Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea
წუხელ, მოსკოვის დორით 04:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ბრუნდებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შავი ზღვის რეგიონში ფართომაშტაბური სწავლების ჩატარების მოულოდნელი ბრძანება მისცა. პრეზიდენტმა ბრძანება პირდაპირ თვითმფრინავიდან გასცა.
სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილები, ფლოტი, ავიაცია და საჰაერო სადესანტო ჯარები წუხელ განგაშით წამოაყენეს და ბრძანებები მისცეს. საერთო ჯამში განგაშით 7000 კაცი იქნა წამოყენებული. ძირითადად ესენი სწრაფი რეაგირების ძალებია – მათ შორის საზღვაო ქვეითებიც, საჰაერო სადესანტო ძალები, გენშტაბის სპეციალური დანიშნულების ძალები. სწავლებაში ასევე მონაწილეობს შავი ზღვის 30–ზე მეტი ხომალდი.
ქვედანაყოფების უმეტესობამ უმოკლეს დროში უნდა დაფაროს 500 კილომეტრი თავისი დისლოკაციის ადგილიდან სწავლების რაიონამდე, რომლებიც რაევსკის, ტემრიკუისა და ოპუკის პოლიგონებზე განხორციელდება.
პოლიგონების მიახლოებითი ადგილმდებარეობა – წითელი ტემრიკუის, შავი რაევსკის და ყვითელი ოპუკის
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო და პრეს–სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოს განცხადების თანახმად – "პრაქტიკულ მოქმედებებში 7 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ასევე სწავლებაში ჩართულია 250 ერთეული ჯავშანტექნიკა, 50–ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულებისა საარტილერიო ქვემეხი, 20-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი, 30 სხვადასხვა დანიშნულების ხომალდი".
რუსული მხარის განცხადებით სწავლება ნაწილობრივ წარმოადგენს ქართულ–ამერიკული ერთობლივი სწავლება "Agile Spirit-2012"–ის (სწავლების შესახებ უკვე არაერთხელ ვწერდი: 1– ქართულ-ამერიკული სწავლება „Agile Spirit 2013“, 2– ქართულ ამერიკული სწავლება „Agile spirit 2013“ დაიწყო, 3– საცეცხლე მომზადება „Agile Spirit 2013“-ის ფარგლებში, 4– “Agile Spirit 2013”-ის შემაჯამებელი სწავლება) პასუხს და ის ამერიკელი გენერლებისთვის სრულ მოულოდნელობას წარმოადგენს. ასევე სწავლების მიზანია დამუშავდე ასიმეტრულ საფრთხეებთან ბრძლა – რაც ამ რეგიონში მომავალ წელს ჩასატარებელ ოლიმპიურ თამაშებთანა და მის უსაფრთხოებასთანაა კავშირში.
რუსული მხარის განცხადებით სწავლებას ევროპელი დამკვირვებლები არ ესწრებიან. როგორც ცნობილია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაუმჯოიბესების მიზნით რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად – "თუ სწავლებაში 9 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღებულობს მონაწილეობას მაშინ ამ სწავლების შესახებ წინასწარ უნდა იქნას გაფრთხილებული დასავლეთის ქვეყნები და მათი წარმომადგენლებისა დასწრებაც სწავლებაზე აუცილებელია".
No comments:
Post a Comment