არტილერიის დღე ხონში II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე ქართული ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“ მიულოცა. როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა აღნიშნა, „რუსთავი“ ყოველთვის მზად არის მონაწილეობა მიიღოს ჯარისკაცებისათვის გამართულ ღონისძიებებში. ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე ოჯახის წევრებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმაც მიულოცეს. II საარტილერიო ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე მათთვის „ღია კარის დღე“ მოეწყო. კონცერტის დასრულების შემდეგ, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოჯახის წევრებსა და ლიცეუმის კურსანტებს სამუშაო გარემო გააცნეს.
Professional Day at II Artillery Brigade
Artillery Day was celebrated in II Artillery Brigade in Khoni. Georgian State Academic Ensemble of Folk Song and Dance “Rustavi” congratulated Georgian artillerists on their professional day. As Artistic Director of the ensemble Anzor Erkomaishvili outlined, “Rustavi” is always glad to perform for Georgian soldiers.
Family members of the military soldiers and cadets of Military Lyceum also congratulated artillerists on their professional day. “Open Door Day” was held for them at the II Artillery Brigade area. Following the concert, military servicemen introduced a working environment to their near relatives and cadets.
წყარო:
პროფესიული დღე II საარტილერიო ბრიგადაში
No comments:
Post a Comment