Tuesday, May 5, 2015

აშშ–ს ქსმ "Bradley"–ბი ბათუმში ჩამოვდია

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის „მაღალი დონის პარტნიორობა“ განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბათუმის პორტში გემით უკვე შემოვიდა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ეშელონებით ხვალ ვაზიანში ჩამოვა. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმის მიმართულებით 2 მაისს გამოიგზავნა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი" ბათუმის პორტში, გემიდან მატარებელზე იტვირთება. ამერიკული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ვარნიდან საქართველოში გამოიგზავნა, ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებში "მაღალი დონის პარტნიორი" ჩაერთვება.


წყარო:
U.S. Army Europe Images

2С35 "Коалиция-СВ", Т-14 "Армата" (Объект 148), Т-15 "Армата" (Объект 149) - ხედი ზემოდან (HD)

ქსმ Т-15 "Армата" (Объект 149) და ტანკი Т-14 "Армата" (Объект 148)  (2445x5072px2445x5072px)
 

თსდ 2С35 "Коалиция-СВ" (2176x6000px, 1992x6000px)


წყარო:

Monday, May 4, 2015

"Армата"–ს კოშკურის დეტალიზაცია

უკვე ყველასთვის ცნობილ "Армата"–ს კოშკურაზე ბრეზენტი მოხსნეს და მისი საბრძოლო კოშკურა გვაჩვენეს

  • შავი – ГЛОНАСС/GPS ანტენა
  • წითელი – საკვამლე მორტირების ბლოკი
  • მწვანე – ჰაერის ტემპერატურისა, წნევის და ქარის სიჩქარის გადამწოდი
  • თეთრი – ადს ჭურვები
  • წითელი კვადრატი – აქდ–სა და ეოხკ–ს ელემენტები და გადამწოდებები



  • მარცხენა ყვითელი – მეთაურის პანორამული სამიზნე საზენიტო 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევით
  • მარჯვენა ყვითელი – მემიზნე–ოპერატორის სამიზნე მოწყობილობა
  • წითელი – ჰაერის ტემპერატურისა, წნევის და ქარის სიჩქარის გადამწოდი
  • შავი – სახურავზე განთავსებული დდ
  • ყავისფრი – ორივე მხარეს მოთავსებული ადს–ის ჭურვები


  • თეთრი – მემიზნე–ოპერატორის სამიზნე მოწყობილობა
  • წითელი – ადს ჭურვები
  • შავი – საბრძოლო განყოფილებაში ჭურვების ჩატვირთვის ან ჰილზების ამოსაგდები შახტა






აშშ–ს ჯავშანტექნიკა საქართველოში საერთაშორისო სწავლების ჩასატარებლად ჩამოდის

როგორც აშშ–ს არმიის ოფიციალური ვებგვერდი www.army.mil იუწყება – თოთხმეტი ცალი ქსმ Bradley და რამოდენიმე ერთეული საბურავებიანი დამხმარე ავტოტექნიკა, უხეშად რო ვთქვათ 748 მეტრიკული ტონა ფოლადი, ბორანის დახმარებით 2 მაისს შავი ზღვის გადაკვეთით ბულგარეთის ქალაქ ვარნადან საქართველოსკენ, ბათუმის პორტისკენ გაემართა.
აშშ–საქართველოს თანამშრობლობაში ასეთი ფაქტი პირველად ხდება – ამერიკული არმიის მოტოქვეითი ქვედანაყოფის ჩვენთან ჩამოსვლა.
სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა სწავლება "Noble Partner"–ში მონაწილე მე–3 ქვეითი დივიზიის, მე–7 პოლკის, მე–2 ბატალიონის კუთვნილებაა.
სწავლება 11–25 მაისს გაიმართება, თბილისთან მდებარე ვაზიანის პოლიგონზე.





Friday, May 1, 2015

ფრანგულმა Leclerc–ებმა პოლონეთში ჩააღწიეს

ფრანგულმა სამხედრო ტექნიკამ და მათ შორის Leclerc–ბმა პოლონეთში ჩააღწიეს


P.S. როგორც უკვე ვწერდი, 20 აპრილს პოლონეთში ფრანგული არმიის ტაქტიკური ჯგუფი გაემგზავრა (Sous groupement tactique Interarmées - SGTIA), რომლის საფუძველსაც 15 ცალი ტანკი Leclerc შეადგენს.
SGTIA შესდგება ფრანგული არმიის მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის (2ème Вrigade Вlindée) შემდეგი ქვედანაყოფებისაგან - კირასირთა მე-12 პოლკის (12ème Régiment de Cuirassiers) სატანკო ესკადრონი (15 ცალი ტანკი Leclerc), მსროლელთა მე-16 ბატალიონის (16ème Bataillon de Chasseurs) მოტოქვეითთა ოცეული (4 ცალი ჯტრ VBCI) და ინჟინერთა მე-13 პოლკის (13ème Régiment du Génie) მესანგრეთა ოცეული (სამი ცალი ჯტრ VAB და ერთი ცალი შეჯავშნული საინჯინრო მანქანა EBG). დაჯგუფების მთლიანი რაოდენობა 300 კაცს აღწევს.
წყარო – საფრანგეთი პოლონეთში 15 ტანკ Leclerc-ს აგზავნის

სერიიდან M1A1M და ერეაყელები

"M1A1M  და ერეაყელები"–ს ეპოპეის გაგრძელება – იდგა თავისთვის და უცბად მოფრინდა (სავარაუდოდ ტსმრ)

ერაყული არმიის M1A1M Abrams-ის ნარჩენები. 2015 წელი, ქალაქ რამადის მისადგომები.


Sunday, April 26, 2015

ამერიკულ-ბულგარული ერთობლივი საჰაერო წვრთნები

პლოვდივო, ბულგარეთი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის გამანადგურებელთა 159-ე ფრთა (159th Fighter Wing), რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ახალ ორლეანში, ერთობლივ საჰაერო და საზღვაო ბაზაზე მდებარეობს, მონაწილეობას ღებულობს ერთობლივ, ამერიკულ-ბულგარულ სწავლებაში, რომელიც 16 აპრილიდან 5 მაისამდე ბულგარეთის საჰაერო ბაზა "გრაფ იგნატიევოზე" განხორციელდება.
სულ ბულგარეთში 150 ამერიკელის სამხედრო მოსამსახურეა გადასროლილი (პილოტები და სხვა მომსახურე პერსონალი). რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ერთობლივ სწავლება "თრაკიული არწივი-2015"-ში (Thracian Eagle 2015), რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთშეთანხმების დახვეწის და მზადყოფნის ამაღლებაა.

159-ე ავიაფრთის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ მატ რიპპენის (Matt Rippen), განცხადების თანახმად მათი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

"ჩვენ აქ ვართ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და  ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინოთ. ორმხრივი სწავლებების განხორციელება გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდაში და ურთიერთობების გამყარებაში" - განაცხადა ვიცე პოლკოვნიკმა.

სწავლებაში აშშ-ს გამანადგურებელ F-15-ებთან ერთად ბულგარული საჰაერო ძალების МиГ-29-ები და Су-25-ები ღებულობენ მონაწილეობას.


წყარო:




 P.S. მაშ ასე, უბრალოდ ინტერესისთვის:

  1. პოლონეთში 4 ცალი A-10C - ამერიკული მოიერიშეები პოლონეთში
  2. მარტის თვის განმავლობაში რუმინეთში 10 ცალი F-16 იქნა გადასროლილი და 14 ცალი F-16 ესტონეთში - აშშ–ს გამანადგურებლები აღმოსავლეთ ევროპაში
  3. და ახლა F-15-ები ბულგარეთში.



Saturday, April 25, 2015

ტრაგიკულად დაღუპილი სოსო მაკარაძისა და ბესარიონ გორჯოლაძის საპატივცემულოდ ამერიკელი კურსანტები ქართულ დროშებს ატარებენ

„ვესტ პოინტის" ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრზე სოსო მაკარაძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ სანაპირო დაცვის აკადემიის ამერიკელი კადეტები სიამაყით ატარებენ საქართველოს დროშას. აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველი მსმენელები 8 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპნენ.

During the annual Sandhurst Military Skills Competition at West Point, the U.S. Coast Guard Academy’s team proudly displayed Georgian flags on their uniforms in memory of former academy cadets Soso Makaridze and Besarion Gorjoladze, who died in a car accident in New Jersey on March 8.




წყარო:

Thursday, April 23, 2015

საფრანგეთი პოლონეთში 15 ტანკ Leclerc-ს აგზავნის

Mistral-ის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე საფრანგეთმა ღრუსლანდიის საზღვართან ტანკები გააგზავნა.

როგორც ჟურნალი "Jane's Defence Weekly" სტატიაში, სახელწოდებით "Frédéric Lert "France deploys Leclerc MBTs to Poland" იუწყება, 2015 წლის 20 აპრილის საფრანგეთიდან პოლონეთში ფრანგული არმიის ტაქტიკური ჯგუფი გაემგზავრა (Sous groupement tactique Interarmées - SGTIA), რომლის საფუძველსაც 15 ცალი ტანკი Leclerc შეადგენს.
SGTIA შესდგება ფრანგული არმიის მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის (2ème Вrigade Вlindée) შემდეგი ქვედანაყოფებისაგან - კირასირთა მე-12 პოლკის (12ème Régiment de Cuirassiers) სატანკო ესკადრონი (15 ცალი ტანკი Leclerc), მსროლელთა მე-16 ბატალიონის (16ème Bataillon de Chasseurs) მოტოქვეითთა ოცეული (4 ცალი ჯტრ VBCI) და ინჟინერთა მე-13 პოლკის (13ème Régiment du Génie) მესანგრეთა ოცეული (სამი ცალი ჯტრ VAB და ერთი ცალი შეჯავშნული საინჯინრო მანქანა EBG). დაჯგუფების მთლიანი რაოდენობა 300 კაცს აღწევს.
ჯგუფი ბალტიის სანაპიროსთან ახლოს მდებარე პოლონურ პოლიგონ დრავსკო-პომორსკოეზე ორი თვით იქნება განთავსებული და მონაწილეობას მიიღებს პოლონურ, ამერიკულ და კანადურ ერთობლივ წვრთნებში, მათ შორის 11-29 მაისს დაგეგმილ მსხვილმაშტაბიან სწავლება "Puma 15"-ში. საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, მივლინებული ჯგუფი წარმოადგენს NATO-ს "დამარწმუნებელი პოლიტიკის" ('assurance policy') ნაწილს, რომელის მიზანიცაა უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე მოკავშირე აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნება თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ჟურნალის აზრით, ტანკ Leclerc-ების პოლონეთში მივლინებას "მოსკოვისთვის ძლიერი გზავნილის" მიწოდებას ემსახურება.

წყარო:

საფრანგეთიდან პოლონეთში Leclerc-ერბის გაგზავნის პროცესი