აფხაზეთის ომის გმირს ზურაბ იარაჯულს დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა.
1993 წელს აფხაზეთის ომის დროს მოიერიშე თვითმფრინავი Су-25–ი ჩამოაგდეს, რომლითაც ზურაბ იარაჯული დაფრინავდა. ჩამოაგდეს მაგრამ მოასწრო კატაპულტირება და მტრის ტერიტორიაზე დაეშვა, ალყა შემოარტყეს, დაგვნებდიო მაგრამ სანამ მოკლავდენენ კიდე რამდენიმე გაიყოლა მოუსავლეთში, მაკაროვით იგერიებდა მტერს, უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლა. ზურა სხვის მაგივრად გაფრინდა საბრძოლო დავალებაზე, თავისი შეასრულა და როცა დაბრუნდა ამის მერე ვინც უნდა გასულიყო ადგილზე არ აღმოჩნდა და ეს დაჯდა იმის სუშკაზე.
მიცვალებულების გაცვლის დროს კი აფზხზებმა მხოლოდ მისი მამა გადაუშვეს იქით და საფლავი ანახეს, ცელოფანში იყო გახვეული და ისე დაკრძალული (ომის პირობებში პატივით) ჩეჩნებს უთქვიათ – ვაჟკაცი შვილი გყავდა და ჩვენც ვაჟკაცურად დავკრძალეთო.
გმირი მეომარი რომელმაც მტერი თავისი ვაჟკაცობით აღტაცებაში მოიყვანა!
იარაჯული გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენთ დააჯილდოვეს.
დღეს, აფხაზეთის ომის გმირი მის დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თიანეთის რაიონის სოფელ იარაჯულში, წყაროსთან, სადაც მისი მუზარადი ინახება, გმირის პატივის მისაგებად იარაჯულის თანამებრძოლები, შეიარაღებული ძალების მფრინავები და მისი ახლობლები შეიკრიბნენ.
მიცვალებულების გაცვლის დროს კი აფზხზებმა მხოლოდ მისი მამა გადაუშვეს იქით და საფლავი ანახეს, ცელოფანში იყო გახვეული და ისე დაკრძალული (ომის პირობებში პატივით) ჩეჩნებს უთქვიათ – ვაჟკაცი შვილი გყავდა და ჩვენც ვაჟკაცურად დავკრძალეთო.
გმირი მეომარი რომელმაც მტერი თავისი ვაჟკაცობით აღტაცებაში მოიყვანა!
იარაჯული გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენთ დააჯილდოვეს.
დღეს, აფხაზეთის ომის გმირი მის დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თიანეთის რაიონის სოფელ იარაჯულში, წყაროსთან, სადაც მისი მუზარადი ინახება, გმირის პატივის მისაგებად იარაჯულის თანამებრძოლები, შეიარაღებული ძალების მფრინავები და მისი ახლობლები შეიკრიბნენ.
- Эй, грузин, сдавайся, в плен возьмем, не убьем, не бойся- ჩეჩნური აქცენტით დაიძახა ვიღაცამ, რომელსაც პასუხად პისტოლეტის ტყვიების წივილი მოჰყვა...დაახლოებით ერთი წლით ადრე, ვიდრე გუმისთის პირას, ტყეში, ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბში ახალგაზრდა სამხედრო პილოტი მივიდა და განაცხადა, ქართული ცის დაცვა მსურსო.ეს პილოტი ზურა იარაჯული გახლდათ. ზურამ თიანეთის სოფელ იარაჯულების სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა.აქ ჩეხოსლოვაკიური წარმოების სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები - L-29 “დელფინი” და L-39 “ალბატროსი” შეისწავლა. 1992 წელს ახალგაზრდა ლეიტენანტს მფრინავ-ინჟინრის სპეციალობა მიანიჭეს და მისცეს თავისუფალი დიპლომი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზურა, ისევე როგორც ათობით მისნაირი ახალგამომცხვარი პილოტი, რამდენიმე თვის წინ დაშლილ საბჭოთა კავშირის სამხედრო ავიაციას აღარ სჭირდებოდა.საქართველოში ომი იწყებოდა და ზურამ და რამდენიმე ქართველმა პილოტმა სამშობლოს მოაშურეს...- Грузин, не стреляй, плен поменяем, живой останешся!..- ყოველ შეთავაზებას პისტოლეტის ხმა მოსდევს...1992 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზურა იარაჯულმა, რამდენიმე პილოტთან ერთად, თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე მოიერიშე Су-25-ზე გადამზადების დაჩქარებული პროგრამა გაიარა და უკვე ნოემბერში კოპიტნარის აეროდრომიდან საბრძოლო გაფრენები დაიწყო აფხაზეთის ომში.1993 წლის 13 ივლისი. ორშაბათი. მფრინავები ცრუმორწმუნე ხალხია, ამიტომაც ორშაბათი და თანაც 13 რიცხვი თარსად მიაჩნიათ, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ...აფხაზეთში გააფთრებული ბრძოლებია. 2 ივლისს მოწინააღმდეგემ ტამიშთან საზღვაო დესანტი გადმოსხა. 9 ივლისს, დიდი ბრძოლების შემდეგ, ოჩამჩირე-სოხუმის შემაერთებელი გზა გაიხსნა. თუმცა მტერმა, საზღვაო-სადესანტო ოპერაციის გარდა, სოხუმს სოფელ შრომის მხრიდანაც შეუტია. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგან შრომიდან სოხუმისკენ გზა იხსნება და აფხაზეთის დედაქალაქი შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.კოპიტნარის აეროდრომზე ბრძანება მოდის - შრომის მიმართულებით სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს საავიაციო დარტყმა. აეროდრომიდან ოთხი Су-25 მოიერიშე აიჭრა ცაში, ერთ-ერთს ზურა იარაჯული მართავს...ამ მომენტამდე კაპიტან ზურა იარაჯულის ანგარიშზე უკვე 50-მდე საბრძოლო გაფრენა იყო. შრომის თავზე მისმა მოიერიშემ ორი 250 კგ-იანი ფუგასური საავიაციო ბომბით მოწინააღმდეგის ტანკი და ბლინდაჟი ააფეთქა, მანამდე კი საავიაციო ქვემეხიდან გაშვებული ჭურვებით მტრის საზენიტო დანადგარი დააზიანა სოფელ კინდღთან. დაბომბა სანგრები ტყვარჩელთან და ეშერის ლაბორატორიასთან, ხოლო ახალ ათონთან, “სიდედრის ენად” წოდებულ დაკლაკნილ გზაზე, ზურამ და მისმა მეწყვილემ აფხაზების ოთხი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “გრადიც” გაანადგურეს...იმ საბედისწერო 13 ივლისს, დილის 10 საათზე, კოპიტნარიდან აფრენილმა ქართულმა მოიერიშეებმა რამდენიმე წუთში გუმისთას მიაღწიეს. ამზარა-შრომის გზის მონაკვეთზე პილოტებმა შენიშნეს ქართულ სოფელზე დაწყებული შეტევის გასაძლიერებლად მიმავალი მოწინააღმდეგის კოლონა.შრომისკენ ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП და ოთხი სატვირთო ГАЗ-66 მიემართება. ერთ-ერთი “გაზიკის” ძარაზე საზენიტო დანადგარი მოჩანს, ავტომატიანი ხალხი მანქანებს გვერდით მიჰყვება...მოიერიშეების წყვილი 1800 მ-იდან პიკეში გადადის. პირველ თვითმფრინავს ორი 500 კგ-იანი ერთჯერადი ბომბური კასეტა სწყდება, ჰაერში იშლება და მტრის კოლონის სათავეს ეცემა. მეორე Су-25, რომელსაც ზურა იარაჯული მართავს, ამთავრებს მეგობრის დაწყებულ საქმეს და კოლონის ბოლოს ზუსტად ახვედრებს ორ- ნახევარტონიან მსხვრევად-ფუგასურ ავიაბომბს.შეტევიდან გამოსულმა ქართველმა პილოტებმა დაინახეს, როგორ გაეხვია მოწინააღმდეგის კოლონა ცეცხლსა და კვამლში.მტერს შეიძლება საზენიტო რაკეტებიც ჰქონდეს, ამიტომაც მოიერიშეები სწრაფად ადიან მაღლა და კოპიტნარისკენ მიეშურებიან.საბრძოლო დავალება წარმატებით შესრულდა, ახლა ცოტა ხნით დასვენებაზეც შეიძლება ფიქრი - სამხედრო პილოტების ყოველ გაფრენას ხომ უდიდესი ფიზიკური და ემოციური დატვირთვა ახლავს.ჩამუხვლას ვერ ასწრებ... მოდის მორიგი ბრძანება და ორი ქართული მოიერიშე კვლავ ჰაერშია. ჩვენმა დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ განადგურებული კოლონის სანაცვლოდ აფხაზები ახალ ძალებს გზავნიან შრომის ასაღებად. ქართველმა პილოტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ შრომისა და, შესაბამისად, სოხუმის გადასარჩენად.ორივე მოიერიშე კვლავ ზუსტად აყრის მტრის მორიგ კოლონას ბომბებს და მაღლა, ცაში იჭრება. დაახლოებით 3 კმ-ის სიმაღლეზე წამყვანი მოიერიშის პილოტი ამჩნევს, რომ მის მიმყოლ Су-25-ს, რომელსაც კაპიტანი ზურა იარაჯული მართავს, ცეცხლი უკიდია. წამიც და თვითმფრინავს შავი წერტილი სცილდება, მალევე იხსნება თეთრი პარაშუტი. შველაზე ლაპარაკი ზედმეტია. წამყვანი მოიერიშე ანტისაზენიტო მანევრს აკეთებს რაკეტის ასარიდებლად და გეზს კოპიტნარისკენ იღებს.კოპიტნარში განგაშია. ჰაერში ადის კაპიტან იარაჯულის მეგობრების შვეულმფრენი. ისინი გუმისთასთან ეძებენ კატაპულტირებულ პილოტს, მაგრამ უშედეგოდ.წინა ხაზზე მებრძოლებმა სანგრიდან დაინახეს, თუ როგორ მოხვდა საზენიტო რაკეტა ქართულ მოიერიშეს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, იქიდან გადმომხტარ პილოტს, მართალია, გაეხსნა პარაშუტი, მაგრამ ქარმა იგი ჩრდილო-დასავლეთისკენ, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააქანა...გადის დღეები. კაპიტან ზურა იარაჯულზე არაფერი ისმის. ყველა კატაპულტირებულ სამხედრო პილოტს თან აქვს “კომარის” ტიპის საავარიო რადიოგადამცემი, რომლის რადიოსიგნალებს ორბიტული კოსმოსური სისტემა აფიქსირებს. მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთის ომში რეალურად რუსეთი გვებრძოდა, “კომარის” რადიოსიგნალებს ისევ რუსი სამხედროები აფიქსირებდნენ და აფხაზებს გადასცემდნენ ჩამოგდებული ქართველი პილოტის აღმოსაჩენად...ეს ჩვენი ვერსიაა, შეიძლება ზურა იარაჯულმა საერთოდ გამორთო “კომარი”. იგი თავად ცდილობდა მდ. გუმისთაზე ფრონტის ხაზის გადმოლახვას....თუმცა ეს ყველაფერი ერთი თვის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც 27 ივლისის ხელშეკრულებით ცეცხლი დროებით შეწყდა.მოწინააღმდეგე კონტაქტზე გამოდის და ამხელს, თუ სად არის დასაფლავებული 13 ივლისს ჩამოგდებული ქართველი პილოტი. გუმისთის მეორე მხარეს მხოლოდ ზურას მამა, ბესო გადაჰყავთ. 2 აფხაზთან და 4 ჩეჩენთან ერთად 3 კმ ფეხით იარეს და ტყეში საფლავს მიადგნენ... ცელოფანსა და შინელში გახვეული შვილის ცხედარი ერთი თვალის შევლებითაც იცნო ბესო იარაჯულმა...- Он настоящим героем был, - უყვება ბესოს შვილის სიცოცხლის ბოლო წუთებზე ერთ-ერთი ჩეჩენი, - ჩვენი საპატრულო ჯგუფი კატაპულტირებულ პილოტს სამი დღე ეძებდა. 16 ივლისს მას ამ ადგილას მოულოდნელად წავაწყდით. რამდენჯერმე შევთავაზეთ დანებება, სიცოცხლესაც შევპირდით და ჩვენს ტყვეებზე გაცვლაც გვინდოდა, მაგრამ ყველა შეთავაზებაზე სროლას გვიტეხდა. მერე მოულოდნელად გადმოგვიხტა, ორი თანამებრძოლი მოგვიკლა, მესამე კი დაგვიჭრა. სწორედ იმ დაჭრილმა წაქცევის მომენტში ავტომატის ჯერი დააყარა თქვენს შვილს... ნამდვილი გმირი იყო, ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია. ამ აფხაზებს მაგის ნეშტის შეურაცხყოფა სურდათ, მაგრამ ჩეჩნებმა არ დავანებეთ. ვაჟკაცი ყოველთვის ვაჟკაცია, გინდ მტერი იყოს, - დაასრულა შეიარაღებულმა ჩეჩენმა.ზურა იარაჯული თიანეთში, მშობლიურ სოფელში წაასვენეს.უბედურებას უბედურება დაემატა. ზურას დედამ, ქალბატონმა გულომ, შვილის დაღუპვა ვერ აიტანა და თავადაც გამოესალმა წუთისოფელს. დედა-შვილი ერთად დაკრძალეს...სამიოდ წელში ზურა იარაჯულის მამაც გარდაიცვალა, მოგვიანებით ზურას ძმა, ვანოც დაიღუპა, რომელიც ასევე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო...- მე მტერს ცოცხალი არ ჩავბარდები! - ეს სიტყვები თავისი მეგობრებისთვის არაერთხელ უთქვამს კაპიტან ზურა იარაჯულს.ზურა იარაჯული ნამდვილი გმირი იყო, რომლის ვაჟკაცობა მტერმაც კი აღიარა!
No comments:
Post a Comment