რუსეთში, ამა წლის 21 აგვისტოს, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", დაგეგმილი სამხედრო-ტექნიკური ფორუმის "Армия-2018"-ის გახსნისთვის, კორპორაცია "Уралвагонзавод"-ი, Армата-ს მრავალფუნქციურ მუხლუხებიან ბაზაზე შექმნილი მძმე საბრძოლო მანქანის, Т-15 ("Объект 149")-ის , ახალ ვარიანტს წარადგენს. მანქანა ამჯერად "ЦНИИ "Буревестник"-ის მიერ შექმნილი, 57 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი და დისტანციურად მართვადი, საბრძოლო მოდულითაა შეიარაღებული. მოდულზე ქვემეხის გარდა ასევე ინტეგრირებულია 9М120 "Атака"-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.
ფოტოებზე მანქანა საბორტე დინამიკური დაცვის კონტეინერების გარეშეა, მისი შეფუთვა მოყვანის შემდეგ განხორციელდა
ახალი რუსული სახმელეთო ლაზერული კომპლექსის, "Пересвет"-ის, საბრძოლო პოზიციები, აღმოაჩინა პირვონებამ, რომელიც ტვიტერში ნიკნეიმი rambo54 არის დარეგისტრირებული. აღნიშნული პირონება ფართოდაა ცნობილი სამხედრო თემით დაინტერესებულთა წრეში. პირველი საბრძოლო პოზიცია ტეიხოვოში, ივანოვსკაიას ოლქში, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დანიშნულების სარაკერტო ჯარების 54-ე სარაკეტო დივიზიის 2426-ე ტექნიკურ სარაკეტო ბაზაზეა განთავსებული (განედი 56.898855°, გრძედი 40.578283), მეორე პოზიცია იმავე სტრუქტურის 33-ე სარაკეტო არმიის 39-ე გვარდიულ სარაკეტო დივიზიის ბაზაზე, ნოვოსიბირსკის რაიონში მდებარეობს (ავტორის აზრით, ლაზერული კომპლექსის ინფრასტრუქტურა ჯერ მშენებლობის სტადიაშია) და ამგვარად მიანიშნებს თუ რა ამოცანებისთვის იქნება გამოყენებული უახლესი რუსული ლაზერული დანადგარი.
P.S. ლაზერულიკომპლექსების ბაზირების ადგილებიდან გამომდინარე შეგვიძლია მათი ფუნქციის შესახებ საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი გამოვთქვათ - "Пересвет"-ის ძირიდათ დანიშნულებას ამერიკელების დაბალ სიმაღლეზე მფრენი თანამგზავრების დაბრმავებაა - როგორც სადაზვერვო, ასევე პერსპექტიული სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამგზავრების. ერთი სიტყვით კოსმოსური ოპტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული კონტრზომებია.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო შეასრულა. სწავლების ამოცანა ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება იყო, რათა ბრძოლაში ჩართვის არეალში პირობითი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა და დივიზიისთვის კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი დაესწრნენ. მე-11 პოლიგონზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითდი ჯგუფის ექსპერტები.
წელს საჩვენებელ სწავლებაში ქართველმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საჩვენებელ წვრთნაში ასევე, პირველად მონაწილეობდა ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩი“. საჩვენებელი საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „მარდერი“, ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანამ „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებულმა T-72 ტანკებმა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა აღმოუჩინეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.
Final Demonstrative Training within Noble Partner 2018
Multinational military exercise Noble Partner 2018 was concluded at the 11th shooting range in Vaziani with live fire demonstrational exercise. Multinational division conducted combined live fire exercise, in which the objective of multinational unit was regional defence by elimination of the factious enemy in the region of operation and giving to the division possibility of counterattack.
Minister of Defence of Georgia Levan Izoria, Chief of General Staff, Major-General Vladimer Chachibaia and Director of the Joint Staff for the Georgia National Guard, USA, Brigadier General Reginald Neal, as well as the representatives of Georgia’s legislative officials, foreign defence attachés and Substantial NATO-Georgia Package core team experts attended the event.
This year Georgian military personnel, for the first time, used FGM-148 Javelin anti-tank missile system. The exercise involved the U.S. AH-64 Apache helicopters. During the live fire the Georgian, German and U.S. military personnel received fire support by German Marder infantry fighting vehicles, the U.S Stryker armored fighting vehicles and T-72 main battle tanks existing in Georgian armament. The live fire exercise also involved artillery and engineer units.
ორშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის დოკუმენტს მოაწერა ხელი. კანონმდებლობა, რომელსაც ჯონ მაკკეინის საპატივცემულოდ "მაკკეინის კანონი" უწოდეს, 2019 ფინანსურ წელს თავდაცვის ხარჯებისთვის 716 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ხელმოწერის წინ, პერზიდენტი, ნიუ ორკის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე, ფორტ დრამზე (Fort Drum), სიტყვით გამოვიდა:
კანომდებლობის თანახმად, სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და საზღვაო ქვეითთა კორპუსის პირადი შემადგენლობა 15 600 კაცით გაიზრდება. ამის შემდეგ სახმელეთო ჯარების რაოდენობა 487,5, საზღვაო ძალების რაოდენობა 335,4, საჰაერო ძალების რაოდენობა 329,1, ხოლო საზღვაო ქვეითების რაოდენობა 186,1 ათასი გახდება. ბიუჯეტი ასევე კოსმოსური ძალების შექმნასაც ითვალისწინებს, რომელიც სტრატეგიულ მეთაურობას დაექვემდებარდება.
აღნიშნული თანხიდან 616,9 მილიარდი წავა პეენტაგონის ხარჯებზე, 21,9 მილიარდი ბირთვულ შეიარაღებაზე, ხოლო 69 მილიარით საბრძოლო მოქმედებები დაფინანსდება.
ბიუჯეტში ასევე შესულია $7,6 მილიარდი 77 ცალი F-35-ის და $24,1 მილიარდი 13 საბრძოლო ხომალდის შესაძენად. აღსანიშნავია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების 2,6%-ით ზრდა.
აღსანიშნავია რომ, დოკუმენტი მკაფიოდ გამოხატავს ტრამპის მიერ მოკავშირეების სმხარდაჭერას, კერძოდ ისრაელისთვის გათვალისწინებული 500 მილიონი დოლარი რსთ-ს ერთობლივი კვლევებისთვის და წარმოებისთვის და 250 მილიონი უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის.
უკრაინის ერთ-ერთ პოლიგონზე, Т-72-ის ღრმა მოდერნიზაციის, ტანკ Т-72АМТ-ს, გამოცდები მიმდინარეობს. პროექტი კიევის ჯავშანსატანკო ქარხნისა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მოდერენიზაცია ყველა შემადგენელ ნაწილს შეეხო - დაცვას, მიბილურობას, საცეცხლე შესაძლებლობებს, სამეთაურო მართვას.
ტანკმა შემდეგი გაუმჯობესებები განიცადა: აღიჭურვა მე3 თაობის ელექტრო-ოპტიკური გარდამქმნელიანი ღამის ხედვის ხესაწყოთი, მართვადი რაკეტა "Комбат"-ის მართვის შესაძლებლობის მქონე ღამის სამიზნე 1К13-ით, ძრავა В-46-ის ნაცლად დაყენდა В-84-1, მიიღო ახალი დინამიკური დაცვა, რადიოსადგური Aselsan, სანავიგაციო სისტემა СН-3003 "Базальт"; Т-80-ის მ სგავსი წამყვანი თავალი, მუხლუხო და ასაწევი ფარი. ეს და სხვა სიახლეები ინფოგრაფიკაზეა ასახული. ხოლო ვიდეოზე Т-72АМТ-ს გამოცდების ერთ-ერთი საინტერესო მომენტია ასახული - მართვადი რაკეტის საცეცხლე გამოცდები. ადრე ამ ტანკს ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნდა.
ინფოგრაფიკა (გადიდებადი)
საინტერესო ისაა რომ, გამოცდებს პოლონელები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია პოლონელებმა საკუთარი Т-72-ების მოდერნიზაცია გადაწყვიტეს. მათი სტრატეგიული გეგმების თანახმად ამ ტანკებით ტერდაცვის ბრიგადები უნდა აღიჭურვოს. არაა გაამორიცხული მათ ეს პროექტი უკრაინელებთან თანამშრომლობით განახორციელონ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღლუმის რეპეტიციაზე ახალი, ავტომატიზირებული, 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, "Богдана", წარადგინა. ჰაუბიცა Краз-6322-ის ბაზაზე ინტეგრირებული
საფრანგეთის არმიის 2019-2025 წლების საბიუჯეტო მონაკვეთში ჩადებულია 100 ცალი Leclerc-ის XLR ვერსიაში მოდერნიზაცია. ამჟამად ფრანგულ არმიას სულ 400 ცალამდე Leclerc-ის ტიპის ტანკი ყავს.
მოდერნიზაციის პროგრამა 2015 წელს ჩაეშვა. ის ტანკების საცეცხლე ძალის და დაცვის გაუმჯობისკენაა მიმართული. მისი რეალიზაციისთვის ფრანგულმა მხარემ 330 მილიონი ევრო გამოყო. გეგმების თანახმად 2020 წლისათვის, ამჟამად საფრანგეთის არმიის სამსახურში მყოფი 200 ცალი ტანკი Leclerc Renove და 18 ცალი სარემონტო საევაკუაციო მანქანა DCL Renove იქნება მოდერნიზირებული.
მოდერნიზაციის შედეგბად მათი ექსპულატაციის ხანგრძლივობა 2040 წლამდე გაგრძელდება.
Leclerc Renove-ს მოდერნიზაცია საფრანგეთის არმიის მოდერნიზაციის, ეგრეთ წოდებული Scorpion-ის, პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.
პროგრამის თანახმად , Leclerc Renove შემდეგ გაუმჯობესებებს განიცდის:
ახალი საინფორმაციო მენეჯმენტის სისტემა SICS (système d’information et de commandement Scorpion), რომელსაც შეეძლება ერთიან ქსელში ეფექტურად იმუშაოს მართვისა და ხელმძღვანელობის პერსპექტიულ სისტემის, GTIA Scorpion-ის, ყველა კომპონენტთან.
ტანკზე დაყენდება ახალი ციფრული კავშირგაბმუჯლობის სისტემები, რომელსაც პროგრამა CONTACT (COmmunications Numériques TACtiques et de ThéâtrE - ციფრული და ტაქტიკური კავშირი საბრძოლო მოქმედებების თეატრზე) ფარგლებში კომპანია Thales ქმნის. პროგრამაზე მუშაობა, 2012 წელს, DGA-ას გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
განახლდება საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ვეტრონიკა და სისტემა "ჩემი-სხვისი".
სროლის ასათვისებლად განკუთვნილი ჩაშენებული ლაზერული აღჭურვილობა.
7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვწვით აღჭურვილი, დისტანციურად მართვადი, მსაბრძოლო მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ბრძოლის ველზე წრიულ დაკვირვებას და თავდაცვას.
ყუმბარმტყორცნებისგან დაცვის დამატებითი კომპლექტი, რომელიც შეიცავს დასაკიდ დინამიკურ დაცვას, ცხაურებიან დაცვას და რბილ დაცვას, რომელიც რბილად, აფეთქების გარეშე, ამუხრუჭებს მოფრენილ რაკეტას.
შემქმნელი კომპანიის, Nexter-ის, თანახმად - ტანკზე გამოყენებულმა ყველა ელემენტმა საბრძოლო შემოწმება გაიარეს.
Leclerc-ის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა, დაცვის ჩამოსაკიდი კომპლექტების ხარჯზე მოხდება, რომელთა დაყენებაც უშუალოდ ბრძოლის წინ იქნება შესაძლებელი. ეს მკომპლექტი შეიცავს რამდენიმე პაკეტს, ის უზრუნველყოფს ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან და ნაღმებისგან დაცვას, ან ხელის ყუმბარმტყორცნებისგან გაზრდილ დაცვას. მასში ასევე შედის რადიომართვადი ნაღმებისთვის ხარვეზების დამდგმელი სისტემა, Barage IED.
Leclerc-ზე დაყენებული, Nexter Systems-ის მიერ შექმნილი, 120 მილიმეტრიანი, გლუვლულიანი ქვემეხი, F1 შენარჩუნდება და არსებული ჭურვების ნომენკლატურას ახალი ტიპის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი შეემატება, რომლის შექმნაზეც ამჟამად Nexter Systems მუშაობს და მისი აღნიშვნა 120mm HE M3M სახელწოდებით ხდება. ახალ ჭურვს აფეთქების რამდენიმე რეჟიმი ექნება - მოხვედრისას მყისიერი აფეთქება, შეყოვნებული აფეთქება და საჰაერო აფეთქება.