უნგრეთის ორმა კომპანიამ – Respirator–მა, რომელიც მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვაზე სპეციალიზირდება და Gamma–მ, რომელიც რადიაციული და ქიმიური დაზვერვის საშუელებებს აწარმოებს – გადაწყვიტეს ჯავშანტექნიკის წარმოება, რის შედეგადაც შექმნეს MRAP–ის კლასი ჯავშანმანქანა RDO-3221 Komondor.
წარმოდგენილ საბაზო ვარიანტში მანქანა წარმოადგენს V–ს მაგვარი ფსკერის მქონე, მწევკორპუსიან ტიპიურ MRAP–ს. მწარმოებლის თანახმად მანქანის ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level–3 შეესაბამება, ხოლო ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობა STANAG 4569 Level–3a/3b ხარისხისაა.
პროტოტიპის სიგრძე 6,025, სიგანე 2,445 ხოლო სიმაღლე 2,78 მეტრია. საცდელი მანქანის საბრძოლო წონა 13,4 ტონას უდრის, მაგრამ ჯავშანდაცვის გაძლიერების ხარჯზე მანქანის წონამ 16,5 ტონას შეიძლება მიაღწიოს. მარგი დატვირთვა 4 ტონას უდრის, ხოლო მანქანის ტევადობა 9 კაცია.
მანქანა აღჭურვილია უცხოური, 280 ცხენისძალიანი დიზელის ძრავით და უცნობი ტიპის ექვსსიჩქარიანი, მექანიკური სიჩქარეთა კოლოფით. თუმცაღა შემკვეთის სურვილის და მიხედვით მასში სხვა ტიპის ძრავა–ტრანსმისიის გამოყენებაც შეიძლება. მანქანის სიჩქარე ტრასაზე 96კმ/სთ–ს უდრის.
მწარმოებელი RDO-3221 Komondor–ის ბაზაზე მყიდველს მანქანების მთელ ოჯახობას სთავაზობს – როგორც 4x4 ასევე 6x6 სავალი ფორმულის მქონე ბაზაზე (ბოლო ვარიანტში მანქანის საბრძოლო წონა 18 ტონას, ხოლო ტევადობა 12 კაცს მიაღწევს.
P.S. საკმაოდ სიმპატიური მანქანაა, დიზაინერებს ხუთიანი.
No comments:
Post a Comment