Thursday, January 24, 2013

შინაგან საქმეთა მინისტრი იალღუჯის საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იალღუჯის სპეციალური ოპერაციების საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია.  მინისტრმა ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და  სწრაფი რეაგირების დანაყოფისა და დანაყოფში მისაღები კურსანტების წვრთნებს დაესწრო.  ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნების მონაწილეთა პროფესიონალიზმითა და  მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა.

Minister of Internal Affairs, Irakli Gharibashvili has visited Special Operations Training Center of Ialguja polygon. Minister has viewed the polygon territory and attended trainings for employees of rapid response unit and trainees of the same unit. Irakli Gharibashvili expressed his satisfaction regarding the level of preparedness and professionalism.
















წყარო:
შინაგან საქმეთა მინისტრი იალღუჯის საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია

კვიპროსული TOP-M1


Battery Command Post 9S737M

Combat Vehicles 9A331-1





Battery Command Post 9S737M





ნიღაბი

რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტომ AFP–ემ ფრანგი მებრძოლის გაავრცელა საკმაოდ საინტერესო ფოტო გაავრცელა:


ფოტოზე გამოსახულია თავის ქალის გამოსახულებიანი ნიღბით შენიღბული ფრანგი ჯარისკაცი. ფოტოსურათმა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საფრანგეთში და საფრანგეთის არმიის გენერალური შტაბი იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა იმის თაობაზე რომ – "ეს ფოტოსურათი არ წარმოადგენს და არ გამოხატავს საფრანგეთის მალიში შეჭრის მიზნებს და მიზეზს".

ისე ავღანეთში მყოფი ამერიკული კონტინგენტისთვის მასეთი ნიღბები ლამისაა საშტატოდ შეიყვანონ აღჭურვილობის ნუსხაში – ნეტა იქ რას გამოხატავს ეს მასკა ;)


წყარო:
Unmasking a controversy in Mali

ინდოეთმა გამანადგურებელ Rafale–ს რაოდენობა 189–მდე გაზარდა


ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP–ს თანახმად საფრანგეთი და ინდოეთი მოლაპარაკებას აწარმოებენ შესასყიდი გამანადგურებელი Rafale–ბის რაოდენობის 126 ცალიდან 189 ცალამდე გაზრდის შესახებ – თუმცა ჯერ ძირითადი ხელშეკრულებაც არაა ხელმოწერილი.
როგორც ჩანს ეს საკითხი ერთი კვირის წინ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალმან ხურსიდმა (Salman Khurshid) საფრანგეთში ვიზიტის დროს დააყენა დღის წესრიგში. თუ ამ საკითხზე ორმა მხარემ შეთანხმებას მიაღწია, მაშინ დაგეგმილი 126 გამანადგურებლის ნაცვლად ინდოეთი 189 გამანადგურებელს შეისყიდის, ანუ რაოდენობა 63 ცალი გამანადგურებლით გაიზრდება და შესაბამისად კონტრაქტის ღირებულება 12 მილიარდი დოლარიდან (მიახლოებით 9 მილიარდი ევრო) 18 მილიარდ დოლარს მიაღწევს.


როგორც ჩანს ორივე მხარე ცდილობს კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, რომ გამანადგურებლების აწყობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მხარეები ძირითადად კონკრეტული ტექნოლოგიების გადაცემის საკითხებში ვერ თანხმდებიან. როგორც ჩანს ტექნოლოგიების სანაცვლოდ ფრანგებმა ინდოეთს შეკვეთის გაზრდა და ოფციის გამოყენება მოსთხოვეს. ასევე ცნობილი ხდება რომ ინდოეთმა საფრანგეთისგან ორ ადგილიანი Rafale–ბის რაოდენობაც მოითხოვა, მაგრამ ეს კონკრეტულ პრობლემებთანაა დაკავშირებული – კერძოდ კომპანია Dassault Aviation ამ მოდელებს არ აწარმოებს.
ამ კონტრაქტით მოპოვებული მილიარდები საფრანგეთის ავიაწარმოებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობისაა და მისი წარმატებით განხორციელება დადებითად იმოქმედებს ბრაზილიის, მალაზიის, კანადის და გაერთიანებული არაბული ემირატების ტენდერებში. ცნობილია რომ პირველი 18 გამანადგურებელი საფრანგეთში აეწყობა – დანარჩენების აწყობა სამხრეთ ინდოეთში, ქალაქ ბანგალორში მდებარე ავიასაწარმოო Hindustan Aeronautics–ში განხორციელდება.
ასევე ფრანგები შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან რომ Rafale ბრძოლებში არ ჩართონ – გამონაკლიის არც ამ ბოლო დროს მალიში განხორციელებული ფრანგული ოპერაცია წარმოადგენს, სადაც ეს გამანადგურებელი აქტიურ მონაწილეობას რებულობს.

ფრანგების განცხადებით Rafale–მ ყველა ეს შეიარაღება გამოსცადა ბრძოლებში


წყარო:

დღის ფოტო

18 იანვარს F-35C–ეს ჰაერში პირველი ჯგუფური საწვავით გამართვა განხორციელდა


Wednesday, January 23, 2013

ახალი რუსული 12,7მმ-25მმ–იანი ტყვიამფრქვევ ყუმბარმტყორცნი

ინტერნეტში გამოჩნდა ახალი რუსული ტყვიამფრქვევ–ყუმბარმტყორცნის კომპლექსის სურათეი. როგორც გავრცელებული მწირი ინფორმაციის თანახმად კომპლექსი მოიხმარს 14.5х114მმ ტყვიებს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 12,7х108მმ–ს) და 25მმ–იან ყუმბარებს.




ანუ რამდენიმე წუთის განმავლობაში ლულის და რამდენიმე დეტალის შეცვლის გზით შესაძლებელია კომპლექსის ტყვიამფრქვევიდან ყუმბარმტყორცნად ან პირიქით გადაკეთება.

P.S. ეს არის ამერიკული XM307–XM307ACSW–ს რუსული ანალოგის შექმნის მცდელობა:











Rafale+Damocles

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველთვიური მიმოხილვა.

P.S. ყველაზე მეტ ინტერესს ფრანგული გამანადგურებლის Rafale-ს და მასზე დაყენებული თანამედროვე სადაზვერვო–სამიზნე კონტეინერი Damocles–ი იწვევს.

 



Damocles–იდან პილოტის ეკრანზე გამოტანილი გამოსახულება 


"Курганец-25"-ის პირველი პროტოტიპი აწყობის პროცესშია

ტელეარხი "Звезда"–ს 2013 წლის 21 იანვრის რეპორტაჟში, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ–პოლკოვნიკი ვ.ვ. გერასიმოვის მიერ რუსეთის თავდაცვის მინისტრისთვის გამართული ვიდეოკონფერენცია იყო გაშუქებული, ერთ–ერთ ეკრანზე გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოების "კურგანის მანქანათმშენებლობის ქარხნის" (ОАО "Курганский машиностроительный завод" (КМЗ)) საამქროში მდებარე, აწყობის სტადიაში მყოფი, საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Курганец-25"–ის ფარგლებში შექმნილი "პერსპექტიული საშუალო მუხლუხოვანი პლატოფრმის" გამოსახულება "გაშუქდა".





როგორც გამოსახულებიდან ჩანს აწყობის სტადიაში მყოფი მანქანა სრულებით შეესაბამება ადრე წარმოდგენილ მის ნახაზებს და მაკეტებს, რომლების შესახებაც მე ბლოგში არა ერთხელ ვწერდი – "Курганец-25"-ის და "Бумеранг"-ის ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა, Курганец-БРМ (საბრძოლო სადაზვერვო მანქანა) .
ღია წყაროების თანახმად "Курганец-25"–ის პირველი პროტოტიპის აწყობა გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.


P.S. როგორც გამოსახულებიდან ჩანს ძრავა პლატფოპრმის მარჯვენა მხარესაა განლაგებული, მარცხენა მხარეს მძღოლ–მექანიკოსის განყოფილებაა, ასევე კარგად ჩანს რომ საბრძოლო მოდულისთვის პატარა ჭრილია გაკეთებული – რაც იმაზე მიუთითებს რომ მოდული სრულიად დისტანციური იქნება.

32nd Georgian Battalion in Astan (Photos)

Soldiers with the 32nd Georgian Battalion and Marines with Georgian Liaison Team 6 travel to a school in Shir Ghazay















წყარო:

ოპერაცია Serval - საერთაშორისო ძალები მალიში (45 სურათი)

სურათები მალიში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციიდან
























საბრძოლო ტექნიკის საფრანგეთიდან მალიში ტრანსპორტირება







ოპერაცია Serval–ში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ავიაცია