Saturday, April 9, 2016

რუსმა გამნაღმველებმა ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდა დაიწყეს

რუსი გამნაღმველები სირიაში, ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდის მომენტში

ეკზოსკელეტი ტანკისთვის

სირიელები კვლავ გვაოცებენ


ქსმ Ajax-ის საცეცხლე გამოცდები

უელსში, რანდორის სასროლეთზე, ბრიტანეთის არმიის პერსპექტიულმა ქსმ Ajax-მა (მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - SCOUT SV - ბრიტანეტის არმიის მრავალფუნქციური პლატფორმა) პირველი საცეცხლე გამოცდები განახორციელა. მანქანამ სროლა სტატიკური მდგომარეობიდან მოახდინა, შემოწმებული იქნა 40მმ-ნი ქვემეხისა და ტყვიამფრქვევის სტაბილიზაცია.
შემდეგი გამოცდა ამ წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. გამოცდებზე სრულებით აღჭურვილი მანქანა იქნება გამოყვანილი.

ბრიტანეთის არმიის პერსპექტიულმა ქსმ Ajax რანდორის სასროლეთზე საცეცხლე გამოცდების დროს

Friday, April 8, 2016

ფრანგულ-გერმანული ბრიგადა ლიტვაში ჩავიდა


2016 წლის 8 აპრილი - ბუნდესვერის ქვეითთა 291-ე ფრანგულ-გერმანული ბრიგადის ლიტვაში ჩასვლის მომენტი. ქვედანაყოფის სწავლება "Šeštokai" მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბახში დაკავებულ პოზიციებს ამაგრებს

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო სიუჟეტი, რომელშიც ასახულია აზერბაიჯანლების მიერ დაკავებული ტერიოტრიების გამაგრებითი სამუშაოები (ვიდეოში 0:44 წუთზე)

სიუჟეტში ასევე ჩანს სომხეთის ან თვითაღიარებული მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის განადგურებული ტანკი Т-72А. ტანკი ტსმრ-ით იქნა განადგურებული, მანქანა ფაქტიურად მმცირე დეტალებადაა დაშლილი.

ამოირჩიე შენი ფავორიტი

გამოკიტხვა ბლოგზე - ხმა მიეცით ბლოგის მარჯვენა მხარეს გამოსახულ გრაფაში

ქუვეითმა 28 ცალი Eurofighter Typhoon შეძენის ხელშეკრულება გააფორმა

 Eurofighter Typhoon-ები რვა ქვეყნის ფერებში

ქუვეითისა და იტალიის მთავრობებს შორის, 22 ცალი ერთადგილიანი და 6 ცალი ორ ადგილიანი გამანადგურებლის მიწოდების შესახებ, კონტრაქტი გაფორმდა. გამანადგურებლები Tranche-3 სტანდარტისა იქნება და რადარი Captor-E აღიჭურვება. ხელშეკრულების ღირებულება 7,957 მილიარდ ევროს (9,062 მილიარდ დოლარს) აღწევს.
ამგვარად ევროგამანადგურებლის პროგრამაში ქუვეითი მე-8, ხოლო რეგიონში საუდის არაბეთისა და ომანის ჩათვლით, მესამე კლიენტი იქნება.

2003 წლიდან, მას მერე რაც პირველი გამანადგურებელი იქნა შეიარაღებაზე მირებული, გამოშვებული იქნა 470-ზე მეტი Eurofighter Typhoon, რომლებიც ექვს ქვეყანას მიეწოდა: გერმანიას, დიდბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთს, ავსტრიასა და საუდის არაბეთს. ამ ქვეყნების გარადა თავისი შეკვეთის შესრულებას ომანიც ელოდება, რომელმაც 2012 წელს 12 გამანადგურებლის ხელშეკრულება გააფორმა. ორი დღის წინ კი ქუვეითმაც დაიკავა თავისი ადგილი რიგში.
დღევანდელი მდგომარეობით Eurofighter Typhoon სხვადასხვა ქვეყნის 22 საბრძოლო ქვედანაყოფის შეიარაღებაზე დგას, რომელთა რიგებში მთლიანად 330 000 საათი აქვს ნაფრენი.



წყარო:

Wednesday, April 6, 2016

უკრაინული Ми-24П - ჯოჯოხეთური "ნიანგი"


უკრაინის საარმიო ავიაციის მე-16 ბრიგადის Ми-24П აწარმოებს ცეცხლს თავისი  30მმ-ნი ГШ-2-30К-დან. 
უკრაინის არმიის სამთო მსროლელთა მე-10 ცალკეული ბრიგადის სწავლება, 2016 წლის მარტი


Tuesday, April 5, 2016

მართვადი რაკეტებით აღჭურვილი Ка-52 სირიაში

ტსმრ "Вихрь" საექსპულატაციო პრობლემების გამო უახლეს რუსულ მოიერიშე ვერტმფრენ Ка-52-ზე საბოლოოდ მაინც ვერ მიეწერა. ვერტმფრენი უკვე მერამდენე წელია მართვადი შეიარაღების გარეშე დაფრინავდა. თუმცაღა გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე, სირიაში, ჰეიმში, რუსული ვერტმფრენი Ка-52 მართვადი რაკეტებითაა აღჭურვილი, კადრში ძნელია ზუსტად გარჩევა, მაგრამ სავარაუდოდ საკიდებზე ოთხი ცალი (ორ ორი თითო ფრთაზე) ტსმრ Штурм-ВУ არი ჩამოკიდებული.


Ка-52-ის სირიაში საბრძოლო გამოყენების ვიდეოსიუჟეტი

Monday, April 4, 2016

ვერტმფრენ Ми-28Н-ის მრავალფუნქციური ეკრანი

ვერტმფრენ Ми-28Н-ის მრავალფუნქციური ეკრანის ინდიკაციის გაშიფრვა


1. მრავალფუნქციურ ინდიკატორზე (МФИ ) კადრის არჩევა
2. საპილოტაჟე ხელსაწყოები
3. ნავიგაცია
4. ხრახნისზედა რადიოლოკაციური სადგური (ჯერ არაა ამოქმედებული)
5. რადიოსადგურის მართვა და დაშიფრული შეტყობინებების მიღება
6. ვერტმფრენის მოწყობილობებეი საერთო კადრი, ანუ ძრავის, რედუქტორის და ა.შ. მუშაობის პარამეტრები.
7. ოპტიკური სისტემების ინდიკაცია (ОПС და ТПСЛ).
8. სხვადასხვა მოწყობილობების მუშაობისა და მტყუვნების კონტროლი.
9. საპილოტაჟე-სათვალთვალო სისტემის (ОПС ) ხედვის კუთხეები ვერტმფრენთან მიმართებაში.
10. ფრენის სიმაღლე
11. კადრში სიჩქარისა და სიმაღლის ინდიკაცია.
12. სკანირების რეჟიმი: ОПС მარჯვნიდან მარცხნივ და შემდეგ უკუმიმართულებით იმოძრავებს.
13. ვერტმფრენის სიჩქარე.
14. მიზნის სახეობის მინიშნება: მოძრავი თუ უძრავი.
15. ჰსთ მიერ დასხივების ინდიკაცია.
16. შეიარაღების არჩევის კადრში გადასვლა.
17. გამოიყენება ტსმრ „ატაკა“ (Атака).
18. მიზნის პროგრამული გაცილება. როდესაც მიზანი ხედვის არიდან იკარგება და მანქანა წინასწარ ცნობილი პარამეტრების გამოთვლით მის სავარაუდო ადგილმდებარეობას გამოითვლის.
19. მიზნის ავტომატური მიყოლა.
20. ОПС ჩართვა.
21. რაკეტის ფრენის დრო.
22. მანძილი მიზნამდე.
23. შუქფილტრეი.
24. ფრენის მიმართულება ОПС-სის ხედვის არესთან მიმართებაში. წითელი ჯვარი - სამიზნე.
25. გარე მიზანჩვენების რეჟიმი.
26. მართვის კნუპელზე დაწოლისას ОПС-ის ხედვის არის გადაადგილდების სიჩქარის გაზრდა.
27. მასშტაბი.
28. ვერტმფრენის მეთაურის დაკვირვების სადგური.
29. დაკვირვების თბო ცედვის არხი.
30. დაკვირვების ტელეარხი.
31. ОПС-ის სალაშქრო მდგომარეობა, შუშებით შიგნით.

წყარო:
Ми-28Н: индикация на МФИ