლიკური
- სრული საბრძოლო დატვირთვა - 720კგ
- აკუმულატორი - 78 ამპ/სთ (2x12V)
- ტემპერატურული დიაპაზონი - -32o-დან +55o-მდე.
Первая грузинская серийная броне машина, "Дидгори", была сделана в 2011г. в Тбилисском авиазаводе. "Дидгори" сделан на базе американского "Ford Super Duty" и имеет броне корпус, который спроектирован и сделан в Грузии (КБ "Дельта"). Публике в первые официально машину продемонстрировали 26 майя 2011 года, на параде в Тбилиси. Тогда на параде прошлись 14 единиц Дидгори-1 и 2.
Сегодня существует 3 модификации машины - БТР Дидгори-1, БРМ Дидгори-2 и вспомогательно-сопровиждаюшая машина Дидгори-3 (?) (последний был в первые продемонстрирован 26 мая 2012 года, на параде в Кутаиси).
Экипаж Дидгори-1 состоит из 3 членов (наводчик, мехвод и командир), из них мехвод и командир находятся спереди, наводчик в центре (в башне). В десантном отделении помешаются 4 десантника. Посадка-высадка десанта как правило происходит с задней двери, в особых случаях можно использовать две боковые дверцы.
Как было сказано выше Дидгори-1 сделан на базе "Ford Super Duty" и имеет грузински корпус. Машина имеет двойной турбодизель с 6,4л. объемом, который видает 450л/с и разгоняет машину до 120км/ч. Запас хода 500км. Машина довольно маневренная и мобильная.
Машина оборудованная GPS-ом и современными радиостанциями "Harris". А также на машине установлено камеры ночного видения - один сзади и один спереди, которые имеют ТПВ "FLIR Systems". Изображение от камер видается на трёх дисплеях, две для мехвода и командира и один в десантном отделении для десанта. В машине также имеется рации для внутренний связи.
Дидгори-2 имеет защиту STANAG 4569-KE threats (A kit) Level-2 (защищает от 7.62X39 БЗ пул почти с упора). Противоминная защита соответствует STANAG 4569 blast mine threats Level-I. Корпус машины сварной, из катанных бронелистов.
Машина вооружена M-134D "Minigun" (7.62X51мм) с ручным управлением. На последнем показе демонстрировались машины с ДУ вооружением. ДУ модуль состоял из НСВ 12.7 „Утес“ и ПКТ. Модуль оборудован не стабилизированным, ТВ и ТПВ прицелом. Он также имеет резервное, ручное управление.
ТТХ:
- Ускорение 0-100км/ч - 22с.
- Максимальная скорость - 120км/ч
- Запас хода на скорости 60км/ч - 500км
- Градиент - 60%
- Крен - 35%
- Ров - 0,6м.
- Водяная преград - 0,8м.
- Вертикальное препятствие - 0,45м.
- Радиус поворота - 7м
- Двигатель - 6,7L 8V
- Тип - турбодизель, четирёхтактний, водяного охлаждения.
- Мощность - 300 PS при оборотах 3000об/с
- максимальний момент - 680 Nm при оборотах 2000об/с
- Тип трансмиссии - автоматический
- Управление - гидравлическое.
- Полная боевая нагрузка - 720кг
- Диапазон температур - -32o +55oC
No comments:
Post a Comment