вторник, 29 мая 2012 г.

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი


ნაწილი მესამე

შეიარაღების კომპლექსი

ტანკის მთელი შეიარაღება მოთავსებულია კოშკურაში. შეიარაღების კომპლექსი შედგება: შეიარაღების (ძირითადი, დამხმარე, საზენიტო), საბრძოლო კომპლექტის, ავტომატური დატენვის სისტემის, ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემის, დაკვირვებისა და თვალთვალის დამატებითი სისტემების, დამიზნების ამძრავების და მართვადი იარაღის კომპლექსისგან.
ძირითადი იარაღი
T-90-ის ძირითადი  იარაღი 125მმ-იანი, გაუმჯობესებული  ბალისტიკური მახასიათებლების მქონე, გლუვლულიანი Д-81МТ (2А46М) ქვემეხ-გამშვებია. ქვემეხის კონსტრუქციული განსხვავება წინა მოდელებისგან  მისი თერმოდამცველი  გარსაცმის  ახალი კონსტრუქცია  და  ლულის  სწრაფად შეცვლის  მექანიზმია, რომელიც  იძლევა ლულის შეცვლის  საშუალებას  საველე პირობებში, კოშკურიდან ქვემეხის დემონტაჟის გარეშე.Д-81МТ წარმოადგენს 2А46М-1 ქვემეხის მოდიფიკაციას, რომელიც ადაპტირებულია ავტომატურ დამტენ АЗ-185 სამუშაოდ და შეთავსებულია გასროლილი ჰილზების ამომგდებ მექანიზმთან გამოყენებისთვის. ქვემეხის მაღალი სიზუსტე მიიღწევა ლულის სიმრუდის, გასხვაკედლების და სიხისტის ოპტიმალური შეთანხმებით, უკუგორვისა და მიგორვის მუხრუჭების რაციონალური განთავსებით, ლულიდან ჭურვის გამოსვლამდე თავისუფალი, არადამუხრუჭებადი უკუგორვის და თერმოდამცველი გარსაცმის ახალი კონსტრუქციის წყალობით. T-90-ში ასევე ჩაშენებულია ქვემეხის როგორც ძირითადი, ასევე სითბოვიზორთან გამიზვნის მოწყობილობა. ეს მოწყობილობა საგრძნობლად ზრდის გამიზვნის სიზუსტეს, ამცირებს ოპერაციის დროს 1 წუთამდე და ტანკის დაუტოვებლად იძლევა გამიზვნის საშუალებას.

ქვემეხ 2А46М ტექნიკური მონაცემები

*კალიბრული ჭურვებით რესურსი 1000 გასროლაზე მეტია

ქვემეხის საბრძოლო კომპლექტს შეადგენს 43 ჭურვი, აქედან 22 ჩაწყობილია ავტომატური დამტენის მბრუნავ ტრანსპოტიორში, დანარჩენი 21 საბრძოლო განყოფილებაში არამექანიზებულ საწყობებში. მბრუნავ ტრანსპორტიორში ჭურვების განთავსება ნებისმიერი წყობით შეიძლება სახეობისდა მიუხედავად, ასევე შეიძლება ჭურვების ნებისმიერი სახეობის განლაგება არამექანიზებულ საწყობებში, გარდა წინასწარ შეზღუდული ადგილებისა სახეობისდა მიხედვით.
აკრძალულია წინა ავზ-სტელაჟში ქვეკალიბრული ჭურვების და მართვადი რაკეტების მოთავსება.
ჭურვები ტანკში შემდეგნაირადაა მოთავსებული:
-3 გასროლა კოშკურაში, აქედან 2 მეთაურის სავარძლის უკან, მბრუნავ იატაკზე, 1 ქვეკალიბრულ-ჯავშანგამტანი წინ მბრუნავ იატაკზე, ქვემეხის ქვეშ.
-18 ჭურვი კორპუსში, აქედან 3 მსხვრევად-ფუგასური ან კუმულაციური წინა ავზ-სტელაჟში, ასევე ძალური დანადგარის ტიხარზე, მარჯვენა ქიმის მხარეს 4 და 4 მარცხენა ქიმის მხარეს, 3 მსხვრევად-ფუგასური ან კუმულაციური ან ქვეკალიბრულ-ჯავშანგამტანი მარცხენა ქიმთან, მემიზნის სავარძლის უკან, 1 ქვეკალიბრულ-ჯავშანგამტანი აკუმულატორის სტელაჟის უკან, 3 მსხვრევად-ფუგასური ან კუმულაციური ან ქვეკალიბრულ-ჯავშანგამტანი მარცხენა ქიმთან, აკუმულატორის სტელაჟის უკან.
-3 მუხტი მბრუნავი ტრანსპორტიორის ნაფენზე, აქედან 1 მემიზნე-ოპერატორის წინ, 2 მეთაურის სავარძლის უკან.
-18 მუხტი კორპუსში, აქედან 1 მარჯვენა ქიმთან, წინა ავზ-სტელაჟში, 3 წინა ავზ-სტელაჟში, 12 შუა ავზ-სტელაჟში ძალური დანადგარის ტიხართან და 2 აკუმულატორის სტელაჟის უკან.

ქვემეხი 2А46М


დამხმარე შეიარაღება
T-90-ის დამხმარე იარაღი ქვემეხთან შეწყვილებული, კალაშნიკოვის 7,62მმ სატანკო ტყვიამფრქვევია (ПКТ ან ПКТМ). ტყვიამფრქვევის დანიშნულებაა ახლო დისტანციაზე მყოფი მტრის ქვეითების და შეუჯავშნავი მიზნების განადუგრება, იგი დამონტაჟებულია ქვემეხის მარჯვენა მხარეს, ტყვიამფრქვევის შიდა კოშკურის სამაგრ 15В94-ზე. თავისი საბაზისო მოდელისაგან კალაშნიკოვის სატანკო ტყვიამფრქვევი განსხვავდება მთელი რიგი კონსტრუქციული მახასიათებლებით და თვისებებით. გაზრდილია ლულის წონა 830 გრამით. რათა შესაძლებელი იყოს უფრო ხანგრძლივი ცეცხლის წარმოება, ასევე გაიზარდა ლულის სიგრძე 722მმ-მდე, კოშკურაში დასამონტაჟებლად ტყვიამფრქვევის კორპუსზე საცურავები აყენია, გასროლილი აირების მარეგულირებელი გამორიცხავს აირების საბრძოლო განყოფილებაში შეღწევას, ასევე არ უყენია მექანიკური სამიზნე მოწყობილებები, რადგანაც ტყვიამფრქვევის დამიზნება ოპტიკური ხელსაწყოებით ხდება, გამარტივებულია კონდახი, შემოღებულია ელექტროსასხლეტი, რომელიც ლულის კოლოფის უკანა მხარეზე აყენია.
 ტყვიამფრქვევის კვება ხდება ფოლადის 250-ტყვიანი ლენტებით, რომლებიც ფოლადის კოლოფებშია მოთავსებული. საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა 8 კოლოფი, ანუ 2000 ტყვიაა. ლენტიანი კოლოფები შემდეგნაირად არის განლაგებული: 1 კოლოფი ტყვიამფრქვევზე აყენია, 2 კოლოფი მბრუნავ ტრანსპორტირზე, რადიოსადგურის ქვეშ, 1 კოლოფი მბრუნავი ტრანსპორტირის ნაფენზე, ქვემეხის ქვეშ, 1 კოლოფი მართვის განყოფილებაში აკუმულატორის სტელაჟთან, 2 კოლოფი მართვის განყოფილებაში, წინა ავზ-სტელაჟის ნიშაში და 1 კოლოფი მემიზნე-ოპერატორის სავარძლის წინ და მარჯვნივ მბრუნავი ტრანსპორტირის ნაფენზე. ტყვიამფრქვევი გამოიყენებს ჩვეულებრივ ფოლადის (ЛПС), ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენ (Б-32) და მგეზავ (Т-46) ტყვიებს.

ტყვიამფრქვევი ПКТ ტექნიკური მონაცემები

*500 ტყვიის შემდეგ ლულა ცხელდება და უნდა შეიცვალოს სათადარიგო ლულით.   
**შეწყვილებული ტყვიამფრქვევის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სექტორი ქვემეხის სექტორის ანალოგიურია.

.
ПКТ eleqtrosasxletiT, xedi marjvnidan

marcxniv ПКТ/ПКТM ambrazura, samagri navi da lentis kolofi. marjvniv raciis qveS damagrebuli ori cali lentiani kolofi

ტყვიამფრქვევი ПКТ/ПКТM განლაგ-ება ქვემეხის მარჯვნი

1969 წელს შეიარაღებაში მიღებული იქნა კალაშნიკოვის მოდერნიზებული ტყვიამფრქვევი ПКМ. მოდერნიზაცია ძირითადად ჩატარდა ტყვიამფრქვევის წონის შემცირების და ექსპლუატაციის მოხერხებულობის გაზრდის მიზნით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ტყვიამფრქვევის წონა 1,5კგ-თი შემცირდა, ლულიდან მოშორებული იქნა ნაწიბურები, შეიცვალა კომპენსატორის, გადასატენი სახელურის, კონდახისა და სასხლეტის დამცავი კავის კონსტრუქცია. ხოლო ПКМ-ის ბაზაზე შექმნილ სატანკო ტყვიამფრქვევს ПКТМ (6П7K) ეწოდა. დანარჩენი მახასიათებლები ორივე მოდელს ინდენტური აქვს, იდენტურია ბალისტიკური მონაცემებიც.


საზენიტო ტყვიამფრქვევი
საზენიტო ტყვიამფრქვევის მოწყობილობ-აში (სტმ) გამოიყენებოდა 12,7მმ ტყვიამფრქვევი НСВТ-12,7, რომელიც მოგვიანებით 6П49 КОРД-მა შეცვალა. ეს შეცვლა გამოიწვია იმან, რომ საწარმო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე უშვებდა მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევ НСВТ-12,7, მისი დაშლის შემდეგ ყაზახეთის ტერიტორიაზე დარჩა. თავდაპირველად გადაწყდა ტყვიამფრქვევ НСВТ-12,7 კოვროვში გამოშვება, მაგრამ შემდეგ მოხდა მისი მოდერნიზაცია (შეიცვალა ლულის ჩაკეტვის ხერხი, გაიზარდა მისი გამძლეობა, შემცირდა ტყვიამფრქვევის წონა და უკუცემა და ასევე გატარდა მთელი რიგი გაუმჯობესებები) მიიღო სახელწოდება КОРД და დაიწყო მისი მასობრივი წარმოება დეგტიარიოვის სახელობის კოვროვის საიარაღო საამქროში. ამ ორი ტყვიამფრქვევის სამაგრები, ტყვიები, ლენტები და ასევე მათი ბალისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ერთნაირია, ამიტომ Т-90  სტმ-ში ორივეს გამოყენება შეიძლება. 
სტმ-დან საჰაერო და სახმელეთო მიზნების აღმოჩენა, მათზე თვალთვალი და ცეცხლის წარმოება ხორციელდება მეთაურის მიერ დისტანციურად, დახურული სამეთაურო სარქველით. სტმ შედგება: ელექტროსასხლეტიანი ტყვიამფრქვევისგან 6П49 КОРД (ან НСВТ-12,7) უკუგორვის-საწინააღმდეგო მოწყობილობიანი ნავით, გამაწონასწორებელი მექანიზმისგან, გადატენვის მექანიზმისგან, კვების მოწყობილობისგან, ლენტის შემგროვებელისგან, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად დამიზნების ელექტრომექანიკური ამძრავებისა და სამიზნესგან (ПЗУ-7).
სტმ-ის ამძრავები უზრუნველყოფენ ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოებას და ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში მის დამიზნებას.
ვერტიკალური დამიზნების ელექტრომექანიკური ამძრავის დანიშნულებაა ავტომატურად განახორციელოს საზენიტო ტყვიამფრქვევის დამიზნება ვერტიკალურ სიბრტყეში. ამძრავი უზრუნველყოფს მუშაობის შემდეგ რეჟიმებს: რეჟიმი “ავტომატი”, რომლის დროსაც სტმ-ი მიყვება მეთაურის სამიზნის, ТКН-4С სტაბილიზებულ სარკეს ვერტიკალური სიბრტყის -4°-იდან +20° დიაპაზონში; რეჟიმი “ნახევრადავტომატი”, როდესაც სტმ-ის დამიზნება ხდება ТКН-4С სტაბილიზებული სარკისაგან დამოუკიდებლად ვერტიკალური სიბრტყის -10°-დან +70° დიაპაზონში სამიზნე მოწყობილობის ПЗУ-7 დახმარებით და ბოლოს რეჟიმი ”ხელის”, როდესაც საზენიტო ტყვიამფრქვევის მართვა ხორციელდება ხელით, დამიზნების კუთხეების სრულ დიაპაზონში.
 ПЗУ-7 დანიშნულებაა აწარმოოს დამიზნება 1600 მეტრ მანძილზე სახმელეთო მიზნებზე და ასევე საჰაერო 100 მ/წმ-დან 300 მ/წმ-მდე სიჩქარით მფრენ მიზნებზე.
 ჰორიზონტალური დამიზნების ამძრავის დანიშნულებაა ავტომატურად დაუმიზნოს სამეთაურო კოშკურა მასზე მოთავსებული სტმ-ით ჰორიზონტარულ სიბრტყეში 60° მარჯვნივ და 45° მარცხნივ ძირითადი იარაღის შეთანხმებულ მდგომარეობასთან მიმართებაში. საზენიტო ტყვიამფრქვევის კვება ხდება 150-ტყვიანი ლენტებით, რომლებიც მოთავსებულია ფოლადის კოლოფებში. ტყვიამფრქვევის საბრძოლო მარაგი შედგება ორი ცალი 150-ტყვიანი ლენტისგან, ანუ ორი კოლოფისგან. ერთი კოლოფი თვითონ ტყვიამფრქვევზეა აყენია, ხოლო მეორე კოშკურაზე გარედან მარჯვენა ქიმზეა დამაგრებული. НСВТ-12,7 და 6П49 КОРД-დან სროლისთვის გამოიყენება 12,7ხ108მმ-ის შემდეგი სახის ტყვიები: ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი-მგეზავი(БЗТ), ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი (Б-32) და მყისიერი მოქმედების ცეცხლგამჩენი (МДЗ).

მარცხნივ: Т-90-ის საზენიტო ტყვიამფრქვევის მოწყობილობა: ტყვიამფრქვევის მარცხნივ 150-ტყვიანი ლენტის კოლოფი, მარჯვნივ ლენტის შემგროვებელი, შუაში მეთაურის სამიზნე მოწყობილობა ТКН-4С, მის მარცხნივ ПЗУ-7, რომლის ზემოთ განთავსებულია ინფრაწითელი პროჟექტორი ОУ-3ГКУ.
მარჯვნივ: საზენიტო ტყვიამფრქვევის გვერდითი ხედი, კარგად მოსჩანს ლენტების ორივე კოლოფი, ერთი ტყვიამფრქვევზეა დამაგრებული, ხოლო მეორე კოშკურაზე, საკვამლე მორტირების უკან.

მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი НСВТ “Утес” ელექტროსასხლეტით

მსხვიკალიბრიანი ტყვიამფრქვევი КОРД ელექტროსასხლეტით

ტყვიამფრქვევ НСВТ-12,7 და КОРД ტექნიკური მონაცემები


ეკიპაჟის შეიარაღება
ეკიპაჟის საშტატო იარაღს შეადგენს ერთი ცალი 5,45მმ АКС-74, ათი ცალი ხელყუმბარა Ф-1 ან РГО და 26მმ-იანი სასიგნალო პისტოლეტი.
АКС-74 საბრძოლო კომპლექტი 300 ცალი 5,45მმ ტყვიაა, აქედან 120 ცალი 4 მჭიდშია, რომლებიც მოთავსებულია მძღოლ-მექანიკოსის სავარძლის უკან, მბრუნავი ტრანსპორტიორის ტიხრის მიღმა დამაგრებულ მჭიდჩანთაში, დანარჩენი 180 ცალი ტყვია მოთავსებულია კოშკურის გარეთ, წქტსმ-ის შესანახ კოლოფში.
ხელყუმბარები ჩალაგებულია 5 ცალ ჩანთაში, რომლებიც საბრძოლო განყოფილებაში შემდეგნაირადაა განაწილებული: 2 ცალი ჩანთა წინა ავზ-სტელაჟის კედლის სტელაჟში, 1 ჩანთა ძალური დანადგარის ტიხრის სახურავზე, 1 ცალი ბლოკ БВ-29 ქვეშ და 1 ჩანთა წინა ავზ-სტელაჟსა და მარჯვენა ავზს შორის, ТВН-ის შესანახი კოლოფის ზემოთ.

საბრძოლო კომპლექტის განლაგების სქემატური ხედი ზემოდან


პირველი ნაწილი: http://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2012/05/t-90.html




Комментариев нет:

Отправить комментарий