Monday, November 26, 2012

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა – Москва Vs Iwo Jima

რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისრეი "Москва" და ფლოტილია რომელიც მას ახლავს ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში, სირიული სახმელეთო ხომალდსაწინააღმდეგო სისტემების, П–800–ების, სროლის მანძილის ზღვარზე ამერიკული ფლოტილიის პირისპირ დგას, რომელსაც ვერტმფრენმზიდი USS "Iwo Jima" უდგას სათავეში.


"ღაზას მიმართულებით რუსული ფლოტილიაა გაგზავნილი, რათა რეგიონიდან საჭიროების შემთხვევაში რუსი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს" – რუსეთის სამხედრო მმართველობის ამ განცხადებას გასულ პარასკევს ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება.
ეს განცხადება ......... ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტიდან ორი დღის მერე გაკეთდა (და აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა თუ რა საჭიროა ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ ხალხის ევაკუაცია) და ამას გარდა 1973 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა რაც ამ რეგიონში რუსული ხომალდები გამოჩნდა.
მაგრამ საქმე სავარაუდოდ სხვა რამეშია – სარაკეტო კრეისრეი "Москва" აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდავის სისტემა С-300Ф Форт–ით და ბორტზე ამ სისტემის 8 გამშვები გააჩნია, თითზე 8 რაკეტით, მთლიანობაში ბორტზე ამ კლასის 64 ცალი რაკეტაა. ამას გარდა ხომალდზე ახლო მანძილზე მომქედი საზენიტო–რაკეტო სისტემა Оса-МА–ს ორი გამშვებია, მთლიანობაში 48 საზნიტო რაკეთით. ამ შეიარაღებით რუსეთი ფაქტიურად გაფრთხილებას უგზავნის NATO–ს ქვეყნებს რომ სირიის თავზე no-fly-zone გამოცხადების შემთხვევაში მათ ამის განხორციელების საშუალებას არ მისცემს.
ის რაც ΝΑΤΟ–მ გააკეთა თურქეთში Patriot PAC-3–ების განთავსებით ფაქტიურად იმითვე უპასუხა რუსეთმა რეგიონში სარაკეტო კრეისრეი "Москва"–ს გაგზავნით და როგორც ჩანს რუსეთს სირიაში თავისი ინტერესების დათმობის არანაირი სურვილი არ გააჩნია.
მაგრამ რეგიონში მივლენი ძალებით (სარაკეტო კრეისრეი "Москва", საესკადრო ნაღმოსანი "Сметливый", დიდი სადესანტო ხომალდები "Новочеркасск" და "Саратов", საზღვაო ბუქსირი МБ-304 და დიდი საზღვაო ტანკერი "Иван Бубнов") რუსეთის საზღვაო ძალებს ძალის სადემონსტრაციოდ ეცოტავა და ამ მიზეზით ფლოტილიის გასაძლიერებლად დამატებით კიდევ ორი საბრძოლო ხომალდი გააგზავნა, ჯერ–ჯერობით უცნობია თუ რომელი ხომალდები, მაგრამ ფაქტია რომ ამხელა ფლოტილია იქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების საევაკუაციოდ არ იქნა გადასროლილი.
ამ დღეებში გაირკვევა თუ როგორ სწრაფად დაიწყებს NATO სირიაში სამხედრო ოპერაციას და რისთვის გადაისროლა რუსეთმა რეგიონში თავისი საბრძოლო ხომალდები.

No comments:

Post a Comment