Thursday, June 16, 2016

Rheinmetall-ის ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Lynx"

პარიზში გამართული საერთაშორისო გამოფენა "Eurosatory-2016"-ზე ახალი გერმანული, Rheinmetall-ის მიერ საკუთარი ინიციატივით შექმნილ ქსმ Lynx-ის ფოტოები ბლოგზე უკვე გამოქვეყნდა (EUROSATORY-2016 - ფოტომიმოხილვა). მანქანა ავსტრალიის არმიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სახელწოდებით Land 400 Phase 3, მონაწილეობისთვის შეიქმნა. სწორედ ამიტომ პრეზენტაციის დროს მანქანა ავსტრალიურ ფერებში იყო შეღებილი.
შექმნილი ქსმ Lynx-ის ორი ძირითადი ვარიანტი - KF31 и KF41 (KF - Kettenfahrzeug, "მუხლუხებიანი მანქანა". ციფრები ცარიელი მანქანის წონაა ტონებში). გამოფენაზე გამოყვანილი მანქანა KF31 ვარიანტშია შესრულებული. მისი ტევადობა 3 ეკიპაჟის წევრის გარდა 6 მედესანტეა. ამ ვერსიის სრული საბრძოლო მასა 38 ტონაა. მისგან განსხვავებით მანქანის KF41 ვარიანტში დესანტის 8 წევრი ეტევა და მისი სრული საბრძოლო წონა 44 ტონას უტოლდება. ორივე მანქანის ბაზაზე სპეციალური დანიშნულების მანქანების დიდი სახესხვაობების შექმნაა შესაძლებელი. სავალი ნაწილი მგრიხავ ღერძებიანი საკიდრითაა. KF31-ს ბორტზე 6 საყრდენი თვალი გააჩნია.

ჯავშანკორპუსი ფოლადისაა, რომელზეც დამატებითი კომპოზიტური ჯავშნის მოდულებია განთავსებული. ამასთან Rheinmetall-ის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, უარი ითქვა ქსმ Puma-ზე გამოყენებული სახვადასხვა დონიან დასაკიდ დაცვაზე. Lynx-ზე კასეტური ჭურვებისგან დაცვის მიზნით გაძლიერებულია კორპუსის სახურავის ჯავშანდაცვა. ნაღმდგრადობის მიზნით მანქანაზე ორმაგი ფსკერია გამოყენებული.
ქსმ Lynx აღჭურვილია Rheinmetall-ის მიერ შემუშავებული დისტანციურად მართვადი საბრძოლო კოშკურა Lance-თი, რომელიც გამოფენაზე პროგრამირებადამფეთქიანი ჭურვების მქონე 35მმ-ნი ავტომატური ქვემეხით იყო აღჭურვილი (ასევე შესაძლებელია 30მმ-ნი ქვემეხის გამოყენებაც). კოშკურაზე ასევე აყეია დამხმარე, 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევი და ტსმრ-ის შეწყვილებული გამშვები (გამოფენაზე Rafael Spike-LR იყო დამონტაჟებული). ცეცხლის მართვის სისტემა დუბლირებული, დღეღამის ნებისმიერ პირობებში მომუშავე Rheinmetall SEOSS.

მოკლე ტტმ:

* - აღნიშნული დაცვის ხარისხი 500 მეტრიდან 25მმ-ნი ჭურვებისგან დაცვას უზრუნველყოფს


წყარო:

No comments:

Post a Comment