Monday, June 13, 2016

NATO vs РФ - გარღვევა NATO-ს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვაში (ნაწილი მე-2)

სტატიის პირველი ნაწილი იხილეთ შემდეგ ბმულზე - NATO vs РФ - გარღვევა NATO-ს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვაში.

1.1 სამხედრო ზრდა და მოდერნიზაცია

რუსეთი თავის უახლეს ისტორიაში სამხედრო მოდერნიზაციის ყველაზე მაშტაბურ, 19,3 ტრილიონ რუბლის ღირებულების, პროგრამას ახორციელებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლისათვის მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-გადაიარაღება შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეას - ბირთვული შეიარაღება, აეროკოსმოსურ ძალებში თანამედროვე აღჭურვილობისა და შეიარაღების სისტემების დანერგვა, სამხედრო საზღვაო ფლოტის და სახმელეთო ძალების გადაიარაღება. პრეზიდენტ პუტინის მმართველობაში სამხედრო მოდერნიზაციის, გადაიარაღებისა და ზრდის ეს ბიძგი გამაგრებულია შემუშავებაში, წარმოებაში და სამხედრო შეიარაღების ახალი სისტემების შექმნასა ან ძველი სისტემების მოდერნიზაციაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების დაბანდებით, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ ჩარჩოებს საგრძნობლად აფართოებს. მიუხედავად იმისა რომ, გადაიარაღების ეს ხარჯები რუსეთის ეკონომიკური სირთულეების, მასიური კორუფციისა, მფლანგველობისა და წარმოების მიმართ დასავლეთის სანქციების გავლენით საკმაოდ იზღუდება, ამ დაბანდებებს რუსეთისთვის მაინც მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს. თუმცაღა ეკონომიკურ პრობლემებს შეუძლიათ აიძულონ რუსეთი გადახედოს მის არჩევანს, მაგრამ სამხედრო ხარჯების განხილვა ალბათ მაინც საბოლოო ჯერზე მოხდება, ამიტომ ეკონომიკური ზეწოლის გავლენა სამხედრო გადაიარაღების პროგრამაზე მხოლოდ რამდენიმე წლიანი რეცესიის შედეგად იქნება შესამჩნევი. დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსეთს გარკვეულ ტექნოლოგიებთან წვდომას უზღუდავენ, ნამდვილად ამუხრუჭებენ სამხედრო მოდერნიზაციას, მაგრამ მათ არ ძალუძთ მისი სრული შეჩერება.
ასევე ყურადღებას იმსახურებს რუსეთის უნარი, გამოიტანოს და გამოიყენოს გაკვეთილები ისეთი განვლილი სამხედრო ოპერაციებიდან, როგორებიცაა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი და მოგვიანებით უკრაინისა და სირიის კომპანიები. ყველაფერი ამის შედეგად რუსეთმა შესძლო მეთაურობისა და კონტროლის (Command and Control), დაზვერვის, სხვადასხვა სამსახურების ინტეგრაციის და დაკვირვებისა და რეკოგნოსირების (ISR) შესაძლებლობების  მდგრადი განვითარების მიღწევა, შესძლო სხვადასხვა შენაერთებისა და ფორმირებების სამხედრო საქმეში უფრო ეფექტური თანწყობა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება. სამხედრო თავლსაზრისითი რუსული არმია აღარაა ცივი ომის შემდგომ ის დაშლადი და მოძველებული ან გაქრობადი შესაძლებლობების მქონე ორგანიზმი.
ხარისხობრივ გაუმჯობესებას თან ახლავს მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ზრდაც. 2015 წლისთვის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში რვა ახალი ბრიგადა იქნა ჩამოყალიბებული. ხოლო 2016 წელს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ბალტიისპირეთთან მოსაზღვრე დასავლეთ სამხედრო ოლქში, 1-ლი გვარდიული სატანკო არმიის აღდგენის  და სამი ახალი სატანკო დივიზიის შექმნის გეგმების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს ცვლილებები არის უკან, ცივი ომისაკენ გადადგმული ნაბიჯების მანიშნებელი, ნაბიჯები ისეთი მდგომარეობისკენ, რომელშიც ცენტრალური ადგილი ეკავა ფართომაშტაბურ, კომბინირებულ და მაღალი ინტესნივობის საბრძოლო მოემქდებებისთვის მზადყოფნას. მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე (Munich Se­curity Conference) რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა, NATO-ს „ახალი ცივი ომის გაღვივებაში“ დასდო ბრალი, თუმცაღა რუსეთი თვითონ აგრძელებს ამის კეთებას.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რამოდენიმე ყველაზე ბრძოლისუნარიანი ფორმირება დასავლეთ სამხედრო ოლქში მდებარეობს. ბალტისპირა ქვეყნებისკენ მიმართულ მოქმედებებში მათ სწრაფად შეუძლიათ შედეგის მოტანა. მობილური ბრიგადებისა და ახალი დივიზიების ჩამოყალიბებასთან ერთად ბალტიისპირა რეგიონთან რუსეთის სხვა ფორმირებებსაც აქვთ შეხება. მათ განეკუთვნება სპეციალური დანიშნულების ძალები, რომლებზე დიდი აქცენტია გაკეთებული, მსუბუქად შეიარაღებული მაგრამ სწრაფად გაშლადი საჰაერო-სადესანტო ძალები, საზღვაო ქვეითები და გაძლიერებული საბატალიონო ტაქტიკური დაჯგუფებით გაძლიერებული სხვა სპეციალიზირებული ქვედანაყოფები, რეფორმირებული აეროკოსმოსური ძალები და განვითარებადი C4ISR (Command, Control, Communications, Computers, Intelli­gence, Surveillance and Reconnaissance - მეთაურობა, კონტროლი, კავშირგაბმულობა, კომპიუტერები, დაზვერვა, დაკვირვება და რეკოგნოსირება). ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალების სისწრაფეს, მოქნილობას და სიმარჯვეს საგრძნობლად აძლიერებს.
ამ ქვედანაყოფებისა და ფორმირებების დიდი ნაწილი ბალტიისპირეთის ქვეყნების ახლოსაა განლაგებული და კრემლის მიერ ბალტიისპირეთის ერთ ან სამივე რესპუბლიკაზე ხანომკლე ან გამოუცხადებელი თავდასხმის შემთხვევაში არ საჭიროებენ რაიონში ძალების გადასროლას, თავმოყრასა და მობილიზაციას. ამას გარდა რუსეთის ბოლო დროს წამოწყებულმა სამხედრო კომპანიებმა (სირიაში და უკრაინაში) და ფართომაშტაბულმა სწავლებებმა, დემონსტრირება გაუკეთეს მნიშვნელოვანი ძალების დიდ მანძილზე სწრაფი გადასროლის და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი უზრუნველყოფის  შესაძლებლობას. და თუ მსხვილმაშტაბური თავდასხმისთვის დასავლეთ სამხედრო ოლქში აუცილებელი გახდება დიდ ძალათა კონცენტრაცია, მაშინ კრემლს ამ ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება ძალიან სწრაფად შეუძლია.

ძალათა მიმდინარე ბალანსი: ბალტიისპირეთის ქვეყნები (NATO-ს მეწინავე ძალების ჩათვლით) შედარებული რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის ნაწილში განთავსებულ შენაერთებთან



1.2 მიუწვდომელი/აკრძალული სივრცე (Anti-access/Aerial Denial (A2/AD))

რუსეთმა შორსმსროლელი შეიარაღების, მათ შორის მრავალშრიანი ჰსთ-ს, სახმელეთო და საჰაერო ბაზირების სანაპირო დაცვის მობილური სისტემების, საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების პლატფორმების მრავალფეროვანი სისტემები გამართა, რაც მას A2/AD (მიუწვდომელი/აკრძალული სივრცე) პრინციპის რეალიზაციის შესაძლებლობას აძლევს. ამ სისტემების მოქმედების დიაპაზონში  და მათი წყალსზედა და წყალქვეშა ძალებთან, ელექტრონული და კიბერ ბრძოლის საშუალებებთან და სხვა შესაძლებლობებთან შერწყმით, რუსეთს შეუძლია რეგიონში შექმნას სტრატეგიულად და ოპერატიულად იზოლირებული ზონები (ბუშტები). "A2"-ი, რადგანაც ამ ზონაში ხმელეთით, ზღვით ან ჰაერით დახმარების გადასროლას ძალიან ართულებს, სტრატეგიულია და თამაშის წესების ცვლილების პრობლემას წარმოქმნის. „AD“ პრობლემის ოპერატიული მხარეა და ის ამ ბუშტის შიგნით ძალების მოქმედებას ართულებს. A2/AD-ესთან დაპირისპირებაში მოსვლა ესკალაციის დიდ რისკთანაა დაკავშირებული და მოითხოვს შესაძლებლობებისა და დროის მნიშვნელოვან დანაკარგებს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთისა და ფინლანდიის და ასევე ბალტიის ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის A2/AD საფრთხის ქვეშაა, რაც რუსეთის კალინინგრადის ოქლიდან, რუსეთის ესტონეთთან და ლატვიასთან არსებული საზღვრიდან და ასევე რუსეთისა და ბელორუსიის კავშირიდან გამომდინარეობს. რუსეთის მეწინავე ჰსთ კომპლექსები, С-300 და С-400, გაშლიალია კალინინგრადის ოლქში და სანკტ-პეტერბურგთან, ასევე ეს კომპლექსები ინტეგრირებულია ბელორუსიის ჰსთ-ს შესაბამის  სისტემებში და ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დიდ ნაწილში ქმნის გადამფარავ ჰსთ ზონას, რაც ამ ქვეყნების თავზე ყველა თვითმფრინავს თუ არა, დიდ ნაწილს მაინც უქმნის საფრთხეს. ამ კომპლექსების მობილურობა ნიშნავს რომ, მათი განადგურება, რუსეთის ტერიტორიაზე სახმელეთო ძალების შეჭრის გარეშე, ძალიან ძნელია. იმის გათვალისწინებით რომ, ნებისმიერ კონვეცნიურ კონფლიქტში საჰაერო უპირატესობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის გამაგრებაში და მათ დაცვაში A2/AD სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს. ამას გარდა პეტერბურგში და კალინინგრადში ბაზირებულ რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტს შეუძილა ბალტიისპირა ქვეყნებს პოლონეთთან და NATO-ს დანარჩენ წევრებთან მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც ჩაუკეტოს საზღვაო ტრასები.
რუსული, მცირე რადიუსის მოქმედების, „Искандер“-ის (NATO-ს კლასიფიკაციით SS-26 Stone) ტიპის ბალისტიკური რაკეტებს, თუ კი ისინი კალინინგრადში მუდმივად განთავსდებიან, შეუძლიათ ლიტვაში, პოლონეთში და სამხრეთ ლატვიაში ჯარების თავშეყრის ადგილები, სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა იქონიონ სამიზნეში. რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოქლიდან იმავე სისტემების შესაძლებლობები  ესტონეთზე და ლატვიის დანარჩენი ნაწილზე ვრცელდება. ამგვარ სისტემებს, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსან რაკეტებთან ერთად, შეუძლიათ გაანადგურონ კრიტიკული მნიშვნელობის კვანძები (პორტები, აეროპორტები) და ის ინფრასტუქტურა, რომელიც საჭიროა ბალტიისპირეთში მოკავშირეთა ძალების მისაღებად, მიმოსვლისთვის, გადაადგილებისთვის და ინტეგრაციისთვის (Reception, Staging, onwar movement and integration – RSOI) და ამგვარად გაართულოს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ადგილზე გაშლა.
კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის სახმელეთო ძალები ოპერაციას კალინინგრადიდან და ბელორუსიიდან დაიწყებენ და ეგრეთწოდებული „სუვოლკის გასასვლელის“ (Suwalki Gap) გადაკეტვას შეეცდებიან. ბელორუსიასთან და რუსეთთან 1400 კილომეტრიანი საზღვრის მქონე ბალტიისპირა ქვეყნებს ალიანსთან, ლიტვიდან პოლონეთში გამავალი, 65 კილომეტრი სიგანის სახმელეთო კორიდორი აკავშირებს. კალინინგრადსა და ბელორუსიას შორის მდებარე ამ სახმელეთო ზოლზე პოლონეთიდან ლიტვისკენ მიმავალი მხოლოდ ორი საავტომობილო გზა და ერთი რკინიგზა გადის. ამ ვიწრო გასაძრომზე კონტროლის დამყარება და ალიანსის დანარჩენი წევრებისგან მოკვეთა ბალტიისპირა ქვეყნების თავდაცვის სახმელეთო გზით გაძლიერებას ექსტრემალურად გაართულებს.
უნდა აღინიშნოს რომ, A2/AD შესაძლებლობების გათვალისწინებით, რუსეთს ძალუძს ბალტიისპირეთის არა მარტო საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო იზოლაციაში მოქცევა (ეგრეთ წოდებული „ბუშტი“), არამედ სამხედროებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან - ელექტრომაგნიტურ, კიბერ და თვით კოსმოსურ სივრცეში ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა (ანტითანამგზავრული შესაძლებლობების გამოყენებით). გეოგრაფიულად თავისი სახლიდან მოშორებით, აშშ-დან ევროპისკენ მომავალი დახმარების შესაჩერებლად, რუსეთს ძალუძს  თავისი შესაძლებლობები GIUK-ის (Greenland-Iceland-UK) გასასვლელისკენ მიმართოს, აქ NATO-ს გავლენა და პოზიციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში საგრძნობლად შესუსტდა. ეს ყველაფერი A2/AD-ეს შიგნით მოქცეული ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების მორალური მდგომარეობის დაცემის და ალიანის მთავრობების და ხალხების ნებისყოფის განადგურების მიზნით მასიურ საინფორმაციო ომთან და ფსიქოლოგიურ ოპერაციებთან ერთად იქნება გამოყენებული.


1.3 ბირთვული სტრატეგია

რუსეთი ბირთვული შეკავების ფაქტორში აგრძელებს დიდი მარაგების შექმნას, რომელიც ხანგრძლივ გეგმაში ქვეყნის ბირთვული „ტრიადის“ სრულ მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. თავის დეკლარირებულ პოლიტიკაში, რუსეთი თუ კი მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს. ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას კრემლი მოწინააღმდეგის მიერ კონვენციური საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც კი არ გამორიცხავს. როგორც ჩანს, რუსეთის აზროვნება ბირთვული იარაღის სარგისიანობაზე ექსტრემალურ პირობებსაც კი სცილდება. მოსკოვი ბირთვული იარაღზე ისე საუბრობს, როგორც ჩვენ ვერტმფრენებზე.
რუსეთის ბირთვული არსენალი პირველ რიგში კონფლიქტებში, სადაც რუსეთს სტრატეგიული ინტერესები გააჩნია (მაგალითად უკრაინაში), ოპონენტების ჩაურევლობის დარწმუნების სტრატეგიაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ბირთვული იარაღის როლი  ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის საზიანო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გატარების შეფერხებაში ან აკრძალვაში (მაგალითად აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების დაყენებისკენ ორიენტირებული ან NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მოსრუნე ქვეყნების ნების წინააღმდეგ). მოსკოვის სხვადასხვა ოფიციალური პირის მიერ ბირთვული იარაღის ხშირი საზოგადო ხსენება და ისეთ სამიზნეებზე, როგორებიცაა ვარშავა, სტოკჰოლმი და დანიის კუნძული ბორნჰოლმი ბირთვული დარტყმების იმიტაცია,  იმის მაჩვენებელია რომ, რუსეთი ბირთვულ იარაღს „ბირთვული შანტაჟისთვის“ იყენებს. პრეზიდენტმა პუტინმა ბირთვული იარაღი ღიად დაასახელა ყირიმის ანექსიის დროს უცხოური ქვეყნების მოქმედებების კონტროლის ბერკეტად.
ამას გარდა, მოსკოვი, კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, მისი დეესაკალაციის მიზნით ბირთვული იარაღის პირველი, „სადემონსტრაციო დარტყმის“ სახით გამოყენებაში სტრატეგიულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას ხედავს. შემდგომი ესკალაციის საფრთხის შენარჩუნების გამაფრთხილებელი სიგნალით ის შეეცდება NATO-ს მოკავშირეებს უარი ათქმევინოს ბალტიისპირა ქვეყნების დაცვასა ან კონფლიქტში ჩარევაზე. ალიანსი დადგება დილემის წინაშე, ან შეასრულოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებები და ამგვარად ბირთვული ომის ესკალაცია გამოიწვიოს, ან უკან დაიხიოს და მოსკოვის მიერ ნაკარნახევ პირობების თანახმად აწარმოოს კონფლიქტის დარეგულირების მოლაპარაკება.
ამ სტრატეგიას ასევე ზურგს შესაძლებლობები, დაგეგმარება და წვრთნები უმაგრებენ. რუსეთმა ასევე შინარჩუნა თავისი დაბალეფექტური ქვესტრატეგიული ბირთვული ქობინების და მათი მატარებლების არსენალი, რაც მოსკოვს სრულმაშტაბური სტრატეგიული ბირთვული ომის გარდა მოქმედებების მთელ რიგ ვარიანებს უტოვებს. ასევე არსებობს უამრავი ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა სამხედრო დაგეგმარებაში ბირთვული იარაღის ინტეგრირება მოახდინა და რეგულარულად ახორციელებს მისი გამოყენების სცენარით სახმედრო წვრთნებს. რეგულარულად ხორციელდება ფართომაშტაბური, შეტევითი, ბირთვული დარტყმის სცენარის მქონე წვრთნები.


1.4 წვრთნები

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მეზობლების დასაშინებისთვის და იძულებისთვის აქტიურად იყენებს შეიარაღებულ ძალებს და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამას გარდა წვრთნები ხელსაყრელად ნიღბავს მოსკოვის მიერ მოულოდნელი თავდასხმის დაწყების გადაყვეტილებას. სულ ცოტა ხნის წინ ეს მიდგომა გამოყენებული იქნა სწავლება „ცენტრი 2015“-ის („Центр“) დროს, როდესაც სწავლება სირიაში მოქმედი რუსული ძალების მხარდასაჭერად იქნა გამოყენებული. ბალტიისპირა ერთი ან რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაში ამგვარი სწავლების გამოყენება NATO-ს ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობას უსპობს და რეაგირებისთვის ძალიან მცირე დროს უტოვებს.
რუსი სამხედროების სწავლებათა სიხშირემ თავის პიკს 2014 წელს მიაღწია და მას მერე ამ დონეზე დასტაბილურდა, რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთი კონფლიქტებისთვის ემზადება. ეს წვრთნები დემონსტრირებას უკეთებენ რუსეთის შესაძლებლობას დიდ მანძილზე გადაისროლოს ძალები, ოპერატიულ რაიონში სწრაფად მოუყრასო მათ თავი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში განახორციელოს მათი უზრუნველყოფა. დიდი ყურადღება ეთმობა ბელორუსიის შეიარაღებულ ძალებთან ოპერატიული თავსებადობის ამაღლებას. ამას გარდა სწავლების დროს დიდი ყურადღება ეთმობა სამოქალაქო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და ინტეგრირებას, რაც სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების სერიოზულ გაძლიერებაზე მიუთითებს, დასავლეთ ქვეყნებში ანალოგიური თანამშრომლობა ფაქტიურად არ შეინიშნება.

1.5 რუსეთის ზრახვები
რუსეთის მიერ განხორციელებული წვრთნების უმეტესობა ბალტიისპირეთზე, პოლონეთზე და სკანდინავიის ქვეყნებზე ორიენტირებულ შეტევით სცენარებს ეფუძნება. და თუ კი დღეს მოსკოვს არ გააჩნია NATO-ს გამოწვევის სურვილი, ეს არ ნიშნავს იმას რომ მომავალში ეს არ შეიცვლება და რომ მოსკოვი წინასწარ მომზადებულ გეგმებს სწრაფად არ განახორციელებს. შესაძლებლობები მას ამის განხორციელების საშუალებას აძლევს.
ძნელია იწინასწარმეტყველო თუ რას შეუძლია რუსეთის პროვოცირება. ეს შეიძლება მოხდეს იმ მონეტში, როდესაც NATO და ევროკავშირი სხვა კრიზისით იქნებიან დაკავებულები. ან ეს შეიძლება ეხებოდეს რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის შედეგებსაც მოსკოვი თავის სასარგებლოდ ფორმირებასაც ეცდება. ასევე ეს შეიძლება ეხებოდეს NATO-ს მნიშვნელოვან წევრ ქვეყნებში პოლიტიკურ წრეებს ან თვითონ რუსეთის შიგნით ზეწოლას. პროვოცირება ასევე შეიძლება გამოიწვიოს NATO-ს მოღვაწეობის არასწორმა აღქმამ ან ალიანსის გათვლებში დაშვებულმა შეცდომამ. ეს შეიძლება იყოს აშშ-ს მიერ მსოფლიოს სხვა რომელიმე ადგილას მოქმედების საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიება. რომელმა ვითარებამაც არ უნდა გამოიწვიოს რუსეთის რეაქცია, მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში მოიგონებს მისი მოქმედების გასამართლებელ მიზეზს, რომელიც მის პროპაგანდისტული იდეებს მიესადაგება, „დაჩაგრუსლი რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვიდან“ დაწყებული და „NATO-ზე წინსწრები დარტყმით“ ან „კალინინგრადის მისადგომების“ დაცვით დამთავრებული.
როგორც არ უნდა იყოს, NATO-ს მხრიდან ერთიანობის, სოლიდარობისა და ძალის დამაჯერებელი დემონსტრაციის სახით განზრახვების მატერიალიზაცია არ მოხდება. ამგვარად ღირსეული შეკავება წარმოადგენს გასაღებს, მაგრამ კრიტიკული კითხვა შემდეგში მდგომარეობს - როგორ მოხდება NATO-ს შეკავების პოზიციების გატარება ყველაზე მოწყვლად ადგილას, ბალტიისპირა ქვეყნებში.

No comments:

Post a Comment