As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Tuesday, May 23, 2017
Monday, May 22, 2017
110 მილიარდიანი კონტრაქტი აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2017 წლის 20 მაისს საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, საუდელთა უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ერი-რიიადში ხელი მოაწერა ორმხრივი სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის 109,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებსა და მემორანდუმს.
როგორც ამერიკულ ჟურნალ "The National Interest"-ში გამოქვეყენებული სტატიის, სახელწოდებით "How the United States Is Turning Saudi Arabia Into a Military Juggernaut", ავტორი, Dave Majumdar იუწყება, ამ მთლიანი თანხიდან მხარეებს შორის რეალურად მხოლოდ „უცხოეთში სამხედრო გაყიდვების“ (Foreign Military Sales - FMS) ხაზით ნებადართული 12,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რვა პაკეტია შეთანხმებული და მათზე ფორმალურად ხელი ერთი დღით ადრე, 19 მაისს მოეწრა.
დანარჩენი 95,2 მილიარდი დოლარი მხოლოდ ტრამპის მიერ საუდელებთან 20 მაისს ხელმოწერილ, 34 პუნქტიან მემორანდუმში ფიგურირებს. ამ 34 სავარაუდო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გაგრძელდება, ამასთან ამ სიაში შედის ისეთი პოტენციური ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება როგორც „უცხოეთში სამხედრო გაყიდვების“ ხაზს, ასევე ამერიკული კომპანიების მიერ „პირდაპირი კომერციული გაყიდვების“ ხაზს (Direct Commercial Sales - DCS).
ხელშეკრულების ორივე ნაწილის (როგორც უკვე გაფორმებულის ასევე მხოლოდ მემორანდუმში შესულის) დეტალები უცნობია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ საუდის არაბეთი, ამ მეგაშეთანხმებების ფარგლებში, გეგმავს შეიძინოს THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსები, Patriot-ის ტიპის დამატებითი საზეინტო სარაკეტო კომპლექსები და მისი რაკეტები, აეროსტატული რადიოლოკაციური სისტემები, სანაპირო ზოლისა და საზღვრის დაცვისა და კონტროლის სისტემები, საარტილერიო პოზიციების აღმომჩენი რადიოლოკაციური სისტემები, ჯავშანსატანკო ტექნიკა (სავარაუდოდ General Dynamics-თან კანადის მიერ გაფორმებულ მეგა ხელშეკრულების ფარგლებში - არაა გამორიცხული რომ მისი მანქანების ასაწყობი ხაზი საუდის არაბეთში მოეწყოს), Abrams-ის ტიპის ტანკების დამატებითი პარტია, 155 მილიმეტრიანი М777 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები, დიდი რაოდენობის ვერტმფრენები და სხვა.
ვერტმფრენებთან დაკავშირებით სავარაუდოდ ცნობილია, რომ, 19 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებებში საუდის არაბეთში Boeing CH-47F Chinook-ის ტიპის 48 ცალი სატრანსპორტო ვერტმფრენის FMS ხაზით გაყიდვის მანამდე გამოცხადებული ხელშეკრულებაც შევიდა (მანამდე გავრცელებული ცნობის მიხედვით ამ მიწოდების ფასი 3,51 მილიარდი დოლარს შეადგენდა) და ამას გარდა კორპორაცია Lockheed Martin-თან ხელი მოეწერა პოტენციურ 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთში 150 ცალი Sikorsky S-70i International Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენის ასაწყობი ხაზი უნდა მოეწყოს.
საზღვაო ტექნიკის კუთხით ცნობილია რომ, მემორანდუმში შევიდა უკვე შეთანხმებული და საუდის არაბეთისთვის ასაწყობად გამზადებული ოთხი მრავალმიზნობრივი საბრძოლო ხომალდი Multi-Mission Surface Combatant (MMSC), რომლებიც აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის უკვე აწყობის პროცესში მყოფი Freedom-ის ტიპის „ლიტორალური“ საბრძოლო ხომალდების (Littoral Combat Ship - LCS) სახესხვაობას წარმოადგენს (Lockheed Martin-ის მიერ შემუშავებული LCS-ს ვარიანტი). აღნიშნული მიწოდების ღირებულება, ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, მოწყობილობებისა, შეიარაღებისა და სარაკეტო მარაგის და ტექნიკურ მხარდაჭერის ჩათვლით, 11,25 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამას გარდა საუდის არაბეთი 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საფასურად Mk V ტიპის 30 ცალ ჩქაროსნულ საყარაულო კატერსაც მიიღებს.
წყარო:
Sunday, May 21, 2017
კიმ ჩენ ინის კაბინეტში - ჩრდილოეთ კორეა რაკეტებს ვაშინგტონს უმიზნებს
რამდენად რეალურად ძალუძს ამ კომუნისტურ ნაშთებს ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ იმდენს ჩალიოჩობს რომ მგონი გამოთხრის თაგვი კატას
წყარო:
North Korea showed off a lot of missiles. What might be its targets?
Thursday, May 18, 2017
მოდერნიზირებული სერბული ტანკი М-84АС-1
სერბების მიერ მოდერნიზირებული ტანკი М-84АС-1. მანქანასე აყენია გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემა (თბოხედვა, ტელეხედვა, ლაზერული მანძილმზომი), გაუმჯობესებული დინამიკური დაცვა და ცხაურები, დისტანციურად მართვადი საზენიტო ტყვიამფრქვევი, ლაზერული და რადიო დაშუექბის სენსორები და საბრძოლო მარაგში შეყვანილია ახალი, გაუმჯობესებული ჭურვები.
F-35-ის ზემანევრულობა
F-35-ს ხშირად ოპონენტები მისი მოუქნელობისთვის, დაბალი ენერგეტიკული მაჩვენებლებისა და მანევრულობის გამო აკრიტიკებენ. ბევრი ასევე თვლის რომ მას ზემანევრულობა არ ესაჭიროება და რომ ახლო საჰაერო ბრძოლა ისტორიას ჩაჰბარდა, ტუმცაღა ნურას უკაცრავად, როგორც პირველები და ასევე მეორენი სასტიკად სცდებიან - ამაზე ქვემოთ მოყვანილი ვიდეო მოწმობს, სადაც გამანადგურებლის ზემანევრულობა და შეტევის დიდი კუთხეებია (AoA) ნაჩვენები.
Су-35 და F-35-ის მანევრირების შედარება
Wednesday, May 17, 2017
NATO-ს სატანკო ტურნირი დასრულდა და გამარჯვებულია ........
- გაიმარჯვეს ავსტრიელებმა Leo-2A4-ებით
- მე-2 ადგილზე არიან გერმანელები (Leo-2A6)
- მე-3 - აშშ (M1A2 SEPv2)
შემდეგ როგორც წყარო იუწყება - ფრანგებმა, უკრაინელებმა და პოლონელებმა და ძალიან მცირე სხვაობით დაასრულეს ტურნირი ("France, Ukraine, and Poland also competed in the challenge, all scoring very close to the top three")
- მე-4 საფრანგეთი (Leclerc)
- მე-5 უკრაინა (Т-64БВ)
- მე-6 პოლონეთი (Leo-2A5)
შარშანდელი ტურნირის შედეგები - "Strong Europe Tank Challenge-2016" - და გამარჯვებულია.........
Т-64-ის ოცეულს ქულები დაზვერვაშიც დააკლეს. უნდა აღმოეჩინათ მოწინააღმდეგე, გამოეძახებინათ არტილერია და უკანა სვლით სწრაფად გასულიყვნენ ზონიდან, მაგრამ უკანა სვლის დაბალი სიჩქარის მიზეზით Т-64-ებმა დაზიანების ზონიდან გასვლა ვერ მოასწრეს და ისინი "პირობითმა არტილერიამ" დახურა. ასევე პრობლემები იყო მასიური დაზიანების იარაღის პირობებში ტანკების რემონტთან დაკავშირებით. ეკიპაჟებს როგორც ჩანს ტურნირისთვის დამცავი კოსტუმები მზად არ ჰქონდა. თუმცაღა სატანკო კომპონენტში თავი კარგად გამოიჩინეს - სატანკო ოცეულების შეტაკებაში ამერიკელთა ოცეული დახურეს.
ამბობენ პოლონელებს ძრავასთან ჰქონდათ პრობლემებიო
წყარო:
Tuesday, May 9, 2017
ახალი სერბული მრავალფუნქციური ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ALAS
2017 წლის 3 მაისს სერბეთში, ბელგრადთან მდებარე სამხედრო პოლიგონ ნიკინჩზე, განხორციელდა სერბეთის არმიის შეიარაღებაზე მდგარი და სერბეთის სამხედრო მრეწველობის მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დემონსტრაციის რეპეტიცია. თვითონ დემონსტრაცია 9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ჩატარდება.
რეპეტიციის დროს პირველად იქნა ნაჩვენები სერბული წარმოების ოპტიკურ-ბოჭკოვანი დამიზნების სისტემის მქონე, ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ALAS-ის სარაკეტო სროლები. კომპლექსზე სერბი მეცნიერები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ, როგორც ჩანს გაერთიანებული საემირატოების დაფინანსების წყალობით, სერბებმა საბოლოოდ მოახერხეს მისი დახვეწა და საემირატოს ანგარიშისთვის მზად არიან კომპლექსის სერიული წარმოება დაიწყონ. ნიკინჩზე წარმოდგენილი კომლექს ALAS-ის ექვსგამშვებიანი დანადგარი ემირატული ჰოლდინგ Tawazun-ის მიერ წარმოებულ ავტომანქანა Nimr (6x6) ბაზაზეა შესრულებული. სალაშქრო მდგომარეობაში გამშვები დანადგარი ტენტიანი სატვირთოს იერით ინიღბება.
როგორც ცნობილია, 2013 წლის თებერვალში, აბუ-დაბიში გამართულ გამოფენა IDEX-2013-ზე, გაერთიანებული საემირატოს სახელმწიფო კომპანია Emirates Advanced Research and Technology Holding-სა (EARTH) და სერბულ სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო გაერთიანება "Juгоимпорт-СДПР"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სერბული შორმსროლელი ტანკსაწინააღმდეგო (ფაქტიურად მრავალმიზნობრივი ტატიკური) ოპტიკურ-ბოჭკოვანი დამიზნების სისტემის მქონე სარაკეტო კომპლექს ALAS-ის ერთობლივი შემუშავებისა და წარმოების შესახებ. საეიმრატოების მიერ განხორციელებული ინვესტიციების საერთო ღირებულება 220 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომპლექსი ALAS (Advanced Light Attack System) სერბეთში 90-იანი წლებიდან, კერძო სერბული კომპანია EDePro-ს (Engine Development and Production) თანამონაწილეობით იქმნებოდა. კომპანია ბელგრადის უნივერსიტეტის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ბაზაზეა შექმნილი და რეაქტიული იარაღისა და რაკეტების სფეროში აწარმოებს სამუშაოებს. პროექტის დაფინანსებას გაერთიანება "Juгоимпорт-СДПР" ახორციელებდა, თუმცაღა გაერთიანებულ საემირატოსთან ხელშეკრულების გაფორმებადმე, სახსრების უკმარისობა ALAS-ის შექმნასა და სერიულ წარმოებამდე მიყვანას აფერხებდა.
ამჟამინდელი სახით ALAS-ის რაკეტა 50კგ-ს იწონის, საბრძოლო ქობინის მასა (შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ქობინით აღჭურვა) 10 კგ-ა, კორპუსის სიგრძე 2040მმ, კალიბრი 175მმ, ჯვარედინი გაშლადი ფრთების გაქანი 1450მმ-ს აღწევს. რაკეტა დამიზნების მართვადი სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ტელეხედვით-თბოხედვითი თავაკისგან შესდგება. დამიზნების სისტემა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ხორციელდება, რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსახულების ოპერატორთან გადაცემა და უკან მართვის ბრძანებების დაბრუნება. რაკეტა EDePro-ში შემუშავებული 40კგ წევის მქონე მინიატურული ტურბორეაქტიული ძრავა ТММ-404 Mongoose-თია აღჭურვილი (ორ მყარსაწვავიან სასტარტო ძრავასთან ერთად), რომელიც მის 25 კილომეტრზე სროლის საშუალებას იძლევა. რაკეტის საშუალო სიჩქარე 180მ/წმ-ია. ამასთან მწარმოებლის განცხადების თანახმად, სროლის მანძილის 60 კილომეტრამდე გაზრდაა შესაძლებელი.
2017 წლის თებერვალში, აბუ-დაბიში გამართულ ბოლო გამოფენა IDEX-2017-ზე, "Juгоимпорт-СДПР"-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპლექსმა ALAS-მა წარმატებით გაიარა ინერტულ საბრძოლო თავაკიანი რაკეტების გამოცდების სრული ციკლი და რომ 2017 წელს დაგეგმილია სისტემის რეალური საბრძოლო ქობინებით გამოცდა, რის შემდეგადაც ALAS სერიული წარმოებისთვის მზად იქნება.
წყარო:
"Strong Europe Tank Challenge-2017" აქტიურ ფაზაშია
M1A2SEPv2 და Т-64БВ
NATO-ს სატანკო ტურნირი აქტიურ ფაზაშია, შეჯიბრება 12 მაისამდე გაგრძელდება ტურნირის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი
ვიდეო - უკრაინის სატანკო ოცეული შეტევაში
შეჯიბრის სხვადასხვა მონაწილეთა აქტივობები
Subscribe to:
Posts (Atom)

















































