Thursday, October 15, 2015

ამერიკელებმა ჯავშანმანქანისთვის ყველაზე დიდი ალუმინის მონოლითური ფსკერი გამოჭედეს



2015 წლის 12–დან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე, აშშ–ს არმიის ყოველწლიურ გამოფენა AUSA–2015–ზე (Association of the United States Army), ამერიკულმა კომპანია Alcoa–მ, BAE Systems–ის ეკსპოზიციის შემადგენლობაში ჯავშანმანქანის ყველაზე დიდი მთლიანად ნაჭედი ფსკერი წარმოადგინა.
ჯავშანმანქანისთვის კომპანია Alcoa–მ გამოჭედა მსოფლიოში ყველაზე დიდი ალუმინის ფსკერი. როგორც ამერიკული მეტალურგიული კომპანიის პრეს–რელიზი იუწყება, შედუღების ნაკერების არ არსებობის გამო ეს ნაკეთობა დღეს არსებული ქსმ/ჯტრ–ების კორპუსებთან შედარებით ორჯერ მყარი და გაცილებით მსუბუქია. ის ასევე ამცირებს მანქანის წარმოებაზე დახარჯულ დროსა და ხარჯებს.
ManTech–ის პროგრამის ფარგლებში კომპანიამ ფსკერი აშშ–ს არმიასთან თანამშრომლობით შექმნა და ეხლა ის აფეთქებამდგრადობის გამოცდებს გადის. მათი დასრულების შემდეგ ამ ფსკერით დაგეგმილია როგორც ახალი მანქანების აწყობა ასევე არსებული მანქანების გადაკეთება.
როგორც აღინიშნა, Alcoa–მ ფსკერის შესაქმნელად გამოიყენა 45,3 ტონა წონის ჰიდრავლიკური პრესი.

BAE Systems AUSA 2015

წყარო:

Tuesday, October 13, 2015

სირიის "ექსპრესის" შიგთავსი

რუსული ტექნიკის ფოტოები ნოვოროსიისკის პორტიდან - ტექნიკა რუსეთის არმიის წესდების მიხედვითაა უდაბნოს ფერებში შეღებილი, სავარაუდოდ სირიისთვის გაამზადეს



AUSA-2015–ზე General Dynamics Land Systems-მა М1А2 SEP v.3 წარმოადგინა

2015 წლის 12–დან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე, აშშ–ს არმიის ყოველწლიურ გამოფენა AUSA–2015–ზე (Association of the United States Army), ამერიკულმა კომპანიამ, General Dynamics Land Systems-მა წარმოადგინა ამერიკული ტანკის, M1 Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვერსია – M1A2 SEP v.3 (ამ მომენტამდე Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვარიანტად M1A2 SEP v.2 ითვლებოდა).

ტანკ Abrams M1A2 SEP v.3–ის პროტოტიპი გამოფენა AUSA-2015-ზე


M1A2 SEP v.3 და SEP v.2 შორის ძირითადი სხვაობები შემდეგში მდგომარეობს:


ტანკის საბრძოლო მარაგში ახალი, გაზრდილი ჯავშანგამტანობის, 120მმ–მი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი, М829Е4 (М829А4) არის შეყვანილი.
ტანკის საბრძოლო მარაგში ასევე შეყვანილია ახალი, 120მმ–ნი მრავალმიზნობრივი გასროლა Advanced Multi-Purpose (AMP) ХМ1147, რომელიც "ფუგასურ მრავალმიზნობრივ მგეზავ" ტიპს განეკუთვნება (High Explosive Multi-Purpose with Tracer - HEMP-T). ჭურვის პროგრამირებად ამფეთქს მუშაობის შემდეგი რეჟიმები გააჩნია – მყისიერი მოქმედების (PD – Point Detonation/ Super Quick), კონტაქტური შეყოვნებით (PDD  – Point Detonation Delayed) და საჰაერო უკონტაქტო მოქმედების (Air Burst). ამგვარად მხოლოდ ამ ორი გასროლის საფუძველზე (მრავალმიზნობრივი ХМ1147 АMP და ქვეკალიბრულ ჯავშანგამტანი M829E4 АКЕ) მიღწეული იქნება ტანკის საბრძოლო მარაგის უნიფიკაცია. მაგალითად მხოლოდ ХМ1147 АMP ოთხი სახეობის გასროლას ჩაანაცვლებს (HEAT M830, M-HEAT M803A1, M1028 canister და M908 HE-OR).

დაწვრილებით ჭურვების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე – ამერიკული სატანკო ჭურვების რამოდენიმე სიახლე

მოხდება ტანკის ცმს–ის მოდერნიზაცია, რომელშიც დაყენდება Ammunition Data Link (ADL), რაც მრავალმიზნობრივი, პროგრამირებადი ამფეთქის მქონე AMP ХМ1147 ჭურვებით სროლის საშუალებას იძლევა.
მეთაურის პანორამულ სამიზნეში და მემიზნის სამიზნეში დაყენდება ახალი თბოხედვის ხელსაწყო, საიდანაც გამოსახულება მაღალი სიცხადის ეკრანებზე გამოვა.
მანქანის კოშკურის სახურავზე დაყენდება დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Commander's Remote Operated Weapon Station Low Profile (CROWS-LP), რომელიც 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევით, М2–ით იქნება აღჭურვილი. მოდული აღჭურვილია დღე–ღამის პირობებში დაკვირვებისა და დამიზნების სისტემით, რაც მისი, როგორც ეკიპაჟის მეორე პანორამული სამიზნის როლში გამოყენების საშუალებას იძლევა.
ამ დონემდე მანქანების მოდერნიზაცია სავარაუდოდ 2016 ფინანურ წელს დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში 367,9 მილიონი დოლარია გამოყოფილი.


წყარო:

Thursday, October 8, 2015

რუსეთის სამხედრო ხარჯები 3,62 მილიარდი დოლარით შემცირდება

2016 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები ქვეყნის მშპ–ს 3,7 პროცენტს შეადგენს. 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით მთლიანი სამხედრო ხარჯების რაოდენობა 225, 4147 მილიარდი რუბლით შემცირდება (რაც დღევანდელი კურსით 3,62 მილიარდი დოლარია).

ეს მაშინ როდესაც აშშ–ს მთავრობამ კენჭი უყარა და მოითხოვა 2016 წლის სამხედრო ხარჯების როგორც მინიმუმ 25 მილიარდი დოლრაით გაზრდა. თუ მოტხოვნას აშშ–ს პრეზიდენტი დაამტკიცებს, მაშინ ამერიკის სამხედრო ხარჯები მომავალ წელს მშპ–ს 3 პროცენტს გაუტოლდება.
წყარო – FY 2016 Budget proposal

ამერიკელები რუსების კვალდაკვალ – TO MOSCOW

რუსული არმია თავის ტექნიკაზე ამბიციურ წარწერებს აწერს, მაგალითად – რუსული არმიის ამბიციები – ალიასკა ჰკითხე ყირიმს სახლის გზა. თუმცა მათ არც ამერიკელი კოლეგები ჩამორჩნენ, ბალტიისპირეთში ამ ცოტა ხნის წინათ ჩამოსული ამერიკული არმიის M1A1 წარწერით "TO MOSCOW"

ხეხ – ფოტოშოპი ყოფილა

Tuesday, October 6, 2015

აშშ რუსეთის წინააღმდეგ – როგორი იქნება ომი ორ ყველაზე მძლავრ არმიას შორის

ინტერნეტ რესურსმა http://inosmi.ru – მ გამოაქვეყნა ამერიკულ გაზეთ "Military Times"–ში დაბეჭდილი ენდრიუ ტილგმანისა (Andrew Tilghman) და  ორიანი პაულიკის (Oriana Pawlyk) სტატიის თარგმანი. სტატიის სახელწოდებაა "U.S. vs. Russia: What a war would look like between the world's most fearsome militaries". 

მთლიანი სტატიის გამოქართულება მისი ზომების გამო წარმოუდგენლად დიდ დროს წაიღებს, ამიტომ პირდაპირ რუსულად მოვიყვან ტექსტის ყველაზე საინტერესო ამონარიდებს:

რუსეთისა და აშშ–ს არმიების შესახებ რამოდენიმე ფაქტი:
  • Ранним утром 30 сентября российский трехзвездный генерал подъехал к американскому посольству в Багдаде и прошел мимо хорошо вооруженных морских пехотинцев из охраны, чтобы лично вручить представителям США ультиматум, ставший дипломатическим демаршем. Его заявление было резким и прямым: российские войска через час начинают наносить воздушные удары в соседней Сирии – а американские военные должны немедленно очистить этот район.
  • Русские в своей военной кампании в Сирии очень сильно зависят от путей снабжения, требующих воздушных коридоров, которые проходят через иранское и иракское воздушное пространство. Единственная альтернатива – морские коммуникации, идущие из Крыма. На такие морские перевозки в два конца требуется до 10 дней. Непонятно, как долго Россия сможет выдержать такое напряжение сил. 
  • Должно быть предельно ясно следующее. Эксперты сходятся во мнении о том, что способные действовать с глобальным размахом вооруженные силы США в войне с применением обычных средств наголову разгромят российскую армию. Но современные войны – они необычные, а география, политика и условия местности неизбежно дают преимущества той или иной стороне. Сегодня Соединенные Штаты тратят на национальную оборону почти в 10 раз больше средств, чем Россия. У США в строю 10 авианосцев, в то время как у России всего один. Кроме того, у американских военных большие технические преимущества, и они намного превосходят Россию в возможностях по переброске сил и средств в ту или иную точку мира. 
  • Наблюдая за происходящим, американские руководители «явно проявляют обеспокоенность  тем, что как минимум в региональном масштабе Россия в состоянии создать превосходящие силы», - говорит бывший сотрудник Пентагона Дэвид Очманек (David Ochmanek), в настоящее время работающий военным аналитиком в RAND Corp. И над российско-американскими отношениями мрачно нависают их ядерные арсеналы. Россия сохранила и даже модернизировала свою «триаду» в составе межконтинентальных баллистических ракет в ядерном снаряжении, крупного авиапарка бомбардировщиков большой дальности и флота атомных подводных лодок, которые становятся все более современными и передовыми. 
  • Но хотя российские обычные силы не производят такого впечатления, как ядерные, есть некоторые области, в которых Россия превосходит остальных. Среди них авиация, противовоздушная оборона, подводные лодки и радиоэлектронная борьба. 
  • Отражением данного факт является то, что у России всего один авианосец, а у США 10, причем они постоянно находятся в разных точках мира. Вместо авианосцев, являющихся наступательным средством проецирования силы на море, русские вкладывают средства в расширении своих подводных сил, входящих в ядерную триаду и способных создавать угрозу надводному флоту противника в близлежащих водах, скажем в Черном, Балтийском или Средиземном морях. 
უკრაინის კონფლიქტის შესახებ:
  • По мнению тех немногочисленных военных профессионалов, которые работают с украинскими вооруженными силами, борьба против поддерживаемых Москвой повстанцев очень серьезно отличается от того опыта, который они обрели недавно в Ираке и Афганистане. «Мы получили огромный опыт ведения войны низкой интенсивности, противопартизанской борьбы, но на Украине мы имеем дело с почти равным нам противником из 21-го века», - сказал командир 2-го батальона 503-го пехотного полка 173-воздушно-десантной бригады подполковник Майкл Клеппер (Michael Kloepper). Эта бригада недавно начала третий этап подготовки украинских вооруженных сил. 
  • Это уникальное боевое пространство, и американцы, обучающие украинских военных, полны желания собирать разведывательную информацию о новых методах ведения боевых действий русскими. «Интересно послушать, чему они научились, - заявил Defense News командующий сухопутными войсками США в Европе генерал-лейтенант Бен Ходжес (Ben Hodges). – Ни один американец не попадал под огонь российской артиллерии и систем залпового огня, ни один не испытывал на себе воздействие российских средств РЭБ, радиоэлектронного подавления, по крайней мере, в тактическом звене». 
ორი არმიის ძალების შედარება:

Saturday, October 3, 2015

აშშ–სა და რფ–ს ბირთვული პოტენციალი

აშშ აქვეყნებს 2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით აშშ–სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული არსენალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. მონაცემები "სტრატეგიული შეკავების იარაღის" ხელშეკრულების თანახმად ქვეყნდება:




წყარო:
New START Treaty Aggregate Numbers of Strategic Offensive Arms

წინა წლების მონაცემები შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ:

დღის ფოტო – სადღაც ავღანეთში

ოთხმოციანები – სადღაც ავღანეთში

Friday, October 2, 2015

რობოტიზირებული მანქანა "Удар" БМП–3–ის ბაზაზე

"რუსეთის ფედერაციის ინოვაციების დღის"–ადმი სამზადისზე საინტერესო მანქანა გამოამზეურეს – БМП–3–ის ბაზაზე შემოდგმული საბრძოლო მოდული "Эпоха" (ანალოგიური მოდულითაა აღჭურვილი ქსმ Курганец-25 და მქსმ Т-15). მანქანა რობოტიზირებულია, იმართება დისტანციურად, მოშორებით მდგარი ავტომანქანიდან, რობოტიზირებულ კომპლექსში ასევე მცირე ზომის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატიც შედის.

წყარო:

Thursday, October 1, 2015

რუსეთის ავიაცია სირიის ცაში – პირველი საბრძოლო გაფრენები


ჯერ მცირეოდენი ოფიციალური ციფრები სირიაში რუსული კონტინგენტის შესახებ.

1 – ავიაცია:
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წყაროს თანახმად სირიაში დღეს–დღეობით რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების 50–ზე მეტი საფრენი აპარატი იმყოფება.
P.S. გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალების მიხედვით სირიაში რუსული დაჯგიფების შემადგენლობაში შემდეგი საფრენი აპარატები შედის – ბომბდამშენები Су-24М, Су-25 და Су-34, მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30, მოიერიშე ვერტმფრენები Ми-35М და სადაზვერვო Ил-20М.


2 – სახმელეთო შემადგენელი:
ლატაკიაში მდებარე ავიაბაზა ხმეიმზე განლაგებული რუსული საჰაერო–კოსმოსური ძალების ტაქტიკური დაჯგუფების დასაცავად შავი ზღვის საზღვაო ქვეითების გაძლიერებული ბატალიონია გადასროლილი. ავიაბაზის სახმელეთო და საჰაერო შემადგენლის უზრუნველყოფა სრულებით რუსეთიდან ხორციელდება.



ავიადარტყმები:

რუსულმა საჰაერო–კოსმოსური ძალების ტაქტიკურმა დაჯგუფებამ სირიაში გასული დღე–ღამის განმავლობაში რვა სხვადასხვა სამიზნეზე 21 ავიადარტყმა განახორციელა. დარტყმები შემდეგ რაიონებში განხორციელდა – არ–რასტან, ტელბისა, ალ–ზაფარან, ატ–ტლიულ ალ–ჰომრ, აიდუნ, დეირ ფულ, სალამია, ჰამა, ჰომსი.
სამიზნეები იყო ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო ტექნიკა, ტყვია–წამლის, საბრძოლო მასალებისა და საწვავ–საპოხი მასალების საწყობები, კავშირგაბმულობისა და მართვის წერტილები, სატრანსპორტო საშუალებები.
სრულებით განადგურდა ტერორისტთა სამეთაურო ცებტრები და შტაბები.

წყარო:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ავიადარტყმების ვიდეოჩანაწერები


ღამის ავიადარტყმა