Wednesday, March 27, 2013

LIMA - Dassault Rafale-ეს აგრესიული რეკლამა

Rafale მალაიზიაში სადემონსტრაციო ფრენის მომენტში

26–იდან 30 მარტამდე მალაიზიის ქალაქ ლანგკავიში მიმდინარეობს საერთაშორისო აეროკოსმოსური და საზღვაო გამოფენა LIMA-2013 (Langkawi International Maritime & Aerospace Exhibitio–2013). გამოფენაზე საკმაოდ ეფექტური გამოსვლა გააკეთა ფრანგულმა კომპანია Dassault–მა თავისი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Rafale–თი.
როგორც ცნობილია მალაიზია გეგმავს თავისი მოძველებული МиГ-29-ებისთვის შემცვლელის ყიდვას – ფრანგული კომპანიის განცხადებით თუ ქვეყანა Rafale–ს აირჩევს, მაშინ იქ საწარმოო ხაზის მოწყობასაც არაა გამორიცხული. თუმცაღა საუბარი საკმაოდ მცირე რაოდენობაზეა – სადღაც 12–18 გამანადგურებელზე და არა მგონია მალაზიას საწარმოო ხაზის მოწყობა იაფი დაუჯდეს. თუმცა Rafale–ს წარდგენილი სარეკლამო რგოლი და თვით მისი სადემონსტრაციო ფრენები საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება:

LIMA-2013–ზე წარდგენილი სარეკლამო რგოლი

Rafale–ს სადემონსტრაციო გამოსვლა გამოფენა LIMA-2013–ზე

გამოფენაზე გამოტანილი ძრავა Snecma M88–ის მაკეტი ჭრილში
 

გამოფენაზე გამოტანილი რადარ RBE-2AA AESA–ს მაკეტი


P.S. აბა ვინ დაითვლის რამდენი TRM მოდულია რადარზე?

No comments:

Post a Comment