Saturday, November 8, 2014

Y-20–ისა და C-17–ის შეხვედრა – ჩინელი არც კი გაწითლდა

ჩჟუჰაის ავიასალონზე ჩინელებმა თავისი Y–20 ჩაიყვანეს (ამის შესახებ უკვე ვწერდი – ჩინური პერსპექტიული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი Y-20 ჩჟუხაიში ჩაფრინდა), მომდევნო დღეებში ავიასალონში მონაწილეობის მისაღებად ასევე ჩაფრინდა გაერთიანებული არაბეთის საემირატოს სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი C-17. ჩინელს რავი, არც კი შერცხვა თავისი არაბუნებრივი მსგავსებისა ამერიკელთან :D

დღის ფოტო – გენერალი აბრამის ბალტიისპირეთში

აშშ–ს არმიის 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი საბრიგადო საბრძოლო ჯგუფის მე–8 პოლკის მე–2 ბატალიონის M1A2 Abrams-ები ლატვიაში სწავლებაის მომენტში

Friday, November 7, 2014

ჩემი ბიბლიოთეკა

დღეს ბიბლიოთეკას ზბიგნევ ბრეჟინსკის (Zbigniew Brzezinski) წიგნი "დიდი საჭადრაკო დაფა" შეემატა. წავიკითხავ, შთაბეჭდილებებსა და საინტერესო ადგილებს გაგიზიარებთ



ფრანგული 20მმ–ნი ქვემეხი პეშმერგას შეიარაღებაში

ქურთების გასამხედროებულმა ქვედანაყოფმა ერაყში, პეშმერგამ, Gun-Track დაამზადა – ფრანგული 20მმ–ნი ავტომატური ქვემეხი Mle F2 სატვირთოზე შემოდგა:

ქვემეხის გამოცდა ამერიკული შეჯავშნული HMMWV-ს ჯავშანზე მოხდა

ადს Trophy–ის მორიგი წარმატება


ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს ებრაული ტანკი Merkava, რომლის აქტიური დაცვის სისტემა Trophy წარმატებით იგერიებს ყუბარმტყორცნის ჭურვს:

დაწვრილებით სისტემის შესახებ იხილეთ მწარმოებლის საიტზე:

Thursday, November 6, 2014

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნავსაწინააღმდეგო ხომალდ "Керчь"–ს ხანძარი გაუჩნდა


4 ნოემბრის ღამეს, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდ ნავსაწინააღმდეგო ხომალდ "Керчь"–ს ხანძარი გაუჩნდა. ხომალდის კიჩოში ხანძარი მოსკოვის დროით 05.12 საათზე იქნა შემჩნეული.
ხანძარმა დაახლოებით 80 კვადრატული მეტრის ფართობი დააზიანა. სრულებით დაიწვა 4 განყოფილება, მსხვერპლი არ არის. ბრალი ხანძრის გამოწვევაზე БЧ–5–ის წვევამდელებს ედებათ.

დაიწვა მილი, ასევე დაიწვა კაიუტები ორივე ბორტზე. დამწვარია გემბანი და ტიხრები

წყარო:

ჩინური პერსპექტიული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი Y-20 ჩჟუხაიში ჩაფრინდა

ჩინურმა მასმედიამ გამოაქვეყნა ჩინური პერსპექტიული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმნფრინავის, Y-20–ის (საბორტე ნომერი "783"), მეორე პროტოტიპის ფოტოსურათები. თვითმფრინავი სამხრეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ჩჟუჰაიში ჩაფრინდა, სადაც მომდევნო კვირას ავიასალონი უნდა გაიმართოს.
თვითმფრინავი Y-20 დააპროექტა და ააწყო ჩინეთის ავიამშენებელმა საწარმოო Xi'an Aircraft Industrial Corporation–მა (ХАС), რომელიც იანლანში (სინაი, შენსის პროვინცია) მდებარეობს. Y-20–ის პირველმა საფრენმა პროტოტიპმა (საბორტე ნომერი "20001") პირველი ფრენა XAC–ის ქარხნული აეროდრომიდან 2013 წლის 26 იანვარს განახორციელა. მეორე საფრენმა პროტოტიპმა (თავდაპირველი საბორტე ნომერი "20002") პირველი ფრენა 2013 წლის 14 დეკემბერს განახორციელა. 2014 წლის ივლისში Y-20–ის მეორე პროტოტიპი "სახელმწიფო გამოცდების" განსახორციელებლად ჩინეთის საფრენოსნო–საგამოცდო ცენტრ CTFE–ს გადაეცა. გადაცემის შემდეგ თვითმფრინავი მუქ–ნაცრისფრად იქნა გადაღებილი და მას საბორტე ნომერი "783" მიენიჭა.

Wednesday, November 5, 2014

უბრალოდ განტვირთვისთვის – ყაზბეგი დღეს

ყაზბეგი დღეს ასე გამოიყურებოდა
Georgia, Kazbegi today (05.11.2014)

ცაში დამწვარი ფენიქსი (ფოტოები გიორგი ქირიკაშვილისა – Giorgi Qirikashvili)

ვიდეო და ფოტოები Rooms Hotel Kazbegi–ს გვერდიდან
  

Tuesday, November 4, 2014

ГАЗ-66 Ukrainian edition

ყველასთვის ცნობილი "შისიატშესტი" – უკრაინული ვერსია

........და ვარიანტი ორი, ისევ "შისიატშესტოი", ოღონდ უკვე სრიოზული პლასტიკური ოპერაციის მერე

დღის ფოტო – English Electric Lightning

გზაგადამჭრელ–გამანადგურებელი English Electric Lightning ზენიტში მიდის