Wednesday, February 6, 2013

Aero India 2013: BrahMos II

ავიაკოსმოსური და თავდაცვითი ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა Aero India–2013–ზე, რომელიც დღეს დილით გაიხსნა, პირველად იქნა წარმოდგენილი ახალი, მრავალფუნქციური ჰიპერპგერითი (hypersonic) რაკეტა BrahMos–II, რომელიც წარმოადგენს ერთობლივი რუსულ–ინდური რაკეტა BrahMos I–ის გაგრძელებას.




ამ კონკრეტული, ამბიციური პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოსკოვსა და ნიუ-დელის შორის უკვე მოეწერა, თუმცაღა პროგრამის დასრულების და განვითარების თარიღებ ჯერ გაურკვეველია. როგორც ცნობილია ახალი რაკეტის სიჩქარე – 7 MAX იქნება, ხოლო ფრენის მანძილი 300 კილომეტრი.






P.S. აღსანიშნავია რომ ამ სიჩქარეების მიღწევა დღევანდელი ტექნოლოგიებით ფაქტიურად შეუძლებელია – როგორც ცნობილია, ანალოგიური ამერიკული პროგრამა ამ ცოტა ხნის წინათ წარუმატებლად დასრულდა.

უცნობი Leopard-2

80–იან წლებში როგორც დასავლეთში (NATO) ასევე აღმოსავლეთში (სსრკ) მიმდინარეობდა მომავლის ტანკებზე მუშაობა. პერსპექტიული საბრძოლო მანქანების  კვლევის ფარგლებში ხდებოდა მათი საცეცხლე სიმძავრის გაზრდის ხერხების შესწავლა. იმ პერიოდში ორივე მოწინააღმდეგე მხარე საცეცხლე ძალის გაზრდის შესაძლებლობას ტანკის ქვემეხის კალიბრის გაზრდაში ხედავდა.
დასავლეთის ქვეყნებში გაზრდილკალიბრიან ქვემეხებზე მუშაობა თავდაპირველად რამდენიმე ქვეყანაში დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. ასევე ხორციელდებოდა რამოდენიმე სხვადასხვა დამოუკიდებელი პერსპექტიული ტანკის პროგრამაც – აშშ–ში FCS, დიდ ბრიტანეთში MODIFIER, გერმანიაში NGP. ყველა ამ მომავლის ტანკის პროგრამებში გათვალისწინებული იყო გაზრდილი კალიბრის ქვემეხების დაყენება, რათა მოეხერხებინათ მოწინააღმდეგის პერსპექტიული ტანკების ასევე გაზრდილის ჯავშანდაცვის გადალახვა.
ამ მიზნით რამოდენიმე ქვეყანაში სპეციალური კვლევებიც მიმდინარეობდა. მაგალითად შვეიცარიაში განხორციელებული კვლევების შედეგად დადგინდა რომ თანამედროვე ჯავშნის გადასალახავად ტანკის ქვემეხმა ჭურვი APFSDS–ი  18 მეგა ჯოულის საწყისი ენერგიით უნდა ისროლოს და ეს მაშინ როდესაც არსებული 120მმ–ნი ქვემეხებიდან გაშვებული ჭურვების ენერგია სულ რაღაცა 9–11 მეგა ჯოულის ტოლია.
ჭურვის კინეტიკური ენერგიის გასაზრდელად ორი ხერხი არსებობს – ან უნდა გაიზარდოს ჭურვის მასა ან მისი საწყისი სიჩქარე. პირველ შემთხვევაში საჭიროა ქვემეხის დიამეტრის გაზრდა. 80–იან წლებში სწორედ ამ გზის გამოკვლევა დაიწყეს როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთში – კერძოდ ამერიკულ მომავლის საბრძოლო სისტემაში (FCS) გათვალისწინებული იყო 145მმ–ნი ქვემეხის გამოყენება. 1988 წელს საფრანგეთი, გერმანიაი, ინგლისი და ამერიკა შეთანხმდნენ რომ მომავლის ტანკებში 140მმ–იან ქვემეხებს გამოიყენებდნენ და ამ ოთხმა ქვეყანამ და მათთან ერთად ისრაელმა და შვეიცარიამ ამ კალიბრის ქვემეხის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. სწორედ ამ საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაოს შედეგად 90–იანების დასაწყისში გერმანიაში შექმნილი და გამოცდილი იქნა 140მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი Leopard-2. ქვემეხი მოიხმარდა 1500 მილიმეტრი სიგრძისა და 38 კილოგრამი წონის ქვეკალიბრულ ჭურვებს, რომელთა საწყისი ენერგიაც 21 მეგა ჯოულს უდრიდა.

1992 წელი, 140მმ–ნი ქვემეხი NPzK L48–ით აღჭურვილი Leopard-2–ის პროტოტიპი T19/Leopard-2 turret whit NPzK 140mm L48 on Leopard-2 T19 prototype photo from 1992


ქვემეხი NPzK L48 და მისი ჭურვი

140მმ–ნი ჭურვების დასატენად გერმანელები Leopard-2–ისთვის მექანიზირებულ დამტენზე მუშობდნენ

გერმანიის გარდა Leopard-2–ისთვის შვეიცარიამაც შექმნა 140მმ–ნი ქვემეხი, რომელიც გამოცდებს 90–იანი წლების დასაწყისში გადიოდა

140 მილიმეტრიანი საცდელი ქვემეხით აღჭურვილი შვეიცარიული Pz-87 (Leopard-2A4)

140 მილიმეტრიანი საცდელი ქვემეხით აღჭურვილი შვეიცარიული Pz-87 (Leopard-2A4) გამოცდებზე

ამ გაზრდილკალიბრიან ქვემეხებზე ორივე მხარემ უარი (NATO-სსრკ) თქვა რამდენიმე მიზეზის გამო – საკმაოდ დიდი ზომის ჭურვების გამო შემცირდა მათი საბრძოლო მარაგი და ჭირდა ამ ჭურვებით ოპერირება საბრძოლო განყოფილებაში და მეორე და უფრო წონიანი მიზეზი ეს სსრკ–ს დაშლა და ცივი ომის დასრულება იყო, რომლის შედეგადაც მომავლის ტანკის შექმნის პროგრამა რამდენიმე ათწლეულით გადაიდო, აღარ იყო საჭირო ზემძლავრი ქვემეხები მათი მეტრანახევრიანი ჭურვებით და ამას გარდა კალიბრის გაუზრდელად შეეცადნენ გამტანობის გაზრდას, რასაც თანამედროვე განვითარებული სამეცნიერო და სამრეწველო საშუალებები უფრო თავისუფლად უზრუნველყოფენ ვიდრე მაშინ, შორეულ 80–იანებში.


Tuesday, February 5, 2013

THE 2013 ARMOURED VEHICLES DISPLAY

დღეს, როგორც ბევრი ქართული სამხედრო მრეწველობის გულშემატკივრისთვის უკვე ცნობილია, დიდ ბრიტანეთში გაიხსნა გამოფენა THE ARMOURED VEHICLES DISPLAY–2013. გამოფენის გახსნა კონფერენციით იწყება, მომდევნო დღეებში ტექნოლოგიური და ინოვაციური ფორუმების გარდა განხორციელდება სხვადასხვა ტექნიკის წარდგენა და მათი საჩვენებელი გამოსვლები წინაღობებით აღჭურვილ სატესტო ბილიკზე. 

საგამოფენო დარბაზის სქემა

სატესტო ბილიკის რუქა

ამ გამოფენაზე როგორც უკვე ცნობილია წარდგენილი იქნება ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი", რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს G–5–ის წარმომადგენელი, მაიორი ირაკლი უჩაძე წარადგენს.


დაწვრილებით გამოფენის შესახებ:



P.S. ველოდებით ფოტოსურათებს და დამატებით ინფორმაციას ქართული "დიდგორის" შესახებ.



საგანგებო სიტუაციების მართვი დეპარტამენტი (ფოტოები).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი შეიქმნა 2005 წლის 12 დეკემბერს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების (საგანგებო სიტუაცია - მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.) თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას.


Emergency Management Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia - Emergency Management Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia was established on December 12, 2005. The Department is a structural subsection of the Ministry of Internal Affairs, which within its competence coordinates prevention of emergency situation (emergency situation – situation in a certain territory as a result of natural, man-caused or any other type of disaster, which resulted or may result in human victim, important material lost or creates threat to human health or environment)  throughout the country, takes measures for softening and eliminating its results, also, the Department provides with implementation of civil defense tasks during martial law.













წყარო:

Monday, February 4, 2013

ავტობუსი "Leopard-2"

როგორც ცნობილია ევროპაში საბრძოლო ტექნიკის სერიოზული შემცირება მიდის, ამ მოდას არც ჰოლანდიელები ჩამორჩნენ და ისინც თავიან სამხედრო ავლა–დიდებას ან აკონსერვებენ, ან ჭრიან და ან იაფად ყიდიან მესამე ქვეყნებზე. და არსებობს კიდევ ჩამოწერილი ტექნიკის გამოყენების ასეთი საინტერესო ხერხიც – მას ავტობუსად აკეთებენ:






Sunday, February 3, 2013

თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი «Хризантема-С–ის ლიბიაში გამოყენების ვიდეო


როგორც ცნობილია რუსლმა კომპანიამ, "სამეცნიერო–საწარმოო კორპორაცია "მანქანატმშენებლობის საკონსტრუქციო ბიურო"–მ (Научно-производственная корпорация "Конструкторское бюро машиностроения" – ОАО "НПК "КБМ") 2010 წელს ლიბიისგან Хризантема-С–ის (ნაკეთობა Эр699-сб2) შეკვეთა მიიღო.
ლიბიაში განვითარებული მოვლენების შედეგად რუსულმა მხარემ კომპლესების მხოლოდ მცირე რაოდენობის მოწოდება მოახერხა, რომლებიც ლიბიის არმიამ ვერ გამოიყენა. როგორც ცნობილია ეს ტექნიკა ლიბიელ მეამბოხეებს ჩაუვარდათ ხელში და პირველად მათ მოახდინეს სისტემის საბრძოლო ნათლობა (ამჟამად მეამბოხეები ქვეყნის კანონიერ მთავრობას წარმოადგენენ).

2011 წელს გავრცელებული ფოტომასალა, რომელზეც გამოსახულია ლიბიელი მეამბოხეების მიერ Хризантема-С–ის საბრძოლო გამოყენება



Хризантема-С–ის პირველი საბრძოლო გამოყენების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში გავრცელდა. ამჯერად ქსელში ამ კომპლექსის საბრძოლო გამოყენების საკმაოდ საინტერესო ვიდეო ვრცელდება. გადაღება მართვის სითბოტელევხედვის ხელსაწყო 1K118T–დან ხორციელდება, რომელიც ჩერკასის НПК Фотоприбор–ის მიერაა შექმნილი.


თბოტელეხედვის ხელსაწყოს გამოსახულება ეკრანზე

სავარაუდოდ მანქანის ცეცხლის მართვი დაფა – წარწერები რუსულადაა, წებოვანი ქაღალდით არაბული წარწერებია მიწებებული

მანქანის საინფორმაციო მართვის საბორტე სისტემის ეკრანი

P.S. შეგახსენებთ რომ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი «Хризантема-С გასული წლის ნოემბერში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ნაწილებმა მიიღეს შეიარაღებაში – რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში "Хризантема-С"–ის პირველი პარტია მიიღეს.