ესპანეთის ხომალმშენი გაერთიანება Navatia-ს ვერფზე, ელ-ფერროლეში, 2012 წლის 4 ივლისს შესდგა ავსტრალიის შეკვეთით მშენებარე მეორე უნივერსალური სადესანტო ხომალდ Adelaide-ს წყალში ჩაშვება. ჩაშვება დაგეგმილიდან ოთხნახევარი თვით ადრე განხორციელდა.
Navantia-სთან ავსტრალიისთვის ორი ერთეული სადესანტო ხომალდის აგების კონტრაქტს ხელი 2007 წელს მოეწერა, გეგმის მიხედვით ხომალდები 2014 და 2015 წლებში უნდა გადაეცეს ავსტრალიის სამხედრო საზღვაო ძალებს. Navantia თავის ვერფზე ორივე ხომალდის კორპუსს აშენებს, რომლებიც შემდეგში ბუქსირებული იქნება ავსტრალიაში, სადაც მოხდება მათი აღჭურვა BAE Systems Australia-ს მიერ ვილიამსტაუნში.
ავსტრალიის სათავო ხომალდ Canberra-ს მშენებლობა ელ-ფერროლეში 2008 წლის სექტემბერში დაიწყო, ოფიციალური დასაწყისის ცერემონიალი 2010 წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, ხოლო წყალში ჩაშვება 2011 წლის 17 თებერვალს. უნივერსალური სადესანტო ხომალდის კორპუსი ბუქსირებული იქნება ვილიამსტაუნში 2012 წელს, რის შემდეგაც განხორციელდება ხომალდის დასრულება და მისი ავსტრალიის საზღვაო ძალებში შეყვანა 2014 წელს. მეორე სადესანტო ხომალდ Adelaide-ს მშენებლობა 2010 წლის 2 თებერვალს დაიწყო, ხოლო დაწყების ოფიციალური ცერემონია 2011 წლის 18 თებერვალს განხორციელდა, სათავო ხომალდის წყალში ჩაშვებიდან ერთი დღის მერე. Adelaide-ს ვილიამსტაუნში ბუქსირება დაგეგმილია 2014 წელს ხოლო ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის მისი გადაცემა 2016 წელს განხორციელდება (თუმცა დაგეგმილი იყო 201 წელს).
No comments:
Post a Comment