ჩინეთმა გადაწყვიტა რუსეთისგან 1,5 მილიარდ დოლარად ზებგერითი შორეული ბომბდამშენის, Ту-22М3–ის საწარმოო ხაზის ყიდვა, რითაც რეგიონში საკმაოდ დიდი აფორიაქება გამოიწვია – ამ შესყიდვით შინეთის საკმაოდ გრძელ დამრტყმელ მუშტს შეიძენს.
სწორედ ასეტ განცხადებებს აკეთებს ჩინეთის მასმედია, რომელთა ცნობითაც გამანადგურებლის ჩინურ ვერსიას “H-10” უნდა ეწოდოს.
თვითმფრინავები საზღვაო პატრულირებისთვის იქნება გამოყენებული, მაგრამ არც მისი მთავარი ფუნქცია იქნება დავიწყებული – დიდ მანძილებზე გაანადგუროს საზღვაო სამიზნეები, ისეთები როგორებიცაა მაგალითად ამერიკული ავიამზიდები. სწორედ ამ მიზნისთვის თვითმფრინავის მიერ ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების ტარების შესაძლებლობა შენარჩუნდება და უფრო განვითარდება.
მხარეების მიერ ამ შეთანხმების თაობაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ როგორც ჩანს აშშ–მ ამის შესახებ ორი თვის წინ შეიტყო, რასაც სავარაუდოდ მოჰყვა მისი მხრიდან თავის შეიარაღებაში არსებული სტელს ტრიადის წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსების გადაწყვეტილების მიღება. საუბარია F-22, B-2B და F-35–ზე, რომელიც რეგიონში რა თქმა უნდა მაშინ იქნება გადასროლილი როცა საბრძოლო მზადყოფნას მიაღწევს.
რუსეთის გადაწყვეტილებამ, ჩინეთისთვის Ту-22М3–ების მიყიდვის შესახებ აშშ საკმაოდ გააღიზიანა – ექსპერტების აზრით ეს რუსეთსა და აშშ–ს შორის ამ ბოლოს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების შესახებ წარმოშობილი დავის გაგრძელებაა.
Ту-22М3 დიდი ზომების , ფრთების ცვალებადი ისრისებურობით, ორი ძრავითა და მოდერნიზირებული ელექტრონიკით აღჭურვილი ბომბდამშენია, რომელიც Ту-22М2–ის გაგრძელებას წარმოადგენს. თვითმფრინავი აღჭურვილია კოსმოსური ნავიგაციის, თავდაცვის და შეიარაღების მართვის მოდერნიზირებული კომპლექსით.
აშშ–ს გაღიზიანებას ალბათ ამ ბომბდამშენის შეიარარებაც იწვევს – საუბარია X-22–ზე და X-15–ზე, რომლებიც სიძველისდა მიუხედავად საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენენ ამერიკული ავიამზიდებისთვის – განსაკუთრებით პრობლემატურია მათის ფრენის სიჩქარე – რომელიც სროლის პროფილიდან გამომდინარე 4–დან 6 mach–მდე აღწევს.
წყარო:
No comments:
Post a Comment