Tuesday, March 26, 2013

სირიის ჯავშანტექნიკა – გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო


Т-72

როგორც ქვემოთ მოყვანილი ფოტოებიდანა ჩანს სირიელმა სამხედროებმა თავიანთი ჯავშანტექნიკის ჯავშანდაცვის გაძლიერების მიზნით საველე პირობებში ფაქტიურად შემდეგი სახეობის ჯავშანი შექმნეს – ცხაურებიანი, კომბინირებული და გაშორიშორებული ეკრანები. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ რეალობასთან ახლოს მდგომი ხუმრობით.
რას წარმოადგენს სირიული ნოუ–ჰაუ:
ტანკის კოშკურაზე წინა და გვერდით პროექციებზე შემდუღებლის და უბრალო არმატურის გამოყენებით გაკეთებული ცხაურებიანი ეკრანები, ამ ცხაურებსა და დინამიკურ დაცვას შორის ჩაყრილია ყველაფერი რაც ხელში მოჰყვა "ინჟინრებს" – აგურები, ჭურვის კასეტები, ბეტონის ნამსხვრევები და ასე შემდეგ. კორპუსის გვერდებზე მიდუღებულია ლითონის ფილები. ამ ფილებსა და ფალშბორტებს შორის ასევე მოთავსებულია ბეტონის ფილები და სხვა საგნები.ამგვარივე დამცავი ეკრანია მოწყობილი БМП-2-ის ბორტებზეც.
რამდენად იცავს ასეთი კონსტრუქცია უცნობია, მაგრამ სირიული ტანკების შიშველ ბორტებს ასე დაცული ნამდვილად ჯობია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ბოლო დროს სირიელი ტანკისტები დანაკარგებს რუსული РПГ-29–ის ტანდემური ჭურვებისგან განიცდიან – როგორც ცნობილია დინამიკური დაცვის კომპლექსი Контакт-1 ვერ უზრუნველყოფს ასეთი ჭურვებისგან დაცვას. სავარაუდოდ სწორედ ამ ტანდემური ჭურვების წინააღმდეგ სამოქმედოდ აღიჭურვა სირიული ტანკები ასეთი კუსტარული ეკრანებით – ტანდემური ჭურვის ლიდერი ქობინი ამ ეკრანებით ნადგურდება, ხორო ძირითადი ქობინი კიდევ დინამიკური დაცვით და ძირითადი ჯავშნით ბათილდება.
ასევე იმის მიხედვით, რომ ასეთივე ეკრანებიია დაყენებული ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ეკრანები არც თუ ისე სუტებია მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების წინააღმდეგ.















БМП-2




 Т-72 & БМП-2








No comments:

Post a Comment