Tuesday, August 27, 2019

აფხაზეთის ომის "მარტოხელა" არტილერისტი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................


ამ ბიჭს მარტოხელას ეძახდნენ თურმე, მარტო ტენიდა ქვემეხს გაისროდა და მერე დურბინდით ათვალიერებდა მოწინააღმდეგის მხარეს, რადგან ცეცხლის კორექტორი არ ყავდაო. ფოტოზე 85 მილიმეტრიანი Д-44 (ფოტო აღებულია ჯგუფ "არმიიდან")

Monday, August 26, 2019

АК-12-ის არასრული დაშლა (ვიდეო)


დაშლის ამბავში დიდის ხვაობა არაა - მცირე დეტალებია შეცვლილი, ძირითადად ლულის კოლოფის თავსახურის მყარად დაფიქსირების მექანიზმიშია ცვლილება


სარაკეტო იერიში ისრაელზე - Iron Dome-ს მორიგი წარმატებული მოქმედება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................


შაბათს ღამით,ჰამასის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების საპასუხიდ ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიღო - წუხელ, ქალაქ სდეროტის მიმართულებით, გაზას სექტორიდან, სამი რაკეტა იქნა გაშვებული - ორი Iron Dome-მ მმოხსნა ჰაერში, ერთი კიდევ ქალაქის გარეთ, მაგისტრალთან ჩამოვარდა, გამოიწვია ხანძარი და დაზიანებები, რასაც მსხვეპლი არ მოჰყოლია.



Sunday, August 25, 2019

ისრაელის მორიგი იერიში სირიის დედაქალაქზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................


24 აგვისტოს, ღამის 23 საათსა და 50 წუთზე ისრაელმა დამასკოს მიმდებარე ტერიტორიაზე იერიში განახორციელა. რამდენიმე აფეთქება ქალაქის დასავლეთით მოხდა. სირიული წყაროების თანახმად, იერიში ავიაბაზა მეზზე განხორციელდა. სირიელთა განცხადების თანახმად რაკეტების ნაწილი ჩამოაგდეს, ნაწილმა მიზანს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ იერიშის შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრმა განცხადება გაავრცელა - მისი სიტყვების თანახმად განადგურებული იქნა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის უპილოტოების ბაზა, საიდანაც ირანელები ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე გეგმავდნენ იერიშებს. იერიშის შედეგად მოკლული იქნა ჰესბოლას 2 წევრი და ერთი პროირანელი მილიციის წევრი.

ირანული ბაზა იერიშამდე და იერიშის მერე

МАКС-2019-ის გახსნისთვის მომზადებული С-70 Охотник-ის მაკეტი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................

2 დღეში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიასალონი - "МАКС 2019" აიღებს სტარტს. ავიასალონზე, სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, რუსეთის უახლესი უპილოტო საფრენი აპარატის, С-70 Охотник-ის მაკეტიც იქნება გამოფენილი (თვითონ შეასრულებს თუ არა ფრენას უცნობია).



თვითონ მაკეტი საკმაოდ საინტერესო დეტალით გამოირჩევა - მისი ძრავის საქშენის ფორმა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან რაც საფრენ პროტოტიპზე აყენია. როგორც ჩანს საბოლოო და სერიული მანქანა მსგავსი V-ბურად წაწვეტებული და ბრტყელი საქშენით იქნება ღჭურვილი და არა იმ მრგვალი, ამობურცული და გარეთ გამოჩრილი ახლანდელი ძრავით (ამის შესახებ ადრეც საუბრობდნენ - პროტოტიპი უბრალოდ საცდელი ძრავით დაფრინავსო).  მსგავსი საქშენი ამცრიებს საფრენი აპარატის შემჩნევადობას როგორც ინფრაწითელ, ასევე რადიო სპექტრში.


P.S. ერთი სიტყვით დაველოდოთ სერიულ მანქანას. ვნახოთ რა გამოუვათ (თუ გამოუვიდათ).


С-70 Охотник-ის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

ჩრდილოკორეული მსხვილკალიბრიანი ზცრს-ის გამოცდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................


ჩრდილოეთ კორეაში წარმატებით განხორციელდა მორიგი სარაკეტი გამოცდა, რომლის დროსაც მსხვილკალიბრიანი ზცრს-იდან გაშვებულმა რაკეტამ 380 კილომეტრზე მოახერხა სამიზნის განადგურება. ფრენის დროს რაკეტამ 97კმ სიმაღლეს მიაღწია.

თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება:


ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტექნიკის წარდგენა პირველად 2018 წლის აპრილში განხორციელდა, თემატური სტატიები იხილეთ ბმულებზე:

პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად.

ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ყარო:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service

Friday, August 23, 2019

გვახსოვდეს ჩვენი გმირები - კინდღთან გმირულად დაღუპული გიორგი თაქთაქიშვილის ბრძოლა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................


აფხაზეთი, პლანეტის ერთერთი ულამაზესი კუთხეა და ნებისმიერი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ მხარეში და იქაური სანახები დაუთვალიერებია მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრება _ რიწის ტბა, ეშერა, ულამაზესი მთები, უზარმაზარი ევკალიპტები სანაპიროს გასწვრივ და, საშინელი ჭაობი... თუმც, ეს უკანასკნელი, არც სანახავია და, რა თქმა უნდა, არც დასამახსოვრებელი, მაგრამ ჭაობიდან გამოსულებს ახსოვთ...

კინდღი, ასე ჰქვია პატარა სოფელს, სადაც აფხაზები ცხოვრობდნენ. ოდნავ მოშორებით, ქართველების სოფელი წყულგილია _ გრილი წყარო. ასწლოვანი ევკალიპტები ზღვის ზოლს მიყვება, ფერდობებზე ადის და ტყის მასივს ქმნის. მთაგორიან სანაპიროზე სოფლებია შეფენილი და მათ შორის, ორი ზღვისპირა _ კინდღი და წყულგილი სამოთხესავით ლამაზია.

ერთ დროს, კინდღსა და წყულგილს ძალიან ლამაზი პატარა ტბა _ კეფალი ყოფდა, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მხოლოდ გადმოცემითღა იციან იქაურებმა.

ახლა, კეფალის ტბის ადგილას, უკვე საკმაოდ დიდი ზომის ჭაობია, რომელმაც დროთა განმავლობაში ევკალიპტის ხეებიც ჩაითრია, ორ ფერდობს შორის მანძილი მთლიანად დაიკავა და ხვიარა მცენარეებით აყვავდა.  ჭაობად ქცეულ ტბაზე ფერდობის ევკალიპტები ნელნელა გადაიზნიქენ და ტევრებით შებურეს. ეს ადგილი ულამაზესია უცხოსათვის და ფიქრადაც არ მოუვა, რომ იქ, შეიძლება ჭაობი იყოს, მაგრამ იქაურებმა კარგად იცოდნენ ამ ჭაობის არსებობა და ამ სილამაზეს ახლოსაც არ ეკარებოდნენ.

1993 წლის ივლისია, სოფელი კინდღი, წყულგილი და დანარჩენებიც ცარიელია. იქაურმა მაცხოვრებლებმა ჯერ კიდევ ომის დაწყების დროს დატოვეს თავიანთი სახლები. ამ მხარეს ქართველები აკონტროლებენ. სეპარატისტთა შეიარაღებული ნაწილები მთაშია გახიზნული.

სოხუმის შტაბში ინფორმაცია მოდის, რომ რუსებმა კინდღის რაიონის დასაზვერად დესანტი გადმოისროლა და დიდი შეტევისათვის ემზადებიან. შტაბში გადაწყდა ორი ქართული ბატალიონი _ სოხუმის `თეთრი გიორგი~ და თავდაცვის სამინისტროს არმიის შემადგენლობაში არსებული `ავაზა~ გაეგზავნათ მტრის გასანადგურებლად.

"ავაზას ბატალიონი" თბილისელი ბიჭებით იყო დაკომპლექტებული. ოცეულის მეთაურს, გერა (გიორგი) თაქთაქიშვილს, დაევალა თავისი მეომრებითურთ ცრუ მანევრი განეხორციელებინა და მტრის ყურადღება მიექცია, რათა დანარჩენები შეუმჩნევლად შესულიყვნენ სეპარატისტთა ზურგში. შტაბში შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით ოცეულს კინდღისა და დანარჩენი სოფლების მაკავშირებელი ლაბრის გზა უნდა გაევლო, მაგრამ სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდნენ.

   ცრუ მანევრი

ნუკრი თეგეთაშვილი (გერას ბავშვობის მეგობარი და თანამებრძოლი): `ბატალიონში 60 მეომარი ვიყავით. ჩვენი ოცეული, გერას მეთაურობით გამოეყო და წავედით დაზვერვაზე, უფრო სწორად, მტრის ყურადღება უნდა მიგვექცია, _  მათ უნდა ჰგონებოდათ, რომ მზვერავები ვართ, ამით ისარგელებდნენ დანარაჩენი მეომრები და ზურგიდან მოვლა გაუადვილდებოდათ.

გეგმით, ლაბრის გზა უნდა გაგვევლო, მაგრამ იქ, უკვე რუსების დესანტი იდგა და ვერ გავივლიდით.  მანევრი შეცვალეთ, იძულებული გავხდით შეგვეცვალა, ზემოდან უნდა მოგვევლო, რომ ჩვენ ბატალიონთან შევერთებულიყავით, სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა. გერა წინ მიგვიძღოდა და გვამხნევებდა. ბილიკებით ტყიან ფერდობზე ავედით და გზადაგზა რანდენჯერმე ვისროლეთ კიდეც _ თუ მტერი ახლომახლო იქნებოდა ბრძოლა მოგვიწევდა და ჩვენი ბატალიონი მოგვეშველებოდა. საპასუხო ცეცხლი   არავის გაუხსნია. დიდი მანძილი არ გვქონდა დარჩენილი  ლაბრის გზამდე, არც ტყიანი მასივი იყო რთული გასავლელი. ავიარეთ აღმართი, მეორე ფერდობს გადაღმა უკვე გზაა და გასავლელიც ცოტაღაა დარჩენილი. დავეშვით და უცებ ჭაობში ჩავცვივდით, მხრებამდე ჩავიფალით. ოც მეტრში, ფერდობიდან, ცეცხლი გაგვიხსნეს, წამებში დაგვიჭრეს შვიდი კაცი. ჩვენ დავიბენით, არ ვიცოდით რა გაგვეკეტებინა, როგორ მოვქცეულიყავით. ამ დროს, გერამ დაიღრიალა: ბიჭებო, არ შეშინდეთ! რაღაც სასწაული ძალა მიეცა, ისეთი შემართებით მიიწევდა ჭაობში, რომ ჩვენც გამოვფხიზლდით.

. ფაქტორივად, განწირულები ვიყავით, მაგრამ გერას შეძახილები გვამხნევებდა და ძალას გვაძლევდა. ასეთ დროს ვერ აანალიზებ, _ რა ხდება, სრულად ვერ აღიქვამ სიტუაციას, პანიკა გიპყრობს და ბედისწერას ემორჩილები, დუნდები ყველაფერი ეს იყო, იყო პირველ წუთებში, მაგრამ გერას შეძახილებმა, სული გაგვიმხნევა და ჭაობს არ დავნებდით. მეთაურის ძალა და ენერგია ჩვენც გადმოგვედო და მივყევით.~

   ჭაობში...

ჭაობში შეტყუებული ოცეული სეპარატისტებისათვის კარგი სამიზნეები არმოჩნდნენ, რადგან მკერდამდე ჩაფლულები იარაღის ხმარებას ვერ ახერხებდნენ. აფხაზები განუწყვეტლივ ისროდნენ _ ავტომატის ჯერი, სნაიპერის ტყვია, `ლიმონკები,~ ყუმბართმტყორცნები...  სასიკვდილოდ დაჭრილების გმინვას ჭაობი ნთქავდა და არც სისხლის წითელი კვალი აჩნდებოდა ჭაობს.

---------- 

ფერდობის თავზე, იქით, საითაც გერას ოცეული აპირებდა ასვლას, ქართული ბატალიონის  მცირე ნაწილი გამოჩნდა და ცეცხლი გაუხსნა აფხაზებს. სეპარატისტებმა ყუმბართმტყორცნებით უპასუხეს.  ჭაობში მყოფთ იმედი მიეცათ. გერამ, ახლა უფრო ომახიანად შესძახა, ბიჭები შეაგულიანა.

ამ დროს, სეპარატიტებიმა უახლესი იარაღის მთელი არსენალი გამოიყენეს და  ჭაობში ჯოჯოხეთური ომი დაიწყო. აფხაზები ჭაობში ჩარჩენილი ბიჭების დახმარების საშუალებას არ აძლევდა ფერდობის თავზე შეფენილ მცირე რიცხოვან ქართველთა რაზმს.

------------ 

რამდენიმემ მაინც დააღწია თავი ჯოჯოხეთს, ჭაობიდან ამოვიდნენ, მაგრამ აფხაზებმა ფერდობზე ასვლის საშუალება აღარ მისცეს. მიზანში ამოიღეს.  გერა და მისი ოცეულის წევრები  მიწაზე იყვნენ გართხმული და მომენტს ელოდნენ, რომ თავისიანებთან მისვლის საშუალება მისცემოდათ. სეპარატისტებმა გაასმაგებული ძალით დაიწყეს შეტევა. ყველაფერს ცხრილავდნენ და ანადურებდნენ.

გერა, ნუკრი თეგეთაშვილი და ზაზა ჩქარეული, ამ უკანასკნელს ერთი თვალი დაკარგული ჰქონდა (ერთერთი ბრძოლის დროს დაუზიანდა და  თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მაინც დაბრუნდა) ფერდობზე იწვნენ ერმანეთის შორიახლო.

აფხაზებმა ისევ ისროლეს ყუმბარმტყორცნები და ამდროს, ზაზამ დაიყვირა: - მიშველეთ, მეორე თვალში დამჭრეს! ზაზას ყვირილზე გერა წამოდგა მის დასახმარებლად. აფხაზები მის მოკვლას ჭაობშიც ცდილობდნენ, არ გამოსდიოდათ, ახლა კი მიზანში  ამოიღეს და ყუმბარმტყორცნი ესროლეს... გერა აფეთქდა. მაინც ესროლა სნაიპერმა, ჭაობიდან უთვალთვალებდა და დამწვარს ესროლა უკანასკნელი ტყვია.

1993 წლის 9 ივლისს, გერა (გიორგი) თაქთაქიშვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

როგორც ყოველთვის, ომის დროს სიკვდილი წამებში ხდება. გერასაგან მოშორებით ნუკრი თეგეთაშვილი იწვა. გერას აფეთქებისთანავე წამოხტა,  ბიჭებისაკენ გაიქცა და ყუმბარმტყორცნმა ზუსტად ის ადგილი ააფეთქა, სადაც ჩაწოლილი იყო. ვერ დაუმიზნეს, სასწაულად გადარჩა. სასწაულმა გადარჩინა ზაზაც.

ფერდობის თავზე ქართველები იყვნენ და ქვემოთ ჩასვლას, მაინც ვერ ახერხებდნენ.

ჭაობიდან გამოსული ბიჭები ერთი დღე-ღამე ფერდობზე იწვნენ და თავის აწევას ვერ ბედავდნენ. მათი გამოყვანა, მხოლოდ დამატებითი დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მაგრამ ცხედრების გამოტანა ვერ მოხერხდა.



   მადლობა       


ნუკრი თეგეთაშვილი: "გია ყარყარაშვილი მოვიდა პირადად ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა. მსხვერპლი დიდი იყო, მაგრამ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დამატებითი ძალების მოსვლის შემდეგ, სეპარატისტებმა დაწოლას ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს. ჭაობში ბრძოლის დროს მტერმა ტყვია-წამლის რესურსი მთლიანად ამოწურა, ამით ქართველებმა ისარგებლეს და შეტევა დაიწყეს, სეპარატისტებმა უკან დაიხიეს. აფხაზეთის ომის დროს, ეს ოპერაცია ერთერთი რთული, მძიმე და წარმატებული იყო.

გზის დიდი ნაწილი უკვე განთავისუფლებული იყო სეპარატიტებისაგან. მხოლოდ მცირე მონაკვეთი იყო დარჩენილი, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ. ჩვენები ამ მონაკვეთის აღებასაც გეგმავდნენ დღედღეზე და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებდნენ მიცვალებულთა გამოყვანას.

ჩემ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა. მიცვალებულები ამოვიყვანეთ. დიდი სატვითო მანქანა, ურალი გამოვართვით ჩვენებს და ცხედრები ძარაზე დავდეთ. მძღოლს ვუთხარით ბოლო სიჩქარით გაევლო გზის ის მონაკვეთი, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ.

გერას ცხედარის გვერდით დაწვა ნუკრი, მისი უახლოესი მეგობარი. ზაზაც იქ იყო. მძღოლმა ადგილიდან მოწყვიტა ურალი და დიდი სისწრაფით გაიჭრა. აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. ღია ძარაზე, გერას დამწვარ და დაგლეჯილ ცხედარს გადაეფარა ნუკრი, ეს გაუცნობიერებლად ხდებოდა. იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ჭაობში ნახეს, შიში დათრგუნული ჰქონდათ.

გერას ცხედარი სოხუმიდან თვითმფრინავით თბილისში ჩამოასვენეს. მხედრული მამაცობისათვის გიორგი თაქთაქიშვილი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ.

Thursday, August 22, 2019

ისრაელმა ერაყის ავიაბაზას დაარტყა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................




20 აგვისტოს, ერაყში პრო ირანული-შიიტური პარამილიტარისტული დაჯგუფების ბაზას, რომელიც უშუალოდ ერაყის ავიაბაზა ბალადზე იყო განთავსებული, ისრაელის ავიაციამ დაარტყა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ისრაელმა ავიადარტყმაში უახლესი ამერიკული F-35-ები გამოიყენა. ასევე ცნობილია, რომ ამ ავიაბაზაზე ერაყის საჰაერო ძალების F-16-ებიც ბაზირდება.

აივადარტყმის შემდეგ ბალადის ავიაბაზაზე ჩასული ერაყის თავდაცვის მინისტრი

ზარალის ხარისხი უცნობია, თუმცა გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალის თანახმად ბაზაზე საბრძოლო მასალების საკმაოდ მოზრდილი საწყობი იქნა განადგურებული. საწყობის აფეთქებამ ასევე გამოიწვია უამრავი გვერდითი დაზიანება და სხვა ინფრასტრუქტურული ზარალი.

ავიაბაზის კოსმოსური ფოტოები ავიაიერიშამდე და მის შემდეგ (პირველ ფოტოზე) და დაზიანებები (მეორე და მესამე ფოტოზე)

რუსი ტერორისტების მსხვილი ბაზის ლიკვიდაცია ოკუპირებულ ლუგანსკში

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

..................................................................................................................................................

უკრაინის არმიის 54-ე  ბრიგადამ პერვომაისკში რუსი ტერორისტების ბაზის ლიკვიდაცია მოახდინა.

ტექნიკის განლაგება ბაზაზე

გაერთიანებული ძალების ოპერირების რაიონში ყოფნის დროს, 54-ე ცალკეულმა მოტოქვეითმა ბრიგადამ საკუთარი პასუხისმგებლობის ზონაში, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ პერვომაისკში რუსი ტერორისტების ბაზის ლიკვიდაცია მოახდინა.


ამ ფაქტს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო მასალა ადასტურებს (ვიდეო ვოლონტიორმა იური მისიაგინმა გაავრცელა).

განადგურებული ტექნიკის ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Стрела-10"
  • სამეთაურო-საშტაბო მანქანა
  • ორი ცალი ქსმ
  • ექვსი "Урал"-ის ტიპის სატვირთო
  • ოთხი "КамАЗ"-ის ტიპის სატვირთო
  • სატვირთო ამწე კრანი
  • სამხედრო ყველგანმავალი
  • ამას გარდა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოკლული იქნა 20 და დაიჭრა 11 რუსი ტერორისტი

წყარო: