Saturday, March 16, 2013

საბაზისო ზამთრის კურსის გამოშვება


როგორც თავდაცვის სამინისტროს საინფორმაცო ვებ გვერდზე დაყრდნობით ვიუყეებოდით ბაკურიანში 25 თებერვალს სამთო კურსი დაიწყო, რომლშიც ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მწარმომადგენლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. კურსი გუშინ, 15 მარტს დასრულდა: 

საბაზისო ზამთრის მომზადების კურსი, დღეს ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 21-მა სამხედრო მოსამსახურემ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღო. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურსები საქართველოში ტარდება. ეს საშუალებას გვაძლევს, წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ჩვენი წვრთნებისა და განათლების სისტემა ავიმაღლოთ. როგორც მინისტრის ხედვაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამხედრო განათლებისა და წვრთნების განვითარებაა” - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ. PFP პროგრამის ფარგლებში საბაზისო ზამთრის კურსი დაბა ბაკურიანში 25 თებერვალს დაიწყო. მასში მონაწილეობა ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის, ნორვეგიის, უკრაინის, იორდანიისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. კურსის წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის და ზაფხულის შემდგომ კურსებს გაივლიან.





























წყარო:


No comments:

Post a Comment