დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორებმა ტრენერთა მომზადების კურსი გაიარეს. ოცდაცამეტი კურსდამთავრებული 11 იანვარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
“ტრენინგის მიზანი აკადემიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება იყო. მათ მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა დაგეგმონ სასწავლო პროგრამა, როგორ უნდა მოემზადონ ლექციებისთვის და როგორ ჩაატარონ სასწავლო კურსები, იყვნენ უფრო ინტერაქტიულები, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ და უფრო კარგად მართონ მსმენელთა ჯგუფი” - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.
სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სწავლების დაგეგმვის, ტრენინგის მიზნების განსაზღვრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების და პროცესის ორგანიზებისთვის სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ. სპეციალური ორდღიანი კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ინდივიდუალური და გუნდური დავალებების, ასევე კრეატიული მეთოდებით როლური სავარჯიშოების შესრულება მოუხდათ.
ტრენერთა მომზადების კურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტრატეგიისა და ლიდერიზმის ცენტრისა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
წყარო:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
No comments:
Post a Comment