ალექსეი ხლოპოტოვის ბლოგზე (Gur Khan attacks!) განთავსდა შემუშავბის სტადიაში მყოფი, პერსპექტიული სადაზვერვო მანქანა Курганец-БРМ სქემატური გამოსახულება, რომელიც პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანის, Курганец-25 ბაზაზეა შექმნილი.
P.S. აღსანიშნავია რომ სადაზვერვო მანქანის ბორტებზე განთავსებულია დამატებითი ჯავშან მოდულები, რაც გუშინ ბლოგზე განთავსებულ Курганец-25 ბაზაზე შექმნილი ტექნიკის სურათებზე ( "Курганец-25"-ის და "Бумеранг"-ის ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა ) არ შეიმჩნეოდა, სავარაუდოდ ჯავშანი მოდულურია და სურვილისამებრ შეიძლება დაყენება და მოხსნა (გერმანული ქსმ Puma მსგავსად).
ასევე Курганец-25 შესახებ საინტერესო ფაქტების წაკითხვა შეიძლება ОАО «Курганмашзавод» დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლის, კონცერნ «Тракторные заводы» ვიცე პრეზიდენტის, კონცერნ «Тракторные заводы» გენერალური დირექტორის მოადგილის ალბერტ ბაკოვის ინტერვიუში, რომელიც ტელეარხ "Эксперт-ТВ" მისცა 2012 წლის 11 მაისს:
საშუალო ჯავშანტექნიკის უნივერსალური პლატფორმა «Курганец-25»:
"...საერთოდ საუბარი მიდის სახეობათაშორისი საშუალო მუხლუხოვანი მრავალფუნქციური პლატფორმის თაობაზე - და მის ბაზაზე საბრძოლო მანქანის შექმნაზე. არმიაში უნდა იყოს მუხლუხოვანი და თვლიანი პლატფორმების რამდენიმე სახეობა. ჩვენს შემთხვევაში საუბარი მიდის საშუალო სახეობაზე. საშუალო მანქანა - ეს ქსმ-ია, მეტ-ნაკლებად იმ სახით როგორითაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ. წონით БМП-3 ანალოგიური. რატომ? იმიტომ, რომ მაკაროვი ამბობს: "აი შენ, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ მანქანა მე მომეცი დაცული, ხოლო წონით უნდა შეეძლოს წყლის წინაღობების დაძლევა მოუმზადებლად, პირდაპირ სვლაში....ეს არის ძირითადი მოთხოვნები რომლებსაც გენერალური შტაბი აყენებს და მათ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევცვლით. როგორც გინდათ ისე მიაღწიეთ ამ პარამეტრებს". და ჩვენც ვმუშაობთ, ვეძებთ გამოსავლას და ვარიანტებს.
...მაგრამ საბრძოლო მანქანის გარდა არის კიდევ ამ ბაზაზე სხვადასხვა მანქანების შექმნის იდეაც: ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საზენიტო სისტემები, ზადაზვერვო მანქანები და ასე შემდეგ".
"Курганец-25" გათანწყობა:
"ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების წინ გადატა ქსმ-ისთვის რევოლუციური გადაწყვეტილება ნამდვილად არაა. ეს გადაწყვეტილება ერთხელ უკვე მიღებული იქნა და ეხლა ხელმეორედ გადაწყდა მისი გამოყენება. წყალში ჩახტომისას და მას საკმაო სიმაღლიდან მოუწევს წყალში ჩახტომა, დამძიმებული ცხვირა ნაწილით მის ცურვაზე გაყვანის პრობლემა იქმნება. წყალმტყორცნებს უჭირთ მანქანის აწევა, რა თქმა უნდა მას არ შეეძლება გლისირება...ეს ცენტროვკის საკითხია და ჩვენ მას გადავწყვეტავთ".
დისტანციური საბრძოლო მოდული:
""უკაცური საბრძოლო მოდულის" შესახებ მართლა მიმდინარეობს საუბარი, თემა მართლა არსებობს და დისტანციური მართვის პრობლემა გადაწყვეტის სტადიაშია. ამასთან წარმოიქმნება მოულოდნელი კითხვა, რომელსაც ჩვენ სამხედროები გვისვამენ: "შეეძლება თუ არა ეკიპაჟს საჭიროების შემთხვევაში ამ მოდულიდან ცეცხლის წარმოება? ჩვენ, ყველა იმ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებშიც მონაწილეობა მიგვიღია, დარწმუნებულები ვართ რომ ბოლო გასროლა ყოველთვის პირდაპირი დამიზნებით ხორციელდება. ყოველგვარი ავტომატიკის და ელექტრონიკის გარეშე. ყველაფერს გადაწყვიტავს ის ადამიანი რომელიც ცოცხალი დარჩა და რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აწარმოოს ცეცხლი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად". აი ასეა და ჩვენ ამჟამად ვეძებთ გადაწყვეტილებას, რადგანაც არც ისეთი ადვილია შეინარჩუნო საბრძოლო მოდული უკაცური (დისტანციური) და ამავე დროს შეუნარჩუნო მას ხელით სროლისა და დამიზნების ფუნქცია. და მე მგონია რომ ამ კითხვას ჩვენ წარმატებით გადავწყვიტავთ".
პროტოტიპის შექმნის ვადები:
"პროტოტიპს ჩვენ წელს (2012) შევქმნით. ვანახებთ სამხედროებს, ხოლო შემდეგ როგორც ისენი გადაწყვეტენ".
«Курганца 25» დაცულობა და ძირითადი შეიარაღების სიმძლავრე:
"«НИИ Стали» განიხილავს დაცვის ყველა იმ ვარიანტს რაც დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს. ვსწავლობთ ყველაფერს რაც არსებობს, რათა მანქანას მივცეთ რაც შეიძლება მაქსიმალური დაცვა. ხოლო რაც შეეხება სიმძლავრეს - აქ ყველაფერი გასროლაზეა დამოკიდებული. გასროლების შექმნა ეს ჩვენი თემატიკა ნამდვილად არაა. გასროლა ძალიან ძვირი ღირს, გასროლები ძალიან ბევრი უნდა იქნას გამოშვებული".
ძრავა:
"ძრავა იქნება დიზელის, სავარაუდოდ იაროსლავის ქარხნის".
«Курганец» ბაზაზე მედესანტეთა საბრძოლო მანქანის შექმნის შესაძლებლობა:
"მის ბაზაზე ამის გაკეთება სრულებით შესაძლებელია. რადგანაც საუბარი მიდის საყრდენ თვლებზე, ანუ ბაზის სიგრძის შემცირებაზე: ექვსი ან შვიდი საყრდენი თვალი. მანქანის ყველაზე დიდი ბაზა შვიდ თვლიანია, შემდეგ ექვსი და ბოლოს ხუთიანი და ყველაფერი ამის მიხედვით გადაწყდება. თეორიაში ამ მანქანაში ეს ყველაფერი უკვე ჩადებულია: შესაძლებელი იქნება მისი ამ ყველა ვარიანტში გაკეთება და ამასთან ყველა კვანძი ნა დეტალი უნიფიცირებული იქნება".
ინტერვიუს ვიდეო ჩანაწერი:
No comments:
Post a Comment