As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Monday, October 27, 2014
Friday, October 24, 2014
ტსსკ "Корнет" და სხვა რუსული ტექნიკა უკრაინაში
სააგენტო Reuters–მა გამოაქვეყნა ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებს რუსი ტერორისტების მიერ რუსული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის, 9К129 "Корнет"–ის გამოყენების ფაქტს. სტარობეშევოსთან (დონეცკის ოლქი), 2014 წლის 2 ოქტომბერს გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ტერორისტების ყოფილ პოზიციებზე მიტოვებეული კომპლექს "Корнет"–ის რაკეტის, 9М133–ის, სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერი. ბრძოლები სტარობეშევოსთან ამა წლის აგვისტოს ბოლოს მიმდინარეობდა.
რუსი ტერორისტების პოზიციებზე მიტოვებული "Корнет"–ის სატრანსპორტო გამშვები კონტეინერი
P.S. ფოტოზე კარგად ჩანს შემდეგი მარკირება:
- 9М133 – რაკეტის ინდექსი (ანუ Корнет, რომელიც უკრაინაში წესით არ უნდა იყოს).
- 9Н156-1– რაკეტის ტანდემურ–კუმულაციური ქობინის ინდექსი.
- 01-07-2 - 01=დამზადებული პარტიის ნომერი, 07=დამზადების წელი (ანუ 2007), 2=დამამზადებელი ქარხნის ნომერი.
იქვე – განადგურებული რუსული БМП-2
წყარო:
Sunday, October 19, 2014
გერმანიის დაზვერვა მალაზიური ბოინგის ჩამოგდებაში რუსებს ადანაშაულებს
ვინ დგას მალაზიური Boeing–ის MH-17–ის ჩამოგდების უკან, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – გერმანული გაზეთის, Der spiegel–ის თანახმად გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური BND (Der Bundesnachrichtendienst) სამგზავრო ლაინერის ჩამოგდებაში პრო რუს ტერორისტებს ადანაშაულებს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს უკრაინული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი Бук, რომლის გამოყენებითაც შესძლეს მალაზიური თვითმფრინავის ჩამოგდება.
ამის შესახებ გერმანიის პარლამენტს, BND–ს პრეზიდენტმა, გერჰარდ შინდლერმა (Gerhard Schindler) სპეციალური მოსმენის დროს აუწყა. მან მოხსენების დროს ასევე წარმოადგინა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები – სხვადასხვა ფოტოსურათები და თანამგზავრული ფოტოების ანალიზი.
წყარო:
Patrol with Georgian ground forces led by 1-75th Cavalry, 2BCT 101 Airborne Division, Alpha Troop
Georgian ground forces dismount vehicles to execute a foot patrol threw the village of Kalanasro on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop train on how to correctly conduct patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
Marine Capt. Maurice Maylon pulls security during a foot patrol threw the village of Kalamusa on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division train on how to correctly conduct patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
Spc. Cameron Verrette of 1-75 Cavalry, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop, assists Georgian ground forces personnel with the Thor III dismounted CREW system carried on his back while executing a foot patrol threw the village of Kalanasro, on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. The Thor III is to provide a jammer to counter an array of frequency diverse threats. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
Georgian ground forces execute a foot patrol threw the village of Kalanasro, on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop train on how to correctly conduct patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
Georgian troops are shown the hidden spots Taliban use to shoot rockets at Bagram Air Field during a foot patrol threw the village of Kalamusa on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop train on how to correctly conduct patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
A Georgian troop talks to a local during a foot patrol threw the village of Kalanasro on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop, train on how to correctly conduct patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
Georgian ground forces patrol threw the village of Kalanasro, on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop, train on how to correctly conduct dismounted and mounted patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
Georgian troops are shown the hidden spots Taliban use to shoot rockets at Bagram Air Field during a foot patrol threw the village of Kalamusa on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop train on how to correctly conduct patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
Georgian troops dismount vehicles to execute a foot patrol threw the village of Kalanasro on Bagram, Afghanistan, Oct. 11, 2014. Soldiers of the 1-75th Cavalry Regiment, 2BCT, 101 Airborne Division, Alpha Troop train on how to correctly conduct patrols. (U.S. Army photo by Spc. Jamill Ford/ Released)
AUSA-2014–ზე კომპანია Boeing–მა გაუმჯობესებული Avenger წარადგინა
AUSA-2014–ზე კომპანია Boeing–მა გაუმჯობესებული Avenger წარადგინა. გაუმჯობესება საბრძოლო გამოცდილების საფუძველზე განხორციელდა. ახალი კომპლექსი ჰაერი–ჰაერი ტიპის AIM-9X Sidewinder–ითა, ტანკსაწინააღმდეგო Hellfire–ბითა და უმართავი (მართვადი) რაკეტებითაა აღჭურვილი.
Boeing–მა შეიმუშავა ღია არქიტეკტურის მქონე სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შეიარაღების უნივერსალური ინტერფეისის კონცეფციაზე და საშუალებას იძლევა კომპლექსში ინტეგრირებული იქნას სხვადასხვა სახის შეიარაღება (მართვადი და უმართავი რაკეტები, ქვემეხები და პერსპექტიული შეიარაღება), რაც ერთ პლატფორმაზე მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. ეს კონცეფცია კომპლექსს მოქნილობას სძენს და საშუალებას იძლევა მოხდეს მისი შეიარაღებას ადაპტირება საფრთხეების მიხედვით.
Boeing–ის Avenger პასუხობს ყველა იმ საფრთხეს, რაც დრეს აშშ–ს არმიის წინაშე დგას – დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით და დამთავრებული სახმელეთო საფრთხეებით, ისეთების, როგორიცაა სარაკეტო/არტილერიის/ნაღმტყორცნის (RAM – Rocket/ Artillery/Mortar) ცეცხლი.
Boeing-ის კომპლექსი იარაღის უნივერსალური ინტერფეისი კონცეფციას (universal weapons interface (UWI) ეფუძნება. UWI საშუალებას იძლევა მოხდეს შეიარაღების საჭირო მიქსი და ურთიერთ შეთავსება–შევსება საჭიროებისდა მიხედვით.
აშშ–ს Avenger–ების მოდერნიზაციის ეს ღონისძიება ეკონოიური და ეფექტურია. მოდერნიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება კომპლექსის Stinger–ებით, ტყვიამფრქვევ XM-293–ით, ავტომატური ქვემეხით, Hellfire–ბით, AIM-9X Sidewinder–ბითა და პერსპექტივაში მაღალენერგეტიკული კლაზერით აღჭურვა.
წყარო:
გერმანული შეიარაღება ერაყელ ქურთებს
ერაყში გაქანებული ომი მიდის ერაყის – ერთის მხრივ ერაყის არმია, დასავლეთის კოალიცია და ქურთები და მეორეს მხრივ ISIL, რომელმაც სირიის და ერაყის ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი დაიკავა და ბრძოლებში საკმაოდ გამოჯეკილი ფანატიკოსებითაა დაკომპლექტებული. NATO–ს ავიაცა ყოველ დღე უბაგუნებს რადიკალ მუსულმანებს და ამას გარდა დასავლეთმა გადაწყვიტა ერაყელ ქურთებს თანამედროვე შეიარაღება მიაწოდოს, განსაკუთრებით გერმანია გამოირჩევა თავისი აქტივობით.
ერაყელი ქურთების გერმანული მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი Panzerfaust 3
ერაყელი ქურთების ფრანგულ–გერმანული ტსსკ Milan
P.S. არაფერი საწინააღმდეგო ქურთებთან, მაგრამ ჩვენ და უკრაინას ევროპამ იარაღის მიწოდებაზე უარი გვითხრა. ამ ყველაფერს უკომენტაროდ ვტოვებ.
Saturday, October 18, 2014
აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney ბათუმის პორტშია
USS Mount Whitney (LCC/JCC 20) — Blue Ridge-ს ტიპის მეორე სამეთაურო ხომალდი, აშშ–ს მე–6 ფლოტის ფლაგმანი. მწყობრშია 1971 წლის 16 იანვრიდან. სახელი დაერქვა სიერრა–ნევადას ქედის ყველაზე მაღალი მთის, კალიფორნიის შტატში მდებარე უიტნის (Whitney) საპატივცემულოდ.
მონაწილეობდა ატლანიტიკის ოკეანეში, ხმელთაშუაზღვაში, კარიბის ზღვაში და ინდოეთის ოკეანეში განხორციელებულ ოპერაციებში. 1994 წელს მონაწილეობდა ჰაიტის ოპერაციაში. 2005 წლიდან აშშ–ს მე–6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდია და ბაზირდება იტალიურ პორტ გაეტაში.
2008 წელს იყო NATO–ს პირველი ხომალდი, რომელმაც საქართველოში, ფოთის პორტში, რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა.
2008 წლის 6 ნოემბერს ხმელეთზე მიმდინარე NATO–ს საწინააღმდეგო აქციების გამო ვერ შესძლო სევასტოპოპოლის პორტში შესვლა, მოგვიანებით მაინც შევიდა, მაგრამ ეკიპაჟმა ხმელეთზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა აქციების გამო (სულ 50–80 კაციანი რუსულენოვანი აქცია იყო,ფული გაუმაზა ალბათ ФСБ–ემ).
2011 წლის 19 მარტიდან USS Mount Whitney ხმელთაშუა ზღვაში როგორც სამეთაურო ხომალდი ასრულებს გაეროს მიერ ლიბიის წინააღმდეგ მიღებული № 1973 რეზოლუციის უზრუნველყოფის მისიას.
2014 წლის 4 თებერვალიდან, მე–5 ფლოტის ფრიგატ USS Taylor (FFG 50) ერთად იმყოფებოდა შავ ზღვაში, სოჩის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
11 ოქტომბერს ხომალდმა USS Mount Whitney გაიარა ბოსფორის სრუტე და შავ ზღვაში შემოვიდა. 16 ოქტომბერს ხომადლი ბათუმის პორტში იდგა.
11 ოქტომბერს ხომალდმა USS Mount Whitney გაიარა ბოსფორის სრუტე და შავ ზღვაში შემოვიდა. 16 ოქტომბერს ხომადლი ბათუმის პორტში იდგა.
P.S. ფოტოების ხარისხი მოიკოჭლებს, ტელეფონითაა გადაღებული. მოკლედ ადამიანმა ფოტოაპარატი მუდამ თან უნდა იქონიო, სად რას წააწყდები კაციშვილმა არ იცის.
Subscribe to:
Posts (Atom)








.jpg)
.jpg)


























