Thursday, July 5, 2012

ახალი ფრანგული ტანსკაწინააღმდეგო კომპლექსი


ფრანგული არმია ტანკსაწინააღმდეგო მართვადრი სარაკეტო კომპლექსი Milan–ის შეცვლას აპირებს
MBDA ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ წარმატებით მიმდინარეობს საშუალო მანძილსე მოქმედი მართვადი რაკეტის  (ΜΜP) შემუშავება. ამ რაკეტამ უახლოეს მომავალში MILAN უნდა შეცვალოს.
2011 წლის დეკემბერში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ კორპორაცია MBDA შეუკვეთა ამ მიმართულებით კვლევების დაწყება. დღეს–დღეობით ეს კომპლექსი გამოცდებს გადის და კომპანიის განცხადბით 2014 წელს სისტმა მზად იქნება სერიული წარმოებისთვის. კომპანიის პროგნოზით შეკვეეთების რაოდენობა მხოლოდ ფრანგული არმიიდან 500 ერთეულ გამშვებს და 3000 ცალ რაკეტას მიაღწევს.


ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გაშვება შესაძლებელი იქნება დახურული სივრციდან, მინიმალური სროლის მანძლი 150 მეტრი, მაქსიმალური 4000 მეტრი. ან კი კომპლექსი fire & forget ტექნოლოგიით იქნება შექმნილი, MBDA–მ მასში მაინც ჩადო შესაძლებლობა «man in the loop», ანუ ოპერატორის მიერ რაკეტის მართვის ფუნქცია.
გამშვების წონა 12, ხოლოთვითონ რაკეტისა 15 კილოა, ΜΜΡ ვერსიის გარდა MBDA  ასევე მუშაობს ΜΗΡ ვერსიაზე, რომელსაც 8–10 კილომეტრამდე გაზრდილი სროლის მანძილი ექნება. შორს მსროილელ რაკეტას შეეძლება გაანადგუროს ჰორიზონტსიქით მდებარე სამიზნეები (Non Line Of Sight). მის განვითარებაში და შექმნაში მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა რომ მას MMP ვერსიასთან 50% უნიფიკაცია გააჩნია.





No comments:

Post a Comment