Tuesday, August 20, 2019

სატანკო ბიატლონის ფოტომასალა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land


...............................................................................................................................................................


რუსეთში მიმდინარე სატანკო ბიატლონის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა, იხილეთ სტატია ბმულზე - რუსეთში მიმდინარე სატანკო ბიატლონის შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენ ბიატლონის ეფექტურ ფოტოებს ვიტალი კუზმინის ბლოგიდან:

უგანდური გუნდის Т-72Б3

ჩინური გუნდის Type 96B / ZTZ-96B

სერბული გუნდის Т-72Б3

ყაზახური გუნდის Т-72Б3

აზერბაიჯანული გუნდის Т-72Б3

უზბეკური გუნდის Т-72Б3

ვიეტნამური გუნდის Т-72Б3

კუბური გუნდის Т-72Б3

ერთი სატანკო დუელის ისტორია - Challeneg-2 ერაყული Т-55 წინააღმდეგ


2003 წლის 6 აპრილს, ერაყში, ქალაქ ბასრაში ოპერირების დროს, ბრიტანეთის არმიის Challenger-2-ს ერაყულმა Т-55-მა, კორპუსის წინა ქვედა დეტალში, 100 მილიმეტრიანი გასროლა ჩაახუტა. წინასწარი დათვალიერებით ერაყული ტანკი მიტოვებული ჩანდა, შესაბამისად ბრიტანელების ეკიპაჟი ამ თავდასხმას არ ელოდა, თუმცა წამებში მოახდინეს რეაგირება და აღნიშნული Т-55-სთვის ეს გასროლა ბოლო გამოდგა - ის ადგილზევე იქნა განადგურებული.

თვითონ მოხვედრამ Challenger-2  უმნიშნელოდ დააზიანა - სრულიად განადგურდა მხოლოდ ROMOR-A ტიპის დინამიკური დაცვის 2 ბლოკი (ის რომელსაც მოხვდა ჭურვი და მის ზემოთ მდებარე მეორე ბლოკი) და დაზიანდა გვერდითი ბლოკები, ტანკს სხვა ზიანი არ განუცდია, ჯავშანი არ გახვრეტილა.

ფოტოზე კარგად ჩანს დინამიკურიდ აცვის განადგურებული და დაზიანებული ბლოკები

იგივე ფოტო ნათელი ფილტრებით

შემთხვევის აღწერა ბრიტანულ პრესაში


Monday, August 19, 2019

დიდგორი “Fast&Furious 9”-ის გადაღებაზე - ფოტოები

წინა სტატიის გაგრძელება (დიდგორი “Fast&Furious 9”-ის გადაღებაზე)





დიდგორი “Fast&Furious 9”-ის გადაღებაზე


ახალი „ფორსაჟის“ გადაღებაში „დიდგორის“ სპეციალურად ამ ფილმისთვის დამზადებული მოდელი ღებულობს მონაწილეობას.


ასევე დამატებითი ინფორმაცია ფილმის შესახებ:

ვაჟა- ფშაველასა და რუსთაველის გამზირები, ძველი თბილისის ნაწილი და ბეთანია, სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში გადაიღებს „უნივერსალი“ „ფორსაჟი 9“-სთვის ბოლო, ათწუთიან - ყველაზე დაძაბულ, კვანძის გამხსნელ მონაკვეთს და ასე გაჩნდება ტოკიოს, ლოს- ანჯელესის, ლონდონის, რიო- დე- ჟანეიროსა და „ფორსაჟის“ პერსონაჟებისთვის ნაცნობი სხვა ქალაქების ჩამონათვალში თბილისი. 

„ფორსაჟის“ შემქმნელების დასათანხმებლად, ქართული გეოგრაფია აეთვისებინათ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაახლოებით, ერთწლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა. ეს ერთი წელი მოიცავდა ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერების საქართველოში ვიზიტს, ქვეყნის ლანდშაფტის, ისტორიისა და ხასიათის გაცნობას ქართული კერძების, ღვინისა და სადღეგრძელოების თანხლებით. 

ჰოლივუდთან საქართველოს თანამშრომლობის დეტალებზე Forbes Georgia სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს ესაუბრა: 

“ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში. ერთია, როდესაც ჩადიხარ და იქ ესაუბრები და მეორე, როცა ჩამოდიან და თავისი თვალით ნახულობენ ყველაფერს. საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას, ყოველთვის ისმებოდა კითხვა, არის თუ არა ჰოლივუდის რომელიმე ფილმი თქვენთან გადაღებული. ამაზე ჩვენი პასუხი ასეთი იყო ხოლმე - არა, მაგრამ ამერიკული ფილმია გადაღებული. ამიტომ ამ პროგრამის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ გარდატეხა მოვახერხეთ. 17 ქვეყანას შორის კი, არჩევანი ჩვენზე იმიტომ გაკეთდა, რომ ჩვენ მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული cash back-პროგრამა შევთავაზეთ,“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. 

ხიდურელი ამბობს, რომ ფილმში თბილისი და საქართველო იდენტიფიცირებული იქნება, რაც ყოველთვის არ ხდება. საქართველო კი ამით, არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, რადგან დღეში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, არამედ ეს ფაქტობრივად, ყველაზე ეფექტიანი მარკეტინგული რეკლამა იქნება. 

„ის მანქანები და შეიარაღება, რაც მათ სჭირდებათ, ჩამოიტანეს. ასევე არ გვყავს კასკადიორები. არ გვყავს სპეციალისტი, რომელიც 350 კმ/სთ სიჩქარით რუსთაველის გამზირზე „პორშეთი“ გაივლის, მანქანას დაამტვრევს და თვითონ გადარჩება. ცხადია, კარგად გვესმის, არ ვართ მზად იმისთვის, რომ ყველა სერვისი მივაწოდოთ და ეს არის პროცესი, თუმცა კინოწარმოებაზე მოთხოვნა გაჩნდება. გადაღებები აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოხდება გარკვეული გზების გადაკეტვა. აქაც ძალიან დიდი როლი აქვს იმას, რომ ზოგადად საქართველოში მოსახლეობა ფილმისადმი აგრესიულად განწყობილი არ არის. მაგალითად, რომსა და პარიზში, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ძალიან ხშირად იღებენ ფილმებს, მარტივი არ არის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა და ამანაც დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში,“- განაცხადა სააგენტო“აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა. 

გარდა ამისა, სააგენტო „უნივერსალს“ კიდევ რამდენიმე პროქტზე ესაუბრება მოლაპარაკებები მიდის სერიალის გადაღებაზე და ანიმაციაზე. უახლოეს მომავალში კი, მიხეილ ხიდურელი „ნეტფლიქსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრასაც აანონსებს.



Т-90А-ს კოშკურა - კორპუსი იძებნება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


კიდევ ერთი დამწვარი Т-90А-ს კოშკურა, თუნმცა არა ეს ხომ მეოთხე წელია სადღაც რუსეთში პოლიგონზე გდია - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А



აშშ-ს ტანკების ღირებულება 1918-დან 1980 წლამდე

152 მილიმეტრიანი ქვემეხ-გამშვებით აღჭურვილი ტანკი XM803 (152mm Gun-Launcher Tank XM803)


1918-1980 წლებში წარმოებული და ექსპერიმენტალური ამერიკული ტანკების საკმაოდ საინტერესო ვექტორული სქემები. სქემებზე ფასი 1972 წლის დოლარების ექვივალენტშია მოცემული - პირველ შემთხვევაში მანქანის ღირებულებაა მოცემული, მეორე შემთხვევაში თანხა წონაზეა გაყოფილი და დაანგარიშებულია თუ რა ჯდება ამა თუ იმ მანქანის ერთი ტონა.

Sunday, August 18, 2019

აშშ-ს არმიის ჯავშანსატანკო პარკის მდგომარეობა და პერსპექტივები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ მოხსენება "National Guard and Reserve Equipment Report for Fiscal Year 2020"-ში მოყვანილია როგორც აშშ-ს არმიის რეგულარული ძალების, ასევე მისი სარეზერვო კომპონენტის (ეროვნული გვარდიისა და არმიის რეზერვის)  М1 Abrams-ის ტიპის და სხვა მთელი რიგი ჯავშანტექნიკით აღჭურვის 2019 ფინანსური წლის (დაიწყო 2018 წლის 1 ოქტომბერს) მონაცემები და მისი პერსპექტივები.



М1 Abrams-ის ტიპის ტანკებით დღეს აშშ-ს არმიის (სასწავლო ნაწილების გამოკლებით) აღჭურვილია 15 ჯავშანსატანკო ბრიგადა (Armored Brigade Combat Team - АВСТ) - აქედან ათი რეგულარული არმიის, ხოლო ხუთი ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში (2019 წელს დაიწყო რეგულარული არმიის კიდევ ერთი ჯავშანსატანკო ბრიგადის (АВСТ) შექმნა. АВСТ-ს საშტატო შემადგენლობაში 87 ერთეული М1 Abrams და 138 ერთეული (სხვა მონაცემებით 144) ქსმ М2 Bradley შედის. არმიის რეზერვს (AR) აღნიშნული ტექნიკა არ გააჩნია. 

რეგულარული არმიის АВСТ-ს და ეროვნული გვარდიის (ARNG) ტექნიკის შემადგენლობა 2019 ფინანსური წლისთვის (არმიისა და ეროვნული გვარდიის რიგებში სულ 1313 M1 Abrams და 1760 M2 Bradley ირიცხება)

მოხსენებაში ასახული ტექნიკის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ - 15 ბრიგადა სრულია დაკომპლექტებულია M1 Abrams-ის ტიპის ტანკებით, ხოლო ქსმ М2 Bradley-ს მხრივ არმია საშტატო რაოდენობას ვერ სწვდება (არსებული 1760 ერთეულის ნაცლად 2070-2160 უნდა იყის).

დოკუმენტში ასახული გეგმების თანახმად დაგეგმილი 11 ჯავშანსატანკო ბრიგადიდან (АВСТ) 2021-2031 წლებში ათის ბრიგადის გადაიარაღება უნდა მოხდეს М1А2С (მანამდე ცნობილი იყო როგორც М1А2 SEPv.3) ტიპის ტანკებზე (თითო ბრიგადა წელიწადში), რომლებიც კონსერვაციაზე მყოფი М1А1-ებიდან უნდა გადაკეთდეს. გადაიარაღების შედეგად გამონთავისუფლებული М1А2 SEPv.2-ები 2023-2026 ფინანსურ წლებში  რეგულარული არმიიდან ეროვნული გვარდიის ხუთ АВСТ-ს გადაეცემა.

2024 ფინანსური წლიდან Abrams М1А2D (ცნობილია ასევე როგორც М1А2 SEPv.4)-ის შესაქმნელად უნდა დაიწყოს სამეცნიერო-საკონსტრუქციო სამუშაო, თუმცაღა დოკუმენტში ამ მოდერნიზაციის სერიული წარმოების შესახებ არაფერია ნათქვამი.

2021-2031 ფინანსურ წლებში ასევე დაგეგმილი 11 აშშ-ს არმიის ჯავშანსატანკო ბრიგადიდან, მოხდება ათის მოდერნიზირებულ ქსმ М2А4-ზე გადაყვანა (თითო АВСТ წელიწადში). აქაც გამონთავისუფლებული М2А3 ტიპის ქსმ-ები 2023-2026 ფინანსურ წლებში ეროვნული გვარდიის ხუთ АВСТ-ს გადაეცემა.

აშშ-ს რეგულარული არმიისა (АС) და ეროვნული გვარდიის (ARNG) ჯავშანსატანკო ბრიგადების (АВСТ) მოდერნიზირებული M1 Abrams-ებითა და M2 Bradley-ებით გადაიარაღების ქრონოგრამა

აშშ-ს არმიის შემადგენლობაში ასევე შედის საბურავებიანი (8х8) ჯავშანმანქანებით - Stryker-ებით აღჭურვილი 9 ბრიგადა (Stryker Brigade Combat Team - SBCT). აქედან შვიდი ბრიგადა რეგულარული არმიის, ხოლო ორი ეროვნული გვარდიის რიგებში ირიცხება.

რეგულარული არმიის (АС) და ეროვნული გვარდიის (ARNG) Stryker-ებით აღჭურვილი ბრიგადების შემადგენლობა 2019 ფინანსური წლისთვის 


გეგმების თანახმად 2021 ფინანსური წლიდან ასევე გათვალისწინებულია ყველა ჩვეულებრივ კორპუსიანი (FBH) Stryker-ის ორმაგი V-სებური ფსკერის ვარიანტში (DVHA1) მოდერნიზაციის ქრონოგრამა


თვითონ მთლიანი მოხსენების (332 გვერდიანი) ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - NATIONAL GUARD AND RESERVE EQUIPMENT REPORT FOR FISCAL YEAR 2020