Wednesday, March 5, 2014

სსრკ–ს ჯავშანტექნიკია – ცოტა ისტორია

1972–73 წლები, უკრაინა

ИС-3 (სამიზნე პოლიგონზე)

მძღოლ–მექანიკოსების სასწავლო ИС-3 (მუშა მდგომარეობაში)

ИСУ-152

КМТ-5-ით აღჭურვილი Т-54

მუხლუხებიან თვითმავალ ტივს  (Гусеничный самоходный паром ГСП) Т-54 გადაყავს მდინარეზე 

Т-62–ების კოლონა ზამთრის სწავლებაზე

Т-62 და მისი ეკიპაჟი


სურათების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი გოგა ოქროპირიძეს

Tuesday, March 4, 2014

აშშ–ს ავიამზიდი USS George H.W. Bush (CVN-77) საბერძნეთში, პირეის ნავსაყუდელში შევიდა

27 თებერვალი, USS George H.W. Bush (CVN-77) გიბრაალტარის სრუტირ გავლის მომენტში
27 თებერვალი, USS Philippine Sea (CG-58) გიბრაალტარის სრუტირ გავლის მომენტში (ფოტოს წყარო – www.navy.mil)

დღეს დილით, აშშ–ს ავიამზიდი USS George H.W. Bush (CVN-77) და მისი თანმხლები სარაკეტო კრეისერი USS Philippine Sea (CG-58) საბერძნეთში, პირეის ნავსაყუდელში შევიდნენ.
ხომალდები აშშ–ს მე–5 და მე–6 ფლოტის დაქვემდებარებაში გადავიდნენ და მათი პასუხისმგებლობის ზონისკენ ცურვა თებერვლის დასაწყისში დაიწყეს, ხოლო გიბრაალტარის სრუტე 27 თებერვალს გაიარეს. მათი შეეცვალეს მოქმედების ზონაში მოპატრულე სხვა ავიამზიდი და რეგიონში 8 თვე დარჩებიან.


USS George H.W. Bush (CVN-77) პირეის ნავსაყუდელში შესვლის მომენტში


USS Philippine Sea (CG-58) საბერძნეთში, პირეას ნავსაყუდელში

USS George H.W. Bush (CVN-77) საბერძნეთში, პირეას ნავსაყუდელში

P.S. ასე რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით შავ ზღვაში გამოგზავნილი აშშ–ს ხომალდები შესახებ ინფორმაცია ტყუილი გამოდგა. ხომალდები დაგეგმილი მორიგეობისთთვის მოემგზავრებოდნენ და არა სპეციალურად უკრაინისთვის. თუმცა ეს არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში მათ შავ ზღვაში შემოსვლას.

წყარო:

პოლონეთმა NATO–ს ხელშეკრულების მე–4 პუნქტი აამოქმედა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ის პასუხობს პოლონეთის მიერ ალიანსის მე–4 პუნქტის ამოქმედების მოთხოვნას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც მოიცავს NATO–ს წევრი, 28 ქვეყნის ელჩებს, პოლონეთის მიერ მოთხოვნილი მე–4 პუნქტის თანახმად სამშაბათს, 4 მარტს შეიკრიფება.
NATO–ს ხელშეკრულების მე–4 პუნქტის თანახმად , ნებისმიერ მოკავშირეს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციები, როდესაც მისი აზრით მის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საშიშროების წინ დგას.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები როგორც აღმოჩნდა საფრთხეს წარმოადგენს ალიანსის წევრი, მეზობელი ქვეყნებისთვის და პირდაპირ გავლენას ქონიობს ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე.

წყარო:

Monday, March 3, 2014

უკრაინის ფლოტის ოფიცრები ფიცის ერთგულები დარჩნენ


დღეს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების შტაბში, ოფიცერთა შეკრება გაიმართა. შეკრების დროს სიტყვით გამოვიდა უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური ს.გაიდუკი და თვითაღიარებული ყირიმის რესპუბლიკის (ყირიმი უკრაინისაა, მაგრამ პუტიას ეს არ სურს) საზღვაო ძალების მეთაური დ.ბერეზოვსკი (ქვეყნის მოღალატე). ოფიცრების წინ დაყენებული იქნა არჩევანი – ვის უნდა ემსახურონ.

დანარჩენს თვითონ უყურეთ

P.S. ვიდეოდან ამოჭრილია საკმაოდ საინტერესო მომენტი – როდესაც ბოლოს მწყობრიდან ოფიცრები მოღალატეს ასხამენ. ფაქტია რომ მის მოწოდებას არავინ არ გამოეხმაურა.

უკრაინული Су-27–ები საბრძოლო მზადყოფნაშია

უკრაინის საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის 831–ე ბრიგადის კუთვნილი Су-27, ბაზირების ადგილი კიევის სამხრეთ–აღმოსავლეთით, პოლტავას ოლქში მდებარე მირგოროდის აეროდრომი. მთლიანობაში ბრიგადის რიგებში 40–მდე Су-27 ირიცხება. 
გამანადგურებელი გადაღებულია 2014 წლის 1 მარტს მორიგი გაფრენის მომენტში. რუსეთთან გამძაფრებული ურთიერთობის ფონზე თვითმფრინავი მაქსიმალურადაა დატვირთული ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტებით. კონკრეტულად მის პილონებზე მოსჩანს 5 ცალი Р-27 და 4 ცალი Р-73.
თვითმფრინავის საბორტე ნომერია "ლურჯი 45" (სერიული ნომერი 14104), აგებულია 1986 წელს, ხოლო 2012–2013 წლებში გაიარა რემონტი სახელმწიფო საწარმო "Запорожский государственный авиационный ремонтный завод "МиГремонт", რის შედეგადაც მიიღო ახალი პიქსელური შეფერილობა.
გუშინდელი ინფორმაციის თანახმად უკრაინულმი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში იქნა მოყვანილი, რის შედეგადაც უკრაინის საჰაერო ძალებმა ქვეყნის დედაქალაქის, კიევის, და სხვა სტრატეგიული ობეიქტების თავზე, ისეთების როგორიცაა მაგალითად ატომური ელექტროსადგური, საბრძოლო პატრულირება დაიწყო.

დღის ფოტო – მიწაზე მიჯაჭვული ვარსკვლავთ მზიდი

სასაფლაოზე, კანიბალებისთვის მიგდებული C-141 Starlifter

USA Democracy VS Russian democracy

19 February of 1945, Iwo Jima
Feel the difference with russian democracy

უკრაინა მოსალოდნელი რუსული ინტერვენციისთვის ემზადება

რუსული ძალები, რომლებმაც ბალაკლავაში უკრაინის სასაზღვრო ქვედანაყოფის ბლოკირება და განიარაღება მოახდინა
2014 წლის 2 მარტს, უკრაინის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობამ საერთო მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილება რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე, სამხედრო აქტივობისა და ინტერვენციის ნიშნების გამოვლენის შედეგად იქნა მიღებული. უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ მობილიზაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მსოფლიოს ლიდერების გაფრთხილებები მოსალოდნელი ესკალაციის შესახებ ყურად არ იღო.
სულ მცირე 2000 რუსი ჯარისკაცი იქნა გადმოსხმული თვითმფრინავებით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. ძალების ძირითადი ნაწილი, პარასკევს, 28 თებერვალს, საღამოს იქნა გადასროლილი ყირიმში. გადასროლა იმავე დღის დილით, რუსების საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებული ორი სამხედრო ბაზიდან ერთ–ერთზე განხორციელდა.
ყირიმის პორტ სევასტოპოლისკენ, სადაც რუსეთ საზღვაო ბაზა აქვთ, შემჩნეული იქნა ჯარისკაცებით დატვირთული 12 სამხედრო სატვირთო მანქანა, შეჯავშნული მანქანა Тигр 4x4 და ასევე ორი სასწრაფო დახმარების მანქანა. სამხედრო კოლონას ვერტმფრენები აცილებდნენ. ასევე უკრაინის ტელეკომუნიკაციის უმსხვილესი ცენტრის განცხადებით ის ვერ ახერხებს ყირიმის ვერც ერთ ქსელში ჩართვას, რაც ასევე რუსულ ჩარევაზე მეტყველებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის "დუმამ", პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მწვანე შუქი მისცა ომის დაწყებაზე, რუსული სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობენ ყირიმში სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილები დაიკავონ.
ასევე შეინიშნება რუსული ფლოტის აქტივობაც – შაბათს, 1 მარტს, ორი რუსული ნავსაწინააღმდეგო ხომალდი ყირიმის ნაპირებთან გამოჩნდა, რითაც დაარღვია რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული საზღვაო ბაზის იჯარით გადაცემის ხელშეკრულების პირობები. უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადების თანახმად, ორი ხომალდი, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტის შემადგენლობაშია, სევასტოპოლის ნავსაყუდელთან იქნა შემჩნეული, სადაც რუსეთის შავი ზღვის სამხედრო–საზღვაო ბაზაა განთავსებული.

რუსული ვერტმფრენები საკის თავზე

 რუსული ინტერვენცია ყირიმში

სევასტოპილის გზაზე შემჩნეული რუსული თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 "Гвоздика"

რუსების მიერ განხორციელებული მოქმედებები ყირიმის ტერიტორიაზე (რუქა გადიდებადია, ასევე რუქის ფართო ფორმატში სანახავად გამოიყენეთ შემდეგი ბმული – ყირიმის რუქა)

რუქის ლეგენდა:
  1. 2014 წლის 28 თებერვალი – 4 ცალი 2C1 თვითმავალი ჰაუბიცა შემჩნეული იქნა სევასტოპოლში.
  2. რუსულმა ძალებმა განაიარაღეს ევპატორიაში უკრაინის ჰსთ ქვედანაყოფი.
  3. საკის თავზე, კაჩას ავიაბაზასთან შემჩნეული იქნა 11 რუსული ვერტმფრენი Ми-24.
  4. გვარდეისკაიას აეროპორტთან 5 ცალი Ил-76 იქნა შემჩნეული.
  5. დაუდასტურებელი წყაროების თანახმად 13–ზე მეტი Ил-76 დაეშვა სევასტოპოლში.
  6. Tarantul–ის კლასის კორვეტი პატრულირებს ბალაკლავას ნავსაყუდელთან
  7. რუსულმა ძალებმა ბალაკლავაში უკრაინის ასაზღვრო ქვედანაყოფი განაიარაღეს
  8. ფედოსიაში Зубр–ის კლასის სადესანტო ხომალდი იქნა შემჩნეული.
  9. რუსმა ჯარისკაცებმა ქერჩის სრუტეზე კონტროლი დაამყარეს.
  10. 2014 წლის 28 თებერვალს 2000 რუსი ჯარისკაცი გადასხმული იქნა სიმფეროპოლში.

P.S. ხელ წერა არ იცვლება – მამაცი რუსები საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით სუვერნეული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიას ახდენს. მოკლედ გალეშილი რუსული დათვი შარზეა და უაზროდ იქნევს ტორებს, ფრთხილად იყავით არავინ მოყვეთ.

Sunday, March 2, 2014

დღის ფოტო – ლამაზოები ფორმაში

იტალიური კომპანია "Fiocchi"–ის სტენდი "EuroSatory–2012"–ზე, საფრანგეთში

BAE Systems-მა ნორვეგიის არმიას პირველი მოდერნიზირებული CV–90–30 გადასცა

26 თებერვალს BAE Systems-მა ნორვეგიის არმიას პირველი მოდერნიზირებული CV–90–30 გადასცა (ამ პროგრამის შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი – ნორვეგიის არმიამ BAE Systems 500 მილიონი ფუნტის ქსმ-ები შეუკვეთა). შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის არმიის მიერ ავღანეთში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილ ახალ მანქანაში საგრძნობლადაა გაზრდილი დაცვა, გადარჩენადობა, სიტუაციური გათვითცნობიერება, დაზვერვისა და ოპერატიული შეთავსებადობის შესაძლებლობები.
მანქანები აღჭურვილი იქნება უახლესი რეზინის მუხლუხებით, რომლებმაც საბრძოლო შემოწმება ავღანეთში, ნორვეგიის არმიის რიგებში გაიარეს. სულ კონტრაქტის თანახმად აწყობილი იქნება 74 ცალი ქსმ-ი, 21 სადაზვერვო, 15 სამეთაურო , 16 საინჟინრო, 16 მრავალმიზნობრივი და 2 სასწავლო მანქანა. მრავალმიზნობრივ მანქანებს შეეძლებათ შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის - მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მანქანის ან თვითმავალი ნაღმტყორცნის შასი. სერიული მანქანების მიწოდება 2015 წლის ნოემბერში დაიწყება და 2017 წლამდე გაგრძელდება.

პირველი სერიული მოდერნიზირებული CV-90-30 გადაცემის ცერემონიალი
წინასერიული მანქანის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ ნორვეგიის და შვედეთით სახელმწიფო მდივანები – ოსტინ ბოე (Öystein Bö) და კარლ ფონ დერ ეში (Carl von der Esch).
ამჟამად ნორვეგიის არმიის შეიარაღებაზე 103 CV–90 იმყოფება, რომლებიც ნორვეგიამ 90–იანების შუა პერიოდში მიიღო და წარმოადგენს მანქანის პირველ საექსპორტო ვარიანტს. 2012 წლის ივნისში, BAE Systems-მა ამ მანქანების სამოდერნიზაციოდ 750 მილიონი დოლარი (0,5 მილიარდი £) ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ნორვეგიის მთავრობასთან. ამავე პროგრამის ფარგლებში კომპანია ასზე მეტ ახალ CV90 ააწყობს.

პირველი სერიული მოდერნიზირებული CV-90-30 გადაცემის ცერემონიალის ვიდეო