Thursday, February 20, 2014

სირიის არმიის ჯავშანსატანკო დანაკარგები

ინტერნეტში გავრცელებული არაოფიციალური სტატისტიკა, რომელშიც ნაჩვენებია სირიის სამოქალაქო ომში ქვეყნის არმიის დანაკარგები ჯავშანტექნიკაში. 




P.S. სტატისტიკა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობითაა შედგენილი, ამიტომ მის სიზუზსტეზე საუბარი გამორიცხულია და დანაკარგების 30–40% დამატება თავისუფლად შეიძლება. ასევე სტატისტიკის შედგენის თარიღიდან ნახევარი წელია გასული – თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სირიის არმია საშუალოდ თვეში 49 ერთეულ ჯავშანტექნიკას კარგავდა, მაშინ 6 თვეში 300 მანქანა დაემატება. ანუ თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ შემდეგ დანაკარგებზე:

1135+300+340 (454)=1775 (1889)
სადაც – 1135 სტატისტიკის მონაცემები, 300 ბოლო 6 თვის დანაკარგები და 340(454) ის 30–40% რომელიც ვიდეომასალით არაა დადასტურებული.

ასევე სტატისტიკაში არსებული 1135 მანქანიდან 45% ტანკები შეადგენენ. ამ ციფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დღეს სირიის არმიის სატანკო დანაკარგები 800–850 მანქანას შეადგენს.


სირიის ჯავშანსატანკო ძალების მდგომარეობა 2014 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით

ღია წყაროების მიხედვით, სირიის სახმელეთო ძალების შეიარაღებაზე იმყოფება მიახლოებით 4800 ტანკი, აქედან:
  • 1500–1700 სხვადასხვა მოდიფიკაციის Т-72
  • მიახლოებით 1000 Т-62
  • 2000-2250 Т-54 და Т-55, საიდანაც 1000 კონსერვაციაზეა

მოტომსროლელების გადასაყვანად შემდეგი საშუალებები გამოიყენება:
  • 2450 БМП-1
  • 100 БМП-2
  • რამდენიმე ათეული БМП-3

ამას გარდა ჯარებში შეიარაღებაზე ყავთ:
  • მიახლოებით 1000 БРДМ-2, მათ შორის ტსმრ–ის თვითმავალი დანადგარები
  • 1500–ზე მეტი ჯტრ, მათ შორის 1000 БТР 50/60/70 და მიახლოებით 500 БТР-152

მექანიზირებული ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისთვის გამოიყენება 500–ზე მეტი თსდ, მათ შორის:
  • 50 152მმ თსდ 2С3 "Акация"
  • 400 122მმ თსდ САУ 2С1 "Гвоздика"
  • 50–ზე მეტი ადგილობრივი წარმოების 122მმ თსდ SP122


Wednesday, February 19, 2014

Mechanised Igla

სინგაპურში მიმდინარე ავიასალონზე გამოტანილი ჰსთ სისტემების შესახებ უკვე ვწერდი – Singapore Airshow-2014 - ჰსთ სისტემები
სინგაპურში, ქვეყნის საჰაერო ძალების 45 წლისთავისადმი მიძღვნილი ავიასალონის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა სსკ "მექანიზირებული იგლა (Mechanised Igla).
АРМС-ТАСС მონაცემების თანახმად, რუსულმა მხარემ სინგაპურის მთავრობასთან, 1997 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 440 ცალი გსსკ "Игла"–ს მიწოდების შესახებ. კონტრაქტის თანახმად რუსულ მხარეს სინგაპურისთვის, "Игла"–ს რაკეტებისთვის განკუთვნილი 12 ცალი საყრდენ–გამშვები დანადგარი (Опорно-пусковая установка – ОПУ) "Джигит" უნდა მიეწოდებინა და ჩაეტარებინა სამუშაოები ამ მოდულის უცხოურ სატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟი.

Mechanised Igla წარმოადგენს ახლო მანძილის ჰსთ კომპლექსს, რომელიც შესდგება მუხლუხოვანი ჯტრM-113–ისგან, "Стрелец"–ის ორი გამშვები მოდულისგან, თითოში 2 ცალი გსსკ "Игла"–თი, აღმომჩენი რლს–ისგან და დღე–ღამის ნებისმიერ დროს სამოქმედო ოპტიკურ–ელექტრონული სადგურისგან (ოეს).
4 ცალი გსსკ, რლს და ოეს დამონტაჟებულია მობრუნებად კოშკურაზე. თავდაცვის მიზნით მანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, რომელიც "Стрелец"–ის მარჯვენა გამშვების ქვევითაა განლაგებული.
  • მიზნის დაზიანების მანძლი - 5კმ.
  • გამანადგურებლის აღმოჩენის მანძლი – 14კმ.
  • ვერტმფრენის აღმოჩენის მანძლი – 8კმ.



წყარო:

CNN – ISIS მართვის ავადმყოფური ხერხები სირიაში


როგორც იქნა ამერიკულმა მასმედიამაც გამოიღვიძა და დაიწყეს ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS თუ ISIL–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გაშუქება. ორგანიზაციისა, რომელიც ჭირივითაა მოდებული ძირითადად აღმოსავლეთ სირიაში და რომელსაც სურს ერაყსა და სირიაში ერთიანი სახალიფოს ჩამოყალიბება (მეტი არაა ჩემი მტერი).
CNN–ის რეპორტაჟში მოთხრობილია 14 სირიელის შესახებ, რომლებიც ჯერ დაიკითხნენ და შემდეგ ღამით, ფანრის შუქზე სიკვდილით იქნენ დასჯილები. დაკითხვისას ისმის მძიმე ერაყული კილო, რისი დახმარებითაც CNN ვარაუდობს რომ ეს ვიდეო ISIS/ISIL მიერაა გადაღებული. რომელიც თავის მხრივ ალ–ქაიდას ფილიალს წარმოადგენს შუა აზიაში, მაგრამ იმდენად "რელიგიურად ავადმყოფები" არიან რომ თვით ალ–ქაიდამაც კი უარი განაცხადა მათთან კავშირზე.
ფაქტი იმისა რომ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მასმედიის მეგა წარმომადგენლებმა, თუნდაც ამდენი ხნის მერე, აღმოაჩინეს ისლამისტების დანაშაულებები, იმედს აჩენს რომ მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ თუ რა ავადმყოფებთანა გვაქვს საქმე სირიაში და რომ ეს ყველაფერი მანდვე უნდა ჩაკვდეს, თორო მისი გავრცელება ჯერ შუა აზიის ახლო რეგიონებს დაემუქრება და მათ შორის საქართველოსაც, რომელიც მუსულმანებითაა გარშემორტყმული და შემდეგ უკვე დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდება.

CNN–ის რეპორტაჟი

ასევე CNN–ის რეპორტაჟი, რომელშიც ISIS–ის მიერ სირიელი მოსახლეობისადმი არანაკლებ არაადამიანური მოპყრობაა ასახული

და ამის მერე კიდევ მოიძებნებიან ტვინგამორეცხილი, დაუნი ხალხი, და თვით საქართველოშიც კი, რომლებიც ამ ცხოველების მხარეს დგებიან და ამართლებენ ამ რელიგიით დაავადებულ ორგანიზაციას.

Tuesday, February 18, 2014

Singapore Airshow-2014 - ჰსთ სისტემები

გსსკ "Игла" მუხლუხოვანი M-113–ის შასიზე, მძიმე გსსკ RBS-70 თვლიანი ჯტრ–ის შასიზე, ბუქსირებადი სსკ I-Hawk და ებრაული თვითმავალი სსკ SpyDer
Singapore Airshow-2014 წარმოდგენილი იქნა ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არსებული ჰსთ სისტემები. სხვადასხვა ქვეყნების წარმოებული ჰსთ სისტემების ასეთი დომხალის ნახვა იშვიათად თუ სადმე შეიძლება.

გსსკ "Игла" მუხლუხოვანი M-113–ის შასიზე
 ებრაული სსკ SpyDer
  მიზნის აღმომჩენი რლს
 Improved Hawk ფრანგული სსკ SAMP/T–ეს შეიარაღებაში მიღებამდე დარჩება მწყობრში
ფრანგული გსსკ Mistral

წყარო:
Выставка Singapore Airshow-2014

Monday, February 17, 2014

ღირს კი F-35 ამად?

გუშინ, 16 თებერვალს, გადაცემა "60 Minutes"–ში გავიდა სენსაციური სიუჟეტი აშშ–ს პერსპექტიული მრავალფუნქციური გამანადგურებლის შესახებ – გრაფიკს 7 წლით ჩამორჩება, ბიუჯეტს 163 მილიარდი დოლარით. დევიდ მარტინი (David Martin) ცდილობს გაერკვეს თუ რა ხდის ამ გამანადგურებელს აქამდე არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ შეიარაღების სისტემად.

თვითონ სიუჟეტი, რომელშიც ბევრი საინტერესო ტექნიკური დეტალია მოცემული გამანადგურებლის შესახებ





რუსეთის წყალქვეშა ფლოტი

გრაფიკული გამოსახულება, რომელზეც ახსნილია რუსეთის წყალქვეშა ფლოტის შემადგენლობა, მახასიათებლები და ამოცანები (გრაფიკა გადიდებადია)

აშშ–ს არმია ივნისში "Iron Man"–ის კოსტუმის გამოცდებს დაიწყებს


TALOS–ის სარეკლამო ვიდეო რგოლი
აშშ–ს სპეციალური ოპერაციების სამმართველოს (SOCOM) მეთაურის განცხადების თანახმად, "Iron Man"–ის კოსტუმის მსგავსი საბრძოლო აღჭურვილობის გამოცდები ამ წლის ზაფხულში დაიწყება.
აშშ–ს საზღვაო ძალების ადმირალის, McRaven–ის თქმით, საზოგადოებაში Marvel Comics–ის სუპერ გმირის, "Iron Man"–ის კოსტუმის სახელით ცნობილი ტაქტიკური საიერიშო კოსტუმის, რომელიც სამხედრო წრეებში ცნობილია როგორც  — TALOS (Tactical Assault Light Operator Suit), სამი, ძრავის გარეშე მოდელია აწყობილი და საგამოცდო პოლიგონზე ივნისში იქნება გადაცემული. სამხედრო ხელმძღვანელობის გეგმებში შედის გამოცდებზე ამ კოსტუმის ტექნოლოგიის შეფასება, ხოლო 2018 წლისათვის მისი სერიულ გაშლა.
"ეს კოსტუმი, თუ მასში ყველაფერი სწორადაა გაკეთებული, მის ოპერატორებს რევოლუციურ გადარჩენადობისა და ფიზიკური შესაძლებლობებს შესძენ", განაცხადა McRaven–მა.

DARPA–ს მიერ წარმოდგენილი მომავლის მეომრის კოცეპტი
აღჭურვილობის ტექნოლოგია საბოლოო ჯამში უნდა მოიცავდეს აქტიურ ეკზოსკელეტს (ეკზოსკელეტის ტექნოლოგიების გამოცდას აშშ–ს შეიარაღებული ძალები უკვე ორი წელია ახორციელებენ – ავღანეთში უახლოეს მომავალში ეკზოსკელეტ HULC-ს გაგზავნიან), მთელი სხეულის მეწინავე ჯავშანსა და მეთაურობის ოფიციალური მოთხოვნით სიტუაციურ–ინფორმაციულ დისპლეის.
ეს იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სპეციალური ოპერაციების მებრძოლი დაჭრილი იქნა ეჭვმიტანილი მებრძოლის სახლის კარებში შესვლისას, განაცხადა McRaven–მა. მაშინ მას ახალგაზრდა ოფიცერმა კითხვა დაუსვა, რომელზეც მას პასუხი არ ჰქონდა – "ბრძოლაში გატარებული ამდენი წლის მერე, რატომ არ არსებობს ისეთი აღჭურვილობა, რომელიც მებრძოლს კარებში უსაფრთხოდ შესვლის საშუალებას მისცემს"?
"მთელი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მე დარწმუნებული ვარ რომ შეგვიძლია უკეთესის შექმნა" – დაამატა McRaven–მა.
"ყველაფერის ამის შედეგად ჩაშვებული იქნა პროექტი, რომელშიც მონაწილეობს 56 კორპორაცია, 16 სამთავრობო დაწესებულება, 13 უნივერსიტეტი და 10 ეროვნული ლაბორატორია. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ თანამშრომლობის განმსაცვიფრებელ შედეგებს" – განაცხადა McRaven–მა.

BAE Systems–ის მიერ გასულ კვირას წარმოდგენილი "Iron Man"–ის ჩაფხუტი


წყარო:

ქართული ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემები

მოკლედ – ყველა ქართველს და მათ შორის ჩემს თავსაც მივულოცავ ქართული სამხედრო მრეწველობის მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემების გამოჩენას, ან დაბადებას, როგორც გინდათ ისე დაარქვით.
ძალიან სასიხარულო ამბავია და მადლობა ყველას ვინც გულით ცდილობდა და მუშაობდა ამ საკითხზე.
მაგრამ!!!
მაგრამ პრეზენტაციის შემდეგ გამიჩნდა რამდენიმე კითხვა (ოცნებაში რო არ მოვსვარო არ შემიძლია :D ):

კითხვა №1 - ეს რა არის? კუჭნაწლავის დამცავი ფილა?
ხუმრობა იქეთ იყოს და ორი ვარიანტი მაქვს:
  1. მანეკენია არასწორი.
  2. ჯავშანჟილეტია არასწორად შექმნილი.

მაგრამ მე მგონი აქ უფრო პირველია, ადამიანზე იმედია ეს ფილა ცოტა მაღლა იქნება.
საზოგადოებრივი რადიო მაუწყებლობისათვის მიცემულ ინტერვიუში (ინტერვიუ შეგიძიათ მოისმინოთ აქ – დამზადებულია საქართველოში!) "დელტას" დირქტორი, უჩა ძოძუაშვილი, შემდეგ ციფრებს ასახელებს:
– ძირითადი ფილის წონა მერყეობს 500 – 3500 (ან 3800) გრამს შორის (დაცვის ხარისხის მიხედვით).
– ჟილეტის (Base Vest Assembly) წონა 3300 გრამი.

ნუ ეხლა ეს ციფრები სავარაუდოდ არაზუსტია, იმიტომ კი არა რომ არ იცის, არამედ სპეციალუირად ასახელებს მიახლოებით ციფრებს (თუმცა ეს ჩემი ვარაუდია და მეტი არაფერი, უბრალოდ მანამდე 3200 გრამი იყო განცხადებული ჟილეტის წონა და მგონი შეგნებულად არ ასახელებენ ზუსტ წონას). მაგრამ მარტო ამ ციფრებიდან ვადგენთ რომ, ჯავშანჟილეტის წონა შეიძლება მერყეობდეს 3300 გრამიდან 10900 გრამამდე, ანუ მაქსიმალური დაცვის ვარიანტში 11 კილო შეიძლება იყოს.

შედარებისთვის ამერიკული არმიის ჯავშანჟილეტის ანალოგიური მონაცემები:
– ძირითადი ფილის წონა 1724 გრამი ყველაზე მცირე ზომისთვის. 3216 გრამი ყველაზე დიდი ზომისთვის.
– ჟილეტის (Base Vest Assembly) წონა 4008 გრამი ყველაზე მცირე ზომისთვის. 7310 გრამი ყველაზე დიდი ზომისთვის.
– ყველაზე მცირე ზომაში ჯჟ–ს წონა 5732 გრამი, ხოლო ყველაზე მძიმე ზომაში 10526 გრამი (თუმცა ეს წონები არა სრული კომპლექტაციის ჯჟ–ებისთვისა და ამ სახით იმიტომ ვადარებ რომ ქართულ ჯჟ–ებზე სრული კომპლექტი ჯერ არც კი გამოჩენილა)*.

ძირითადი ფილის წონაში ამერიკული ჯობია, ჟილეტის წონაში ქართული. საინტერესოა თუ რის ხარჯზე აღწევს ქართულ ამ უპირატესობას?
სავარაუდოდ უფრო მცირე დაცვის ფართობის გამო.

ამერიკული ჯჟ–ს წონითი მონაცემები**
* სრული კომლექტი მოიცავს ჯავშან საყელოს, ბოქვენისა და უკანა ტანის დამცველ ფართუკებს, მხრების დამცველებს, გვერდით ბალისტიკურ ფილებს.
** ცხრილი ჯავშანჟილეტის მანუალიდანაა – OPERATOR MANUAL FOR IMPROVED OUTER TACTICAL VEST (IOTV) AND IMPROVED OUTER TACTICAL VEST GEN II (IOTV GEN II).

თვითონ წარდგენილი ჯავშანჟილეტების ნაირსახეობები

საკმაოდ სქელი ფილა
კითხვა №2 – ძალიან კარგი იქნება თუ დელტა გაგვარკვევს კონკრეტულად რომელი ჯჟ რა დაცვას უზრუნველყოფს, რისგან შესდგება (მასალა არა, კომპლექტაცია) და რა მონაცემები აქვს.

პრეზენტაციის დროს მოხდა ჯავშანფილის გამოცდა 50 კალიბრის სნაიპერული შაშხანიდან:

შედეგი
თუმცა კაციშვილმა არ ახსნა რა ფილა იყო. გავბედავ და ჩემს აზრს დავაფიქსირებ – ბაზა "დიდგორის" ჯავშანია, რომელზე კერამიკის ფილაა მიკრული და ორივე ერთად გათვლილია 12,7მმ ტყვიების შესაკავებლად. 

კითხვა №4 - რა ტყვია იქნა გამოყენებული პრეზენტაციის დროს?

კითხვა №5 – რისი მაჩვენებელია საერთოდ ეს ტესტი მე ვერ გავიგე? ჩემი მექანიკისა, ფიზიკისა და ინჟინერიის საკმაოდ მწირი ცოდნის მიუხედავად ეს ტესტი ჩემში საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს – როგორ შეიძლება ჯავშან ფილის ეფექტურობის შემოწმება, როდესაც იგი მყარად არაა დამაგრებული ჯავშანმანქანაზე ან საგამოცდო სტენდზე. ფილა უბრალოდ სილიან ტომარაზე იყო მიყუდებული, სროლის შემდეგ რა ამორტიზაცია მისცა ტომარამ, რამდენზე გადაადგილდა ფილა –  ეს ყველაფერი გაურკვეველია.
გასაგები რო იყოს მარტივად დავწერ – დადეთ რბილ ზედაპირზე კუნძი და ჩაარტყით ნაჯახი და შემდეგ დადეთ კუნძი მყარ ზედაპირზე და ხელხალა გაიმეორეთ იგივე, მე მგონი ნაჯახის მოქმედებასა და ეფექტურობაში სხვაობა იქნება

1– სტატიის წერისას ცოტა ინტერნეტში ვიძრომიალე და აღმოვაჩინე თვითონ "დელტას" გვერდი ფეისბუკზე (გადადით, მოიწონეთ) – სსსტც ,,დელტა'' STC DELTA. (თუმცა რამდენად ოფიციალურია არ ვიცი).

2– ფოტოების ნაწილი აღებულია პატივცემული Michael Vanderpool–ის ფეისბუკიდან, მის გვერდზე ამ პრეზენტაციის "დოყელა" ფოტოებია განთავსებული, ინებეთ – Bulletproof Helmets and Bulletproof Vests Presentation.
3– იმავე პიროვნების არხი იუთუბიზე, რამდენიმე ვიდეო აქვს ამ პრეზენტაციიდან, დატკბით:


P.S. ისე "დელტას" წარმომადგენლების საყურადღებოდ – ვიცი ფეისბუკზე ჩემს გვერდზე შედიხართ და ფოტოებსაც იღებთ თქვენი გვერდისთვის (უარყოფას აზრი არა აქვს, ვნახე ჩემი შემოქმედება თქვენს გვერდზე უკვე :D ), ამიტომ ნუ დაგვზარდებით და განგვანათლეთ ზემოთ დასმულ საკითხებში.


ჰსთ სისტემები სოჭაში vol.2

იმაზე თუ რითი აპირებს რუსეთი სოჭის ოლიმპიადის ცის დაცვას უკვე ვწერდი ერთხელ – ჰსთ სისტემები სოჭაში. ამჯერად წარმოგიდგენთ გაგრძელებას:

P.S. ძალიან მაინტერესებს ვის შეშინებას ცდილობენ ასე საჯაროდ განლაგებული ჰსთ კომპლექსებით? ნუთუ სპორტსმენების დაშინებასა აქვს ადგილი?

Sunday, February 16, 2014