თურქეთში დასრულდა თურქული კომპანია FNSS Savunma Sistemleri მიერ შექმნილი დაჯავშნული მცურავი საინჟინრო ბულდოზერ (Armoured Combat Engineering Earthmover) ΑΖΜΙΜ-ის საწარმოო გამოცდები.
თურქული ბულდოზერი აწყობილია ამერიკული არმიისთვის BAE Systems US Combat Systems მიერ შექმნილი M-9 მაგალითზე. ამჟამად მწარმოებელმა კომპანიამ დაასრულა გამოცდები და მანქანა გადასცა თურქთის არმიას საარმიო გამოცდებისთვის.
ΑΖΜΙΜ წარმოადგენს მცურავ საინჟინრო მანქანას და მისი გამოყენება შესაძლებელია მდინარეებზე ხიდების გამართვის ადგილების მოსამზადებლად. წყალზე ცურვისთვის მანქანა კორპუსის უკან განთავსებულ 2 წყალმტყროცნს გამოიყენებს, რომელთა დახმარებითაც 5,4კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.
მანქანის კორპუსის ალუმინის შენადნობისგანაა დამზადებული, რომელზეც განთავსებულია დამატებითი დასაკიდი პასიური ჯავშანმოდულები, რაც მის დაცვას საკმაოდ ამაღლებს როგორც ნაღმების ასევე ნამსხვრევების და ტყვიების წინააღმდეგ. ბულდოზერის წინა ნაწილში განთავსებულია 6 ცალი 76მმ-ნი საკვამლე მორტირი.
მანქანა აღჭურვილია Caterpillar-ს დიზელის ძრავით და Allison-ს ავტომატური ტრანსმისიით, ანვითარებს 40კმ/სთ სიჩქარეს ხმელეთზე. მისი საბრძოლო წონა 25 ტონას უტოლდება (აღუჭურვავი მანქანის წონა 19,5 ტონაა).
მანქანა დამატებით აღჭურვილია კონდიციონერით, ანტირადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, წინა და უკანა მხარეს განთავსებული დღის და ღამის თერმული კამერებით და ეკიპაჟისთვის განკუთვნილი აფეთქებასაწინააღმდეგო სავარძლებით.
No comments:
Post a Comment