ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013“ დაიწყო. ერთობლივ წვრთნებში აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი იღებს მონაწილეობას. 23-ე ბატალიონი ის ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა საქართველოში.
სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2013” მესამე წელია პერმანენტულად ტარდება. ერთობლივი წვრთნა მიზნად ისახავს სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას, რათა მათ დაეხმაროს ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობების და უნარების გაზიარებაში. ასევე, ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციებში ურთიერთგაძლიერება და აშშ-სა და საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალების ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნებაა.
ერთთვიანი სწავლება სამ ეტაპად დაიგეგმა. სწავლების აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება. საცეცხლე მომზადების დროს, ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებიდან პრაქტიკული სროლის უნარ-ჩვევებს დახვეწენ. შემდეგ ეტაპზე ტაქტიკური წვრთნებია დაგეგმილი. ტაქტიკური მომზადების დროს, სამხედროები შეისწავლიან ყველა იმ ამოცანას, რომელსაც ISAF-ის მისიის დროს ჯარისკაცები ავღანეთში ასრულებენ.
სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებისთვის, პირობით სცენარში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობთა ჯგუფიც, რომლებიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის შეირჩევიან. შეთანხმება ამ საკითხზე უკვე მიღწეულია.
სწავლება მაქსიმალურად გახსნილი იქნება მედია საშუალებებისთვის. საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება ქართულ-ამერიკული წვრთნის შესახებ. პირველად საქართველოს ისტორიაში ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად. კორესპონდენტები უსაფრთხოების მექანიზმებს შეისწავლიან და დეტალურად გაეცნობიან, თუ რას წარმოადგენს თითოეული ის ტაქტიკური ამოცანა, რასაც ISAF-ის მისიაში მონაწილე პერსონალი ავღანეთში ასრულებს. სამხედრო წვრთნები 5 აპრილს დასრულდება.
Georgian-American Training “Agile Spirit 2013”
The Joint Training „Agile spirit 2013“ between Ministry of Defence of Georgia and U.S. State Department of Defence launched in the Vaziani firing ground. 350 military servicemen of the United States Marine Corps and 23rd Battalion of II Infantry Brigade will take part in the joint training. It should be noted that 23rd Battalion of the Georgian armed forces is the military unit which returned from Afghanistan without human losses.
Military exercise “Agile Spirit 2013” is permanently carried out for already three years and aims at enhancing interoperability between military units to exchange their own skills and capabilities; strong interaction during counter-insurgent and peace-keeping operations and maintaining of cooperation between the United States and Georgian armed forces.
A month-long training was planned into three phases. An active phase of training will start on March 18 and will finish on April 29. During marksmanship training, Georgian and American soldiers will improve the skills of shooting from different type and caliber firearms. At the following stage tactical trainings will be conducted during which the military will be trained in all the operations which are performed by military in Afghanistan within the ISAF mission. In the staged scenario a group of artists (selected from the students of University of Theatre) will also take part in the training to make the exercise maximally closer to reality. The agreement about it has already been reached.
The Exrecise “Agile Spirit” will be maximally open to the media outlets and the public will be informed about the Georgian-American Training. First in the Georgian history, Georgian media representatives will take part in the exercise. they will undergo a special training in Afghanistan to cover the ISAF mission. Correspondents will study the security mechanisms and will thoroughly learn about those tactical tasks which are performed by the military personnel deployed in the ISAF mission. The military trainings will be over on April 5.
წყარო:
No comments:
Post a Comment