Thursday, November 16, 2017

და წარმოგდიგენთ მეორე კოშკურაგაფრენილ Т-90А-ს

მოკლედ Т-90А-ს დეტონაციის შედეგად გაფრენილი მეორე კოშკურის ოფიციალური ფოტომასალა (პირველი იხილეთ ბმულზე - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А). ისლამური სახელმწიფო ექსკლუზიურად ავრცელებს ამ ფოტოებს (ველოდებით ვიდეოსაც). ზუსტად რა მოხდა უცნობია, მაგრამ ფაქტია რომ კოშკურა გაფრინდა და კორპუსის ყელის დეფორმირებული უკანა ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, დეტონაცია უკანა თაროებზე განლაგებულმა საბრძოლო მარაგმა განიცადა.
მანამდე კიდევ ერთი ამ ტიპის ტანკი იქნა დაკარგული ბრძოლაში - ოგორც ჩანს პირველი განადგურებული Т-90А გვყავს სიაში



M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი


ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე „M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელიც მოგვიანებით სხვა ჯარსიკაცებს მოამზადებს. დღეს, სწავლების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე გაეცნენ.

კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით, პირველ ეტაპზე პირადმა შემადგენლობამ იარაღის მახასიათებლები შეისწავლა და მისი დაშლა-აწყობასა და მოვლა-შენახვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარა. სწავლების პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეები უახლესი ამერიკული ტყვიამფრქვევიდან საწყისი სროლის პირველ, მეორე სავარჯიშოებსა და საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებს ასრულებდნენ.
„M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი 7 ნოემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება.


Tuesday, November 14, 2017

რუსეთი თავდაცვის სამინისტრო თამაშსა და რეალობას ვერ არჩევს

რუსეთის ტავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა უტყუარი მტკიცებულებები იმისა თუ როგორ ეხმარებიან ამერიკელები ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებს

რუსების მიერ გამოქვეყნებული  ერთი ფოტო თამაშიდან ამოღებული სკრინშოტი აღმოჩნდა

დანარჩენი ფოტოსურათები ერაყის ავიაციის შარშანდელი აქტივობებიდან იყო ამოღებული

უკვე ჩაასწორეს ;)
https://www.facebook.com/mod.mil.rus/posts/2007062896203123

Thursday, October 19, 2017

რუსული ტანკების გრძელი ჭურვების გამოსაყენებლად გადაკეთებული დამტენი მექანიზმი

რუსული ტანკებისთვის გრძელი ქვეკკალიბრულების გამოყენება ავტომატური და მექანიზირებული დამტენის თავისებურებების მიზეზით შეუძლებელი იყო. საუბარია უახლეს რუსულ ქვეკალიბრულ ჭურვებზე - 3БМ59 "Свинец-1"–ით აღჭურვილ გასროლა 3ВБМ22-ზე და 3БМ60 "Свинец-2"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ23-ზე (ინფორმაცია ჭურვების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე - ახალი რუსული სატანკო ჭურვები "Свинец", "Грифель" და სხვები). აღნიშნული ჭურვები 740 მილიმეტრამდე გაზრდილი გულარით გამოირჩევიან. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად რუსეთის არმიის სატანკო პარკის მოდერნიზაციის პროექტებში ავტომატური და მექანიზირებული დამტენების გადაკეთება აქტიურად მიმდინარეობს, მაგალითისთვის Т-72Б3 მთელ პარკს ამ ჭურვების გამოყენება უპრობლემოდ შეუძლია. ამავე ჭურვების გამოყენება თავისუფლად შეუძლია Т-90А-ს და მცირედი გადაკეთების შემდეგ Т-80-ებსაც. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე სწორედ ახალი, წაგრძელებული ჭურვის პარამეტრებზე გადაკეთებული მექანიზირებული დამტენია აღჭურვილი.


ფოტოს წყარო:
Механизм заряжания, доработанный под БПС L=740 мм

Sunday, September 24, 2017

Т-64 და მისი კორპუსის კომბინირებული ჯავშანდაცვა

კორპუსის წინა, ზედა დეატლის ჯავშანპაკეტი Т-64А/Т-64Б/Т-72 ტიპის ტანკებისთვის. ჰორიზონტალური სისქე 547-549 მილიმეტრი (დამრგვალებულად 550). კონსტრუქცია ვერტიკალური სიბრტყიდან 68 გრადუსითაა დახრილი და მისი არსებული სისქე 206 მილიმეტრს უდრის, აქედან - 80 მილიმეტრი ზედა ჯავშანფოლადი, ორი 53+53 მილიმეტრიანი (სულ 106 მილიმეტრი) СТБ-3-ФЭФ-Н მარკის სტეკლოტექსტოლიტის პაკეტი და ქვედა, 20 მილიმეტრიანი ჯავშანფოლადის დეტალი.

ჯავშანმედეგობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი M456 ტიპის და ანალოგიური, 450 მილიმეტრი ჯავშანგამტანობის მქონე კუმულაციური ჭურვებით 
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი L26/L36/L52 ტიპის ჭუვებით

Т-64А/Т-64Б ტიპის ტანკები, საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Отражаемость" განხორციელების შემდეგ (დაემატა 30 მილიმეტრიანი ჯავშანფილა). გაუმჯობესება 83 წელს განხორციელდა, როდესაც აღმოჩნდა რომ, ებრაული ქვეკალიბრული ფრტასხმული ჭურვი, M-111, საბჭოთა ტანკებს საკმაოდ დიდი მანძილიდან ხვრეტდა.
ჰორიზონტალური სისქე 630 მილიმეტრი. კონსტრუქცია ვერტიკალური სიბრტყიდან 68 გრადუსითაა დახრილი და მისი არსებული სისქე 236 მილიმეტრს უდრის, აქედან - 30+80 მილიმეტრი ზედა ჯავშანფოლადი, ორი 53+53 მილიმეტრიანი (სულ 106 მილიმეტრი) СТБ-3-ФЭФ-Н მარკის სტეკლოტექსტოლიტის პაკეტი და ქვედა, 20 მილიმეტრიანი ჯავშანფოლადის დეტალი.

ჯავშანმედეგობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი M456 ტიპის და ანალოგიური, 450 მილიმეტრი ჯავშანგამტანობის მქონე კუმულაციური ჭურვებით 
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი, ქვეკალიბრული, ფრთასხმული M111, 1428 მ/წმ დარტყმითი სიჩქარით
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი L26/L36/L52 ტიპის ჭუვებით


ზემოთ მოყვანილი Т-64А/Т-64Б ტიპის ტანკები, საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Отражаемость" განხორციელების (დაემატა 30 მილიმეტრიანი ჯავშანფილა) და დინამიკური დაცვით აღჭურვის შემდეგ.

ჯავშანმედეგობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი M456 ტიპის და ანალოგიური, 450 მილიმეტრი ჯავშანგამტანობის მქონე კუმულაციური ჭურვებით
  •  ვერ იხვრიტება 850-900 მილიმეტრი გამტანობის მქონე ტსმრ-ების მიერ.
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი, ქვეკალიბრული, ფრთასხმული M111, 1428 მ/წმ დარტყმითი სიჩქარით
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი L26/L36/L52 ტიპის ჭუვებით



წყარო - ფორუმ http://otvaga2004.mybb.ru/-ს მომხმარებელი Wiedzmin

Thursday, September 21, 2017

როგორც ჩანს პირველი განადგურებული Т-90А გვყავს სიაში

როგორც WithinSyriaBlog იუწყება, ეს ჰაიატ ტაჰირ ალ-შამის მებრძოლების მიერ ნალააფარი, დაზიანებული, Т-90А უნდა იყოს, რომელიც სირიის არმიის Т-72М-ა ქვეკალიბრული ჭურვის ბორტში გასროლით გაანადგურა.

ბევრი დაკვირვებულის თქმით განადგურებულ ტანკს კოშკურაზე დინამიკური დაცვის "პირამიდკები" აქვს, არა და ნაალააფრ ტანკზე ეს "პირამიდკები" არ იყო შემჩნეული, ტანკი მელოტი კოშკურით გამოირჩეოდა.

 თუმცა ეს ორის სხვადასხვა მანქანაა და განსხვავებული ისტორიები გააჩნიათ

UPD - ახალი ფოტოები

Wednesday, September 20, 2017

ბელორუსიული Пеленг-ის სამიზნე მოწყობილობები

საკმაოდ საინტერესო ბროშუა ბელორუსიაში წარმოებული სამიზნე მოწყობილობების შესახებ - ჩამონათვალიდან ბევრი რუსულ ჯავშანტექნიკაზე გამოიყენება

წყარო:

Tuesday, September 19, 2017

აზერბაიჯანმა ჩეხეთში 152მმ-ნი თსდ DANA-M1 CZ და 122მმ-ნი ზცრს RM-70 Vampir შეიძინა

18 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სტრატი აიღო მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფართომაშტაბიანმა სწავლებამ.
სწავლებაშ ჩართულია 15 000 სამხედრო მოსამსახურე, 150-ზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 120-მდე სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, ზცრს-ები და ნაღმტყორცნები, ასევე საბრძოლო ავიაციის 20 ერთეული საფრენი აპარატი, რადიოელექტრონული დაზვერვის სახალი საშუალებები და უპილოტო საფრენი აპრატები.
ამ სწავლებაზე აზერბაიჯანულმა მხარემ პირველად გამოაჩინა 122 მილიმეტრიანი ზცრს RM-70 Vampir და 152 მილიმეტრიანი თსდ DANA, რომელიც ფოტოების მიხედვით, ჩეხური კომპანია Excalibur Army-ს მიერ, ექსპორტზე შეტავაზებული, მოდერნიზირებული DANA-M1 CZ უნდა იყოს (მწარმოებლის ოფიციალური საიტი - DANA-M1 CZ).

DANA-M1 CZ

RM-70 Vampir




წყარო: