Sunday, May 27, 2012

აშშ-ს სამხედრო ავიაციის თვითმფრინავების ღირებულებითი მაჩვენებელი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ მიგვიყვანა იქამდე რომ გაჩნდა დასმული ამოცანების გადაწყვეტის უამრავი ხერხი და აქედან გამომდინარე ტექნიკის ფასი გახდა დომინირებადი ფაქტორი მისი შესყიდვის თუ არ შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას და ასევე სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისას, ეს ყველაფერთან ერთად საომარ საფრენ აპარატებსაც ეხება.
ამერიკის სამხედრო ტექნიკის ღირებულებითი მაჩვენებელი ინსაზღვრება პლანირების, პროექტირების და სამთავრობო ორგანოების მიერი მისი დაფინანესბის პროცესის განმავლობაში. ამ მონაცემების დიდი ნაწილი მასმედიის საშუალებით ქვეყნდება და შემდეგ გამოიყენება კონგრესში გამართულ დებატებში და როგორც ხშირად ამ მონაცემების არასწორი ინტერპრეტირება ხდება. 
შეიარაღების ნებისმიერი სისტემა ხასიათდება ღირებულებითი მრავალი მაჩვენებლით. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში პლანირების, პროექტირების და დაფინანსების საჭიროებისთვის შემუშავებულია სტანდარტული ტერმინოლოგია, რომლებიც მკაცრად საზღვრავ იარაღის სისტემბის ღირებულების ყველა შემადგენელ ნაწილს.
საავიაციო შეიარაღების სისტემის ღირებულების გამსაზღვრელ ტერმინებს შორის კავშირი ნაჩვენებია პირველ ცხრილში.

საავიაციო შეიარაღების სისტემის ღირებულების მაჩვენებელი ტერმინები
*ყველა ცხრილი გადიდებადია

ტერმინი "აღჭურვილი საფრენი აპარატის ფასი(flyaway cost) ახასიათებს საფრენ აპარატს თავისი ქვემეხებით და მთელი საბორტე აპარატურით. სახმელეთო ექსპულატაციის მოწყობილებების და საწყის სათადარიგო ნაწილების ფასთან ერთად "აღჭურვილი საფრენი აპარატის ფასი" ქმნის "შესასყიდ ფასს" (procurement cost). თუ დამატებით ხდება წინასწარი გამოკვლევების, შემუშავების, გამოცდების და შეფასების ფასის და ასევე აუცილებელი საინჟინრო ობიექტების აშენების ფასის მიმატება, მაშინ საქმე გვაქვს "პროგრამის ფასთან" (program cost). კიდევ ერთი ტერმინი (რომელსაც შემდეგში არ გამოვიყენებთ) არის "საციცოცხლო ციკლის ღირებულება" (life cycle cost) - რომელიც უდრის პროგრამის ფასისა და მთელი სამსახურებრივი ვადის საფასურის ჯამს. ეს ტერმინი განეკუთვნება საფრენი აპარატების გარკვეულ ჯგუფს (პროგრამაში საფრენი აპარატების საერთო რაოდენობა, მოცემულ ფინანუსრ წელში შესყიდული საფრენი აპარატების რაოდენობა, ან საფრენი აპარატების რომელიმე კონკრეტული პარტია) მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტერმინი არ მიუთითებს იმას რომ საუბარია "ერთი საფრენი აპარატის პროგრამის საფასურზე" (program unit cost), რომელიც მიიღება მთელი პროგრამის ღირებულების დაგეგმილი საფრენი აპარატების რაოდენობაზე (საცედელი პროტოტიპების ჩათვლით) გაყოფით.
თუ სამხედრო წრეების განცხადებაში მითითებულია რომ "ამა და ამ თვითმფრინავის ერთი ეგზემპლიარი აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებს დაუჯდება  X მილიონი დოლარი", მაშინ ეს განცხადება აღიქმება შემდეგნაირად: ასაწყობი ხაზიდან ჩამოსული ყოველი თვითმფრინავის ფასი X მილიონი დოლარია. პირველი ცხრილის მიხედვით ამ ახსნას ყველზე მეტად "აღჭურვილი საფრენი აპარატის ფასი" შეესაბამება, მაგრამ ეს ტერმინი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკმაოდ იშვიათად იხმარება. იარაღის სისტემის  ღირებულების ძირითად მაჩვენებლად "პროგრამის ფასი გამოიყენება".
რადგანაც ერთი საფრენი აპარატის ღირებულება ბევრისთვის სუფთა ეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს, ბუნებრივია რომ უჩნდებათ სურვილი გაყონ პროგრამის ღირებულება, რომ მიიღონ კუთრი ფასი ერთ საფრენ აპარატზე. არეულობა წარმოიშობა მაშინ როდესაც პროგრამის საფასურზე ფართოდ გავრცელებულ მონაცემებზე საუბრისას  ავიწყდებათ მოიხსენიონ დაზუსტება : "რომელიც მოდის ერთ საფრენ აპარატზე". ამის მაგივრად იყენებენ შემდეგ ფრაზებს : "X დოლარი ნაკეთობაზე" ან "X დოლარი ერთ საფრენ აპარატზე". ამიტომ პროგრამის საფასურის ციტირებისას, ხშირად შედიან შეცდომაში და ამ საფასურს ასაწყობი ხაზიდან ჩამოსული ერთი საფრენი აპარატის ფასად აღიქვამენ. მაგალითად შეიძლება პრესაში გამოქვეყნებული ორი მცდარი ამონარიდის მოყვანა:
"აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების შეფასებით, 1980-იან წლებში შესასყიდად დაგეგმილი 1377 ცალი F-18  24 მილიარდი დოლარი დაჯდება, ან 17,4 მილიონი დოლარი ერთი გამანადგურებელი".
"36 მილიონ დოლარად შესყიდული თითო F-18 გამანადგურებელ F-14-ზე გაცილებით ძვირი აღმოჩნდება ".
ორივე შემთხვევაში მკითხველი ვერც კი ხვდება რომ საუბარია არა მარტო ცალკე გამანადგურებლის, არამედ სათადარიგო ნაწილების, სახმელეთო დამხმარე მოწყობილობების და აეროპორტის აღჭურვილობის ფასზე მთლიანობაში.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური ისეთია, რომ ფართოდ მხოლოდ პროგრამების მთლიანი ღირებულების ინფორმაციას ავრცელებს. ბევრი ჟურნალისტები უცოდინრობის გამო, თავისდაუნებურად ან გამიზნულად ახდენენ ამ ღირებულების გაყოფას პროგრამით დაგეგმილი გამოსაშვები თვითმფრინავების რაოდენობაზე (როგორც წესი ეს რაოდენობა ცნობილია) რათა მიიღონ თითო საფრენი აპარატის კუთრი ღირებულება, რაც მკითხველის დეზინფორმირებას იწვევს, რომელიც ამ ციფრებს თითო გამანადგურებლის ფასად აღიქვამს. ხშირად ამბობენ "დოლარი ღირებულების მქონე გამანადგურებელი F-XX", ან "დოლარი ნაკეთობაზე", ან "თითო თვითმფრინავი დოლარად", იმის მაგივრად რომ ზუსტად გადმოცენ ტერმინი: "ერთი თვითმფრინავის პროგრამის ფასი დოლარია" და ამასთან იმის გაშიფრვით თუ "რომელი წლის დოლარებშია" ფასები მითითებული.
ყველაზე ხშირად პრესაში გამოსაქვეყნებელი ღირებულებითი მონაცემების ამოღება ხდება SAR (Selected Acquisition Report) ანგარიშიდან, რომელსაც კონგრესისთვის აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ყოველ კვარტალში ადგენს. ეს ოფიციალური მონაცემები არც თუ ისე იშვიათად მახინჯდება და ხდება მათი არასწორი ინტერპრეტირება როგორც ჟურნალისტების მიერ, ასევე კონგრესის წევრების ან სხვა მომხმარებლების მიერ.
ძირითადი სამხედრო სისტემების პროგრამების შესახებ ასეთი პერიოდული სისტემატიზირებული ანგარიშის გამოცემის იდეა პირველად 1967 წელს იქნა რეალიზირებული. ანგარიშის ძირითადი მიზანია - აჩვენოს ძირითადი პროგრამების ღირებულებითი სტატუსის ცვლილებები და წინა ანგარიშის გამოცემიდან ცვლილების შეტანის მიზეზი.
თავიდან SAR ანგარიში აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შიდა დოკუმენტი იყო, 1969 წლის შემდეგ გადაწყდა კონრესის ინფრომირებისთვის მისი გამოყენება. 1975 წელს SAR ანგარიში ოფიციალურად იქნა დამტკიცებულ ახალ როლზე.
SAR ანგარიშის შედგენა ხდება ყველა ძირითად სამხედრო პროგრამაზე (რომლების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქციო სამუშაოების ფასიც 200 მილიონ დოლარზე მეტია ან შესყიდვის თანხა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს). ძირითადი პროგრამების შესახებ SAR ანგარიშის სრული ვერსია მხოლოდ მთავრობის წევრებს მიეწოდებათ.  ერთადერთი გამოქვეყნებადი ამონარიდი SAR ანგარიშიდან არის მიმდინარე ძირითადი პროგრამების ღირებულებითი მონაცემები.
მე-2 ცხრილში მაგალითად მოყავნილია 1982 წლის 30 ივნისის SAR ანგარიშის ამონარიდი. მასში ჯერ მოყვანილია ყოველი პროგრამის ხარჯი "საბაზისო წლის" (base year) მუდმივ დოლარებში - წინასერიული ან საცდელი პროტოტიპის შემუშავების წელი (full scale development). ხოლო შემდეგ გრაფა "შედეგად" ნაჩვენებია პროგრამის მომდევნო წლების  ინფლაციით შესწორებულ ხარჯი ცვალებად დოლარებში.

შეიარაღების საავიაციო სისტემების ღირებულებითი მონაცემები

ეს მონაცემები ამერიკული პრესის მიერ ხშირად არასწორად გამოიყენება. უნდა გვახსოვდეს რომ SAR ანგარიშის მიზანია კონგრესსს ინფორმაცია მიაწოდოს ყველა ძირითად პროგრამაში ღირებულების ცვლილების შესახებ. მისი მიზანი არანაირად არაა სიაში შეტანილ სისტემების საბაზისო ღირებულებების შედარება. აი რატომაცაა მოხსენებაში მითითებული საბაზისო წელი და არაა ნახსენები ტექნიკის რაოდენობა. მაგრამ ჟურნალისტები ყოფენ მოხსენებაში ნაჩვენებ პროგრამის ღირებულებას კონგრესის მოსმენებიდან, ან სხვა წყაორებიდან შემთხვევით გაგებულ ტანკების, გემების ან თვითმფრინავების რაოდენობაზე, იღებენ "ერთი ეგზემპლიარის" უხეშად გარდაქმნილ ღირებულებას და იწყებენ მათი ფასების შედარებას "ცვალებად დოლარებში". SAR ანგარიშის მოხსენების მონაცემების არასწორი გამოყენების მაგალითად შეიძლება პრესაში გამოქვეყნებული შემდეგი ცნობა მოვიყვანოთ: "1977 წლის 30 სექტემბრის SAR ანგარიშის თანახმად გამოშვებული 521 ცალი გამანადგურებელ F-14-ის ფასი 19,7 მილიონი დოლარია ერთეულზე, ხოლო 811 ცალი  F-18-ის 15,8 მილიონი დოლარი ერთეულზე". 
სხვადასხვა პროგრამაზე ინფლაციის სხვადასხვანაირი გავლენის გამო ასეთი შედარება არასწორია, თუმცაღა ავტორიტეტული წყაროდან აღებულ ციფრებთან ასეთი თავისუფალი მოპყრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ამას გარდა ზოგიერთი ჟურნალისტი და კონგრესმენი SAR ანგარიშის ღირებულებითი მაჩვენებლების გაზრდას ხსნიან როგორც კონტრაქტნიკების შეცდომების და თაღლითობის შედეგად გამოწვეულ ზედმეტ ხარჯებს. სინამდვილეში SAR ანგარიშის ღირებულებითი მონაცემების ზრდას შემდეგი შვიდი პირობა იწვევს:
- ეკონომიკა - ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა საბაზისო ღირებულებაზე;
- პროგრამის მოცულობა - შეკვეთილ ნაკეთობათა დაგეგმილი რაოდენობის შეცვლა;
- გრაფიკი - შესყიდვების ან მიწოდების თარიღების შეცვლა;
- ტექნიკა - ფიზიკური ან ფუნქციონალური მახასიათებლების შეცვლა;
- შეფასება - პროგნოზების შეცდომების კორექცია ან დაშვებების შეცვლა;
- სხვა - ღირებულების შეცვლა გაუთვალისწინებელი პირობების გამო;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა - სათადარიგო ნაწილების, წვრთნის მეთოდების და დამხმარე მოწყობილობების ცვლილებები;
პროგრამის ღირებულების მყისეული გაზრდის მაგალითად შეიძლება  1976-78 წლებში გამანადგურებელ F-16-ის ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკა გამოდგეს. 1978 წლისათვის დაგეგმილი იყო 658 ცალი F-16-ის შესყიდვა, რომელთა საერთო ღირებულება 6,0545 მილიარდი დოლარი იყო. 1978 წელს ეს ციფრი 15,0368 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შესასყიდი გამანადგურებლების რაოდენობის 1396 ცალამდე გაზრდამ და ინფლაციის ტემპის მყისეულმა ზრდმ გამოიწვია.
ხშირად პროგრამის ღირებულების ზრდას ტექნიკური დავალების შეცვლა ან მახასიათებლების გაუმჯობესება  იწვევს. 
პროგრამის განხორციელებისას შესაძლებელია მოხდეს შესასყიდი ტექნიკის რაოდენობის შეცვლა ან ვადების შემცირება ან გაწელვა. ყველა ეს ღონისძიება  თავის მხრივ მოქმედებს პროგრამის ღირებულებაზე. მაგალითად თუ მთავრობამ გადაწყვიტა შესასყიდი გამანადგურებლების 500 ერთეულით გაზრდა, მაშინ თითო აღჭურვილი გამანადგურებლის ფასი შემცირდება წარმოების გაფართოების მიზეზით. თუმცაღა SAR ანგარიში მხოლოდ პროგრამის ღირებულების გაზრდას ასახავს.
ასევე არ შეიძლება ზუსტი იყოს პროგრამის მსვლელობის განმავლობაში ინფლაციის პროგნოზი, ამიტომ საჭიროა მოხდეს ღირებულებითი გათვლების პერიოდული კორექტირება.
კონგრესის გაერთიანებული ეკონომიკური კომისიის წარმომადგენელმა სენატორ პროქსმაირმა მოითხოვა სენატის მთავარი ფინანსური სამმართველოსგან (GAO) შეესწორებინა SAR ანგარიშის შემცველობა კონგრესის მოთხოვნების მიხედვით. ამ სამმართველომ მოხსენებაში ნახა რამდენიმე ხარვეზი როგორც ღირებულებით ინფორმაციაში, ასევე მისი წარმოების ფორმაში. GAO შემოთავაზება შემდეგში მდგომარეობდა:
  1. დაგეგმარების და შემუშავების ხარჯები უნდა მოცემული იყოს დიაპაზინის სახით და არა ცალკეულ მონაცემებად.
  2. შემუშავების ხარჯების შეფასების ცვლილებები უნდა მოწოდებული იყოს ცვლილების მიზეზის დაწვრილებითი ახსნით, ასევე მომდევნო SAR ანგარიშებს თან უნდა ახლდეს წინა მოხსენებების მისამართები.
  3. SAR ანგარიში უნდა მოიცავდეს შეიარაღების სისტემების ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებით მონაცემებს.
რეკომენდაციების მიზანი იყო უფრო ზუსტად და სრულად ასახულიყო ღირებულებების ცვლილებები, მაგრამ ეს რეკომენდაციები მაინც ვერ წყვიტავდნენ სხვადასხვა პროგრამების ღირებულებითი შედარებების პრობლემას.
საზომ ერთეულად აშშ-ს დოლარის გამოყენების გამო, რომლის ღირებულება ყოველ წელს იცვლება, წარმოდგენა პროგრამების ღირებულებითი მონაცემების შესახებ კიდევ უფრო რთულდება. ღირებულების ფულად ფორმატში გამოხატვის სწორი ფორმა შემდეგია:
- 19XX წლის მუდმივი დოლარები - სისტემის ღირებულება გამოიხატება პროგრამის "საბაზისო წლის" მუდმივ დოლარებში.
- ცვლებად დოლარებში - სისტემის ღირებულება დოლარებში მომავალში ინფლაციის  გათვალისწინების პროგნოზით.
ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა ღირებულების მიმდინარე წლის დოლარებში გამოხატვა. მაგრამ ცვალებად დოლარებში ღირებულების გამოხატავა ფედერალური ბიუჯეტის შედდგენის წესებითაა განპირობებული.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ტექნიკის შესყიდვის წესები განსხვავდება სხვა ტექნიკის შესყიდვის წესებისგან. სამინისტრო ჯერ მწარმოებელს უხდის ფულს ტექნიკის შემუშავებაში და პროგრამის დასრულების შემდეგ ყოველ წელს აფორმებს კონტრაქტს ტექნიკის ყოველწლიური პარტიის შესასყიდად. სამხედროსგან განსხვავებით სამოქალაქო ტექნიკის შესყიდვა ხდება პროგრამის შეკვეთის გარეშე, ანუ შეისყიდება მაგალითად ავტომანქანები, თითოეული ავტომანქანის წინასწარ დაგეგმილი, კონტრაქტში გაწერილი ფასის მიხედვით იყიდება, რომელიც უკვე მოიცავს პროგრამის ანაზღაურების თავის წილს.
წარმოების მოცულობის გაზრდასთან ერთად მცირდება ნაკეთობის ღირებულებაც, რაც გამოწვეულია გამოცდილების დაგროვებით და ტექნოლოგიების ათვისებით. ათვისების ტემპი დამოკიდებულია წარმოების ციკლურობისგან, ტექნოლოგიური აღჭურვილობის ტიპისგან, შესრულებული სამუშაოებისგან (დამზადება ან აწყობა), სპეციალიზაციის დონე და ასე შემდეგ. ერთი ნაწარმის ღირებულების დამოკიდებულება წარმოების მოცულობასთან მოყვანილია პირველ ნახაზზე.

ნახაზი 1

ამ გრაფიკს შეგვიძლია დავარქვათ "წარმოების ათვისების 85% მრუდი", რაც ნაწარმ n-თან შედარებით ნაწარმ n2-ის ღირებულების 15% შემცირებას ნიშნავს (ნებისმიერი n-ის შემთხვევაში), ამგვარად მეორე ნაკეთობის ფასი ტოლია პირველი ნაკეთობის ფასის 85%-სა, მე-20 ნაკეთობის ფასი - მე-10 ნაკეთობის ფასის 85%-სა და ასე შემდეგ. გრაფიკიდან ჩანს რომ მრუდი ჯერ მკვეთრად ეშვება დაბლა, ხოლო შემდეგ ფასი ნელნელა სტაბილიზირდება და მრუდიც უფრო სწორდება.
ყოველ წელს, ნებისმიერი საავიაციო სისტემის წარმოებიდან დაწყებული, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო უკვეთავს ტექნიკის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც დამოკიდებულია კონგრესის მიერ გამოყოფილ ფინანსებზე. მაგალითად, 500 ერთეული გამანადგურებელი შესაძლებელია შესყიდული იქნას წლების მიხედვით პარტიებად, როგორც ნაჩვენებია მესამე ცხრილში. თითოეული თვითმფრინავის ფასი მცირდება წარმოების გაზრდასთან ერთად "წარმოების ათვისების 85% მრუდი"-ს თანახმად, როგორც ეს ნაჩვენებია მეორე ნახაზზე.

ცხრილი 3

ნახაზი 2


პირველი პარტიის ერთი თვითმფრინავი 50% ძვირია მეორე პარტიის თვითმფრინავთან შედარებით და თითქმის ორჯერ ძვირია მეოთხე პარტიის თვითმფრინავთან შედარებით. 
თუმცაღა ღირებულების კლება წარმოების ზრდასთან დაკავშირებით აშკარაა, ეს ფაქტორი ხშირად არაა გათვალისწინებული ორი თვითმფრინავის ღირებულების შედარების დროს. 
ასეთი შეცდომის ტიპიურ მაგალითად შეგვიძლია შემდეგი არგუმენტები წარმოვადგინოთ, რომლებიც 1980-83 წელს გამანადგურებელ F-18-ს თაობაზე იქნა წარდგენილი:  "36-38 მილიონი დოლარის ღირებულების თითო F-18 გაცილებით ძვირია ვიდრე F-14".
როგორც მეორე ნახაზის დიაგრამიდან ჩანს ეს იგივეა რომ შევადაროთ მეექვსე პარტიის და პირველი პარტიის თვითმფრინავების ღირებულება. კონგრესის საბიუჯეტო ბიუროს სამსახურმა ამგვარ განცხადებებზე შემდეგნაირად უპასუხა: "მოყავთ გამანადგურებელ F-18-ის სხვადასხვა ღირებულება, 25-დან 40 მილიონ დოლარამდე, რომელშიც 1990 წლის ინფალციაცაა გათვლილი. ცნობილია რომ გამანადგურებელი F-14 ღირს 20-25 მილიონი დოლარი 70-ანი წლების მიხედვით. ამავე დროს 1982 საფინანსო წლის მიხედვით გამანადგურებელი F-18 ღირებულება საწყისი სათადარიგო ნაწილებით 38 მილიონი დოლარის ტოლია, თუმცა ეს არ გამოდგება სწორი შედარების ბაზისად. გამანადგურებელ F-14 წარმოება დასასრულს უახლოვდება, ამიტომ აშშ-ს საზღვაო ძალები ყიდულობენ იაფ ნაწარმს, ხოლო გამანადგურებელ F-18 შესყიდვები ეხლაღა იწყება, F-18-ები რომლებსაც შევისყიდით 1983 წლის 20 მილიონი დოლარი ეღირება (21,1 მილიონი თუ დავუმატებთ 1982 წლის შესყიდვებს), და დროთა განმავლობაში ეს ფასი შემცირდება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გამანადგურებელი F-18 გაცილებით იაფი ეღირება ვიდრე F-14, თუ SAR ანგარიშში ნახსენები პირობები შესრულდება".
რომ გამოირიცხოს კონგრესის მიერ პროგრამების ფასების არასწორი ინტერნპრეტაცია, საჭიროა რომ SAR ანგარიშში შეტანილი იქნას თითო, კონვეერიდან ჩამოსული გამანადგურებლის სუფთა ღირებულება.


ცხრილი4 და 5 - ცხრილებიდან კარგად ჩანს ორი გამანადგურებლის ღირებულებითი მონაცემები. მე-4 ცხრილში მოცემულია ფასები შესყიდული გამანადგურებლების მიხეედვით, აშკარაა რომ F-16 ყველაფერთან ერთად ორმაგი რაოდენობის გამო შედარებით იაფია, იმ შემთხვევაში თუ ამ ორი გამანადგურებლის შესყიდული რაოდენობა ერთნაირი იქნება ფასთა სხვაობა შემცირდება (კარგად ცანს მე-5 ცხრილიდან).

No comments:

Post a Comment