ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "Xinhua"–ს თანახმად, 2012 წლის 25 ნოემბერს გამანადგურებელმა J-15–მა პირველ ჩინურ ავიამზიდ "LIAONING"–ზე (ყოფილი "Варяг") პირველად განახორციელა ფრენები (აფრენ–დაფრენა). ამ ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. როგორც გამოქვეყნებული მასალიდან ჩანს ცდებში J-15–ის ორი პროტოტიპი მონაწილეობდა – საბროტე ნომრებით "552" და "553". J-15–ის ავიამზიდიდან პირველი ფრნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ზოგიერთ ჩინურ არაოფიციალურ წყაროებში 20–23 ნოემბერს ასახელებენ.
როგორც "ჩინეთის ეროვნულ–განმანთავისუფლებელი არმიის" სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენელი იუწყება გამოცდებმა წარმატებით ჩაიარეს, J–15 სრულებით პასუხობს მოთხოვნებს და მიღწეულია პლატფორმასა და თვითმფრინავს შორის საჭირო თავსებადობა.
ავიამზიდის მწყობრში ჩაყენების მომენტიდან ეკიპაჟმა უკვე 100 სასწავლო–საცდელი პროგრამა შეასრულა.
ავიამზიდზე პირველი ფრენების გარდა ჩინეთის სამხედრო–საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა პირველი ჩინური მრავალფუნქციური საგემბანო გამანადგურებლის, J-15 დებიუტიც. გამანადგურებელს, რომელიც სრულებით ჩინეთშია აწყობილი, შეუძლია ზიდოს რამდენიმე სახეობის ხომალდსაწინააღმდეგო, ჰაერი–ჰაერი და ჰაერი–მიწა კლასის რაკეტები და ასევე ზეზუსტი ბომბები. წარმომადგენლის განცხადებით J-15–ის შესაძლებლობები რუსული Су-33 და ამერიკული F-18 შესაძლებლობების შესაბამისია.
წყარო:
No comments:
Post a Comment