ინდოეთის ავიაციის წარმომადგენელმა ამერიკაში ჩაიბარა პირველი C-17A. თვითმფრინავი უკვე Edwards AFB–ზე იმყოფება, სადაც დამატებით გამოცდებს გადის. ბაზაზე ასევე იმყოფება ინდოეთის ავიაციის 100 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ახალ თვითმფრინავზე გადამზადებას გაივლიან. საერთო ჯამში ინდოეთი 10 ცალ C-17A მიიღებს.
ОАО "Роствертол"–ზე განხორციელდა პირველი Ка-52–ის აწყობა (საბორტე ნომერი"წითელი 41", სერიული ნომერი 05-05). ვერტმფრენი დაშლილ მდომარეობაში ОАО "Прогресс"–იდან გადატანილი იქნა ОАО "Роствертол"–ის საამქროში, სადაც "Прогресс"–ის სპეციალისტებმა მისი ერთ დღეში აწყობა განახორციელეს. როგორც ცნობილია კონკრეტული ტიპის ვერტმფრენები აქამდე მხოლოდ "Прогресс"–ში იწარმოებოდა, ხოლო "Роствертол"–ი Ми-28Н–ის წარმოებით იყო დაკავებული.
ან კი სურათზე არ ჩანს, მაგრამ ცნობილია რომ M38 საბორტე ნომრის მქონე Rafale, რომელიც მწარმოებელ ქარხანაში ბრუნდება, წარმოადგენს უკანასკნელ Rafale–ს, რომელიც RB2 PESA (passive electronically scanned array) რადარითაა აღჭურვილი. Rafale ამის შემდეგ AESA–ს ეპოქაში გადადის.
2013 წლის 17 იანვარს კომპანია Pratt & Whitney–მ ამერიკის საჰაერო ძალებს F–22–ის უკანასკნელი ძრავა F–119 გადასცა. ამ ამბავთან დაკავშირებით კომპანია ვიდეო მასალა გაავრცელა.
No comments:
Post a Comment