2016 წლის 13 ივნისს პარიჟში რიგით 25-ე თავდაცვითი შეიარაღებისი გამოფენა EUROSATORY-2016 გაიხსნა. გამოფენა უპირველეს ყოვილსა სახმელეთო ჯარებისთვის განკუთვნილ უახლეს ტექნიკაზეა ორიენტირებული. ქვემოთ ამ გამოფენაზე წელს გამოფენილ რამოდენიმე სიახლეს წარმოგიდგენთ:
კორპუსის წინა ზედა დეტალის გაძლიერებული ჯავშანდაცვის მქონე Leopard-2A7
კორპორაცია ARTEC (Rheinmetall & Krauss-Maffei Wegmann - KMW, ამჟამად KNDS) მიერ წარმოდგენილი საბურავებიანი, 8х8 სავალი ფორმულის მქონე PuBo ("Puma-Boxer") კონფიგურაციის ჯავშანტრანსპორტიორი Boxer. მანქანა ქსმ Puma-სთვის განკუთვნილი კოშკურა KMW RCT-30-ითაა აღჭურვილი. კოშკურაზე 30მმ-ნი Rheinmetall MK 30-2/ABM ქვემეხია დამონტაჟებული
იტალიური კომპანია Iveco-ს მიერ პირველად წარმოდგენილი მსუბუქი ჯავშანმანქანა LMV 2
გერმანული Rheinmetall-ის მიერ წარმოდგენილი Leopard-2-ის ღმრა მოდერნიზაცია, სახელწოდებით MBT Advanced Technology Demonstrator. დემონსტრატორი Leopard-2A4-ის ბაზაზეა შექმნილი და წარმოადგენს ამ ტანკის ოჯახისთვის Rheinmetall-ის მიერ შექმნილ ყველა არსებული გაუმჯობესების სადემონსტრაციო პაკეტს.
Rheinmetall-ის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი საბუქსირე ლაზერული ჰსთ დანადგარი Oerlikon High-Energy Laser Gun. სისტემა სამი ცალი 10 კილოვატიანი ლაზერის ბლოკს წარმოადგენს, რომელიც საზენიტო საარტილერიო დანადგარ Oerlikon Skyshield-ის საკოშკურე დანადგარზეა დამონტაჟებული. კომპლკექსის რეალური გამოცდები 2013 წლიდან მიმდინარეობს
იტალიუტი კონსორციუმი CIO-ს (Consorzio Iveco-Oto Melara) მიერ წარმოდგენილი 120მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი, საბურავებიანი, 8х8 სავალი ფორმულის მქონე ქვემეხიანი ჯავშანმანქანა Centauro II MGS 120/105.
გამოფენა Eurosatory-2016-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრემიერა - ფრანგული გაერთიანება Nexter Systems-ის (ამჟამად უკვე KNDS) მიერ წარმოდგენილი მოდერნიზირებული ტანკი Leclerc, ეგრეთ წოდებული Leclerc R (Rénové). პროგრამა SCORPION-ს ფარგლებში 200-მდე ტანკისა და მათ ბაზაზე 18 შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანის მოდერნიზაციის შესახე 330 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება კომპანიამ 2015 წლის მარტში დადო (დაწვრილებით ინფორმაცია პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა - საფრანგთეი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის).
კიდევ ერთი საექსპორტო მოდერნიზაცია
გამოფენის კიდევ ერთი სიახლე - დისტანციურად მართვადი შეიარაღების სადგური FLW-500, რომელიც კარგად ნაცნობი FLW-100 და 200-ის გაგრძელებას წარმოადგენს. მოდული 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხითაა აღჭურვილი, ანალოგიური ქვემეხი ამერიკულ მოიერიშე ვერტმფრენ AH-64 გამოიყენება. დამხმარე შეიარაღებას 7,62მმ ტყვიამფრქვევი წარმოადგენს
კომპანია KMW-ს მიერ წარმოდგენილი ჯავშანმანქანა DINGO 2 HD
Rheinmetall-ის მიერ წარმოდგენილი ქვეითთა ახალი საბრძოლო მანქანა "Lynx". მანქანა ქსმ Puma-ს გაუმჯობესებული საბრძოლო მოდული, Lance-თი აღჭურვილი
საბურავებიანი, 8x8-ფორმულს მქონე ჯტრ Boxer-ის ბაზაზე განთავსებული 155მმ-ნი დისტანციურად მართვადი ჰაუბიცა Remote Controlled Howitzer 155 (RCH 155).
No comments:
Post a Comment