Showing posts with label Eurosatory. Show all posts
Showing posts with label Eurosatory. Show all posts

Wednesday, May 16, 2018

Jaguar EBRC - ფრნგული არმიის ახალი თაობის ჯავშანმანქანა

გამოფენა Eurosatory 2018-ზე, ფრანგულმა მხარემ, 6x6 სავალი ფორმულის მქონდე ჯავშანმანქანა Jaguar EBRC წარმოადგინა. მანქანა საფრანგეთის სახმელეთო ძალების პროგრამა EBMR Scorpion-ის (Engin Blindé Multi-Rôles - მრავალფუნქციური ჯავშან მანქანა) ფარგლებში, სადაზვერვო და საბრძოლო მანქანის დანიშნულებით შეიქმნა.

პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6

ფრანგული არმია, პროგრაა Scorpion-ის (Synergie du contact renforcée par la polyvalence et l'infovalorisation) საშუალებით, შეიარაღებულ ძალებში მყოფი რამოდენიმე სახეობის ჯავშამნაქანის ერთდროლად ჩანაცვლებას და მათ ბრძოლის ველის უნიფიცირებულ საინფორმაციო მართვის სისტემაში გაერთიანებას გეგმავს.
გეგმების მიხედვით, პროგრამა, 2020 წელს უნდა ჩაეშვას. ფრანგული არმიისთვის სულ 248 ცალ Jaguar EBRC 6х6 მიწოდება იგეგმება. პირველი 110 მანქანა 2025 წლამდე უნდა იქნას მიწოდებული. მათ  AMX10RC, ERC-90 Sagaie და VAB Hot ტიპის ჯავშანმანქანები უნდა ჩაანაცვლონ.

საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ჯავშანმანქანაის დაცვის დონე, რომელიც  STANAG 4569 Level 4 კატეგორიისა და უზრუნველყოფს 14,5 მილიმეტრი ტყვიებისგან, 30 მეტრიდან 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და საბურავების ქვეშ 10 კილო TNT-ს აფეთქებსიგან დაცვას უზრუნველყოფს.

Thursday, June 16, 2016

Rheinmetall-ის ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Lynx"

პარიზში გამართული საერთაშორისო გამოფენა "Eurosatory-2016"-ზე ახალი გერმანული, Rheinmetall-ის მიერ საკუთარი ინიციატივით შექმნილ ქსმ Lynx-ის ფოტოები ბლოგზე უკვე გამოქვეყნდა (EUROSATORY-2016 - ფოტომიმოხილვა). მანქანა ავსტრალიის არმიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სახელწოდებით Land 400 Phase 3, მონაწილეობისთვის შეიქმნა. სწორედ ამიტომ პრეზენტაციის დროს მანქანა ავსტრალიურ ფერებში იყო შეღებილი.
შექმნილი ქსმ Lynx-ის ორი ძირითადი ვარიანტი - KF31 и KF41 (KF - Kettenfahrzeug, "მუხლუხებიანი მანქანა". ციფრები ცარიელი მანქანის წონაა ტონებში). გამოფენაზე გამოყვანილი მანქანა KF31 ვარიანტშია შესრულებული. მისი ტევადობა 3 ეკიპაჟის წევრის გარდა 6 მედესანტეა. ამ ვერსიის სრული საბრძოლო მასა 38 ტონაა. მისგან განსხვავებით მანქანის KF41 ვარიანტში დესანტის 8 წევრი ეტევა და მისი სრული საბრძოლო წონა 44 ტონას უტოლდება. ორივე მანქანის ბაზაზე სპეციალური დანიშნულების მანქანების დიდი სახესხვაობების შექმნაა შესაძლებელი. სავალი ნაწილი მგრიხავ ღერძებიანი საკიდრითაა. KF31-ს ბორტზე 6 საყრდენი თვალი გააჩნია.

ჯავშანკორპუსი ფოლადისაა, რომელზეც დამატებითი კომპოზიტური ჯავშნის მოდულებია განთავსებული. ამასთან Rheinmetall-ის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, უარი ითქვა ქსმ Puma-ზე გამოყენებული სახვადასხვა დონიან დასაკიდ დაცვაზე. Lynx-ზე კასეტური ჭურვებისგან დაცვის მიზნით გაძლიერებულია კორპუსის სახურავის ჯავშანდაცვა. ნაღმდგრადობის მიზნით მანქანაზე ორმაგი ფსკერია გამოყენებული.
ქსმ Lynx აღჭურვილია Rheinmetall-ის მიერ შემუშავებული დისტანციურად მართვადი საბრძოლო კოშკურა Lance-თი, რომელიც გამოფენაზე პროგრამირებადამფეთქიანი ჭურვების მქონე 35მმ-ნი ავტომატური ქვემეხით იყო აღჭურვილი (ასევე შესაძლებელია 30მმ-ნი ქვემეხის გამოყენებაც). კოშკურაზე ასევე აყეია დამხმარე, 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევი და ტსმრ-ის შეწყვილებული გამშვები (გამოფენაზე Rafael Spike-LR იყო დამონტაჟებული). ცეცხლის მართვის სისტემა დუბლირებული, დღეღამის ნებისმიერ პირობებში მომუშავე Rheinmetall SEOSS.

მოკლე ტტმ:

* - აღნიშნული დაცვის ხარისხი 500 მეტრიდან 25მმ-ნი ჭურვებისგან დაცვას უზრუნველყოფს


წყარო:

Wednesday, June 15, 2016

EUROSATORY-2016 - ფოტომიმოხილვა

2016 წლის 13 ივნისს პარიჟში რიგით 25-ე თავდაცვითი შეიარაღებისი გამოფენა EUROSATORY-2016 გაიხსნა. გამოფენა უპირველეს ყოვილსა სახმელეთო ჯარებისთვის განკუთვნილ უახლეს ტექნიკაზეა ორიენტირებული. ქვემოთ ამ გამოფენაზე წელს გამოფენილ რამოდენიმე სიახლეს წარმოგიდგენთ:

კორპუსის წინა ზედა დეტალის გაძლიერებული ჯავშანდაცვის მქონე Leopard-2A7 

კორპორაცია ARTEC (Rheinmetall & Krauss-Maffei Wegmann - KMW, ამჟამად KNDS) მიერ წარმოდგენილი საბურავებიანი, 8х8 სავალი ფორმულის მქონე PuBo ("Puma-Boxer") კონფიგურაციის ჯავშანტრანსპორტიორი Boxer. მანქანა ქსმ Puma-სთვის განკუთვნილი კოშკურა KMW RCT-30-ითაა აღჭურვილი. კოშკურაზე 30მმ-ნი Rheinmetall MK 30-2/ABM ქვემეხია დამონტაჟებული

იტალიური კომპანია Iveco-ს მიერ პირველად წარმოდგენილი მსუბუქი ჯავშანმანქანა LMV 2

გერმანული Rheinmetall-ის მიერ წარმოდგენილი Leopard-2-ის ღმრა მოდერნიზაცია,  სახელწოდებით MBT Advanced Technology Demonstrator. დემონსტრატორი Leopard-2A4-ის ბაზაზეა შექმნილი და წარმოადგენს ამ ტანკის ოჯახისთვის Rheinmetall-ის მიერ შექმნილ ყველა არსებული გაუმჯობესების სადემონსტრაციო პაკეტს.

Rheinmetall-ის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი საბუქსირე ლაზერული ჰსთ დანადგარი Oerlikon High-Energy Laser Gun. სისტემა სამი ცალი 10 კილოვატიანი ლაზერის ბლოკს წარმოადგენს, რომელიც საზენიტო საარტილერიო დანადგარ Oerlikon Skyshield-ის საკოშკურე დანადგარზეა დამონტაჟებული. კომპლკექსის რეალური გამოცდები 2013 წლიდან მიმდინარეობს

იტალიუტი კონსორციუმი CIO-ს (Consorzio Iveco-Oto Melara) მიერ წარმოდგენილი 120მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი, საბურავებიანი, 8х8 სავალი ფორმულის მქონე ქვემეხიანი ჯავშანმანქანა Centauro II MGS 120/105.

გამოფენა Eurosatory-2016-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრემიერა - ფრანგული გაერთიანება Nexter Systems-ის (ამჟამად უკვე KNDS) მიერ წარმოდგენილი მოდერნიზირებული ტანკი Leclerc, ეგრეთ წოდებული Leclerc R (Rénové). პროგრამა SCORPION-ს ფარგლებში 200-მდე ტანკისა და მათ ბაზაზე 18 შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანის მოდერნიზაციის შესახე 330 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება კომპანიამ 2015 წლის მარტში დადო (დაწვრილებით ინფორმაცია პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე  დაიწერა - საფრანგთეი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის).

კიდევ ერთი საექსპორტო მოდერნიზაცია

გამოფენის კიდევ ერთი სიახლე - დისტანციურად მართვადი შეიარაღების სადგური FLW-500, რომელიც კარგად ნაცნობი FLW-100 და 200-ის გაგრძელებას წარმოადგენს. მოდული 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხითაა აღჭურვილი, ანალოგიური ქვემეხი ამერიკულ მოიერიშე ვერტმფრენ AH-64 გამოიყენება. დამხმარე შეიარაღებას 7,62მმ ტყვიამფრქვევი წარმოადგენს

კომპანია KMW-ს  მიერ წარმოდგენილი ჯავშანმანქანა DINGO 2 HD

Rheinmetall-ის მიერ წარმოდგენილი ქვეითთა ახალი საბრძოლო მანქანა "Lynx". მანქანა ქსმ Puma-ს გაუმჯობესებული საბრძოლო მოდული, Lance-თი აღჭურვილი

საბურავებიანი, 8x8-ფორმულს მქონე ჯტრ Boxer-ის ბაზაზე განთავსებული 155მმ-ნი დისტანციურად მართვადი ჰაუბიცა Remote Controlled Howitzer 155 (RCH 155).