Wednesday, January 23, 2013

"Курганец-25"-ის პირველი პროტოტიპი აწყობის პროცესშია

ტელეარხი "Звезда"–ს 2013 წლის 21 იანვრის რეპორტაჟში, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ–პოლკოვნიკი ვ.ვ. გერასიმოვის მიერ რუსეთის თავდაცვის მინისტრისთვის გამართული ვიდეოკონფერენცია იყო გაშუქებული, ერთ–ერთ ეკრანზე გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოების "კურგანის მანქანათმშენებლობის ქარხნის" (ОАО "Курганский машиностроительный завод" (КМЗ)) საამქროში მდებარე, აწყობის სტადიაში მყოფი, საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Курганец-25"–ის ფარგლებში შექმნილი "პერსპექტიული საშუალო მუხლუხოვანი პლატოფრმის" გამოსახულება "გაშუქდა".





როგორც გამოსახულებიდან ჩანს აწყობის სტადიაში მყოფი მანქანა სრულებით შეესაბამება ადრე წარმოდგენილ მის ნახაზებს და მაკეტებს, რომლების შესახებაც მე ბლოგში არა ერთხელ ვწერდი – "Курганец-25"-ის და "Бумеранг"-ის ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკაКурганец-БРМ (საბრძოლო სადაზვერვო მანქანა) .
ღია წყაროების თანახმად "Курганец-25"–ის პირველი პროტოტიპის აწყობა გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.


P.S. როგორც გამოსახულებიდან ჩანს ძრავა პლატფოპრმის მარჯვენა მხარესაა განლაგებული, მარცხენა მხარეს მძღოლ–მექანიკოსის განყოფილებაა, ასევე კარგად ჩანს რომ საბრძოლო მოდულისთვის პატარა ჭრილია გაკეთებული – რაც იმაზე მიუთითებს რომ მოდული სრულიად დისტანციური იქნება.

No comments:

Post a Comment