Saturday, December 21, 2013

DARPA–ს რობოტების შეჯიბრი

გუშინ და დღეს განხორციელდა ტექნოგენური კატასტროფების და საერთოდ რთულ პირობებში ავტონომიურად მოქმედი რობოტების პირველი შეჯიბრება. DARPA–ს ამ პროექტს DARPA Robotics Challenge ეწოდება. პროექტის საიტზე განთავსებულია შეჯიბრების ფარგლებში შესრულებული სავარჯიშოების პირდაპირი ტრანსლიაციის ვიდეო (უნდა აღინიშნოს სანახაობა არც თუ ისე მომხიბვლელია, თუმცაღა ეს პირველი მცდელობაა). 
რობოტები შემდეგ სავარჯიშოებს ახორციელებენ – სხვადასხვა წინაღობების გადალახვა (კიბეები, კარებები, ნანგრევები და სხვები) და ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვა (ბაგგის ტიპის მცირე ავტომობილი).

დაველოდოთ შედეგებს.

Sunday, December 15, 2013

დღის ფოტო – ანგელოზები


საბრძოლო მოდული Эпоха

2013 წლის 15 დეკემბერს გადაცემაში "Служу России!" ნაჩვენები იქნა ახალი რუსული საბრძოლო მოდულის, "Эпоха"–ს (მის შესახებ უკვე ვწერდი – საბრძოლო მოდული "ეპოქა" (эпоха)აწყობის პროცესი. მოდული აქტიური დაცვის კომპლექსითაა აღჭურვილი და წარმოადგენს დისტანციურად მართვად, სრულებით გარეთ გატანილ კოშკურას, რომელიც მეთაურისა და მემიზნე ოპერატორის ტერმინალებითაა აღჭურვილი.

საბრძოლო მოდულის გვერდითი ხედი – მწვანე ტმსკ, წითელი ად

მოდულის ხედი წინიდან – მწვანე ტმსკ, წითელი ად, თეთრი მემიზნე ოპერატორის მრავალარხიანი სამიზნე კომპლექსი, ყვითელი – მეთაურისა და მემიზნეს ოპერატორის სამუშაო ადგილები

ყვითელი მეთაურის ან მემიზნე ოპერატორის სამუშაო ადგილი, ლურჯი მოდულის სამართავი ჯოისტიკი


ვიდეოსიუჟეტის ბმული:
Служу России 15 12 2013

Friday, December 13, 2013

ბერძნული С–300 ПМУ1–ის პირველი საცეცხლე გამოცდები

დღეს, საბერძნეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა პირველად განახორციელეს 97 წელს, კვიპროსის მიერ შესყიდული და შემდეგ საბერძნეთზე გადაცემული რუსული ჰსთ კომპლექსი, С–300 ПМУ1–ის საცეცხლე გამოცდები. კომპლექსი საბერძნეთის შეიარაღებაზე 14 წელია რაც დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ოპერატიული მზადყოფნა მიღწეული არ იყო – ბერძნულმა მხარემ პირველად განახორციელა მისი საცეცხლე გამოცდები.
სროლებს რუსული დელეგაცია დაესწრო. კომპლექსმა 30 კილომეტრის მოშორებით და 2კმ სიმაღლეზე მფრენი, მანევრირებადი, საკმაოდ მცირე ზომის საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. აღსანიშნავია რომ საზენიტო რაკეტები 15 წლის განმავლობაში ინახებოდა კონტეინერებში.

რუსულ–იტალიური ქართულად

ჯავშანმანქანა "მღებროვ–იზოტტა–ფრასკინი"

1916 წელს, იჟორსკის ქარხანაში, უკანაამძრავიანი, 4x2 სავალი ფორმულის მქონე იტალიური სატვირთოს, "იზოტტა–ფრასკინის" ბაზაზე   შექმნილი ჯავშანმანქანა.
1914 წელს, პოლკოვნიკი სეკრეტევის თაოსნობით სამხედრო კომისიის მიერ უცხოეთში შესყიდულ მანქანებს შორის იყო ერთი 4 ტონიანი იტალიური სატვირთო "იზოტტა–ფრასკინი". 1915 წლის გაზაფხულზე მანქანა დასაჯავშნად იჟორსკის ქარხანაში გააგზავნეს. დაჯავშნის პროექტი შტაბს–კაპიტანმა აბესალომ მღებროვმა შეიმუშავა. თუმცა სამუშაოები გაიწელა და მანქანის დამსრულება მხოლოდ 1916 წლის 10 მაისს მოხერხდა.
მანქანის კორპუსი იჟორსკის ქარხანაში წარმოებული, 4–5მმ სისქის, დამოქლონებული, ნაგლინი ქრომ–ნიკელის ფილებისგან შესდგებოდა. მანქანას ძრავა თავისი დაუტოვეს – კარბურატორიანი, ერთრიგიანი, 4 ცილინდრიანი, სითხით გაგრილებადი, 120ც.ძალიანი.
კორპუსის თავზე განთავსებული იყო მღებროვის საფირმო ცილინდრული ფორმის კოშკურა, რომელშიც წრიული ხედვის ღრიჭოები იყო გამოჭრილი.

მანქანის ძალიან დიდი დადებით მხარეს, იმ დროისთვის უპრეცენდენტოდ მძლავრი ძრავა წარმოადგენდა, რაც მას მეწინავე მანევრულობას და დინამიკურ მახასიათებლებს სძენდა. გამომცდელებმა ჯავშანმანქანას 65კმ/სთ განავითარებინეს. მღებროვის მიერ შექმნილ მანქანებს შორის ყველაზე წარმატებულად "იზოტტა–ფრასკინი"–ს ბაზაზე აწყობილი ჯავშანმანქანა შეიძლება ჩაითვალოს.

მღებროვის მიერ შექმნილი ჯავშან მანქანები:
  • მღებროვ–რენი – მსუბუქი ჯავშანმანქანა, აწყობილი იქნა 11 ცალი.
  • მღებროვ–უაიტი – 1 ცალი
  • მღებროვ–იზოტტა–ფრასკინი – 1 ცალი
  • მღებროვ–პირს–არროუ – 1 ცალი
  • მღებროვ–ბენც – 1 ცალი 



P.S. მღებროვის ყველა მანქანა ნოვატორულობით გამოირჩეოდა. დამსახურებულად შეგვიძლია მღებროვი მსოფლიოში რაციონალური დაჯავშნის (კონსტრუქციის წონის შემცირების მიზნით ჯავშანფილების დახრილი კუთხით განლაგება) მამად ჩავთვალოთ.

წყარო:

Thursday, December 12, 2013

დღის ფოტო – ილუზია

თავიდან მეგონა რომ ორი გამანადგურებელი ქალაქის თავზე მიფრინავდა და პილოტები ვიღაცამ ფოტოშოპით მიახატა  რო დავაკვირდი მივხვდი რო ეს ბეტონის ფილებია და არა ქალაქი

Saturday, December 7, 2013

15 685 ცალი TOW საუდის არაბეთს

სააგენტო DSCA–მ (Defense Security Cooperation Agency), რომელიც პასუხისმგებელია აშშ–ს იარაღის ექსპორტზე, შეატყობინა კონგერსს საუდის არაბეთისთვის დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების, TOW–ების მიყიდვის შესაძლებლობის შესახებ.
მთლიანობაში კონტრაქტის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მის შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე წაიკითხოთ – 


P.S. საუდელებმა ან რაღაცა იციან, რაც დანარჩენმა მსოფლიომ არ ვიცით და ემზადებიან ან კიდევ უბრალოდ ნავთობ დოლარებს ხარჯავენ.

Friday, December 6, 2013

F-35 vs F-18 Super Hornet - ყველაფერი მარტივია


ვიდეოში ნაჩვენებია F-35 და F-18 შედარება ბავშვების თვალით – პასუხი ნამდვილად ადვილია

Thursday, December 5, 2013

БТР-80А-ს ნაღმდგრადობის გამოცდა

2010 წლის ზაფხულში კუბინკაში БТР-80А–ს გამოცდები განხორციელდა
მანქანის კიჩოზე არსებული, 1,5 ტონიანი ფოლადის კონსტრუქცია БТР-82А–ს წონის საიმიტაციოდაა განთავსებული. აფეთქების გამოცდა რუსული სტანდარტების მიხედვით, სველ, თიხიან გრუნტში განხორციელდა. მანქანის ფსკერის ქვეშ 1,5კგ ტროტილის აფეთქების შემდეგ ჯავშანტრანსპორტიორს რაიმე განსაკუთრებული არ მოსვლია.


შემდეგ მეორე მარცხენა საბურავის ქვეშ განახორციელეს 4,5 კგ ტროტილის აფეთქება. ჯტრ–ი ჰაერში 2 მეტრით სიმაღლეზე ავარდა და მარჯვნივ 2 მეტრით გადავარდა. აფეთების შედეგად მანქანას საბურავი მოაგლიჯა და ფსკერში ბზარი გაჩნდა. მანქანაში მანეკენები იყო განთავსებული, გადამწოდებების თანახმად ისენი უნდა გადარჩენილიყვნენ. აფეთქების შედეგად ადამიანის სიმაღლის თხრილი წარმოიქმნა.

P.S. საინტერესოა ასეთი "ტრიუკის" შედეგად შიგნით დესანტი და ეკიპაჟი როგორ მოახერხებდნენ გადარჩენას?

P.P.S. ასევე საინტერესოა მანქანის ჯავშანმდგრადობის გამოცდებიც – მანქანის ბორტი უძლებს მიბრჯნით, СВД-დან ნასროლ  Б-32.

წყარო:

Monday, December 2, 2013

AH-64E-მ საწყის ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია

აშშ–ს არმიის განცხადების თანახმად, ΑΗ-64 Apache–ს უახლესმა მოდიფიკაციამ (მის შესახებ უკვე ვწერდი – AH-64Ε Apache - აწმყოს და მომავლის მოიერიშე ვერტმფრენიამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი Guardian), 1–229 სადაზვერვ–საიერიშო ვერტმფრენების ბატალიონის, Tigersharks–ის შემადგენლობაში საწყის ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.
ბატალიონმა პირველი "Echo" ვერტმფრენი 2013 წლის იანვარში მიიღო. ვერტმფრენის ამ მოდიფიკაციამ  გასულ ნოემბერში 6000 საფრენი საათი შეასრულა. ცნობისთვის მთლიანობაში Apache–ეს მსოფლიო პარკს 3,7 მილიონი საათი აქვს ნაფრენი.