ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP–ს თანახმად საფრანგეთი და ინდოეთი მოლაპარაკებას აწარმოებენ შესასყიდი გამანადგურებელი Rafale–ბის რაოდენობის 126 ცალიდან 189 ცალამდე გაზრდის შესახებ – თუმცა ჯერ ძირითადი ხელშეკრულებაც არაა ხელმოწერილი.
როგორც ჩანს ეს საკითხი ერთი კვირის წინ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალმან ხურსიდმა (Salman Khurshid) საფრანგეთში ვიზიტის დროს დააყენა დღის წესრიგში. თუ ამ საკითხზე ორმა მხარემ შეთანხმებას მიაღწია, მაშინ დაგეგმილი 126 გამანადგურებლის ნაცვლად ინდოეთი 189 გამანადგურებელს შეისყიდის, ანუ რაოდენობა 63 ცალი გამანადგურებლით გაიზრდება და შესაბამისად კონტრაქტის ღირებულება 12 მილიარდი დოლარიდან (მიახლოებით 9 მილიარდი ევრო) 18 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
როგორც ჩანს ორივე მხარე ცდილობს კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, რომ გამანადგურებლების აწყობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მხარეები ძირითადად კონკრეტული ტექნოლოგიების გადაცემის საკითხებში ვერ თანხმდებიან. როგორც ჩანს ტექნოლოგიების სანაცვლოდ ფრანგებმა ინდოეთს შეკვეთის გაზრდა და ოფციის გამოყენება მოსთხოვეს. ასევე ცნობილი ხდება რომ ინდოეთმა საფრანგეთისგან ორ ადგილიანი Rafale–ბის რაოდენობაც მოითხოვა, მაგრამ ეს კონკრეტულ პრობლემებთანაა დაკავშირებული – კერძოდ კომპანია Dassault Aviation ამ მოდელებს არ აწარმოებს.
ამ კონტრაქტით მოპოვებული მილიარდები საფრანგეთის ავიაწარმოებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობისაა და მისი წარმატებით განხორციელება დადებითად იმოქმედებს ბრაზილიის, მალაზიის, კანადის და გაერთიანებული არაბული ემირატების ტენდერებში. ცნობილია რომ პირველი 18 გამანადგურებელი საფრანგეთში აეწყობა – დანარჩენების აწყობა სამხრეთ ინდოეთში, ქალაქ ბანგალორში მდებარე ავიასაწარმოო Hindustan Aeronautics–ში განხორციელდება.
ასევე ფრანგები შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან რომ Rafale ბრძოლებში არ ჩართონ – გამონაკლიის არც ამ ბოლო დროს მალიში განხორციელებული ფრანგული ოპერაცია წარმოადგენს, სადაც ეს გამანადგურებელი აქტიურ მონაწილეობას რებულობს.
ფრანგების განცხადებით Rafale–მ ყველა ეს შეიარაღება გამოსცადა ბრძოლებში
წყარო:
No comments:
Post a Comment