Saturday, December 1, 2018

ავიაკოსმოსური და თავდაცვითი წარმოების გამოფენა Japan Aerospace 2018


ავიაკოსმოსური და თავდაცვითი წარმოების გამოფენა Japan Aerospace 2018


2018 წლის 28 ნოემბერს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში, ავიაკოსმოსური და თავდაცვითი წარმოებისსაერთაშორისო გამოფენა Japan Aerospace 2018 გაიხსნა.


კომპანია BELL-ის პავილიონი

კომპანია AIRBUS-ის პავილიონი

კომპანია General Atomics Aeronautical Systems-ის პავილიონი

კომპანია General Atomics Aeronautical Systems-ის მიერ წარმოდგენილი, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის სახმელეთო სადგური

 MBDA-ს პავილიონი

იაპონური ავიაინჟინერინგი 
 

 იაპონური სატრანსპორტო თვითმფრინავი C-2 

F-35-ის მაკეტი

იაპონიის სახმელეთო რსთ კომპლექსი AEGIS

მეწინავე საბორტე რადიოლოკაციური კომპლექსები
 

ჩინური, ჩუნგ შანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ შექმნილი, ორმაგი დანიშნულების, ხელის ყუმბარმტყორცნი Kestrel 

ჩინური, ჩუნგ შანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ შექმნილი,  40 მილიმეტრიანი ყუმბარები, საარტილერიო ამფეთქები და სერვოამძრავები

 ჩინური, ჩუნგ შანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, 70 მილიმეტრიანი საავიაციო რაკეტების ბაზაზე შექმნილი ზცრს 

Friday, November 30, 2018

17 რუსული გამანადგურებელი ბრიტანული ხომალდის თავზე


რუსული გამანადგურებლები შავ ზღვაში ცდილობდნენ ბრიტანული, HMS Duncan-ის ტიპის, საესკადრო ნაღმოსნის დაშინებას. როგორც რესურსი Daily Mail იუწყება, ინცინდენტს ამა წლის მაისში ჰქონდა ადგილი, მაგრამ მის შესახებ ცნობილი მას მერე გახდა, რაც ტელეარხმა Channel 5-მა, ამის შესახებ სიუჟეტი გადაიღო.
 

როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, ბრიტანული ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი NATO-ს ძალების შემადგენლობაში, ყირიმის სანაპიროდან 50 კილომეტრში გადაადგილდებოდა, როდესაც რუსეთის საჰაერო სივრციდან მისი მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები იქნა აწეული.

უცნობია რამდენ ხანს ტრიალებდნენ ბრიტანული ხომალდის თავზე რუსული გამანადგურებლები და გამანადგურებელ-ბომბდამშენები. მაგრამ მცირე მანძილის გამო საესკადრო ნაღმოსანის ეკიპაჟი იძულებული იყო რუსი პილოტებისთვის გაფრთხილება გადაეცათ: "საესკადრო ნაღმოსანი ძალიან მძლავრ რადარს იყენებს, რომელმაც შეიძლება თვითმფრინავის ელექტრონიკა დააზიანოს და ის ზღვაში ჩამოვარდება".

სიუჟეტში ასევე ჩანს რომ, რუსმა პილოტმა, ავიაბაზაზე დაბრუნებამდე, ხომალდს შეტყობინება, "წარმატებები ბიჭებო" (სიტყვა სიტყვით  "Good luck, guys"), გაუგზავნა. ამასთან ეკიპაჟის წევრის განცხადების თანახმად, ხომალდზე 48 ცალი საბრძოლველად გამზადებული საზენიტო რაკეტაა და საჭიროების შემთხვევაში გამარჯვება ბრიტანელებს დარჩებოდათ.

როგორც მეთაურმა მაიკლ ატლიმ (Mike Utley) აღნიშნა, HMS Duncan ბოლო 25 წლის განმავლობაში ალბათ ერთადერთი ხომალდია, რომელზეც ასეთი მასირებული თავდასხმა განხორციელდა. ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის (Gavin Williamson), განცხადების თანახმად, ეს ინცინდენტი "თავხედურ მტრულ გამოხტომად" დახასიათთდა, მან ასევე უმაღლესად შეაფასა ბრიტანული ხომალდის ეკიპაჟის წევრების მუშაობა.

Thursday, November 29, 2018

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ატაშე რუსეთში ატაშედ დაინიშნა


როგორც ცნობილი გახდა, ერთი თვის წინ, მოსკოვში აშშ-ს ახალი სამხედრო ატაშე ჩავიდა, ეს ბრიგადის გენერალი გარრიკ ჰარმონია (Brig. Gen. Garrick M. Harmon).

გენერალი ქალაქ ჰატჩინსონში, კანზასის შტატში დაიბადა. 1991 წელს, არტილერიის მეორე ლეიტენანტის წოდებით, აშშ-ს სამხედრო აკადემია (ვესტ-პოინტი) დაამთავრა.

2015 წელს დაამთავრა აშშ-ს არმიის ომის კოლეჯის კურსი (Army War College). 2017 წლის აგვისტომდე, პოლკოვნიკის წოდებით, საქართველოში სამხედრო ატაშედ მსახურობდა.

2017 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ გარიკ ჰარმონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ყურადღება ერთობლივ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-სა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა მას მადლობის სიგელი და საჩუქრად სნაიპერული შაშხანაც გადასცა.


ჩვენს ქვეყანაში ატაშის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გენერალს აშშ-ს არმიის გენშტაბის მეთაურის მოასგილის შტაბში სტრატეგიასა, დაგეგმარებასა და პოლიტიკის სფეროში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2018 წლის მარტში ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.

2018 წლის მაისში, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში, მისი რუსეთში ატაშედ დანიშვნა დაანონსდა (წყარო - General Officer Assignments).

გარრიკ ჰარმონი დაოჯახებულია და ყავს სამი შვილი.

Monday, November 26, 2018

Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია vol. 2 (ვიდეო)



ტელეარხმ "Звезда"-ს მიერ, რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, Су-57-ის შექმნისა, გამოცდებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ  საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტის გაგრძელება (პირველი ნაწილი ბლოგზე ორი კვირის წინ იყო განთავსებული - Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია (ვიდეო)).


ამჯერად წარმოგიდგენთ მეორე და მესამე ნაწილს და კიდევ ერთდელ გაგაფრთხილებთ - ყურებისას ფრთხილად, სიუჟეტში ბევრი სისულელე და უაზრო პროპაგანდაა, თუმცაღა ყურება ღირს, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მოწოდებული.