Tuesday, September 4, 2012

პოლონური ჯავშანტექნიკის რამოდენიმე საინტერესო ნიმუში გამოფენა MSPO-2012

3 სექტემბრიდან 6 სექტემბრამდე პოლონეთში, ქალაქ კელცში მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის გამოფენა – გამოფენაზე გამოტანილია პოლონური ჯავშანტექნიკის რამოდენიმე საინტერესო მოდელი.

მათ შორისაა საინტერესო შეიარაღების კომპლექსით აღჭურვილი ჯავშანტრანსპორტიორი "როსომახა" (ფინური Patria AMV პოლონეთში გამოშვებული ლიცენზირებული ვარიანტი). მანქანაზე განთავსებული საბრძოლო მოდულის შემადგენლობაში შედის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები Spike (ებრაული Rafael Advanced Defense Systems–ის წარმოება) და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო რაკეტები «Гром» (რუსული «Игла»–ს ანალოგი)




ასევე წარმოდგენილი იყო ჯავშანტრანსპორტიორ "როსომახას" ბაზაზე შექმნილი შეჯავშნული სარემონტო მანქანა (ზედა სურათი) და საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა "მგელი" (Wilk)(ქვედა სურათი)


MSPO-2012

3 სექტემბრიდან 6 სექტემბრამდე პოლონეთში, ქალაქ კელცში მიმდინარეობს გამოფენა MSPO 2012, გთავაზობთ გამოფენაზე გამოტანილი ტექნიკის ფოტოსურათებს.

ჯავშანტექნიკა 








 


ავიაცია







ცეცხლსასროლი









ახალი MRAP–ი КрАЗ–ისგან

ამ ცოტა ხნის წინა უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ АО "АвтоКрАЗ"–მა (კრემენჩუგი, უკრაინა) ინდურ კომპანია Shri Lakshmi Defence Solutions–თან თანამშრომლობით შექმნა MRAP–ის კლაის ჯავშანმანქანა КрАЗ-01-1-11/SLDSL (წყარო: MRAP на базе КрАЗ) ამას გარდა, ივლისის ბოლოს АО «АвтоКрАЗ»–მათავის პრეს–რელიზით გაავრცელა ცნობა ამ კლასის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც 2010 წლიდან ხორციელდებოდა გაერთიანებული არაბული ემირატების კომპანია  Ares Security Vehicles LLC–თან თანამშრომლობით, რომელიც მანქანების დაჯავშნითაა დაკავებული (კომპანიის ვებგვერდი: Ares Security Vehicles  ).
«АвтоКрАЗ» და Ares Security Vehicles მიერ შექმნილი MRAP–ის კლასის მანქანაც 4х4 სავალი ნაწილის მქონე КрАЗ-5233НЕ ბაზაზეა შექმნილი. მანქანა აღჭურვილია 330 ც.ძ–ნი რუსული წარმოების დიზელის ძრავა ЯМЗ-238ДЕ2 და ჩინური სიჩქარეთა კოლოფი Shaanxi 9JS150TA-B (მანქანის აღჭურვა შესაძლებელია სხვადასხვა მწარმოებლის ძრავებით და სიჩქარეთა კოლოფებით – კლიენტის სურვილისდა მიხედვით). მანქანა მესამე სამყაროს ქვეყნების ბაზრისთვის იქმნება და როგორც ჩანს ჯერ მხოლოდ პროექტირების სტადიაშია.



Ares Security Vehicles პასუხისმგებელია მწევ კორპუსზე, რომლის ჯავშან ხარისხიც STANAG 4569 KE Level 2 უდრის და უზრუნველყოფს დაცვას:  30 მეტრიდან 695მ/წმ სიჩქარის მქონე 7.62x39 BZ ჯავშანგამტან–ცეცხლგამჩენ ტყვიისგან, 420მ/წმ სიჩქარის მქონე 12,7მმ ნასხვრევისგან და 630მ/წმ სიჩქარის მქონე 20მმ ნამსხვრევისგან. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა პასუხობს STANAG 4569 Level 3A და 3B (8კგ ტროტილი საბურავისა და ფსკერის ცენტრში). მანქანა ასევე უზრუნველყოფს ბირთვული, რადიოაქტიური, ბილოგიური და ქიმიური ფაქტორებისგან დამატებით დაცვას.
STANAG 4569 Level 3 დონემდე დაცვის გაზრდის მიზნით გათვალისწინებულია მოდულის დამატებითი დაჯავშნა, ამას გარდა შესაძლებელია – ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის გაზრდა მანქანის ტვირთამწეობის შემცირების ხარჯზე. ჩვეულებრივი ნიშებისა და სარქველებისა სახურავზე შემკვეთს ასევე შეეძლება კოშკურიანი ვარიანტის შეკვეთა – კოშკურები შესაძლებელია იყოს როგორც ხელით მართვადი ასევე დისტანციური მოდულები.
ჯავშანმანქანის რამდენიმე ვერსიაზე მიდის მუშაობა – ჯავშანტრანსპორტიორი (10+2 მგზავრი), ოპერატიული მართვის მანქანა, მოძრავი სამეთაურო პუნქტი და დაკვირვების პუნქტი, მობილური დაკვირვების ავტომანქანა, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის სატრანსპორტო საშუალება. დაგეგმილია ნაკლები ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის ავტომანქანის შექმნაც, მაგრამ საგრძნობლად გაზრდილი ტვირთამწეობით რათა მოხდეს დამატებით პირადი შემადგენლობისა და ტვირთების გადაყვანა. ასევე დაგეგმილია შემცირებული თვლიანი ბაზის მქონე ვერსიის გაკეთებაც – რათა მიღწეული იქნას გაზრდილი მანევრულობა.




წყარო:
Еще одна бронированная машина класса MRAP на шасси КрАЗ

Monday, September 3, 2012

IHS Jane’s International Defence Review რუსული T-90MC შესახებ წერს

ინგლისურმა ყოველთვიურმა ჟურნალმა IHS Jane’s International Defence Review გამოაქვეყნა ფ.ფპსსის სტატია რუსული  T-90MC–ის შესახებ. ფოსსი ერთერთი ცნობილი სატანკო სპეციალისტია დასავლეთში და წერს ისეთ ჟურნალებში როგორებიცაა IHS Jane’s International Defence Review, IHS Jane's Defence Weekly და Jane's Armour and Artillery .





რუსული თარგმანი:

ფირმა TELEDYNE–ს საბრძოლო შეჯავშნული სისტემა (AGS)

აშშ–ს არმიის მსუბუქი ტანკის ბოლო პროექტს, "საბრძოლო შეჯავშნულ სისტემა"–ს (AGS), 80–ნი წლების ისეთ პროგრამებთან შედარებით, როგორებიც იყო Mobile Protected Gun System HIMAG, HSTV-L, RDF/LT, უნდა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი პუნქტები: საგრძნობლად გაზრდილი დაცვის ხარისხი, 105მმ–ნი ქვემეხის გამოყენება, ჯავშნის გატანის უზრუნველყოფა და მაღალი ტრანსპორტაბელურობა. ტანკის წონას, წინა პროექტის ტანკ RDF-LT–სთან შედარებით, 13 ტონის ნაცვლად 18 ტონიანი შეზღუდვა ჰქონდა.
AGS–ის (საბრძოლო შეჯავშნული სისტემები) პროგრამის ფარგლებში დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ტანკ Teledyne–ეს მიერ წარდგენილი იქნა ყველაზე მეტი ახალი ტექნიკური გადაწყვეტილება.
რადგანაც ეკიპაჟი მთლიანად ტანკის კორპუსშია განლაგებული, წინა, დახრილი ფილის ქვეშ განლაგებული ძალური დანადგარი ეკიპაჟის დაცვის ამაღლებას უწყობს ხელს. გარეთ გატანილი შეიარაღების მქონე კოშკურის გამოყენება ამ მანქანისთვის გახდა გაბედული გადაწყვეტილება. გარეთ გატანილი შეიარაღების მქონე კოშკურა უკვე სიახლე აღარაა, მაგრამ ვერავინ ვერ ბედავდა ამის ქაღალდიდან მეტალში განხორციელებას (შვედური საცდელი ტანკ UDES–21–ის გამოკლებით), კონკრეტულად ეს მანქანა პირველი იყო რომელზეც ამერიკული არმიისთვის ასეთი გადაწყვეტილება იქნა გამოყენებული. Teledyne ტანკის ამორჩევა და მოცემული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოტივირებული იყო ამ გზით წონის მაქსიმალურად შემცირების და დაცვის გაზრდის სურვილით. ძრავის წინა განლაგების გამო კოშკურამ უკან გადაიწია, ხოლო ჭურვები ტანკის ყველაზე ნაკლებად მოწყვლად ადგილში იქნებოდა განთავსებული. მთელი ეს სტრუქტურული გადანაცვლელები ტანკს საკმაოდ სიცოცხლისუნარიანს ხდიდა. და ბოლოს – ამგვარი კოშკურით მოგებული წონა საშუალებას იძლევა კორპუსზე დამატებითი დაცვა დაყენდეს.
ძალური დანადგრაი ქსმ М2 Bradley–სგან არის ნასესხები. 500ც.ძ–ნი ძრავა Cummins VTA-903 და სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი  GE НМPТ-500 აღჭურვილი 19 ტონიანი მანქანის კუთრი სიმძლავრე 26ც.ძ/ტონას უდრის, რაც საკმარისია უგზოობაზე სასიარულოდ და საკმაოდ მაღალი აჩქარების მახასიათებლების უზრუნველსაყოფად.

საბრძოლო შეჯავშნული სისტემა (AGS) – ხედი პროფილში, ძრავა განთავსებულია წინ, კოშკურა უკან

სავალი ნაწილის მიმმართველი თვალი ასევე ქსმ М2 Bradley–სგან არის ნასესხები. ჰიდროპნევმატური საკიდარი "in – arm", ანუ საკიდარის ამორტიზატორებთან ინტეგრირებული დომკრატებით, უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარიან მახასიათებლებს და მაქსიმალურ კლირენსს (380მმ) საკმაოდ დაბალი წონის ფარგლებში. ეს ამორტიზატორები გამოყენებული იქნა ტანკ  Teledyne–ში მას შემდეგ, რაც ამაზე დათანხმდა National Water Lift Company, რომელიც აშშ–ში ჰიდრავლიკის სფეროში საკმაოდ ცნობილი კომპანიაა.
გატანილ შეიარაღებიანი კოშკურა – საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილებაა ტანკისთვის. კოშკურა აღჭურვილია ტანკ М–60–ის ქვემეხით (М68А1), მასზე დაყენებულია უკუგორვის მუხრუჭი, რომლის დანიშნულებაცაა უკუცემის შეზღუდვა და მისი სავალ ნაწილზე გადატანა. ამასთან ტანკ Teledyne–ზე ფირმა ARES-თან თანამშრობლობით დაყენდა უკუგორვის მუხრუჭი, რომლის სვლაც გაგრძელებული იყო და შეადგენდა 760მმ, რამაც საგრძნობლად შეამვირა უკუცემის ძალა. ქვემეხში ჭურვის მიწოდება ხდებოდა 9 გასროლიანი ბარაბნიდან, რომელიც კოშკურაში იყო განთავსებული. ავტომატური დამტენი მექანიზმის დუბლირება ხელის მექანიკური დამტენით ხდებოდა, რომელსაც ავარიულ სიტუაციაში შეეძლო ნაწილობრივ შეეცვალა იგი. ბარაბანის გადავსება შესაძლებელი იყო ორი, 15 გასროლიანი, დამატებითი ბარაბნიდან. სათადარიგო ბარაბნების შუა შესაძლებელია კიდევ 3 გასროლის განთავსება. მთლიანობაში ტანკის საბრძოლო მარაგი 42 ცალი 105მმ–ნი ჭურვისგან შესდგება. ასეთის საბრძოლო მარაგი ამ მსუბუქ ტანკს საშუალო ტანკების რიგებში აყენებს, რომლებსაც გაცილებით მეტი წონა გააჩნიათ.

ტანკ Teledyne–ეს პროტოტიპი, რომელიც პროგრამა AGS–ზე იქნა წარდგენილი

საბრძოლო განყოფილება ეკიპაჟის ორი კასითვისაა განკუთვნილი – მემიზნისთვის და ტანკის მეთაურისთვის. ისინი განთავსებულები არიან ცენტრალური კრონშტეინის ქვეშ, სადაც შეჯგუფებულია ქვემეხისა და კოშკურის მართვის მექანიზმები. ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ქვემეხის დამიზნება. ეს მექანიზმები ადრე, კლასიკური გატანწყობის ტანკების კოშკურებში ეკიპაჟის წევრებს შორის მდებარე ადგილს იკაცებდა. მემიზნის ოპტიკური სამიზნე სახურავზეა განთავსებული, ქვემეხის მიმართულების ქვედა ნაწილში. ტანკი აღჭურვილია ფირმა Texas Instruments–ის ორი ცალი დღის ხედვის კამერით (ზუმი 1X და 8X) და ცალი ღამის ხედვის სითბოვიზორებით. ტანკის მეთაური გამოსახულებას ამ კამერებიდან მონიტორებზე იღებს, ვიდეოგამოსახულების სახით.

1-კოშკურის კონსტრუქცია მეთაურს საშუალებას აძლევს ტავისუფლად დააკვირდეს გარეთ მიმდინარე მოვლენებს, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი. კონსტრუქტორებმა
2-შესაფერისი გადაწყვეტილების ძებნისას, ტანკ Teledyne–ზე გარეთ გატანილ შეიარაღებიანი კოშკურის დაყენება გადაწყვიტეს – რამაც საშუალება მისცა შეემცირებინათ ტანკის ფრონტალური ფართობი და ამით უზრუნველეყოთ ტანკის დაბალი მოწყვლადობა. ამ "სიახლე" კოშკურის დანიშნულებაა სწრაფი რეაგირების ბრიგადების, IBCT "Styker"–ების მხარდაჭერაა
შედეგად, მიუხედავად იმისა რომ თვითონ ტანკი როგორც  "Styker" ბრიგადების მხარდამჭერი შეიარაღებაში მიღებული არ იქნა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარეთ გატანილ შეიარაღებიანი კოშკურის თვლიან შასიზე გამოყენების გადაწყვეტილება.


105მმ–ნი ქვემეხის ჭურვებით მომარაგება ადრე პრობლემატური იყო – რაც კოშკურის ფსკერის სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჭურვები კორპუსის უკანა ნაწილიდან ნიშაში მიეწოდებოდა, რომელიც ქვემეხის დონეზე იყო განლაგებული, შემდეგში მათთვის ცალკე ნაკვეთურის გაკეთება გადაწყდა


კოშკურა LPT

LPT კოშკურით აღჭურვილი Piranha  


გარეთ გატანილშეიარარებიანი კოშკურის ძირითადი მინუსი ისაა რომ მეთაურს მთლიან პანორამულ ხედვას ზღუდავს. ტანკ Teledyne–ს ინჟინრები შეეცადნენ ჩაესწორებინათ ეს ხარვეზი და მეთაურის პანორამული სამიზნე კოშკურის უკან, ნიშაზე, ქვემეხის მარცხნივ განათავსეს. ამის შედეგად მეთაურის პანორამული ხედვის არე 330 გრადუსით გაიზარდა.
მსრეოლელის პანორამული ხედვის არე 225 გრადუსს უდრის და მისი შევსება მეთაურის მონაცემებით ხორციელდება და პირველ რიგში მანქანიდან მარცხენა მხარეს მიმდინარე მოვლენებით. დამატებითი სამიზნე Kollmorgen განთავსებულია ქვემეხზე. სითბოვიზორული სამიზნის განთავსება ქვემეხის დანადგარის ყველაზე მაღალ ადგილზეა შესაძლებელი, რითაც იზრდება დაკვირვების ხაზის სიმღლე საბრძოლო მოქმედებების დროს. კოშკურის ავტომატიკა ნასესხებია Bradley ორ ადგილიანი კოშკურიდან. და კიდევ, Teledyne–ს ინჟინრები შეეცადნენ შეემცირებინათ რისკი და ფინანსური ხარჯები. ელექტრონულ ამძრავებს მინიმუმამდე დაჰყავს ხანძრის საფრთხე ტანკის შიგნით (ჰიდრომექანიკურ ამძრავებთან შედარებით).
შეთავაზებული უამრავი  ტექნიკური და კონსტრუქციული სიახლეების წყალობით Teledyne–ს მოდელმა საგრძნობლად გაასწრო კონკურსში გამარჯვებულ, ფირმა UDLP–ეს მსუბუქ ტანკ М8 (1996 წელს ფინანუსრი მიზეზების გამო პროგრამა დაიხურა). 
მთელი ამ ისტორიის ირონია კი ის არის რომ, ტანკი Teledyne პროგრამის დახურვიდან რამდენიმე წლის მერე, 2002 წელს, გამოჩნდა, როდესაც ამერიკულ არმიას, 8×8 სავალი ნაწილის მქონე მანქანა Piranha აღსაჭურვავად უკვე არჩეული ჰქონდა კოშკურა LPT, რომელიც IBCT ბრიგადების მხარდასაჭერად უნდა იქნეს გამოყენებული.

P.S. ამჟამად Piranha–ს ბაზაზე განტავსებული MGS–ის მონაცემები საკმაოდ შორსაა თვით AGS М8–სგანაც კი და მათ შორის ტაქტიკური მობილურობით, დაცვით და საცეცხლე ძალით.


Sunday, September 2, 2012

JF-17 – სერბული ავიაციის ახალი გამანადგურებლის რეალური კანდიდატი

სერბეთის ავიაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ მოქმედებაშია სერბეთის სამხედრო–საჰაერო ძალებისთვის ახალი გამანადგურებლების შეძენის გეგმა.
სერბული გაზეთის, Blic–ის, ინტერნეტ გვერდის თანახმად სერბული ავიაციისთვის პროგრამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა მწარმოებლის ექვსი გამანადგურებელია წარდგენილი. თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია რომელი გამანადგურებელი იქნება არჩეული ჯერ მოძველებული МиГ-21, ხოლო მოგვიანებით МиГ-29 შესაცვლელად.
ამჟამად სერბეთის სპეციალისტების ცნობით შემდეგი გამანადგურებლები ღებულობენ მონაწილეობას პროგრამაში – Rafale (საფრანგეთი), Eurofighter (ევროკონსორციუმი), МиГ-29М (რუსეთი), Су-30 (რუსეთი), F-16 (აშშ) და JF-17 (ჩინეთი). ყველა ეს გამანადგურებელი შესაბამის გამოცდებს და შემოწმებებს გაივლის, რათა დადგინდეს რომელი მათგანი აკმაყოფილებს სერბეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მრავალფუნქციური გამანადგურებლის მოთხოვნებს.

JF-17 Thunder

სპეციალისტების განცხადებით სერბულ სამხედრო–საჰაერო ძალებს ესაჭიროება 20 ახალი გამანადგურებელი და ამისათვის გამოყოფილია 1 მილიარდი აშშ დოლარი.


Type-96–ის წყალქვეშა ტარება

სურათებზე გამოსახული ჩინური ტანკის, Type-96–ის წყალქვეშ ტარების დახვეწის მომენტი. მეორე ტანკი დაზღვევას უკეთებს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა მისი წყლიდან ამოსათრევად.