Wednesday, June 15, 2016

Rheinmetall-მა გამოფენა EUROSATORY-2016-ზე 130მმ-ნი სატანკო ქვემეხის პრეზენტაცია მოახდინა

ახალი, 130მმ-ნი, ქვემეხი მომავლის ტანკის, რომელიც სახელწოდება MGCS-ით (ხმელეთის ძირითადი საბრძოლო სისტემით - Main Ground Combat System) არის ცნობილი, აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. MGCS-ზე ამჟამად საფრანგეთი და გერმანია ერთობლივად მუშაობენ. ახალი საფრთხეების გათვალისწინებით (ისეთების როგორებიცაა ახალი რუსული ტანკი Т-14 Армата) ახალმა მანქანამ გერმანული Leopard-2 და ფრანგული Leclerc უნდა ჩაანაცვლოს.

130მმ-ნი ქვემეხის სიგრძე 51 კალიბრია (L51 - რაც მიახლოებით 6,63მ უდრის). ქვემეხი ამჟამად საწარმოო გამოცდებს გადის, ის წინამორბედ, 120მმ-იან ქვემეხთან შედარებით, ეფექტურობის 50% გაზრდას უზრუნველყოფს.
მწარმოებლის განცხადების თანახმად ქვემეხი ახალი თაობის ტანკებისთვისაა განკუთვნილი, მას გააჩნია ვერტიკალური ჩაკეტვის საკეტი, გაზრდილი კინეტიკური ენერგიის მქონე ჭურვებისთვის განკუთვნილი გაზრდილი მოცულობის სავაზნე. ქვემეხი უკგორვის და საკეტ მექანიზმთან ერთად 3 ტონას იწონის, მხოლოდ ლულა 1400 კილოგრამია. ქვემეხის ლულა გლუვლულიანი, ქრომირებული არხითაა აღჭურვილი.
ქვემეხისთვის შექმნილია ორი ტიპის ახალი გასროლა - ჯავშანგამტან ფრთასხმული (APFSDS) და მსხვრევად ფუგასური საჰაერო აფეთქებით (HE-ABM), ორივე ტიპი წინამორბედი 120მმ-ნი L44/55 ქვემეხის ჭურვების განვითარებას წარმოადგენს.


წყარო:

No comments:

Post a Comment