ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013”-ის შემაჯამებელი წვრთნა გაიმართა.
სწავლებაში მონაწილე ქართული და ამერიკული ქვედანაყოფები პირობითი სცენარის მიხედვით ერთობლივად ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს. სწავლებაში გამოყენებული იყო „მაილსის“ ლაზერული სისტემები და შეჯავშნული საბრძოლო მანქანები.
შემაჯამებელ საველე წვრთნაში ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჟურნალისტები ქვედანაყოფებთან ერთად გადაადგილდებოდნენ და სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს უშუალოდ სასწავლო საველე უბნებიდან აშუქებდნენ.
ჟურნალისტები ჩხრეკა-კორდონის, პატრულირების, კონვოირების და ჰუმანიტარულ ოპერაციებში იყვნენ ჩართული. ეს ის საბრძოლო ამოცანებია, რომელიც ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დროს სრულდება.
“Agile Spirit 2013”-ის შემაჯამებელი სწავლება კიდევ ორ დღეს გაგრძელდება, რითაც წვრთნის აქტიური ფაზა დასრულდება.
“Agile Spirit 2013” Final Exercise
The final exercise of the joint US-Georgian military training “Agile Spirit 2013” was held at Vaziani military base.
The US and Georgian units were carrying out the combat tasks according to the simulated scenario. Multiple Integrated Laser Engagement System (MILES) and armored combat vehicles were used in the training as well.
Georgian and foreign media representatives were also involved in the final exercise. The journalists were moving together with the military units and covered the various combat tasks directly from the field.
The journalists participated in the search and cordon, patrolling, convoy and humanitarian operations. These tasks are carried out during the combat operations in ISAF mission.
The two day long final exercise of “Agile Spirit 2013” will wrap up the active phase of the training.
წყარო:
“Agile Spirit 2013” Final Exercise
No comments:
Post a Comment