Friday, July 6, 2012

საუდის არაბეთი ბირთვულ ბალისტიკურ რაკეტებ ყიდულობს


ირანის ბირთვული საფრთხის და დასავლეთის უძლურების საპასუხოდ საუდის არაბეთმა გადაწყვიტა ჩინეთისგან ბირთვული ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტების შეიძინოს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება.


ებრაულ წყაროებზე დაყრდნობით საუდის არაბეთი ამჟამად  აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან უცნობი რაოდენობის ბალისტიკური რაკეტები Donfeng-21A შესყიდვის შესახებ, რომლებიც აღიჭურვება პაკისტანური ბირთვული ქობინებით.
წინასწარი ცნობების თანახმად ჩინეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა საუდის არაბეთისთვის ამ რაკეტების მიყიდვაზე. ასევე ჩინური მახრე განახორციელებს რაკეტების განსათავსებლად საჭირო ინფრასტურკტურის მშენებლობას საუდის არაბეთის დედაქალაქ Riyadh ახლობლად.

  • რაკეტა  Donfeng-21–ზე მუშაობა 1965 წელს დაიწყო, 1996 წელს   შეიარაღებაში  მისი გაუმჯობესებული ვარიანტი, Donfeng-21A იქნა მიღებული (Donfeng-21 სერიაში არ წავიდა).  Donfeng-21A-ზე მუშაობა 1987 წელს დაიწყო, წინამორბედთთან შედარებით მას გაზრდილი მოქმედების რადიუსი (2700 კილომეტრი) და შემცირებული აცილების კოოფიციენტი ფქონდა (100–300 მეტრი). რაკეტას რამდენიმე ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია (თითო 200,300 ან 400 კილოტონა სიმძლავრის). რაკეტის სიგრძე – 10,7მ. დიამეტრი – 1,4მ. წონა – 14,7ტ.




აღსანიშნავია რომ ეს შესყიდვა არაა პირველი რომელიც ქვეყანამ განახორციელა ჩინეთში - 26 წლის წინ საუდის არაბეთმა ჩინური ბალისტიკური რაკეტები DF-3A შეისყიდა, რომლებიც სამეფოს დედაქალაქის ახლობლად განთავსდა. პირველი ბალისტიკური რაკეტები 1988 წელს მიეწოდა, ღია წყაროების თანახმად სულ მიწოდებული იქნა 12 გამშვები და 120 რაკეტა. ბალისტიკური რაკეტების ბაზები Al Joffer-ში და Al Sulayyil-შია განთავსებული, პირველი 90, ხოლო მეორე 450 კილომეტრითაა დაშორებით დედაქალაქიდან.
ეჭვს გარეშეა რომ ბირთვული იარაღის შესყიდვა საგრძნობლად ამაღლებს საუდის არაბეთის სამხედრო პოტენციალს და ასევე ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
მეორეს მხრივ ბირთვული იარაღის შესყიდვა მოწმობს იმაზე რომ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვითა სახელმწიფოს დაცვა საკუთარ ხელებში აიღოს და არ იყოს დამოკიდებული დასავლეთზე, რომელმაც ვერ მოახერხა ირანის პრობლემის ეფექტური გადაჭრა.




წყარო:

No comments:

Post a Comment